საქართველოსა და ბასკეთის გასტრონომიული კონგრესი - “Culinary Connection Euskadi-Georgia”
05 მარტი 2024
2-3 მარტს, კახეთში, 2024 წლის მთავარი კულინარიული მოვლენა, საქართველოსა და ბასკეთის გასტრონომიული კონგრესი - “Culinary...
საქართველოსა და ბასკეთის გასტრონომიული კონგრესი - “Culinary Connection Euskadi-Georgia”

05 მარტი 2024
Copy to clipboard

 

2-3 მარტს, კახეთში, 2024 წლის მთავარი კულინარიული მოვლენა, საქართველოსა და ბასკეთის გასტრონომიული კონგრესი - “Culinary Connection Euskadi-Georgia” გაიმართა.
 
კონგრესის ფარგლებში მოეწყო პანელური დისკუსიები, პრეზენტაციები და კულინარიული შოუ, რომელსაც ცნობილი ბასკი და ქართველი შეფები უძღვებოდნენ. ღონისძიებას 250-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. კონგრესზე მოწვეულები იყვნენ საქართველოს ყველა კუთხეში მოქმედი სასტუმროებისა და რესტორნების შეფ-მზარეულები.
 
 
კონგრესის ფარგლებში, ბასკეთის კულინარიული ცენტრის წარმომადგენლებიმა, შეფებმა და სომელიებმა იმოგზაურეს კახეთში, სადაც, ქართველ შეფებთან ერთად, ქართული ღვინო და სამზარეულო დააგემოვნეს.
 
კულინარიული კონგრესი საქართველოს გასტრონომიის განვითარებისთვის გადადგმული დიდი ნაბიჯია. იმედს ვიტოვებთ მას რეგულარული სახე მიეცემა და ყოველწლიურად ვიხილავთ საინტერესო გასტრონომიულ ღონისძიებებს.
 
ღონისძიების გვერდის სანახავად ეწვიეთ ბმულს.
"ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამის" საინფორმაციო კამპანია
19 თებერვალი 2024
ჯეპრა სოფლის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით ახორციელებს ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამის...
"ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამის" საინფორმაციო კამპანია

19 თებერვალი 2024
Copy to clipboard

 

ჯეპრა სოფლის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით ახორციელებს "ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამის" საინფორმაციო კამპანიას.
 
პროგრამის მიზანია  მოსახლეობის მოთხოვნის სტიმულირება ენერგოეფექტური ღუმელების შეძენის მიზნით. პროგრამის ამოცანას წარმოადგენს სოფლად გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება და კლიმატის ცვლილებების შერბილების ღონისძიებების ხელშეწყობა რეგიონებში მაცხოვრებელი მოსახლეობისთვის (შინამეურნეობისთვის)  ენერგოეფექტური ღუმელების შეძენის თანადაფინანსების გზით.
 
 

შიდსისა და აივ ინფექციების შესახებ ცნობიერების ამაღლების საინფორმაციო კამპანია
13 თებერვალი 2024
13 თებერვალს მთელს მსოფლიოში კონდომის საერთაშორისო დღე აღინიშნება.   ამ დღესთან დაკავშირებით AHF საქართველოს და ...
შიდსისა და აივ ინფექციების შესახებ ცნობიერების ამაღლების საინფორმაციო კამპანია

13 თებერვალი 2024
Copy to clipboard

 

13 თებერვალს მთელს მსოფლიოში კონდომის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
 
ამ დღესთან დაკავშირებით AHF საქართველოს და ჯეპრას ორგანიზებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა სლოგანით „ყოველთვის მოდაშია“, რითაც კიდევ ერთხელ შევახსენეთ საზოგადოებას, რომ კონდომი საუკეთესო და უსაფრთხო საშუალებაა აივ-ს, სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების და დაუგეგმავი ორსულობის თავიდან ასაცილებლად.
 
შეხვედრა მედიის, კრეატიული სააგენტოების და მხარდამჭერების ჩართულობით შედგა, სადაც შიდსის ჯანდაცვის ფონდის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას კონდომის გამოყენების მნიშვნელობა და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესახებ მნიშვნელოვანი და საჭირო ინფორმაცია გაუზიარეს.
 
