დისკუსია გაიმართა „ლურჯი ოკეანის“ და ჯეპრას ერთობლივი პროექტის ფარგლებში გამოცემულ ბესტსელერებზე ჯეიმს ქლიერი - „ატომური ჩვევები“ და ჯიმ კოლინზი - „კარგიდან საუკეთესომდე“ დაყრდნობით.
“სქრინფლეის” სკოლაში სტუდენტები შეისწავლიან სცენარის წერის ტექნიკასა და უნარ-ჩვევებს, დაეუფლებიან დრამატურგიის თანამედროვე ფორმულებს, მიიღებენ სხვადასხვა ჟანრის სცენარზე პრაქტიკული მუშაობის გამოცდილებას და იდეების პროფესიონალურ დონეზე განხორციელებას.
“სქრინფლეის” სცენარისტთა სკოლა შექმნილია დამწყები სცენარისტებისთვისა და მწერლებისთვის, ქოფირაითერებისთვის, დრამატურგებისთვის, პიარ მენეჯერებისთვის, თამაშის შემქმნელებისთვის, სფიჩრაითერებისთვის, ჟურნალისტებისთვის და ნებისმიერი მსურველისთვის, რომელსაც უნდა საკუთარი იდეა ფართო აუდიტორიამდე მიიტანოს ფილმის, სერიალის, ვიდეორგოლის, წიგნისა თუ პიესის სახით.
“სქრინფლეის” სცენარისტთა სკოლაში ასწავლიან ლექტორები, რომელთაც არაერთი წარმატებული სატელევიზიო პროექტი აქვთ შექმნილი და ცნობილი პიესებისა და წიგნების ავტორები არიან. ისინი, კურსის მანძილზე, თეორიული ნაწილის გარდა, გაგიზიარებენ საკუთარ მრავალწლიან გამოცდილებას და შეგიქმნიან ყველანაირ წინაპირობას, რომ გახდე პროფესიონალი სცენარისტი.
შრიფტი “უკრაინა” - ჯეპრას და დავით მაისურაძის თანამშრომლობით შექმნილი ახალი ქართული შრიფტი თავისუფლებისთვის მებრძოლ უკრაინელ ხალხს ეძღვნება.
იგი უკრაინული დამწერლობის ადრეული ფორმის - „უსტავზე“ დაყრდნობით შეიქმნა.
“შრიფტი „უკრაინა“ ერთ-ერთ ისტორიულ კალიგრაფიულ სახეობას ეფუძნება, რომელიც უკრაინასთან ერთად, სამხრეთისა და აღმოსავლეთის სლავების ქვეყნებშიც გავრცელდა. ახალი შრიფტი „უკრაინა“ შეიცავს სლავური ესთეტიკით სტილიზებულ როგორც ქართულ, ასევე ლათინურ დამწერლობებს. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ შრიფტი აფხაზური ენის ყველა ასო-ნიშანს მოიცავს. ამ შრიფტით ყველა ევროპულ (და არა მარტო) ენაზეა შესაძლებელი წერა,“- კალიგრაფი დავით მაისურაძე.
ახალი შრიფტით წერა შესაძლებელია ქართულად, უკრაინულად, აფხაზურად, ინგლისურად და გერმანულად. მისი გამოყენება შესაძლებელია, როგორც ფოტოშოპში, ინდიზაინსა და ილუსტრატორში, ასევე MS Office-ს ყველა პროგრამაში.
შრიფტის გადმოწერა შესაძლებელია ვებგვერდებიდან www.gepra.ge/fonts
და https://calligraphy.ge/fonts
მალკომ გლედველი „ნიუ-იორკ თაიმსის“ ხუთი ბესტსელერის ავტორია. ის ხშირად წერს ჟურნალისთვის „ნიუ-იორკერი“. მის წიგნებს ამერიკულ უნივერსიტეტებში ასწავლიან მარკეტინგის, სოციოლოგიის, ისტორიის, პოლიტოლოგიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტებზე. გლედველი ასევე მოხვდა ჟურნალ „თაიმის“ 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა შორის, როგორც ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საინტერესო მოაზროვნე.
გლედველის „დავითი და გოლიათი“ სრულიად მოულოდნელი წიგნია, ტექსტი, რომელიც კვებავს როგორც გონებას, ისე გულს. წიგნში თავმოყრილ ამბებს აერთიანებს იდეა, რომ ხანდახან ნაკლოვანება უპირატესობაა და ხანაც პირიქით, უპირატესობა – ნაკლია. თუმცა, ამ ამბებს კიდევ – რაღაც ისეთი აკავშირებს, რაც წარუშლელ შთაბეჭდილებას და გავლენას ახდენს მკითხველზე, და აღაფრთოვანებს მას.
წიგნის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3AJ054j
28 ივნისს გაიმართა პანელური დისკუსია „ატომური ჩვევები - მცირე ცვლილებებით საოცარი შედეგებისკენ“. დისკუსიის სპიკერები იყვნენ:
სპიკერებმა მონაწილეებს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება, თუ როგორ დაძლიეს მავნე ჩვევები და როგორ მიაღწიეს დიდ მიზნებს პატარა ნაბიჯებით.
