ყაზახურ-ქართულმა ეკონომიკურმა გაერთიანებამ ყაზახეთის სავაჭრო-ეკონომიკურ მისიას უმასპინძლა
11 აპრილი 2022
დელეგაციის წევრებმა სამი დღის განმავლობაში ქართული ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან B2B შეხვედრები გამართეს.   ...
ყაზახურ-ქართულმა ეკონომიკურმა გაერთიანებამ ყაზახეთის სავაჭრო-ეკონომიკურ მისიას უმასპინძლა

11 აპრილი 2022
Copy to clipboard

 

დელეგაციის წევრებმა სამი დღის განმავლობაში ქართული ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან B2B შეხვედრები გამართეს.
 
7 აპრილს გამართულ ბიზნეს ფორუმში 30-მდე ყაზახურმა და 100-ზე მეტმა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.
ორი ქვეყნის კომპანიებს შორის ჯამურად 11,2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების საექსპორტო ხელშეკრულებები გაფორმდა.
როგორ განვითარდა კორპორაციული მდგრადობა
25 მარტი 2022
როგორ განვითარდა კორპორაციული მდგრადობა საქართველოში? ეკა ჟვანია - ჯეპრას აღმასრულებელი დირექტორი სტუმრად გადაცემა #pa...
როგორ განვითარდა კორპორაციული მდგრადობა

25 მარტი 2022
Copy to clipboard

 

როგორ განვითარდა კორპორაციული მდგრადობა საქართველოში? ეკა ჟვანია - ჯეპრას აღმასრულებელი დირექტორი სტუმრად გადაცემა #partnerships4SUSTAINABILITY-ში
 

დასავლეთი vs აგრესორი ვინ იმარჯვებს და რატომ ამ ომში
10 მარტი 2022
რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა მოქალაქემ რას აკეთებს რუსეთის ტროლების ქარხანა და რას უპირისპირებს უკრაინის წინააღმდე...
დასავლეთი vs აგრესორი ვინ იმარჯვებს და რატომ ამ ომში

10 მარტი 2022
Copy to clipboard

 

რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა მოქალაქემ რას აკეთებს რუსეთის ტროლების ქარხანა და რას უპირისპირებს უკრაინის წინააღმდეგობის ფრონტი, როგორ მუშაობს სანქციები - აგრესორის დასჯისა და მადის მოთოკვის ხერხები და მეთოდები სოსო გალუმაშვილი, ჯეპრას უფროსი კონსულტანტი დღის კოდის ეთერში. 

 

ქალთა საერთაშორისო დღეს ჯეპრამ მარო მაყაშვილის, ანა კალანდაძის და ელენე ახვლედიანის შრიფტები წარადგინა
08 მარტი 2022
ქალთა საერთაშორისო დღეს ჯეპრამ მარო მაყაშვილის, ანა კალანდაძის და ელენე ახვლედიანის შრიფტები წარადგინა.    შრიფტ...
ქალთა საერთაშორისო დღეს ჯეპრამ მარო მაყაშვილის, ანა კალანდაძის და ელენე ახვლედიანის შრიფტები წარადგინა

08 მარტი 2022
Copy to clipboard

 

ქალთა საერთაშორისო დღეს ჯეპრამ მარო მაყაშვილის, ანა კალანდაძის და ელენე ახვლედიანის შრიფტები წარადგინა. 
 
შრიფტების შექმნამდე რამდენიმე თვით ადრე, ყველა მსურველს საშუალება ჰქონდა, გამოკითხვაში მიეღო მონაწილეობა და თავად შეერჩია ის ქალები, რომელთა ხელნაწერი შრიფტის შექმნასაც ისურვებდნენ.
 
მარო მაყაშვილი - 19 წლის სტუდენტი 1921 წელს რუსეთის მე-11 არმიასთან ბრძოლის დროს დაიღუპა, მისი ხელნაწერის გაციფრულებას ვუძღვნით უკრაინელ ქალებს, მათ თავდადებას და გმირობას თავისუფლებისთვის.
 
ხელნაწერი შრიფტების შექმნაზე კალიგრაფმა დავით მაისურაძემ იმუშავა.
 
მარო მაყაშვილის, ანა კალანდაძის და ელენე ახვლედიანის ხელნაწერების მოწოდებისთვის, ჯეპრა მადლობას საქართველოს ეროვნულ არქივს, ლიტერატურის მუზეუმსა და ხელოვნების სასახლეს.
 
