კამპანია "რა ვნახე, რა წავიკითხე"-ს მეოთხე სტუმარია, ციფრული მედია პლატფორმა Movement-ის თანადამფუძნებელი, ანანო ბაკურაძე.
პლატფორმა Movement Theater/მოძრაობის თეატრის ბაზაზე 2017 წელს შეიქმნა და მისი ძირითადი მიმართულება ამბის თხრობაა.
ჯეპრა წარმოგიდგენთ პროექტს"რა ვნახე, რა წავიკითხე". კამპანიის ფარგლებში გავესაუბრებით სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, ჯეპრას მეგობრებს, პარტნიორებსა და კლიენტებს, რომლებიც მოგვიყვებიან თუ როგორ გაატარეს კარანტინის პერიოდი.
პროექტს წარადგენენ ჯეპრას კონსულტანტები, ნინანო დავითაია და თაკო ვარამაშვილი.
ჯეპრას მინი სერიების პირველი სტუმარია კახა მაღრაძე.
ჯეპრასა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, ნიკო ნიკოლაძის პრემიის ვებგვერდი შეიქმნა.
ვებგვერდი ემსახურება პირველ საგანმანათლებლო პრემიას, რომელიც დაარსდა 2019 წელს. პრემიის ფარგლებში შერჩეულ უნივერსიტეტში ცხადდება კონკურსი, რომლის გამარჯვებულებსაც პარტნიორი ბიზნესკომპანია ნიკო ნიკოლაძის პრემიას გადასცემს. პრემიის მიზანი ნიჭიერი ახალგაზრდების წარმოჩენა, ბიზნესსა და საგანმანათლებლო სექტორს შორის კავშირის გამყარება და ბიზნესის საჭიროებებთან მორგებული სწავლებისთვის ცვლილების ხელშეწყობაა.
ვებგვერდის სანახავად მიჰყევით ბმულს.
ჯეპრასა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის live-პროექტს „რესტარტის“ სერიის მეცხრე შეხვედრის სტუმრები იყვნენ საქართველოს ბანკის Chief Startup Officer-ი და Chief Digital Officer-ი ვახო ვახტანგიშვილი და ლევან კობახიძე.
პროექტის შესახებ ვრცლად იხილეთ: https://bit.ly/2ywBku5
ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ და საზოგადოების მზარდმა მოთხოვნამ მსოფლიო ბაზარზე ბევრი ახალი პროფესია გააჩნია, რომელთა გარეშე ყოველდღიური ცხოვრება უკვე შეუძლებელია. დღეს ნებისმიერი კომპანია წარმოუდგენელია დეველოპერის, დიზაინერის ან ციფრული მედიის სპეციალისტის გარეშე. პანდემიამ კი გვაჩვენა, რომ ამ მიმართულებების გამართულად მუშაობა ბიზნესის წარმატებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, ამიტომ დღეს ამ სფეროს სპეციალისტებზე მოთხოვნა გაცილებით უფრო დიდია.
ქართული ტექნოლოგიური შრომითი ბაზარი, როგორ ავარჩიოთ პროფესიული მიმართულება და შესაფერისი დამსაქმებელი, როგორ ვაპოვნინოთ თავი HR-ებს – ამ ყველაფრის შესახებ 17 ივნისს უნილაბის Cyber Talk-ის ბოლო ღია ლექციაზე adjarabet.com-ის ტალანტების მოზიდვის განყოფილების ხელმძღვანელმა ირაკლი ტ. მიქიაშვილმა და ჯეპრას უფროსი კონსულტანტმა სოსო გალუმაშვილმა უნილაბის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელ ლიკა მოშიაშვილთან ერთად ისაუბრეს.
ჯეპრასა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის live-პროექტს „რესტარტის“ სერიის მერვე შეხვედრის სტუმრები იყვნენ ვამეხ ხერხეულიძე და დავით მიზანდარი.
სტუმრების შესახებ
🔺 ვამეხ ხერხეულიძე – Elven Technologies
🔺 დავით მიზანდარი – ინოვატორი
თემა: „განჭვრეტადი ინოვაციები“
პროექტის შესახებ ვრცლად იხილეთ: https://bit.ly/2ywBku5