ჯეპრა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 23 აპრილიდან წარმოგიდგენთ Live-პროექტს „რესტარტი“.
პროექტის ფარგლებში სტუდენტებს შემოგთავაზებთ ბიზნესწრეების აღიარებული ლიდერების ინტერვიუებს სპეციალიზებული პლატფორმისა და ფეისბუქის მეშვეობით.
პროექტის მიზანია ბიზნესისა და ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ სტუდენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება; პანდემიის გამკლავების რაციონალური და ემოციური მექანიზმების აღწერის მეშვეობით წარმატებული ქეისებისა და მოქმედებათა განხილვა, სტუდენტების გამხნევება.
სტუმრები კრეატიული ინდუსტრიიდან
23 აპრილი: ლევან კეცხოველი, რედბერის პარტნიორი და აღამსრულებელი დირექტორი;
30 აპრილი: ერეკლე ზურმუხტაშვილი, ლივინგსტონი;
7 მაისი: სანდრო გაბისონია და ლუკა ეჯიბია, მარკეტერი;
14 მაისი: ლევან ასათიანი, სააჩი & სააჩი.
გექნებათ შესაძლებლობა ლაივრეჟიმში დაგვისვათ შეკითხვები.





