მერაბ კოსტავას უნიკალური შრიფტის შესახებ
27 მაისი 2021
საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას დაბადებიდან 82-ე წელი შესრულდა - იუბილესთან და დამოუკიდებლობის დღესთან დაკ...
მერაბ კოსტავას უნიკალური შრიფტის შესახებ

27 მაისი 2021
Copy to clipboard

 

საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას დაბადებიდან 82-ე წელი შესრულდა - იუბილესთან და დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კი მისი უნიკალური შრიფტი შეიქმნა
 
დეტალებზე სასაუბროდ ჯეპრას კონსულტანტი რუსუდან უსტიაშვილი და კალიგრაფი დავით მაისურაძე ფორმულას დილის გადაცემას ესტუმრნენ.
 

DWV-ტრენინგი: როგორ მოვიპოვოთ ნდობა სტრატეგიული კომუნიკაციის გზით
20 მაისი 2021
გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV) და GEPRA წარმოგიდგენთ ტრენინგს როგორ მოვიპოვოთ ნდობა სტრატეგიული კომუნიკაციის გ...
DWV-ტრენინგი: როგორ მოვიპოვოთ ნდობა სტრატეგიული კომუნიკაციის გზით

20 მაისი 2021
Copy to clipboard

 

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV) და GEPRA წარმოგიდგენთ ტრენინგს "როგორ მოვიპოვოთ ნდობა სტრატეგიული კომუნიკაციის გზით"

ტრენინგის მიზანია მსმენელების ინფორმირება მიზნობრივი რეპუტაციული კომუნიკაციის წარმოების თანამედროვე მიდგომების თაობაზე და საერთაშორისო და ქართულ პრაქტიკას შორის ძირითადი განსხვავებების წარმოჩენა.

სამიზნე აუდიტორია: კომპანიების პიარის, მარკეტინგული კომუნიკაციის და/ან სტრატეგიული კომუნიკაციის წარმოებაზე პასუხისმგებელი საშუალო და მაღალი დონის მენეჯერები, დამფუძნებლები და მმართველი რგოლის წარმომადგენლები. ასევე სხვა დაინტერესებული პირები, რომლებიც ორგანიზაციის მიზნობრივი კომუნიკაციის პროცესში არიან ჩართულნი.

ტრენინგს გაუძღვება კახა მაღრაძე - საკონსულტაციო კომპანია “ჯეპრას” უფროსი პარტნიორი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

რეგისტრაცია გრძელდება 26 მაისამდე ბმულზე: https://forms.gle/4rPvycJgqzab57mF9

მერაბ კოსტავას შრიფტს „ჯეპრა“ და კალიგრაფი დავით მაისურაძე შექმნიან
19 მაისი 2021
ხელნაწერი შრიფტი მერაბ კოსტავას იუბილესთან დაკავშირებით შეიქმნება. ამა წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლ...
მერაბ კოსტავას შრიფტს „ჯეპრა“ და კალიგრაფი დავით მაისურაძე შექმნიან

19 მაისი 2021
Copy to clipboard

 

ხელნაწერი შრიფტი მერაბ კოსტავას იუბილესთან დაკავშირებით შეიქმნება. ამა წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის გამორჩეული ლიდერის, პოეტის და საზოგადო მოღვაწის დაბადებიდან 82-ე წელი სრულდება. 26 მაისს აღინიშნება ასევე პირველი რესპუბლიკის მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღე.

მერაბ კოსტავას სახელთან ასოცირდება ეროვნული მოძრაობის დიდი იდეა, რომელმაც მოუტანა საქართველოს დამოუკიდებლობა. 

მერაბ კოსტავას შრიფტის შესაქმნელად ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნულ არქივში დაცული მისი ხელნაწერი ლექსები აღმოჩნდა, სწორედ ამ ხელნაწერის მიხედვით შექმნა დავით მაისურაძემ შრიფტი, რომელიც ნათლად გამოხატავს მერაბის პოეტურ ბუნებას.

