პიართონი - ჯეპრა და UG სტრატეგიული კომუნიკაციის ახალ არქიტექტორებს გამოავლენენ
08 თებერვალი 2021
საქართველოს უნივერსიტეტისა და ჯეპრას ორგანიზებით 19-20 მარტს პიართონი გაიმართება. პიართონის მიზანია მონაწილეებმა შექმნა...
პიართონი - ჯეპრა და UG სტრატეგიული კომუნიკაციის ახალ არქიტექტორებს გამოავლენენ

08 თებერვალი 2021
Copy to clipboard

 

საქართველოს უნივერსიტეტისა და ჯეპრას ორგანიზებით 19-20 მარტს პიართონი გაიმართება.

პიართონის მიზანია მონაწილეებმა შექმნან საკომუნიკაციო კამპანია სოციალური მედიისთვის საჭირო ტექნიკების გამოყენებით. თემა, რომელზეც ისინი იმუშავებენ უშუალოდ პიართონის დაწყების წინ გახდება მათთვის ცნობილი.

პიართონი სტარტს 19 მარტს, პარასკევს, 10:30 საათზე აიღებს და 20 მარტს დასრულდება. პიართონის მონაწილეები 24 საათის განმავლობაში იმუშავებენ საკომუნიკაციო კამპანიაზე.

პიართონში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს უნივერსიტეტის სტრატეგიული კომუნიკაციების, ჟურნალისტიკის და ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამების სტუდენტებს;

"გვიხარია, რომ ამ პროექტს “ჯეპრასთან” ერთობლივად ვახორციელებთ. “პიართონი” პირველი პრეცედეტი იქნება როგორც საგანმანათლებლო, ისე პროფესიული სივრცისთვის, რადგან უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს სტრატეგიული კომუნიკაციებით დაინტრესებულ სტუდენტებს, საკუთარი თავი მოკლე დროში რეალური პროექტის განხორციელებაში გამოსცადონ. ეს "საქართველოს უნივერსიტეტისა" და "ჯეპრას" უკვე მეორე წარმატებული, ერთობლივი პროექტია, რომელიც სტრატეგიული კომუნიკაციის, როგორც პროფესიის განვითარებას, მის ხელშეწყობას ეძღვნება,"- განმარტავს "საქართველოს უნივერსიტეტის" სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დირექტორი ნათია კალაძე.

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ კი დარეგისტრირებულებისთვის გაიმართება ონლაინ ლექციების ციკლი, რისი მეშვეობითაც მონაწილეები კამპანიის შექმნისთვის საჭირო ინფორმაციას მიიღებენ.

ლექციებს ჩაატარებენ: დათო საბეკიაანა ქაბზინიძესალომე მეცხვარიშვილიალექსანდრე გაბულიანათია კალაძე.

პროექტებს შეაფასებს სპეციალურად მოწვეული ჟიური, რომელიც დაკომპლექტებული იქნება პიარის, განათლების და ბიზნეს სფეროს წარმომადგენლებით.

პიართონის გამარჯვებული გუნდები ნიკო ნიკოლაძის პრემიით დაჯილდოვდებიან: I ადგილზე გასული გუნდი 1200 ლარის, II ადგილზე - 800 ლარის, ხოლო III ადგილზე გასული გუნდი - 500 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, სადაზღვევო კომპანია არდი I ადგილზე გასული გუნდის თითოეულ წევრს ჯანმრთელობის ერთწლიან სადაზღვევო პაკეტს გადასცემს.

„როგორც საგანმანათლებლო პროექტების აქტიური მხარდამჭერი, მოხარულები ვართ, რომ ჩავერთეთ საინტერესო და სასიკეთო პროექტში ,,პიართონი", რომელიც საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს დაეხმარება გაიღრმავონ ცოდნა და პრაქტიკაში გამოიყენონ საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგის ძირითადი პრინციპები და მარკეტინგული კომუნიკაციები, რაც ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ განვითარებაში“ - ამბობს სადაზღვევო კომპანია "არდის" უფროსი მარკეტინგის მენეჯერი ეკატერინე ხიდაშელი.

ნიკო ნიკოლაძის პრემიის დაარსების ინიციატორი საკონსულტაციო კომპანია ჯეპრაა.

პრემიის ფარგლებში  პარტნიორ უნივერსიტეტებში ბიზნეს-კომპანიებთან თანამშრომლობით ჩატარებული კონკურსების გამარჯვებულებს გადაეცემათ მე-19-20 საუკუნეების უდიდესი ნოვატორისა და საზოგადო მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის სახელობის საუნივერსიტეტო პრემია.