ადგილზე ყველა მსურველს შესაძლებლობა ჰქონდა უფასო და ანონიმური 4 კომპონენტიანი ტესტირება ჩაეტარებინა: აივ ინფექცია, C და B ჰეპატიტები და სიფილისი. „ერთი ჩხვლეტა, 4 პასუხი“ სკრინინგის ინიციატივა მიზნად ისახავს მოსახლეობას მიაწოდოს ხელმისაწვდომი და ყოვლისმომცველი ჯანდაცვის სერვისები. სემინარის ყველა მონაწილეს საჩუქრად კონდომები გადაეცათ.
 

საინფორმაციო კამპანია „პირველადი დახმარება გულის გაჩერების დროს“
01 თებერვალი 2024
გულის რიტმის ასოციაციის ეგიდით ჩატარდა მედიასემინარი თემაზე „გულის გაჩერების დროს პირველადი დახმარების აღმოჩენა“. შეხვ...
საინფორმაციო კამპანია „პირველადი დახმარება გულის გაჩერების დროს“

01 თებერვალი 2024
Copy to clipboard

 

გულის რიტმის ასოციაციის ეგიდით ჩატარდა მედიასემინარი თემაზე „გულის გაჩერების დროს პირველადი დახმარების აღმოჩენა“. შეხვედრა საინფორმაციო კამპანიის „წუთები წყვეტს...დაუბრუნე სიცოცხლე გულს“ ფარგლებში გაიმართა და მისი მიზანია მედიის წარმომადგენლების ინფორმირების დონის ამაღლება გულის გაჩერების დროს პირველადი დახმარებისა და გარეგანი ავტომატური დეფიბრილატორების გამოყენების შესახებ.
 
მედიასემინარი პრაქტიკული ტრენინგით დასრულდა, სადაც მონაწილეები გულის არაპირდაპირი მასაჟისა და დეფიბრილატორის გამოყენების წესებს გაეცნენ.
 

გულის გაჩერების დროს პირველადი დახმარების ცოდნა და დეფიბრილატორის განთავსება საჯარო სივრცეებში განაპირობებს გაუმჯობესებულ სტატისტიკას და მეტ გადარჩენილ სიცოცხლეს.

 

ფილტვის კიბო - შევცვალოთ წარმოდგენა
11 დეკემბერი 2023
ნოემბერი ფილტვის კიბოს შესახებ ცნობიერებისამაღლების თვეა და საქართველოც სხვადასხვა აქტივობებით შეუერთდა. აქტივობის მიზან...
ფილტვის კიბო - შევცვალოთ წარმოდგენა

11 დეკემბერი 2023
Copy to clipboard

 

ნოემბერი ფილტვის კიბოს შესახებ ცნობიერებისამაღლების თვეა და საქართველოც სხვადასხვა აქტივობებით შეუერთდა. აქტივობის მიზანი იყო, რომ საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაციამიეწოდოს  ფილტვის კიბოს წარმოშობის, მისი განვითარების რისკების, ადრეულიდიაგნოსტიკისმნიშვნელობას და მკურნალობაში არსებული სიახლეების შესახებ. ფილტვის კიბო განაჩენი აღარ არის, უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში  დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მიმართულებით რევოლუციური ცვლილებები მოხდა და საზოგადოებას სჭირდება უფრო მეტი ინფორმაცია იმ ინოვაციური მიდგომების შესახებ, რომლებიც მნიშვნელოვნად ზრდის დაავადებაზე გამარჯვების შანსს.

დავძლიოთ სტიგმა და ერთად შევცვალოთ წარმოდგენა ფილტვის კიბოზე. ფილტვის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვის ფარგლებში თბილისში სხვადასხვა მნიშვნელოვანი აქტივობები გაიმართა, მათ შორის, ისთ ფოინთსა და თბილისი მოლში მოეწყო სპეციალური მხარდამჭერი აქცია - ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ჰქონდა, გადაეღო ფოტო და ამით მხარი დაეჭირაკამპანიისთვის „შევცვალოთ წარმოდგენა ფილტვის კიბოზე“. აქტივობამ ხელი შეუწყო საქართველოში დაავადების შესახებ გავრცელებული მითებისა და სტიგმის დაძლევას, რაც ემსახურება ადრეული დიაგნოსტირებისკენ პაციენტების მზაობის შექმნას და ადეკვატურ მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის უზრუნველყოფას.

