თუ გიგრძვნიათ უკმაყოფილება იმის გამო, რომ პროდუქტის შესახებ შეხვედრები არაპროდუქტიულია, რომ ახალი პროდუქტის შექმნა მხოლოდ ვარაუდებსა და ინტუიციაზეა დაფუძნებული, გიმუშავიათ თამამ, ბრწყინალე იდეაზე, რომელმაც საბოლოო ჯამში წარუმატებლობამდე მიგიყვანათ, მაშინ ეს წიგნი სწორედ თქვენთვისაა.
წიგნი „ღირებული შეთავაზების ფორმირება“ დაგეხმარებათ კარგად გაიაზროთ ღირებული შეთავაზების შექმნის ნიმუშები, შეაფასოთ თქვენი გუნდი, თავიდან აიცილოთ დროის დაკარგვა ისეთ იდეებზე, რომლებიც შედეგს არ მოიტანს, უკეთ გაუგოთ მომხმარებლებს და იყოთ წარმატებული. ეს არის პრაქტიკული წიგნი, სავსე მეთოდიკებით, მაგალითებით, სქემებითა და რჩევებით.
ღირებული შეთავაზების ტილო ბიზნესმოდელის ტილოს მნიშვნელოვანი კომპანიონია. ეს არის მეთოდი, რომელსაც გლობალურად იყენებენ, როგორც სტარტაპები, ასევე დიდი კორპორაციები, როგორებიცაა მასტერქარდი, 3M, კოკა-კოლა, ფუჯითსუ, ლეგო, ქოლგეით-პალმოლივი და სხვა.
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს წიგნების ვებგვერდს books.com.ge
საქართველოს უნივერსიტეტისა და ჯეპრას ორგანიზებით 19-20 მარტს პიართონი გაიმართება.
პიართონის მიზანია მონაწილეებმა შექმნან საკომუნიკაციო კამპანია სოციალური მედიისთვის საჭირო ტექნიკების გამოყენებით. თემა, რომელზეც ისინი იმუშავებენ უშუალოდ პიართონის დაწყების წინ გახდება მათთვის ცნობილი.
პიართონი სტარტს 19 მარტს, პარასკევს, 10:30 საათზე აიღებს და 20 მარტს დასრულდება. პიართონის მონაწილეები 24 საათის განმავლობაში იმუშავებენ საკომუნიკაციო კამპანიაზე.
პიართონში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს უნივერსიტეტის სტრატეგიული კომუნიკაციების, ჟურნალისტიკის და ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამების სტუდენტებს;
"გვიხარია, რომ ამ პროექტს “ჯეპრასთან” ერთობლივად ვახორციელებთ. “პიართონი” პირველი პრეცედეტი იქნება როგორც საგანმანათლებლო, ისე პროფესიული სივრცისთვის, რადგან უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს სტრატეგიული კომუნიკაციებით დაინტრესებულ სტუდენტებს, საკუთარი თავი მოკლე დროში რეალური პროექტის განხორციელებაში გამოსცადონ. ეს "საქართველოს უნივერსიტეტისა" და "ჯეპრას" უკვე მეორე წარმატებული, ერთობლივი პროექტია, რომელიც სტრატეგიული კომუნიკაციის, როგორც პროფესიის განვითარებას, მის ხელშეწყობას ეძღვნება,"- განმარტავს "საქართველოს უნივერსიტეტის" სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დირექტორი ნათია კალაძე.
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ კი დარეგისტრირებულებისთვის გაიმართება ონლაინ ლექციების ციკლი, რისი მეშვეობითაც მონაწილეები კამპანიის შექმნისთვის საჭირო ინფორმაციას მიიღებენ.
ლექციებს ჩაატარებენ: დათო საბეკია, ანა ქაბზინიძე, სალომე მეცხვარიშვილი, ალექსანდრე გაბულია, ნათია კალაძე.
პროექტებს შეაფასებს სპეციალურად მოწვეული ჟიური, რომელიც დაკომპლექტებული იქნება პიარის, განათლების და ბიზნეს სფეროს წარმომადგენლებით.
