2016 წლის 14-16 ივნისს, EBRD საქართველოს წარმომადგენლობის ორგანიზებით, ბიზნეს კონსულტანტებისათვის თბილისში ჩატარდა ტრენინგი „საკონსულტაციო ბიზნესის მართვა“. ტრენინგს უძღვებოდა ვლადიმერ ჩერნიავსკი, გამოცდილი ტრენერი და ბიზნეს კონსულტანტი. ტრენინგის მიზანი იყო მონაწილეებისათვის საკონსულტაციო ბიზნესის მართვის უნარების განვითარება.
ტრენინგში მონაწილეობა მიიღო „ჯეპრა“-ს უფროსმა კონსულტანტმა და საერთაშორისო პროექტების კოორდინატორმა, თამარ მაჭავარიანმა.