ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი კავკასიის სოციალური ინოვაციების კონკურსის მეორე ეტაპი და პირველი მწვანე ბიზნეს აქსელერაციის პროგრამა GREENcubator დასრულდა. GREENcubator პროგრამა მოიაზრებდა საგრანტო კონკურსის მონაწილეების მხარდაჭერას თავიანთუი მწვანე ბიზნესიდეების დახვეწასა და განვითარებაში, პროგრამის ფარგლებში ჯეპრას უფროსმა კონსულტანტმა სოსო გალუმაშვილმა მონაწილეებს ტრენინგი ბიზნესმოდელის წყაროებისა და ტიპების შესახებ ჩაუტარა.
3 კვირიანი ინტენსიური კურსები მოიცავდა ტრენინგებს, პრაქტიკულ შეხვედრებსა და ინდივიდუალური სწავლების სესიებს ისეთ თემებზე გამოცდილების გაზიარებით, როგორიც არის ბიზნესისმოდელის ტიპები, ბიუჯეტირება და ხარჯების სტრუქტურა, ბაზარზე შესვლის სტრატეგიები, გაყიდვები, მარკეტინგი, ბრენდინგი, ქრაუდფანდინგი, სოციალური მედიის მართვა და სხვა.
GREENcubator–მა ჯამში 25 მონაწილეს უმასპინძლა, რომლებიც გეგმავენ სოციალური და მწვანე საწარმოების შექმნას ნარჩენების მართვის, ეკოტურიზმისა და სოფლის განვითარების მიმართულებებით.