ამბები


„კრეატიულობა პიარში“ რომელიც რიგით მეშვიდე გლობალური კვლევაა გამოავლინა, რომ პიარის კომპანიებისთვისა და სპეციალისტებისთვის პანდემიამ კრეატიულობის გამოწვევები გაზარდა. როგორც კვლევიდან ირკვევა, გასული 18 თვის განმავლობაში კომპანიები კრეატიულობას უფრო და უფრო მეტ პრიორიტეტს ანიჭებენ.
2021 წლის რეპორტი, რომელზეც იმუშავეს ისეთმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, როგორებიცაა PRovoke Media, Now Go Create და FleishmanHillard გამოიკითხეს მსოფლიოს გარშემო 300 კომპანია.
ბუნებრივია, რომ წლევანდელი კვლევა პანდემიის გარშემო მომხდარი ცვლილებებისა და კრეატიულობაზე ამ ცვლილებების გავლენის შესახებ ფოკუსირდა. რესპოდენტების უმრავლესობის თქმით, კრეატიულ გადაწყვეტებზე მოთხოვნის გაზრდის პარალელურად მათ მოუწიათ საკუთარი პერსონალური კრეატიული მიდგომების გაუმჯობესება.
წმინდა კრეატიული გადმოსახედით, პანდემიამ პიარის სფეროს ექსპერიმენტების, ახალი გზებსა და მეთოდოლოგიების გამოყენების შესაძლებლობა მისცა. გამოკითხვაში მონაწილეთა 70% მიიჩნევს, რომ პანდემიამ ფუნდამენტურად შეცვალა ის კრეატიული მიდგომები, რომლითაც ბიზნესების პრობლემებს წყვეტდნენ.
კვლევის შედეგები შეაფასა ჯეპრას უფროსმა კონსულტანტმა კახა მაღრაძემ:
"როგორც კვლევაშია დაფიქსირებული, კრეატიულობა ყველაზე მეტად თავს სწორედ კრიზისულ სიტუაციებში იჩენს თავს და მაშინ ხდება გამოსადეგი. ჩვენ შემთხვევაშიც ასე მოხდა, ვინაიდან გლობალურმა პანდემიამ შეაფერხა ჩვენს გარშემო ყველაფერი და ბევრ ბიზნესს საერთოდ არსებობის პრობლემა დაუდგა, აი აქ დაიწყო არატრადიციული გზების და ორიგინალური გადაწყვეტილების ინტენსიური ძებნა. თუმცა, აქ მნიშვნელოვანია კრეატიულობის კარგი განმარტება და დასკვნების მაგის შემდეგ გაკეთება. ჩემი აზრით, ნებისმიერი არაორდინალური გადაწყვეტილება ან პრობლემის მოგვარებისადმი განსხვავებული მიდგომა უკვე კრეატივად ჩაითვლება. საქართველოში საკომუნიკაციო ინდუსტრიას კრეატიულობის ეს „ზრდა“ უფრო მეტად ციფრული არხების და ინსტრუმენტების მეტად გამოყენებასა და დისტანციური გაყიდვებისა და პრომოუშენის განვითარებაში გამოიხატა. ანუ, ბევრი ბიზნესი მიხვდა, რომ ტრადიციული მეთოდები უკვე აღარ იყო რელევანტური და გადაერთო ბიზნესის ონლაინ წარმოებაზე, რამაც თვისებრივად შეცვალა ბევრი ბიზნესის შიდა პროცესები, მარკეტინგული კომუნიკაცია თუ კლიენტების მომსახურების სტანდარტები. სწორედ ამან გამოიწვია, ჩემი აზრით, მეტი შემოქმედებითობა ჩვენს სფეროში".
ბლოგის სანახავად მიჰყევით ლინკს აქ.