„პიართონში ჩართულობა ერთი მხრივ, მრავალფეროვან თეორიულ ცოდნას მისცემს სტუდენტებს, ხოლო მეორე მხრივ მნიშვნელოვან პრაქტიკულ გამოცდილებას. მსგავსი კონკურსები ხელს უწყობს ბიზნესსა და საგანმანათლებლო სექტორს შორის კავშირის გამყარებას,“ - განმარტავს „ჯეპრას“ უფროსი კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი.

პიართონში მონაწილეობის მიღების მსურველებს რეგისტრაციის გავლა 25 თებერვლამდე შეუძლიათ.

პიართონში მონაწილეობის მიღებისა და სხვა საკითხების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ღონისძიება

კარგიდან საუკეთესომდე - ჯეპრას მხარდაჭერით მორიგი ბესტსელერი გამოიცემა
03 თებერვალი 2021
ჯეპრასა და ლურჯი ოკეანეს თანამშრომლობით, მორიგი ბესტსელერი ჯიმ კოლინზის კარგიდან საუკეთესომდე გამოიცემა.  ჯიმ კოლინზი...
კარგიდან საუკეთესომდე - ჯეპრას მხარდაჭერით მორიგი ბესტსელერი გამოიცემა

03 თებერვალი 2021
Copy to clipboard

 

ჯეპრასა და ლურჯი ოკეანეს თანამშრომლობით, მორიგი ბესტსელერი ჯიმ კოლინზის "კარგიდან საუკეთესომდე" გამოიცემა. 

ჯიმ კოლინზი ამერიკელი მკვლევარი, სპიკერმა და გავლენიანმა კონსულტანტია, რომლის წიგნიც მალევე გახდა ბესტსელერი და მენეჯმენტის თეორიის თანამედროვე კლასიკადაც აღიარეს.

კოლინზისთვის თანამოაზრეთა გუნდთან ერთად ჩატარებული ხუთწლიანი საფუძვლიანი კვლევის უმთავრესი ამოცანა იყო, გაერკვია, ზოგმა კომპანიამ როგორ მოახერხა „შესანიშნავად“ ქცევა, სხვებმა კი რატომ განიცადეს მარცხი.

მან ასევე თავი მოუყარა მართვასა თუ პერსონალთან დაკავშირებულ ყველა ოპერაციულ პრაქტიკას, ქცევასა და დამოკიდებულებას, რომლებიც ხელს უწყობს ან ეწინააღმდეგება კარგიდან შესანიშნავად გარდაქმნის პროცესს

წიგნი „კარგიდან საუკეთესომდე“ ბევრ კითხვაზე გაგცემთ პასუხს და ფასდაუდებელ დახმარებას გაგიწევთ ბიზნესის რთულ სამყაროში სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად.

როგორ ვეთანამშრომლოთ ბიზნესს?
02 თებერვალი 2021
როგორ ვეთანამშრომლოთ ბიზნესს? - პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების სპეციალისტის, კახა მაღრაძის რჩევები არასამთავრობო...
როგორ ვეთანამშრომლოთ ბიზნესს?

02 თებერვალი 2021
Copy to clipboard

 

როგორ ვეთანამშრომლოთ ბიზნესს? - პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების სპეციალისტის, კახა მაღრაძის რჩევები არასამთავრობო ორგანიზაციებს.

"როდესაც საუბარია სამოქალაქო სექტორისა და ბიზნესის თანამაშრომლობაზე, მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო სექტორმაც გაიაზროს გარკვეული პასუხისმგებლობა ამ ურთიერთობის დროს და ბიზნესთან კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე იყვნენ ორიენტირებული".
კახა მაღრაძის რჩევები არასამთავრობო ორგანიზაციებს

ვიდეო მომზადდა EWMI Access-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის მხარდაჭერითა და USAID - US Agency for International Development-ის დაფინანსებით.

 

რას გვთავაზობს თანამედროვე სამყარო, როგორც საქმეს და როგორ იქმნება წარმატებული ადამიანის სახე
27 იანვარი 2021
საქმე და საქმიანი ადამიანი, ახალი მოთხოვნები და გარემოებები - რას გვთავაზობს თანამედროვე სამყარო, როგორც საქმეს და როგორ...
რას გვთავაზობს თანამედროვე სამყარო, როგორც საქმეს და როგორ იქმნება წარმატებული ადამიანის სახე

27 იანვარი 2021
Copy to clipboard

 

საქმე და საქმიანი ადამიანი, ახალი მოთხოვნები და გარემოებები - რას გვთავაზობს თანამედროვე სამყარო, როგორც საქმეს და როგორ იქმნება წარმატებული ადამიანის სახე. 

ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტის შექმნისთვის ჯამური საპრიზო ფონდი 10 000 ლარს შეადგენს
20 იანვარი 2021
ნიკო ნიკოლაძის პრემიის პროექტის მენეჯერი რუსკა უსტიაშვილი და ანიმაჩეთბოტიქსის პროექტების მენეჯერი მარიამ გოჩიაშვილი ბიზნ...
ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტის შექმნისთვის ჯამური საპრიზო ფონდი 10 000 ლარს შეადგენს

20 იანვარი 2021
Copy to clipboard

 

ნიკო ნიკოლაძის პრემიის პროექტის მენეჯერი რუსკა უსტიაშვილი და ანიმაჩეთბოტიქსის პროექტების მენეჯერი მარიამ გოჩიაშვილი ბიზნესპარტნიორის დილის ეთერში საუბრობენ ჰაკათონის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს ნიკო ნიკოლაძის ციფრული ენობრივი ასლის – ჩეთბოტის შექმნას. 

ჰაკათონის გამარჯვებული ჩეთბოტი ვებგვერდზე nikonikoladze.ge ინტეგრირდება და ფართო აუდიტორიას ექნება მასთან კომუნიკაციის შესაძლებლობა.
 

ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტის შესაქმნელად ჯეპრა საპრემიო ფონდს გამოყოფს
20 იანვარი 2021
19-21 თებერვალს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა დ ჯეპრას ორგანიზებით გაიმართება მასშტაბური ჰაკათონი ნიკო ნიკოლაძის ჩეთ...
ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტის შესაქმნელად ჯეპრა საპრემიო ფონდს გამოყოფს

20 იანვარი 2021
Copy to clipboard

 

19-21 თებერვალს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა დ ჯეპრას ორგანიზებით გაიმართება მასშტაბური ჰაკათონი ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტის შესაქმნელად.
 
ჰაკათონის გამარჯვებული გუნდების წევრების ანაზღაურებადი სტაჟირებისთვის ჯეპრა, ნიკო ნიკოლაძის 7500-ლარიან, ხოლო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ჰაკათონის გამარჯვებული და რჩეული გუნდებისთვის 5000 ლარის ოდენობის საპრემიო ფონდებს გამოყოფენ. 
 
Ჰაკათონში მონაწილეობისთვის წინასწარი ტექნიკური ცოდნა საჭირო არ არის – Ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბისა და ანიმა ჩეთბოტიქსის მენტორები 25 იანვრიდან შემოგთავაზებენ ვორკშოპების სერიას, რომელიც დაგეხმარებათ საჭირო ცოდნის შეძენაში.
 
ჰაკათონის მიზანია შეიქმნას XIX-XX საუკუნის უდიდესი ნოვატორისა და ინტელექტუალის, ნიკო ნიკოლაძის ციფრული ენობრივი ასლი – ჩეთბოტი, რომელთან საუბრისასაც ადამიანებს გაუჩნდებათ განცდა თითქოს ნიკო თავად უყვება საკუთარ მოღვაწეობასა და შემოქმედებაზე.
პროექტის პარტნიორები და პრიზები. 
  
იმედის დილაში პროექტის შესახებ საუბრობენ ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის დირექტორი სანდრო ასათიანი და ჯეპრას უფროსი კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი.
 
 
პროექტის შესახებ ვრცლად: https://bit.ly/3ia4Po6
 
 
როგორ დავიბრუნოთ დასვენების შემდეგ მოტივაცია
11 იანვარი 2021
თუ სწორად გაქვს დაგეგმილი დრო, არც დასვენების დღეებია პრობლემა, მთავარია დაგეგმვა. როგორც შენი ცხოვრების ასევე შენი კარ...
როგორ დავიბრუნოთ დასვენების შემდეგ მოტივაცია

11 იანვარი 2021
Copy to clipboard

 

"თუ სწორად გაქვს დაგეგმილი დრო, არც დასვენების დღეებია პრობლემა, მთავარია დაგეგმვა. როგორც შენი ცხოვრების ასევე შენი კარიერის და იმ ბალანსის დაცვა რასაც ჰქვია მუშაობა და დასვენება." ჯეპრას უფროსი კონსულტანტი, სოსო გალუმაშვილი, "დილა უქმეებზე"-ს სიუჟეტში. 

