ანი იოსელიანმა და თაკო ბატიაშვილმა ახალგაზრდა კანის ლომების კონკურსში პრინტის კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ანი იოსელიანმა და თაკო ბატიაშვილმა ახალგაზრდა კანის ლომების კონკურსში პრინტის კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
წელს, საქართველოს შემოქმედებითი ნაკრები 6 გამარჯვებული გუნდისგან ჩამოყალიბდა. კონკურსი ექვს კატეგორიაში მიმდინარეობდა: Print, PR, Digital, Design, Film და Marketer. ოქროს ჯილდოს მფლობელი გუნდები ივნისის თვეში საფრანგეთის ქალაქ კანში, მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრებიან და საქართველოს სახელით იასპარეზებენ.