ამბები
31 მარტს, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღის 82 წლის იუბილეზე „ჯეპრა“ კალიგრაფ დავით მაისურაძესთან თანამშრომლობით შექმნილ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ხელნაწერ შრიფტს წარადგენს.
როგორ მოხდა ზვიად გამსახურდიას ხელნაწერების მოძიება, რისი გაგება შეგვიძლია პიროვნების შესახებ მისი ხელნაწერის მიხედვით და რომელი საზოგადო მოღვაწის შრიფტი ელოდება გაციფრულებას - „შენს დილაში“ ისაუბრეს „ჯეპრას“ პროექტების მენეჯერმა რუსკა უსტიაშვილმა და კალიგრაფმა დავით მაისურაძემ.
ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით, ყოველწლიური კონკურსის „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
„ჯილდო გაერო-ს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური შეთანხმების ინიციატივას ეფუძნება, კერძოდ, ქალთა უფლებების გაფართოების მეოთხე პრინციპს - ქალების განათლების, სწავლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას და ხელს უწყობს ქალების განათლებასა და პროფესიულ განვითარებას სამუშაო ადგილებზე.
კონკურსის მიზანი იმ კომპანიების წახალისებაა, რომლებიც წარმატებით ამკვიდრებენ ქალების პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის მხარდაჭერის კორპორაციულ კულტურას.
კონკურსის პარტნიორები არიან: ბიზნეს ლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ და გაეროს ქალთა ორგანიზაცია.
ჯეპრა კალიგრაფ დავით მაისურაძესთან თანამშრომლობით საქართველოს პირველი პრეზიდენტის, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის ზვიად გამსახურდიას შრიფტს შექმნის.
ხელნაწერი შრიფტი ზვიად გამსახურდიას იუბილესთან დაკავშირებით იქმნება. ამა წლის 31 მარტს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადებიდან 82-ე წელი სრულდება.
ჯეპრას სპეციალური პროგრამების მენეჯერის, რუსკა უსტიაშვილის განცხადებით, პროექტში ჩართული ყველა მხარის ძალისხმევით შესაძლებელი გახდა ზვიად გამსახურდიას ხელნაწერების გაციფრულება და შრიფტის შექმნა. „იდეის განხორციელება არ იყო მარტივი, რადგან, შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ხელნაწერების დიდი ნაწილი ხანძრის გამო განადგურდა, ბევრი საარქივო მასალა უბრალოდ აღარ არსებობს. ეს სამწუხარო რეალობაა, რომელმაც კიდევ უფრო დაგვარწმუნა ჩვენი თვალთახედვის სისწორეში,“ - აღნიშნა რუსკა უსტიაშვილმა.
„ჯეპრას“ და დავით მაისურაძის თანამშრომლობით შექმნილი ეს უკვე მესამე შრიფტი იქნება. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პროექტის ფარგლებში გაციფრულდა ნიკო ნიკოლაძის და იაკობ გოგებაშვილის ხელნაწერები.
”შრიფტი მხოლოდ ცნობილი მოღვაწის ხელნაწერიდან ამოკრებილი ასოების ერთობა არაა. შრიფტში პიროვნების ხასიათი უნდა ჩანდეს, მასში უნდა აისახოს ყველაფერი: ავტორი კალამს მსუბუქად უსვამს თუ მკაცრად, დინჯად წერს თუ სწრაფად, წერისას მშვიდია თუ აღელვებული... ზოგჯერ ავტორის წერილებიდან სხვადასხვა ხასიათი ჩანს და აქ შრიფტის დიზაინერის ამოცანა რთულდება: მან უნდა შეძლოს, ხელწერის ზოგადი თვისებებიც შეაჯეროს, მაგრამ ამავე დროს ნაწერს არ დაკარგოს ინდივიდუალური ხასიათი. ზვიად გამსახურდიას წერილების კალიგრაფიაზე დაკვირვებაც ამ მხრივაა საინტერესო: კალიგრაფია ჩემთვის მიმანიშნებელია იმისა, თუ რას გრძნობს იგი აზრის გადმოცემისას. ასეთი ინტერპრეტაციები ზუსტი რომც არ იყოს, შრიფტზე მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესოა. შედეგი კი კიდევ უფრო სასიამოვნო: ასე მგონია, მათი ხელწერის გაცოცხლებით დიდი ქართველი მოღვაწეების უკვდავყოფაში უმცირესი წვლილი მეც შემაქვს,“- განაცხადა კალიგრაფმა დავით მაისურაძემ.