ეს ყოველივე მნიშვნელოვანი ნაბიჯებია იმისთვის, რომ მნიშვნელოვნად შემცირდეს ფილტვის კიბოთი გამოწვეული ზიანი. ადრეულ სტადიაზე ფილტვის კიბოს აღმოჩენის შემთხვევაში შესაძლებელია ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნება. კამპანიაში ასევე ჩაერთვნენ ცნობადი სახეები და სოციალურ ქსელებში გააზიარეს ფოტოებისპეციალური ჰეშთეგებით #დავძლიოთსტიგმა #შევცვალოთწარმოდგენაფილტვისკიბოზე #ნოემბერიფილტვისკიბოსთვე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებისთანახმად, მამაკაცები ფილტვის კიბოთი 7-10 ჯერუფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე ქალები.

ფილტვისკიბოს განვითარების მთავარი რისკის ფაქტორებია:დაბინძურებული გარემო, თამბაქოს მოხმარება, მძიმე მეტალებთან მუდმივი კონტაქტი, რადიოაქტიური გამოსხივება, თანმხლები ფილტვის ქრონიკული დაავადებები. სტატისტიკის მიხედვით, ამ ტიპისონკოლოგიური პათოლოგიის მქონე პაციენტებისდაახლოებით 90% მწეველია,  დაავადება შესაძლოა განუვითარდეს როგორც აქტიურ, ისე პასიურმწეველებს. მნიშვნელოვანია ფილტვის კიბოს დროულიდიაგნოსტიკა, მისი ადეკვატური მკურნალობა დამართვა. დღეს უკვე მოლეკულური დიაგნოსტიკის საშუალებით შესაძლებელია ცალკეულ ინდივიდში სიმსივნის გამომწვევი გენეტიკური ცვლილების განსაზღვრა და კონკრეტულად ამ ცვლილებაზე მიმართული მკურნალობის შერჩევა. ასეთი პერსონალიზებული მკურნალობის მიდგომით მნიშვნელოვნად იზრდება სიცოცხლის ხანგრძლივობა და უმჯობესდება ცხოვრების ხარისხი. პერსონალიზებული მკურნალობა ასევე მნიშვნელოვანია არამარტო მეტასტაზური, არამედ ადრეული სტადიის ონკოლოგიური დაავადების დროს. რაც გულისხმობს სწორი პაციენტის სწორ მკურნალობას სწორ დროს. ფილტვის კიბოს მკურნალობის პერსონალიზებულიმიდგომა არის ახალი, რევოლუციური სიტყვა ონკოლოგიაში, რომელიც პაციენტს სთავაზობს კონკრეტულად მასზე მორგებულ ინდივიდუალური მკურნალობისა და თერაპიის გეგმას.

პროექტის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე

IWSC-ის 2024 წლის გლობალური დაჯილდოების სერია სიმბოლურად „ღვინის სამშობლოდან“ - საქართველოდან დაიწყო.
05 დეკემბერი 2023
18 ოქრო, 72 ვერცხლი და 220 ბრინჯაო! – ასეთი შედეგებით დასრულა ღვინის საერთაშორისო კონკურსი IWSC, რომელშიც წელს უპრეცედენ...
IWSC-ის 2024 წლის გლობალური დაჯილდოების სერია სიმბოლურად „ღვინის სამშობლოდან“ - საქართველოდან დაიწყო.

05 დეკემბერი 2023
Copy to clipboard

 

18 ოქრო, 72 ვერცხლი და 220 ბრინჯაო! – ასეთი შედეგებით დასრულა ღვინის საერთაშორისო კონკურსი IWSC, რომელშიც წელს უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობის 170-ზე მეტი კომპანიის 520 ღვინო იყო წარმოდგენილი. კონკურსის გამარჯვებულები ცნობილია – კომპეტენტური ჟიურიმ გამოავლინა ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მფლობელი ღვინოები და თითოეულს შესაბამისი შეფასება და რეკომენდაცია მისცა.