როგორ შევქმნათ პროდუქტი, რომელიც მომხმარებელს სურს – ამ თემაზე გადაცემაში „FM ქოუჩი“ ჯეპრას უფროსმა კონსულტანტმა სოსო გალუმაშვილმა ისაუბრა.
სოსო, როგორ იქმნება წარმატებული პროდუქტი?
გქონია ერთი შეხედვით კარგი იდეა, რომელმაც არ გაამართლა? გსურს ახალი პროდუქტის შექმნა, მაგრამ არ ხარ დარწმუნებული იდეის სისწორეში? ვერ განსაზღვრავ ზუსტად, რა სურთ შენს მომხმარებლებს? გინდა, თავიდან აიცილო დროისა და ფულის ფუჭი ხარჯვა?
მაშინ წარმატებული ბიზნესის ჩამოყალიბების გზაზე, წიგნის „როგორ შევქმნათ პროდუქტი, რომელიც მომხმარებელს სურს“ წაკითხვა პირველი სწორი გადაწყვეტილება იქნება. ეს წიგნი ადამიანებს ეხმარება შექმნან ზუსტად ისეთი პროდუქტი ან მომსახურება, რომელიც მომხმარებლისთვის საჭირო იქნება.
რა არის ღირებული შეთავაზების ტილო?
ღირებული შეთავაზების ტილოს ორი მხარე აქვს: მომხმარებლის პროფილით უჩვენებთ, რა წარმოდგენა გაქვთ მომხმარებელზე, ღირებულებათა რუკით ხსნით, როგორ აპირებთ ამ მომხმარებლისთვის ღირებულების შექმნას. ორივე მხარეს შორის თანხვედრას მაშინ აღწევთ, როდესაც ისინი ერთმანეთის შესაბამისია.
მომხმარებლის პროფილი 3 ნაწილისგან
მომხმარებლის ამოცანა გვიჩვენებს, რისი მიღწევისკენ ისწრაფვის მომხმარებელი მისივე თქმით, სამსახურსა და ცხოვრებაში.
სატკივარი აღნიშნავს მომხმარებლის საქმიანობასთან დაკავშირებულ არადამაკმაყოფილებელ შედეგებს რისკებსა და დაბრკოლებებს.
სარგებელი ხსნის მომხმარებლისთვის სასურველ შედეგებს ან იმ კონკრეტულ სარგებელს, რომელსაც ის ელოდება.
ღირებულებათა რუკა 3 ნაწილისგან შედგება:
ყველა იმ პროდუქტისა და მომსახურების ნუსხაა, რომელზეც თქვენი ღირებული შეთავაზებაა აგებული.
სარგებლის წყარო აღწერს, თუ როგორ ქმნის თქვენი პროდუქტი და მომსახურება მომხმარებლისთვის სარგებელს.
ტკივილგამაყუჩებლები აღწერს, თუ როგორ უამებს თქვენი პროდუქტი და მომსახურება მომხმარებელს სატკივარს.



ჯეპრას გუნდს ლალიტა კვიჟინაძე შემოუერთდა.
ლალიტა ჯეპრასა და საქართველოს უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის "უპრიანის" ერთ-ერთი მონაწილეა, სწორედ აქ გადაიკვეთა ჩვენი გზები.

3 ივნისს, ფოტოპროექტი „ვერ ვწვდები წამალს“ პრეზენტაცია გაიმართა. ფოტოპროექტის ავტორები არიან ცნობილი ფოტოგრაფები გურამ მურადოვი, დავით ქორიძე და ნატა აბაშიძე-რომანოვსკაია, რომლებმაც სპინალურ კუნთოვანი ატროფიის (სკა) მქონე პაციენტების ემოეციები, შეგრძნებები და სურვილები გააცოცხლეს და ფირზე გადაიტანეს. ფოტოპროექტის მიზანს დაავადების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა და სახელმწიფოს მხრიდან მკურნალობის ხელმისაწვდომობის აუცილებლობა წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში 2016 წლამდე სპინალური კუნთოვანი ატროფიის (სკა) მკურნალობა არ არსებობდა, დღეს დაავადების სამკურნალოდ უკვე 3 მედიკამენტია დარეგისტრირებული და ერთ-ერთი უკვე საქართველოშია. სპინალური კუნთოვანი ატროფიის (სკა) სამკურნალო პირველი მედიკამენტი რომელიც საქართველოში დარეგისტრირდა, არის ფარმაცევტული კომპანია Roche-ს მიერ წარმოებული სამკურნალო პრეპარატი. ინოვაციური, პერორალურად მისაღები მედიკამენტი სკა-თი დაავადებულთათავის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრეპარატია, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებულია და რომლის ყიდვასაც საქართველოში მცხოვრები პაციენტები და მათ ოჯახები სახელმწიფოს თანადგომის გარეშე ვერ შეძლებენ. მკურნალობის მიღმა დარჩენილი პაციენტების სიცოცხლეს, რომელთაგან უმეტესობა ბავშვია, საფრთხე ემუქრება.
სკა-ს მქონე პაციენტებმა და მათმა მშობლებმა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს დახმარებისთვის წერილობით უკვე მიმართეს. როგორია მათი პოზიცია და რა პროგრამა შეუძლია შესთავაზოს სახელმწიფომ სპინალური კუნთოვანი ატროფიის მქონე პაციენტებს, ჯერჯერობით ბუნდოვანია.

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV) და GEPRA წარმოგიდგენთ ტრენინგს "როგორ მოვიპოვოთ ნდობა სტრატეგიული კომუნიკაციის გზით"
ტრენინგის მიზანია მსმენელების ინფორმირება მიზნობრივი რეპუტაციული კომუნიკაციის წარმოების თანამედროვე მიდგომების თაობაზე და საერთაშორისო და ქართულ პრაქტიკას შორის ძირითადი განსხვავებების წარმოჩენა.
სამიზნე აუდიტორია: კომპანიების პიარის, მარკეტინგული კომუნიკაციის და/ან სტრატეგიული კომუნიკაციის წარმოებაზე პასუხისმგებელი საშუალო და მაღალი დონის მენეჯერები, დამფუძნებლები და მმართველი რგოლის წარმომადგენლები. ასევე სხვა დაინტერესებული პირები, რომლებიც ორგანიზაციის მიზნობრივი კომუნიკაციის პროცესში არიან ჩართულნი.
ტრენინგს გაუძღვება კახა მაღრაძე - საკონსულტაციო კომპანია “ჯეპრას” უფროსი პარტნიორი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
რეგისტრაცია გრძელდება 26 მაისამდე ბმულზე: https://forms.gle/4rPvycJgqzab57mF9