ხელნაწერი შრიფტების გალერეის ხილვა და შრიფტების გადმოწერა შეგიძლიათ ბმულიდან: https://gepra.ge/fonts/.
ჯეპრა მარო მაყაშვილის ხელნაწერ შრიფტს წარადგენს
01 მარტი 2022
ჩვენ ვიცით რას ნიშნავს ოკუპაცია, გვახსოვს ჩვენი წარსული და კიდევ ერთხელ ვუცხადებთ სოლიდარობას უკრაინელ ხალხს, მათ ბრძოლა...
ჯეპრა მარო მაყაშვილის ხელნაწერ შრიფტს წარადგენს

01 მარტი 2022
Copy to clipboard

 

ჩვენ ვიცით რას ნიშნავს ოკუპაცია, გვახსოვს ჩვენი წარსული და კიდევ ერთხელ ვუცხადებთ სოლიდარობას უკრაინელ ხალხს, მათ ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის! 🇺🇦 🇬🇪

სულ მალე კალიგრაფ დავით მაისურაძესთან თანამშრომლობით საქართველოს ეროვნული გმირის, საბჭოთა რუსეთის ჯარებთან ბრძოლაში დაღუპული 19 წლის მედდის მარო მაყაშვილის ხელნაწერ შრიფტს წარვუდგენთ საზოგადობას.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე
28 თებერვალი 2022
28 თებერვალს, სასტუმრო „რუმსი ჰოტელ თბილისში“ იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა.  ღონის...
იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე

28 თებერვალი 2022
Copy to clipboard

 

28 თებერვალს, სასტუმრო „რუმსი ჰოტელ თბილისში“ იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა.

 ღონისძიება გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდის (GeRaD) მხარდაჭერით მეცამეტედ ჩატარდა და მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას იშვიათი დაავადებების, მათი დიაგნოსტირების გაუმჯობესებასა და მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის შესახებ: „შემოგვიერთდით, რათა გავხადოთ იშვიათი დაავადებების ხმა მისაწვდომი და ყურადსაღები“.

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ოლეგ ქვლივიძემ და საქართველოს პედიატრ ნევროლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა ნანა ტატაშვილმა ისაუბრეს იშვიათი დაავადების სიმძიმის, მკურნალობის მიმართულებით დღეს არსებულ პრობლემებსა და მიღწეულ შედეგებზე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ექიმები, პაციენტები, პაციენტთა ორგანიზაციების წარმომადგენლები და მხარდამჭერები.

მნიშვნელოვანია, რომ გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდის (GeRaD) მიერ 2020-2021 წლებში პრიორიტეტად გამოცხადებული დაავადების - სპინალური კუნთოვანი ატროფიის (სკა) მკურნალობა 2022 წლიდან ხელმისაწვდომი გახდა.

ჯეპრა უკრაინის მხარდასაჭერად
24 თებერვალი 2022
ჯეპრა სოლიდარობას უცხადებს უკრაინას და გმობს რუსულ აგრესიას! საომარი სიტუაციიდან გამომდინარე, უკრაინის მოქალაქეებისთვის...
ჯეპრა უკრაინის მხარდასაჭერად

24 თებერვალი 2022
Copy to clipboard

 

ჯეპრა სოლიდარობას უცხადებს უკრაინას და გმობს რუსულ აგრესიას!

საომარი სიტუაციიდან გამომდინარე, უკრაინის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ვერ ბრუნდებიან საკუთარ სამშობლოში, ჯეპრა მზად არის გამოყოს სამუშაო სივრცეები და უზრუნველყოს ყველანაირი სამუშაო პირობით. 

У зв’язку з надзвичайною та військовою ситуацією в Україні для громадян України, які не можуть повернутися на батьківщину. «Гепра» готова забезпечити всі умови для роботи та простору. 🇺🇦🇬🇪
Зв'яжіться з нами за електронною поштою - ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. або за телефоном +995 322 247 00 42.
მარკეტერის პოდკასტი - როგორ იწრთობოდა "პიარი" საქართველოში
02 თებერვალი 2022
პირველი ნაბიჯები ჩამოშლილ ინდუსტრიულ ქალაქ ქუთაისში გადაიდგა. ეს ის დროა, საქმიანი/პოლიტიკური ცხოვრება მზის ჩასვლასთან...
მარკეტერის პოდკასტი - როგორ იწრთობოდა "პიარი" საქართველოში

02 თებერვალი 2022
Copy to clipboard

 

პირველი ნაბიჯები ჩამოშლილ ინდუსტრიულ ქალაქ ქუთაისში გადაიდგა. ეს ის დროა, საქმიანი/პოლიტიკური ცხოვრება მზის ჩასვლასთან ერთად რომ სრულდება და ხალხი შუა ქუჩაში დადის. არა, ეს სეირნობა არ იყო, შუა ქუჩაში სიარული იმ დროს უსაფრთხოებისთვის საჭიროებამ განაპირობა.
 