ღონისძიების მასპინძელი ლურჯი ოკეანე • Blue Ocean იყო
28 ივნისს ფაბრიკაში ჩატარდება „ლურჯი ოკეანის“ პანელური დისკუსია, რომლის თემაც არის კარგი ჩვევების გამომუშავება და ცუდი ჩვევებისგან გათავისუფლება. დისკუსიის სპიკერები იქნებიან: „ჯეპრას“ უფროსი კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი, „პაშა ბანკის“ აღმასრულებელი დირექტორი ნიკოლოზ შურღაია, საერთაშორისო აკადემია „ლოგოსის“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჩავლეიშვილი და „ლობს ქოუჩინგის“ დამფუძნებელი, ქოუჩი კახი ლობჟანიძე. ისინი მონაწილეებს ჯეიმს ქლიერის წიგნზე „ატომური ჩვევები“ ესაუბრებიან და ამავდროულად, გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, თუ როგორ დაძლიეს მავნე ჩვევები და როგორ მიაღწიეს დიდ მიზნებს პატარა ნაბიჯებით.
გაინტერესებთ, როგორ აყალიბებს ჩვევები თქვენს იდენტობას (ან იქნებ პირიქით)? რომელი უფრო მნიშვნელოვანია სასურველი შედეგების მისაღწევად: თვითდისციპლინა, მოტივაცია თუ გარემო? იქნებ თქვენზე ამბობენ, რომ ძალიან ნიჭიერი ხართ, მაგრამ ზარმაცი - გაინტერესებთ, გაიგოთ სიმართლე ნიჭის შესახებ? - სწორედ ამ კითხვებზე პასუხის მიღებაში დაგეხმარებათ ჯეიმს ქლიერის წიგნი და პანელური დისკუსია.
სოსო გალუმაშვილი, „ჯეპრას“ უფროსი კონსულტანტი: „შეხვედრაზე მოსული ადამიანები წიგნში მოცემული მეთოდოლოგიის გამოყენებას ისწავლიან. სპიკერები არამხოლოდ მოვყვებით ამონარიდებს და პრაქტიკულ რჩევებს წიგნიდან, არამედ მათ გავუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას, თუ როგორ გამოვიყენეთ ის ცხოვრებაში და მცირე ცვლილებებით როგორ მივაღწიეთ დიდ შედეგს. „ატომური ჩვევები“ სახელმძღვანელოა მათთვის, ვინც აქამდე უშედეგოდ ცდილობდა ცუდი ჩვევებისგან გათავისუფლებას. მეგზურია მათთვის, ვისაც ახალი ჩვევების ჩამოყალიბებისთვის აქამდე საკმარისი ცოდნა და მოტივაცია არ ჰქონდა. გზამკვლევია მათთვის, ვინც მეგობრებსა თუ კოლეგებს, შვილებსა თუ ახლობლებს სწორი რჩევებით ეხმარება.“
ნიკოლოზ შურღაია, „პაშა ბანკის“ აღმასრულებელი დირექტორი, „ვიდეობლოგი წიგნებზე“ ავტორი: „ადვილია გავაცდინოთ ვარჯიში, ფულის ხარჯვა ბიუჯეტს გადავაჭარბოთ მცირედ, ან პროექტი დავაგვიანოთ. შესაძლოა, თითოეულმა ამ გადახვევამ არ გვაქციოს სუსტად, ღარიბად ან უმუშევრად. ასევე პირიქით, რამდენიმე დღე ვარჯიში არ გვაქცევს სპორტსმენად, ერთხელ დაზოგვა არ გაგვხდის მილიონერად და ვადაში გაკეთებული ერთი პროექტი არ შექმნის ჩვენი წარმატების ისტორიას. ამავე დროს, თუ ყოველდღე 1%-ით გავაუმჯობესებთ რაიმეს, ის 37-ჯერ გაიზრდება წლის მანძილზე. თუ ყოველდღე 1%-ით შევამცირებთ რაიმეს, ის თითქმის გაქრება! სწორედ ამას ეხება წიგნი, რომლის გარშემოც ძალიან საინტერესო პანელური დისკუსია იგეგმება.“
„ატომური ჩვევების“ რევოლუციური სისტემა გასწავლით, როგორ გახდეთ ყოველდღე 1%-ით უკეთესი. პატარა ცვლილებებს თქვენი კარიერის, ურთიერთობებისა და ცხოვრების გარდაქმნა შეუძლია.
პანელური დისკუსია 28 ივნისს 19:00 საათზე გაიმართება. დასასწრები ბილეთის შესაძენად ეწვიეთ სტუდენტებისთვის მოქმედებს 35%-იანი ფასდაკლება. პრომო კოდის მისაღებად გადადით „ლურჯი ოკეანის“ გვერდზე.
მასტერკლასების მიზანი იყო პიარის და მარკეტინგული კომუნიკაციების თემაზე ცნობიერების ამაღლება მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.
შეხვედრების ციკლს უძღვებოდნენ ცნობილი სპიკერები და სფეროს ექსპერტები.
სტრატეგიული კომუნიკაციები სტუმარმასპინძლობის სფეროში - კახა მაღრაძე
ადამიანური რესურსების მართვა სტუმარმასპინძლობის სფეროში - ანდრო დგებუაძე
ემოციური ინტელექტი სტუმარმასპინძლობის სფეროში - თორნიკე გურული
ბრენდინგი სტუმარმასპინძლობის სფეროში - ანდრო მეტრეველი