კონკურსზე დარეგისტრირებული 520 ღვინიდან მედალი 310 მათგანს გადაეცა. აღსანიშნავია, რომ ყველა ოქრო ქართველმა მწარმოებლებმა მიიღეს, ხოლო 72 ვერცხლიდან 1 მედალი სომხეთის კომპანიას ერგო, ხოლო 220 ბრინჯაოს მედლები ასე გადანაწილდა: 196 ქართულმა მეღვინეობამ, 22 სომხეთისა და 2 აზერბაიჯანულმა კომპანიებმა მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურსს, IWSC Wine Judging in Georgia-ს უკვე მეორედ უმასპინძლა და მასში მონაწილეობა კომპანიებისთვის ერთგვარ პრესტიჟად და ტრადიციად ჩამოყალიბდა. კონკურსში გამარჯვებულებმა ჯილდოს გარდა ჟიურისგან მიიღეს ის, რაც თანამედროვე ღვინის ინდუსტრიაში ყველაზე მეტად ფასობს – ახალი უნარები, ცოდნა და გამოცდილება.

„საქართველო ნამდვილად უნიკალური ადგილია მსოფლიო ღვინის ინდუსტრიაში. აქვს განსაკუთრებული და მდიდარი ღვინის ისტორია. აქ ძალიან განსხვავებული ღვინოებია. მოხარული ვარ, რომ ეს კონკურსი კიდევ ერთხელ საქართველოში ჩატარდა. ჩვენი სურვილია საქართველოს ცნობადობა ავამაღლოთ და განვათავსოთ მსოფლიო ღვინის რუკაზე,“ – ქართული ღვინის უნიკალურობაზე საუბრობს IWSC აღმასრულებელი დირექტორი, კრისტელ გიბერი.

„საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც დიდ და განსაკუთრებულ პატივს ვცემ, აქ მსაჯობა ჩემთვის ძალიან კარგი გამოცდილება იყო, ის განვითარება მე რაც 5 წლის განმავლობაში ვნახე ნამდვილად შოკის მომგვრელია, მთავარი გზავნილი იქნება ჩემგან: განაგრძეთ წინსვლა!“ – აღნიშნავს ჟიურის თავმჯდომარე, ღვინის აღიარებული მაგისტრი CATA D’OR-ის პრეზიდენტი და UNITED CELLARS-ის გლობალური კონსულტანტი, ალისტერ კუპერი.

მნიშვნელოვანია, რომ წელს, გურჯაანის ღვინის ფესტივალთან და საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან პარტნიორობით, კონკურსი რეგიონულ ღონისძიებად გადაიქცა, რაც ნიშნავს იმას, რომ კომპეტენტური ჟიური საქართველოში წარმოებულ ღვინოებთან ერთად კონკურსზე სომხეთისა და აზერბაიჯანის ღვინოებსაც აფასებდნენ.

კონკურსი მეღვინეებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, წარმოაჩინონ თავიანთი ღვინოები ჟიურის წევრების, ინდუსტრიის საერთაშორისოდ აღიარებული, ავტორიტეტული ექსპერტების წინაშე. ჟიურის წევრები კიდევ ერთხელ დაარწმუნა იმაში, რომ საქართველო ღვინის წარმოებით მდიდარი ქვეყანაა და 8000 წლიანი ისტორიით საპატიო ადგილს იმსახურებს მსოფლიო ღვინის რუკაზე.

„საკმაოდ მნიშვნელოვანი კონკურსი ჩატარდა საქართველოში. ვფიქრობ, შარშანდელმა წარმატებამ განაპირობა ის რომ, წელს უკვე მეორედ ტარდება ეს კონკურსი. IWSC-ს ჯილდო შედის მსოფლიო ჯილდოების ტოპ სამეულში. შესაბამისად, იმ კომპანიებისთვის, რომელიც ეს დაიმსახურეს, საკმაოდ დიდი წარმატებაა და კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი უცხოეთის ბაზრებზე გასასვლელად. ის განსაკუთრებით პრესტიჟულია აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროპის ბაზრებზე“, – მიაჩნია ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს ლევან მეხუზლას.