ჰაკათონი ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტის შესაქმნელად
23 დეკემბერი 2020
19-21 თებერვალს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საკონსულტაციო კომპანიის ჯეპრა ორგანიზებით გაიმართება მასშტაბური ჰაკათ...
ჰაკათონი ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტის შესაქმნელად

23 დეკემბერი 2020
Copy to clipboard

 

19-21 თებერვალს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საკონსულტაციო კომპანიის ჯეპრა ორგანიზებით გაიმართება მასშტაბური ჰაკათონი ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტის შესაქმნელად .
 
ჰაკათონის მიზანია შეიქმნას XIX-XX საუკუნის უდიდესი ნოვატორისა და ინტელექტუალის, ნიკო ნიკოლაძის ციფრული ენობრივი ასლი – ჩეთბოტი, რომელთან საუბრისას ადამიანებს გაუჩნდებათ განცდა თითქოს ნიკო თავად უყვება საკუთარ მოღვაწეობასა და შემოქმედებაზე.
საუკეთესო ჩეთბოტი ვებგვერდზე nikonikoladze.ge ინტეგრირდება და ფართო აუდიტორიას ექნება მასთან კომუნიკაციის შესაძლებლობა.
 
ვის შეუძლია ჰაკათონში მონაწილეობა?
 
ჰაკათონში მონაწილეობა შეუძლიათ საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულებების დამამთავრებელი კლასების (X-XII კლასები) მოსწავლეებსა და აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
რაიმე წინასწარი ტექნიკური ცოდნა ჰაკათონში მონაწილეობისთვის საჭირო არ არის.
ჰაკათონზე რეგისტრაციის დასრულებამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია უნილაბი და კომპანია AnimChatbotics-ი ჰაკათონში მონაწილეობის მსურველებისთვის ჩაატარებენ ღია ლექციებისა და ვორკშოპების ციკლს და მონაწილეებს ჩეთბოტის შექმნისთვის საჭირო ინფორმაციას მიაწვდიან.
ასევე, ლექციები გაიმართება ნიკო ნიკოლაის მოღვაწეობისა და შემოქმედების შესახებ.
ინფორმაცია დაგეგმილი აქტივობების შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ნიკო ნიკოლაძის პრემიის ვებგვერდებზე განახლდება.
 
როგორ მივიღო მონაწილეობა ჰაკათონში?
 
ჰაკათონში მონაწილეობისთვის საჭიროა 2021 წლის 12 თებერვლამდე შეავსოთ ონლაინ სააპლიკაციო ფორმა და შეასრულოთ ფორმაში მოცემული შესარჩევი დავალება:„ჩემი ინტერვიუ ნიკო ნიკოლაძესთან“ (შეარჩიეთ 5 შეკითხვა, რომლებსაც ნიკო ნიკოლაძეს დაუსვამდით, და გაეცით შესაძლო პასუხები).
 
 აპლიკაციის განხილვის საფუძველზე შეირჩევიან ჰაკათონის მონაწილეები.
◾ მოსწავლეების სააპლიკაციო ფორმა shorturl.at/lmtEV
◾ სტუდენტების სააპლიკაციო ფორმა shorturl.at/atCHO
აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა: 2021 წლის 12 თებერვალი, 23:59 საათი
 
რა ფორმატით ჩატარდება ჰაკათონი?
 
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჰაკათონი დისტანციურ ფორმატში ჩატარდება პლატფორმა ზუმის გამოყენებით.
ჰაკათონის სააპლიკაციო ფორმას ავსებთ ინდივიდუალურად. შერჩეული კანდიდატები ჰაკათონის პირველ დღეს, 19 თებერვალს, სურვილის შემთხვევაში, ფორმირდებიან გუნდებად. გუნდში წევრების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 4-ს. შესაძლებელია პროექტის ინდივიდუალურად წარმოდგენაც.
 