შემდეგ, იყო ხედვის მქონე განსაკუთრებული კომპანიების აღმოჩენის ხანა, წერტილებიის შეერთების მომენტები, სფეროს და პროფესიის პოპულარიზაციის დღეები.
 
იყო საერთაშორისო გამოცდილება და დიდი სურათის დანახვის, ფოკუსის არ დაკარგვის მუდმივი მცდელობა. ისწავლეს, როგორ თქვან უარი კომპანიის შემოსავლების 80%-ზე, თუკი ეს საერთო მიზანს ეწინააღმდეგება. ლურჯ ოკეანეში ცურვა არჩიეს და დღესაც ამას სწავლობენ, თან სხვებს ასწავლიან.
 
რა იყო პიარი და კომუნიკაცია ადრე და რა არის ის დღეს? საიდან უნდა დავიწყოთ საკომუნიკაციო გუნდის ფორმირება და რა უნდა გავითვალისწინოთ მისი შენების დროს?
 
 

ჯეპრა დავით მაისურაძესთან თანამშრომლობით ანა კალანდაძის შრიფტს 8 მარტს წარადგენს.
02 თებერვალი 2022
სწორედ ანა კალანდაძემ დააგროვა ყველაზე მეტი ხმა, როდესაც საზოგადობას გამოჩენილი ქართველი ქალების ოცეულიდან ვთხოვეთ დაე...
ჯეპრა დავით მაისურაძესთან თანამშრომლობით ანა კალანდაძის შრიფტს 8 მარტს წარადგენს.

02 თებერვალი 2022
Copy to clipboard

 

სწორედ ანა კალანდაძემ დააგროვა ყველაზე მეტი ხმა, როდესაც საზოგადობას გამოჩენილი ქართველი ქალების ოცეულიდან ვთხოვეთ დაესახელებინათ ის ქალი, რომლის ხელნაწერის გაციფრულებასაც ისურვებდნენ.
 
ანას პოეზიის ჰარმონიული და ნატიფი სტილი მის ხელნაწერშიც აისახა და სულ მალე ამ ულამაზესი შრიფტის გამოყენებას ყველა მსურველი შეძლებს.
 
ანა კალანდაძე დაჯილდოებულია ”საპატიო ნიშნის” ორი ორდენით ს ორდენით. თბილისის საპატიო მოქალაქის წოდებით, მინიჭებული აქვს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. ასევე არის გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიის ლაურეატი. 1993 წელს იგი აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად.
ჯეპრა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ აქტივიზმს უერთდება
26 ნოემბერი 2021
ჯეპრა უერთდება და სოლიდარობას უცხადებს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას, რომელიც 25 ნოემბერს, ქალთა მიმ...
ჯეპრა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ აქტივიზმს უერთდება

26 ნოემბერი 2021
Copy to clipboard

 

ჯეპრა უერთდება და სოლიდარობას უცხადებს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას, რომელიც 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 16 დღე გრძელდება.

გენდერული ძალადობის, მათ შორის სექსუალური შევიწროების, პრევენციასა და აღმოფხვრაში, დამსაქმებლებს განსაკუთრებული როლის შესრულება შეგვიძლია. ქალთა გაძლიერების პრინციპები, რომელთა განხორციელებასაც ვესწრაფვით, უპირველესად სამუშაო ადგილზე არაძალადობრივი გარემოს შექმნასა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას ეფუძნება.
 
სწორედ ამიტომ, ვცდილობთ, ორგანიზაციების შიგნით შევქმნათ სექსუალური შევიწროების პრევენციისა თუ რეაგირების მექანიზმები, ვიმუშაოთ დასაქმებულების ცნობიერების ამაღლებაზე და ნებისმიერ თანამშრომელს, რომელიც შეიძლება ამ პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს, ვუთხრათ, რომ ჩვენ მის გვერდით ვართ.
სოლიდარობის ნიშნად, ჩვენი პროფილი გავანარინჯისფრეთ.