„წელს კონკურსმა რეგიონული სახე მიიღო, ინტერესი გამოიჩინეს და მონაწილეობა მიიღეს, როგორც სომხურმა, ასევე, აზერბაიჯანულმა ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა. მომავალ წელს იგეგმება კონკურსის გაფართოება რეგიონის ჭრილში, შესაბამისად, კონკურსი კიდევ უფრო მეტ ქვეყანას მოიცავს. ეს ცხადყოფს კიდევ ერთხელ იმას, რომ საქართველო არის ღვინის სამშობლო, შესაბამისად, აქ უნდა მოხდეს ამ რეგიონში არსებული ღვინოების კონცენტრირება“, – განმარტავს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი.

„ვიყავი წარმოდგენილი 4 პოზიციით. ავიღეთ 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. ჩვენი კომპანიისთვის ეს ძალიან დიდი წარმატებაა. 2 წელია, რაც დავიწყეთ ფუნქციონირება, სასიხარულოა, რომ ამ მოკლე დროში და ასეთი მნიშვნელოვანი კონკურსის პირობებში შევძელით 4 მედლის მოპოვება. ბუნებრივია, ეს ძალიან დიდი სტიმულია და უფრო მეტი გაათმაგებული ენერგიით გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას“, – აღნიშნავს ერთ-ერთი გამარჯვებული, მეღვინეობა „ბრიცას“ დამფუძნებელი გიორგი ჩივიაშვილი.

„4 ოქრო, 4 ვერცხლი, 4 ბრინჯაო – საკმაოდ დიდი წარმატებაა ჩვენთვის. წელს პირველად ვმონაწილეობდით კონკურსში და ასეთი წარმატება საკმაოდ მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით მაშინ, როცა შენს პროდუქტს ასეთი გამოცდილი ექსპერტები აფასებენ. ფერი, არომატი, ტექნოლოგია და ხარისხი – ეს ის ძირითადი კრიტერიუმები იყო, რასაც დეგუსტაციის დროს ყველაზე დიდი ყურადღება ექცევა,“ – გვითხრა „მილდიანის“ დამფუძნებელმა ელდარ მილდიანმა.

შეგახსენებთ, რომ ღვინის საერთაშორისო კონკურსის მსაჯების გუნდს, რომელიც საქართველოს ესტუმრა, ჟიურის თავმჯდომარე, ღვინის აღიარებული მაგისტრი Cata d’Or-ის პრეზიდენტი და United Cellars-ის გლობალური კონსულტანტი ალისტერ კუპერი ხელმძღვანელობს. ალისტერს შეუერთდnen საერთაშორისო მსაჯები – ღვინის ბაიერები, უფროსი სომელიეები და ღვინის კონსულტანტები. ჟიურის წევრები არიან: სალვატორე კასტანო – 2021 წლის ევროპის საუკეთესო სომელიე და სავაჭრო მრჩეველი „Fiarwood”-დან, მელანია ბეტისტონი, რომელმაც 2022 წელს ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა სომელიეს ტიტული მოიპოვა და „ჰარბორის“ ტოპ 25 სომელიეთა შორისაა, ქეთ ლომაქსი – “The Drinks Business”-ის მიერ დაჯილოებული წლის საუკეთესო საცალო ბაიერი, დევიდ კერმოდი – ღვინის მწერალი, BBC Breakfast-ის და Channel 5 News-ის ჟურნალისტი, ზარა სერობიანი – ღვინის ექსპერტი, Ginvino-სა და Wine Origins-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, გეორგიოს იორდანიდისი – ღვინის ექსპერტი ლონდონში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილებით, ვილ ჰილი – ღვინის ბაიერი და ემა პენმანი, უმსხვილესი ბრიტანული სუპერმაკეტების ქსელის Waitrose & Partners-ის ღვინის ბაიერი.