ზვიად გამსახურდიას შრიფტის შექმნის მხარდაჭერისა და ხელნაწერების მოწოდებისთვის, ჯეპრა მადლობას უხდის პრეზიდენტის მეუღლეს, მანანა არჩვაძე-გამსახურდიას, ბატონებს გურამ და რობერტ პეტრიაშვილებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივს.
საქართველოს უნივერსიტეტისა და ჯეპრას ერთობლივი პიართონის გამარჯვებულები ცნობილია!
I ადგილი:
ქეთევან მამასახლისი (სტრატეგიული კომუნიკაციები)
ელენე ასათიანი (ჟურნალისტიკა)
თედო შარაბიძე (სტრატეგიული კომუნიკაციები)
ხატია გვალია (სტრატეგიული კომუნიკაციები)
მათ გადაეცათ ნიკო ნიკოლაძის პრემია 1200 ლარის ოდენობით
II ადგილი:
მარიამ ღოღაძე (სტრატეგიული კომუნიკაციები)
ლევან წილოსანი (სტრატეგიული კომუნიკაციები)
ენდი თოდუა (სტრატეგიული კომუნიკაციები)
თათია შონია (სტრატეგიული კომუნიკაციები)
მათ გადაეცათ ნიკო ნიკოლაძის პრემია 800 ლარის ოდენობით
III ადგილი:
ლალი კვიჟინაძე (სტრატეგიული კომუნიკაციები)
სალომე ქვრივიშვილი (სტრატეგიული კომუნიკაციები)
ბარბარე გაბრიჭიძე (სტრატეგიული კომუნიკაციები)
მათ გადაეცათ ნიკო ნიკოლაძის პრემია 500 ლარის ოდენობით
კონკურსის პარტნიორმა კომპანია „არდიმ“ კი I ადგილზე გასული გუნდის თითოეულ წევრს ჯანმრთელობის ერთწლიანი სადაზღვევო პაკეტი გადასცა.
ვულოცავთ გამარჯვებულ გუნდებს ამ წარმატებას!
პროექტის პარტნიორები: საქართველოს უნივერსიტეტი, არდი, ჯეპრა, ნიკო ნიკოლაძის პრემია
ეროვნული არქივი ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტის ოფიციალური პარტნიორი გახდა.
ჩეთბოტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საკონსულტაციო კომპანია “ჯეპრას” ერთობლივი ჰაკათონის გამარჯვებული გუნდები შექმნიან.
ნიკო ნიკოლაძის დასრულებული ციფრული ენობრივი ასლი ინტეგრირდება ვებგვერდზე nikonikoladze.ge და ნებისმიერი მსურველი შეძლებს მასთან გასაუბრებას.
შეთანხმების მიხედვით, საქართველოს ეროვნული არქივი გადასცემს კომპანია „ჯეპრას“ არქივში დაცულ ფოტოებს, რომელსაც ჰაკათონში გამარჯვებული სტუდენტები და მოსწავლეები ჩეთბოტის სრულყოფისთვის გამოიყენებენ.
უნიკალური ფოტოები ნიკო ნიკოლაძის მრავალმხრივ მოღვაწეობას, მისი მეგობრების წრესა და ოჯახის წევრების ცხოვრებას ასახავს. 1972 წელს ფოტომასალის დიდი ნაწილი ეროვნულ არქივს გიორგი ნიკოლაძის დამ, რუსუდან ნიკოლაძემ, გადასცა.
📣 პიართონი დაიწყო!
წარმოგიდგენთ ჯეპრას #3 პოდკასტს წინსვლა, ამჯერად ჯეპრას უფროსი კონსულტანტი ნუცა სუბელიანი და ჯეპრას მედია მენეჯერი ნინი მეტრევლი Tbilisi Pride-ის დირექტორს გიორგი თაბაგარს ესაუბრნენ.





