ჯეპრას დიზაინერების ნამუშევარი, საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის (ACAG) პრინტ კონკურსში, სპეციალურად მოწვეული, დამოუკიდებელი ჟიურის რჩეული გახდა!
პრობლემა: ცხოველთა დაცვის მიმართულებით, საქართველოში უამრავი პრობლემაა. შინაურ ცხოველებთან მიმართებაში (ძაღლები, კატები) განსაკუთრებით გამოკვეთილი პრობლემაა საზოგადოების და მათ შორის, სახელისუფლებო ორგანოებში დასაქმებული ადამიანების დაბალი ცნობიერება პრობლემის მიმართ. მოსახლეობა, საკუთარი პასიურობით, ხელს უწყობს პრობლემის გაღრმავებას. ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც შინაური ცხოველი რიგით სათამაშოდ განიხილება, ოჯახები შინაურ ცხოველს ბავშვებისთვის ყიდულობენ გაუაზრებელი/დაუფიქრებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, ხშირად იმპულსურად. (დილით გადაწყდება, რომ ძაღლი უნდათ და საღამოს უკვე ნაყიდი ჰყავთ), შედეგად, შინაური ცხოველი გაიგივებულია სათამაშოსთან და როგორც კი ბეზრდებათ ცხოველი ქუჩაში რჩება, შემდეგ კი, ვიგებთ უამრავი ამბავს ასეთ მიტოვებულ ცხოველებზე, მათ ტრაგიკულ ისტორიებზე, გადავსებულ თავშესაფრებზე და ა.შ. ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციაში პრინტ კონკურსი ჩატარდა.
ACAG-ის კონკურსის მიზანი იყო, შექმნილიყო საკომუნიკაციო გზავნილის მატარებელი პოსტერი, რომელიც მოუწოდებს ოჯახებს პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებისკენ, დაფიქრებისა და გააზრებისკენ, სანამ შინაური ცხოველის ყიდვას/ყოლას დააპირებენ კონკურსში მონაწილეობა 17-მა სააგენტომ მიიღო.
პრინტ კონკურსი შეაფასა ჟიურის ორმა გუნდმა: ერთი გუნდი შეადგებოდა კრეატიული სააგენტოების წარმომადგენლებისგან, მეორე კი – სპეციალური მოწვეული ჟიურის წევრებისგან, რომელთა რჩეულიც სააგენტო “ჯეპრას” პრინტი გახდა.
ყველა ნამუშევრის სანახავად მიჰყევით ბმულს: https://bit.ly/3etZq83