IWSC-ის ღვინის საერთაშორისო კონკურსის ჟიურის ადგილობრივი მსაჯები ღვინის სფეროს პროფესიონალები არიან: ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანა გოდაბრელიძე, საქართველოს 2020-2021 წლების ჩემპიონი სომელიე ჯაბა ძიმისტარიშვილი, პროფესორი, ენოლოგი მარიამ ხომასურიძე და ღვინის ექსპერტი მაგდა სურგულაძე.

საქართველოში ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC 2024 Wine Judging in Georgia-ს ორგანიზატორია გურჯაანის ღვინის ფესტივალი. ღონისძიების მხარდამჭერები არიან: ღვინის ეროვნული სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ჯეპრა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია. ხოლო სპონსორები „თელიანი ველი“ და „საქართველოს ბანკი“.

 ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ვებგვერდზე www.iwsc-georgia.ge

ამერიკული ქათმის მომზადების მასტერკლასები
30 ნოემბერი 2023
ჯეპრას და USA Poultry & Egg Export Council – MENA-ს ორგანიზებით, ამერიკული ქათმის ფრთების მასტერკლასი Culinary Aca...
ამერიკული ქათმის მომზადების მასტერკლასები

30 ნოემბერი 2023
Copy to clipboard

 

 

 

საირიგაციო სისტემის რეაბილიტაცია
31 ოქტომბერი 2023
მსოფლიო ბანკის „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების“ პროექტის ფარგლებში, საქართველოს ორ რეგიონში, საგარეჯოსა და გო...
საირიგაციო სისტემის რეაბილიტაცია

31 ოქტომბერი 2023
Copy to clipboard

 

დადიანების სასახლეების მარკეტინგული და საკომუნიკაციო შესაძლებლობების განვითარების პროექტ
09 აგვისტო 2023
დადიანების სასახლეების ისტორიულ-აქიტექტურულ მუზეუმში, USAID-ის ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების...
დადიანების სასახლეების მარკეტინგული და საკომუნიკაციო შესაძლებლობების განვითარების პროექტ

09 აგვისტო 2023
Copy to clipboard

 

დადიანების სასახლეების ისტორიულ-აქიტექტურულ მუზეუმში, USAID-ის ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების პროექტის ფარგლებში USAID Georgia HICD Activity-ის, მუზეუმის ადმინისტრაციისა და საკონსულტაციო ორგანიზაცია ჯეპრას წარმომადგენლებთან.
 
სამუშაო შეხვედრის თემა იყო დადიანების სასახლეების მარკეტინგული და საკომუნიკაციო შესაძლებლობების განვითარების პროექტი, სადაც განხილულ იქნა სიტუაციის ანალიზის დოკუმენტი. ასევე, განისაზღვრა ზოგადი ხედვა და პოზიციონირება და ერთობლივად მომზადდა საკომუნიკაციო სვოტ ანალიზი.
„ახალციხის ციხის“ განახლებული ბრენდისა და მარკეტინგული და საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის პრეზენტაცია
03 აგვისტო 2023
USAID Georgia HICD Activity-ის მხარდაჭერით, ჯეპრამ სამცხე-ჯავახეთის მთავარი ტურისტული დანიშნულების ადგილის, „ახალციხის...
„ახალციხის ციხის“ განახლებული ბრენდისა და მარკეტინგული და საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის პრეზენტაცია

03 აგვისტო 2023
Copy to clipboard

 

USAID Georgia HICD Activity-ის მხარდაჭერით, ჯეპრამ სამცხე-ჯავახეთის მთავარი ტურისტული დანიშნულების ადგილის, „ახალციხის ციხის“ განახლებული ბრენდისა და მარკეტინგული და საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის პრეზენტაცია გამართა.
 
ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების, ახალციხის საზოგადოების, მედიის, ტურისტული კომპანიების, HoReCa სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ასევე კვების ბლოგერები და სხვა ინფლუენსერები.
 
„ახალციხის ციხის“ მარკეტინგული კომუნიკაციის გაძლიერების პროექტის მიზანია, ერთი მხრივ ციხის, როგორც რეგიონის მთავარი დანიშნულების ადგილის მარკეტინგული კომუნიკაციის გაუმჯობესება, ხოლო მეორე მხრივ, ახალციხის მუნიციპალიტეტის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ტურისტული პოტენციალის ზრდა.