პიართონის გამარჯვებული გუნდები ნიკო ნიკოლაძის პრემიით დაჯილდოვდებიან: I ადგილზე გასული გუნდი 1200 ლარის, II ადგილზე - 800 ლარის, ხოლო III ადგილზე გასული გუნდი - 500 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, სადაზღვევო კომპანია „არდი“ I ადგილზე გასული გუნდის თითოეულ წევრს ჯანმრთელობის ერთწლიან სადაზღვევო პაკეტს გადასცემს.
„როგორც საგანმანათლებლო პროექტების აქტიური მხარდამჭერი, მოხარულები ვართ, რომ ჩავერთეთ საინტერესო და სასიკეთო პროექტში ,,პიართონი", რომელიც საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს დაეხმარება გაიღრმავონ ცოდნა და პრაქტიკაში გამოიყენონ საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგის ძირითადი პრინციპები და მარკეტინგული კომუნიკაციები, რაც ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ განვითარებაში“ - ამბობს სადაზღვევო კომპანია "არდის" უფროსი მარკეტინგის მენეჯერი ეკატერინე ხიდაშელი.
ნიკო ნიკოლაძის პრემიის დაარსების ინიციატორი საკონსულტაციო კომპანია “ჯეპრაა.”
პრემიის ფარგლებში პარტნიორ უნივერსიტეტებში ბიზნეს-კომპანიებთან თანამშრომლობით ჩატარებული კონკურსების გამარჯვებულებს გადაეცემათ მე-19-20 საუკუნეების უდიდესი ნოვატორისა და საზოგადო მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის სახელობის საუნივერსიტეტო პრემია.
„პიართონში ჩართულობა ერთი მხრივ, მრავალფეროვან თეორიულ ცოდნას მისცემს სტუდენტებს, ხოლო მეორე მხრივ მნიშვნელოვან პრაქტიკულ გამოცდილებას. მსგავსი კონკურსები ხელს უწყობს ბიზნესსა და საგანმანათლებლო სექტორს შორის კავშირის გამყარებას,“ - განმარტავს „ჯეპრას“ უფროსი კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი.
პიართონში მონაწილეობის მიღების მსურველებს რეგისტრაციის გავლა 25 თებერვლამდე შეუძლიათ.
პიართონში მონაწილეობის მიღებისა და სხვა საკითხების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ღონისძიება
ჯეპრასა და ლურჯი ოკეანეს თანამშრომლობით, მორიგი ბესტსელერი ჯიმ კოლინზის "კარგიდან საუკეთესომდე" გამოიცემა.
ჯიმ კოლინზი ამერიკელი მკვლევარი, სპიკერმა და გავლენიანმა კონსულტანტია, რომლის წიგნიც მალევე გახდა ბესტსელერი და მენეჯმენტის თეორიის თანამედროვე კლასიკადაც აღიარეს.
კოლინზისთვის თანამოაზრეთა გუნდთან ერთად ჩატარებული ხუთწლიანი საფუძვლიანი კვლევის უმთავრესი ამოცანა იყო, გაერკვია, ზოგმა კომპანიამ როგორ მოახერხა „შესანიშნავად“ ქცევა, სხვებმა კი რატომ განიცადეს მარცხი.
მან ასევე თავი მოუყარა მართვასა თუ პერსონალთან დაკავშირებულ ყველა ოპერაციულ პრაქტიკას, ქცევასა და დამოკიდებულებას, რომლებიც ხელს უწყობს ან ეწინააღმდეგება კარგიდან შესანიშნავად გარდაქმნის პროცესს
წიგნი „კარგიდან საუკეთესომდე“ ბევრ კითხვაზე გაგცემთ პასუხს და ფასდაუდებელ დახმარებას გაგიწევთ ბიზნესის რთულ სამყაროში სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად.
როგორ ვეთანამშრომლოთ ბიზნესს? - პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების სპეციალისტის, კახა მაღრაძის რჩევები არასამთავრობო ორგანიზაციებს.
ვიდეო მომზადდა EWMI Access-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის მხარდაჭერითა და USAID - US Agency for International Development-ის დაფინანსებით.
ნიკო ნიკოლაძის პრემიის პროექტის მენეჯერი რუსკა უსტიაშვილი და ანიმაჩეთბოტიქსის პროექტების მენეჯერი მარიამ გოჩიაშვილი ბიზნესპარტნიორის დილის ეთერში საუბრობენ ჰაკათონის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს ნიკო ნიკოლაძის ციფრული ენობრივი ასლის – ჩეთბოტის შექმნას.