22 ივნისს, ADS Georgia - კრეატიული სააგენტოები საქართველოში-ის ფარგლებში სტუდენტებისთვის ონლაინ შეხვედრას ჯეპრას უფროსი პარტნიორი, კახა მაღრაძე გამართავს.
👉 ადგილი: სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ფეისბუქის გვერდი
ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ და საზოგადოების მზარდმა მოთხოვნამ მსოფლიო ბაზარზე ბევრი ახალი პროფესია გააჩნია, რომელთა გარეშე ყოველდღიური ცხოვრება უკვე შეუძლებელია. დღეს ნებისმიერი კომპანია წარმოუდგენელია დეველოპერის, დიზაინერის ან ციფრული მედიის სპეციალისტის გარეშე. პანდემიამ კი გვაჩვენა, რომ ამ მიმართულებების გამართულად მუშაობა ბიზნესის წარმატებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, ამიტომ დღეს ამ სფეროს სპეციალისტებზე მოთხოვნა გაცილებით უფრო დიდია.
ქართული ტექნოლოგიური შრომითი ბაზარი, როგორ ავარჩიოთ პროფესიული მიმართულება და შესაფერისი დამსაქმებელი, როგორ ვაპოვნინოთ თავი HR-ებს – ამ ყველაფრის შესახებ 17 ივნისს უნილაბის Cyber Talk-ის ბოლო ღია ლექციაზე adjarabet.com-ის ტალანტების მოზიდვის განყოფილების ხელმძღვანელმა ირაკლი ტ. მიქიაშვილმა და ჯეპრას უფროსი კონსულტანტმა სოსო გალუმაშვილმა უნილაბის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელ ლიკა მოშიაშვილთან ერთად ისაუბრეს.
ჯეპრასა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის live-პროექტს „რესტარტის“ სერიის მერვე შეხვედრის სტუმრები იყვნენ ვამეხ ხერხეულიძე და დავით მიზანდარი.
სტუმრების შესახებ
🔺 ვამეხ ხერხეულიძე – Elven Technologies
🔺 დავით მიზანდარი – ინოვატორი
თემა: „განჭვრეტადი ინოვაციები“
პროექტის შესახებ ვრცლად იხილეთ: https://bit.ly/2ywBku5
ყოველდღიურად უამრავ ინფორმაციას ვიღებთ, გამოვხატავთ ემოციებს და გვიყალიბდება შთაბეჭდილებები. ინფორმაციულ ეპოქაში ამ პროცესის წარმართვა და საზოგადოების ყურადღების მიპყრობა ერთი შეხედვით რთულ საქმეს წარმოადგენს, მაგრამ არა სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტებისთვის.
საქართველოს უნივერსიტეტის პროფესიების კვირეულის ფარგლებში, სოსო გალუმაშვილმა გამართა დისტანციურ შეხვედრაზე: პროფესია - სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტი.
პიტერ თილის NEW YORK TIMES-ის #1 ბესტსელერი "ნულიდან ერთამდე" მალე ქართულ ენაზე გამოიცემა.
PayPal-ისა და Palantir-ის დამფუძნებელი პიტერ თილი Facebook-ის, Microsoft-ის, eBay-ის, Twitter-ის, LinkedIn-ისა და სხვა მრავალი კომპანიის მაგალითზე და, რაც მთავარია, PayPal-ში მუშაობის განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებაზე დაფუძნებით, დამწყებ ბიზნესმენებს ურჩევს, რომელი სტრატეგიები უნდა აურჩიონ და როგორ იპოვონ უნიკალური გზა სრულიად ახლის შესაქმნელად.
ბევრად ადვილია უკვე არსებული მოდელის კოპირება, ვიდრე თვისობრივად რაიმე ახლის შექმნა.
როცა ვაკეთებთ იმას, რაც ვიცით და როცა სიახლეს ვმატებთ ნაცნობ პროდუქტს, 1-დან N-ისკენ ვინაცვლებთ. მაგრამ ყოველთვის, როდესაც რაღაც ახალს ვიგონებთ, 0-დან 1-ს ვქმნით.
🗯ინგლისურიდან თარგმნა დავით ახალაძემ.
🗯 რედაქტორი თეა ბარამაშვილი
ჯეპრას გუნდს, ახალი გრაფიკული დიზაინერი, სოფო პეპანაშვილი შემოურთდა.
სოფო პეპანაშვილი სწავლობდა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში ფერწერის ფაკულტეტზე, შემდეგ კი აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიაში მედია ხელოვნების ფაკულტეტზე. მისი ჰობია ილუსტრაციების შექმნა, ფოტოგრაფია, მუსიკის მოსმენა, გიტარაზე დაკვრა და სიმღერა.
მიუხედავად COVID-19-სა, ჯეპრა არ ჩერდება - წინ ბევრი საინტერესო ინიციატივა და გუნდის გაფართოების გეგმები გვაქვს.
რა გავლენა მოახდინა COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართულმა შეზღუდვებმა ორგანიზაციების საქმიანობასა და საკომუნიკაციო აქტივობებზე? რა პრიორიტეტების მიხედვით ჩამოყალიბდა მათი საკომუნიკაციო ამოცანები და რა სახის ცვლილებები განიცადა კომპანიების მარკეტინგულმა აქტივობებმა, ამ კითხვებზე საპასუხოდ 56 კომპანია გამოვიკითხეთ.
საკონსულტაციო კომპანია ჯეპრა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის Live-პროექტის „რესტარტის" Სერიის მეშვიდე შეხვედრის სტუმარია, ზაალ გაჩეჩილაძე – Pulsar AI-ის თანადამფუძნებელი.
Pulsar AI პირველი ქართული სტარტაპია, რომელმაც 1,2-მილიონიანი ინვესტიცია მოიზიდა „სილიკონის ველის“ ინვესტორებისგან.
პროექტის შესახებ ვრცლად იხილეთ: https://bit.ly/2ywBku5
ჯეპრასა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის live-პროექტის „რესტარტის“ ფარგლებში მეხუთე შეხვედრა გაიმართა, რომლის სტუმრებიც სანდრო ასათიანი, ილიაუნის კიბერლაბოატორია უნილაბის დირექტორი, ჯეოლაბის დამფუძნებელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და ზურაბ ჯიშკარიანი, ანიმას დამფუძნებელი, მწერალი, პოეტი და გეიმდიზაინერი იყვნენ.
როგორ გამოვიყენეთ იზოლაცია, ორგანიზაციის სტრატეგიული განვითარებისთვის? რა ღონისძიებები გავატარეთ ორგანიზაციაში, კრიზისის პერიოდში?
როგორ მოახდინეს თანამშრომლება ადაპტაცია ახალ სამუშაო პირობებთან? როგორ ვემზადებით პოსტპანდემიურ პერიოდთან შესახვედრად?
ჯეპრას ონლაინდისკუსიის სტუმრები არიან ვლადიმერ მკერვალიშვილი უფლებები საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მშვენიერაძე- GDI-ის თავმჯდომარე და სოფია გურგენიძე - USAID HICD 2020 პროგრამის წარმომადგენელი.