🏆 მთავარი პრიზი
ნიკო ნიკოლაძის პრემია ანაზღურებადი სტაჟირებისთვის
◾ I ადგილი – 2500 ლარის ოდენობის ჯამური პრემია სტაჟირებისთვის
◾ II ადგილი – 1500 ლარის ოდენობის ჯამური პრემია სტაჟირებისთვის
◾ III ადგილი– 1000 ლარის ოდენობის ჯამური პრემია სტაჟირებისთვის
👉 სტაჟირება გულისხმობს ჩეთბოტების განვითარებაზე მუშაობას. I ადგილზე გასული გუნდი იმუშავებს ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტის განვითარებაზე კომპანია ჯეპრაში. II და III ადგილებზე გასული გუნდები კი ჟიურის გადაწყვეტილებით იმუშავებენ ან ამავე ჩათბოტის განვითარებაზე, ან სხვა არსებული ჩათბოტის დახვეწაზე.
🏆 ილიაუნის სპეციალური პრიზი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გამოავლენს 2 რჩეულ გუნდს – სკოლის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებულ გუნდებსა და ილიაუნის სტუდენტებისგან დაკომპლექტებულ გუნდებს შორის.
◾ სკოლის მოსწავლეების რჩეული გუნდის თითოეული წევრი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან 500-ლარიანი სასტიპენდიო პირობებიანი ვაუჩერით დაჯილდოვდება, რომლით სარგებლობასაც შეძლებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ნებისმიერ მისთვის საინტერესო აკადემიურ პროგრამაზე სწავლის გაგრძელების შემთხვევაში ;
◾ ნებისმიერი გუნდი, რომელიც ილიაუნის სტუდენტებისგან იქნება დაკომპლექტებული და კონკურსში გაიმარჯვებს (I, II ან III ადგილზე გავა), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან მიიღებს 1000-ლარიან დაფინანსებას.
 
გარდა ამისა, ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბი I ადგილზე გასულ გუნდს გაუწევს რამდენიმეთვიან მენტორობას, რათა სრულყოფილი ჩეთბოტი შეიქმნას.
 
ჰაკათონის განრიგი
 
ჰაკათონი სტარტს 19 თებერვალს, პარასკევს, 19:00 საათზე, აიღებს და 22 თებერვალს დასრულდება. ჰაკათონის მონაწილეები 72 საათის განმავლობაში იმუშავებენ ჩეთბოტებზე.
ამ პროცესში მათ მენტორობას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლბორატორია უნილაბისა და AnimChatbotics-ის თანამშრომლები გაუწევენ.
იხილეთ დეტალური განრიგი ბმულზე:
 
🟢 პროექტის პარტნიორები
◾ საკონსულტაციო კომპანია ჯეპრა ჰაკათონის გამარჯვებული გუნდების წევრების ანაზღაურებადი სტაჟირებისთვის გამოყოფს ნიკო ნიკოლაძის 7500-ლარიან საპრემიო ფონდს;
◾ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ჰაკათონის გამარჯვებული და რჩეული გუნდებისთვის 5000-ლარიან ფონდს გამოჰყოფს;
◾ AnimaChatbotics-ი ჰაკათონის მონაწილეებს ჩეთბოტების ასაწყობი პლატფორმით უფასო სარგებლობის შესაძლელობას მისცემს;
◾ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია უნილაბი ჰაკათონის წარმატებულ მონაწილეებს მენტორობის პროგრამაში ჩართავს;
◾ ნიკო ნიკოლაძის საზოგადოება
დამატებითი ინფორმაციისთვის
გაწევრიანდით ჰაკათონის დახურულ ფეისბუქჯგუფში: https://bit.ly/2KKEb8T
მასტერკლასი გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში
23 დეკემბერი 2020
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა საკონსულტაციო კომპანია ჯეპრამ და ლურჯი ოკეანემ უმასპინძლეს სოსო გალუმაშვილ...
მასტერკლასი გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში

23 დეკემბერი 2020
Copy to clipboard

 

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა საკონსულტაციო კომპანია ჯეპრამ და "ლურჯი ოკეანემ" უმასპინძლეს სოსო გალუმაშვილის ონლაინ ლექცია-მასტერკლასს „როგორ შევქმნათ ინოვაციური ბიზნესი”.
 
ℹ ღონისძიება, საქართველოს რეგიონებში ონლაინ მასტერკლასების ტურნეს ფარგლებში გაიმართა.
ბიზნესსელებრითის სტუმარია თინათინ წოტოიძე
22 დეკემბერი 2020
ენერჯი ლაივის, გადაცემის ბიზნესსელებრითი კახა მაღრაძესთან ერთად სტუმარია კომპანია 'ალტას' მარკეტინგული პროექტების მენე...
ბიზნესსელებრითის სტუმარია თინათინ წოტოიძე

22 დეკემბერი 2020
Copy to clipboard

 

ენერჯი ლაივის, გადაცემის "ბიზნესსელებრითი" კახა მაღრაძესთან ერთად სტუმარია კომპანია 'ალტას' მარკეტინგული პროექტების მენეჯერი თინათინ წოტოიძე.