ნიკო ნიკოლაძე მე-19-20 საუკუნეების უდიდესი ინტელექტუალი და ნოვატორია თავისი აზროვნებით და მოღვაწეობით. შეავსე ტესტი და ნახე რამდენად კარგად იცნობ ამ დიდი ქართველი მოღვაწის ბიოგრაფიას და მის მიერ განხორციელებულ უდიდეს საქმეებს!
16 ივლისს, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის (GCNG) ორგანიზებით ყოველწლიური საერთო კრება გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს გაეროს გლობალური შეთანხმების ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა სანდა ოჯიამბომ სიტყვით მიმართა, რომელმაც ხაზი გაუსვა პასუხისმგებლიანი ბიზნესის როლს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების პროცესში და საქართველოს ქსელს წარმატება უსურვა.
GCNG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სალომე ზურაბიშვილმა მიმოიხილა განხორციელებული აქტივობები და ქსელის წევრებს ორგანიზაციის საქმიანობა და მომავალი გეგმები გააცნო. აღსანიშნავია, რომ წელს წევრი კომპანიების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა და ამჟამად GCNG-ის 63 წევრი ჰყავს.
ღონისძიების ბოლოს გაიმართა ქსელის გამგეობის წევრების არჩევნები, რომელში მონაწილეობაც 9 კომპანიის წარმომადგენელმა მიიღო. ღონისძიება გაიმართა შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.
ჯეპრას დიზაინერების ნამუშევარი, საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის (ACAG) პრინტ კონკურსში, სპეციალურად მოწვეული, დამოუკიდებელი ჟიურის რჩეული გახდა!
პრობლემა: ცხოველთა დაცვის მიმართულებით, საქართველოში უამრავი პრობლემაა. შინაურ ცხოველებთან მიმართებაში (ძაღლები, კატები) განსაკუთრებით გამოკვეთილი პრობლემაა საზოგადოების და მათ შორის, სახელისუფლებო ორგანოებში დასაქმებული ადამიანების დაბალი ცნობიერება პრობლემის მიმართ. მოსახლეობა, საკუთარი პასიურობით, ხელს უწყობს პრობლემის გაღრმავებას. ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც შინაური ცხოველი რიგით სათამაშოდ განიხილება, ოჯახები შინაურ ცხოველს ბავშვებისთვის ყიდულობენ გაუაზრებელი/დაუფიქრებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, ხშირად იმპულსურად. (დილით გადაწყდება, რომ ძაღლი უნდათ და საღამოს უკვე ნაყიდი ჰყავთ), შედეგად, შინაური ცხოველი გაიგივებულია სათამაშოსთან და როგორც კი ბეზრდებათ ცხოველი ქუჩაში რჩება, შემდეგ კი, ვიგებთ უამრავი ამბავს ასეთ მიტოვებულ ცხოველებზე, მათ ტრაგიკულ ისტორიებზე, გადავსებულ თავშესაფრებზე და ა.შ. ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციაში პრინტ კონკურსი ჩატარდა.
ACAG-ის კონკურსის მიზანი იყო, შექმნილიყო საკომუნიკაციო გზავნილის მატარებელი პოსტერი, რომელიც მოუწოდებს ოჯახებს პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებისკენ, დაფიქრებისა და გააზრებისკენ, სანამ შინაური ცხოველის ყიდვას/ყოლას დააპირებენ კონკურსში მონაწილეობა 17-მა სააგენტომ მიიღო.
პრინტ კონკურსი შეაფასა ჟიურის ორმა გუნდმა: ერთი გუნდი შეადგებოდა კრეატიული სააგენტოების წარმომადგენლებისგან, მეორე კი – სპეციალური მოწვეული ჟიურის წევრებისგან, რომელთა რჩეულიც სააგენტო “ჯეპრას” პრინტი გახდა.
ყველა ნამუშევრის სანახავად მიჰყევით ბმულს: https://bit.ly/3etZq83
ჯეპრა წარმოგიდგენთ პროექტს"რა ვნახე, რა წავიკითხე". კამპანიის ფარგლებში გავესაუბრებით სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, ჯეპრას მეგობრებს, პარტნიორებსა და კლიენტებს, რომლებიც მოგვიყვებიან თუ როგორ გაატარეს კარანტინის პერიოდი.
პროექტს წარადგენენ ჯეპრას კონსულტანტები, ნინანო დავითაია და თაკო ვარამაშვილი.
ჯეპრას მინი სერიების პირველი სტუმარია კახა მაღრაძე.
ჯეპრასა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, ნიკო ნიკოლაძის პრემიის ვებგვერდი შეიქმნა.
ვებგვერდი ემსახურება პირველ საგანმანათლებლო პრემიას, რომელიც დაარსდა 2019 წელს. პრემიის ფარგლებში შერჩეულ უნივერსიტეტში ცხადდება კონკურსი, რომლის გამარჯვებულებსაც პარტნიორი ბიზნესკომპანია ნიკო ნიკოლაძის პრემიას გადასცემს. პრემიის მიზანი ნიჭიერი ახალგაზრდების წარმოჩენა, ბიზნესსა და საგანმანათლებლო სექტორს შორის კავშირის გამყარება და ბიზნესის საჭიროებებთან მორგებული სწავლებისთვის ცვლილების ხელშეწყობაა.
ვებგვერდის სანახავად მიჰყევით ბმულს.
ჯეპრასა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის live-პროექტს „რესტარტის“ სერიის მეცხრე შეხვედრის სტუმრები იყვნენ საქართველოს ბანკის Chief Startup Officer-ი და Chief Digital Officer-ი ვახო ვახტანგიშვილი და ლევან კობახიძე.
პროექტის შესახებ ვრცლად იხილეთ: https://bit.ly/2ywBku5