„ხელნაწერის მიხედვით აღდგენილი შრიფტის უკან ყოველთვის პიროვნება დგას თავისი ბიოგრაფიითა და ხასიათით. თუ ეს ბმა პიროვნებასა და შრიფტს შორის გაწყდა, მივიღებთ ერთ ჩვეულებრივ, უშინაარსო შრიფტს. მერაბ კოსტავას ხელნაწერი შრიფტი ძალიან ორიგინალური, ყველა სხვა შრიფტისაგან გამორჩეული, ნათელი და მკაფიო გამოვიდა. პირველი, რაც ამ შრიფტის შეხედვისას მომდის თავში, არის ის, რომ ეს ხელნაწერი მუსიკალური, პოეტური და შეიძლება ოდნავ ბავშვურიც არის. ეს ყველაფერი – მუსიკალურობაც, ბავშვური სისუფთავეც და სიცხადეც – ვფიქრობ, ზუსტად ახასიათებს მის პიროვნებასაც.“-განაცხადა კალიგრაფმა დავით მაისურაძემ.

„ჯეპრას“ და დავით მაისურაძის თანამშრომლობით შექმნილი ეს უკვე მეოთხე შრიფტი იქნება. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პროექტის ფარგლებში გაციფრულდა ნიკო ნიკოლაძის და იაკობ გოგებაშვილის ხელნაწერები, სულ ცოტა ხნის წინ კი შეიქმნა ზვიად გამსახურდიას შრიფტი.

„დიდი სიხარულით წარვადგენთ ამჯერად მერაბ კოსტავას შრიფტს. მერაბ კოსტავა არის მაგალითი, თუ როგორ უნდა უყვარდეს საქართველოს ყველა მოქალაქეს თავისი სამშობლო და როგორ უნდა იბრძოდეს მისი ეროვნული ინტერესებისთვის. ჩვენი იდეა შევქმნათ ქართველ საზოგადო მოღვაწეთა ხელნაწერი შრიფტების ერთგვარი გალერეა ნელ-ნელა ფრთებს ისხამს.“ - განაცხადა ჯეპრას სპეციალური პროგრამების მენეჯერმა რუსუდან უსტიაშვილმა.

მერაბ კოსტავას ხელნაწერების მოწოდებისთვის ჯეპრა მადლობას უხდის საქართველოს ეროვნულ არქივსა და თბილისის მუზეუმების გაერთიანებას.

ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე
17 მაისი 2021
ჯეპრა პატივს სცემს ადამიანის უფლებებს! ჯეპრა პატივს სცემს ყველა ადამიანის პიროვნულ თავისუფლებას! ჯეპრა უერთდება ჰომო...
ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 მაისი 2021
Copy to clipboard

 

ჯეპრა პატივს სცემს ადამიანის უფლებებს!
ჯეპრა პატივს სცემს ყველა ადამიანის პიროვნულ თავისუფლებას!
ჯეპრა უერთდება ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო მოძრაობას
 
🏳️‍🌈ლგბტქი+ ადამიანები საქართველოში კვლავ აწყდებიან მიკერძოებას, სტიგმას, რაც ზღუდავს მათ შესაძლებლობებს პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ჩართულობის თვალსაზრისით, ასევე ხდებიან ძალადობრივი სიძულვილის და დანაშაულის მსხვერპლი.
ჩვენ ვიცით, რომ განვითარებული და დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობა მხოლოდ ყველა მოქალაქის თანაბარი უფლებების დაცვით არის შესაძლებელი.
 
ჯეპრას გუნდს გრაფიკული დიზაინერი ლიკა რობაქიძე შემოუერთდა
14 მაისი 2021
ჯეპრას პრომოუშენის მიმართულების გუნდს გრაფიკული დიზაინერი ლიკა რობაქიძე შემოუერთდა. 
ჯეპრას გუნდს გრაფიკული დიზაინერი ლიკა რობაქიძე შემოუერთდა

14 მაისი 2021
Copy to clipboard

 

ჯეპრას პრომოუშენის მიმართულების გუნდს გრაფიკული დიზაინერი ლიკა რობაქიძე შემოუერთდა. 

იდეათონი: "დაამზადე მომხმარებლისთვის, შეფუთე დედამიწისთვის" დასრულდა.
14 აპრილი 2021
იდეათონი: დაამზადე მომხმარებლისთვის, შეფუთე დედამიწისთვის დასრულდა.ბიზნეს იდეების ჟიურისთან წარდგენამდე გუნდებმა 2-კვი...
იდეათონი: "დაამზადე მომხმარებლისთვის, შეფუთე დედამიწისთვის" დასრულდა.

14 აპრილი 2021
Copy to clipboard

 

იდეათონი: "დაამზადე მომხმარებლისთვის, შეფუთე დედამიწისთვის" დასრულდა.

ბიზნეს იდეების ჟიურისთან წარდგენამდე გუნდებმა 2-კვირიანი ინტენსიური აქსელერაციის პროგრამა გაიარეს. პროგრამა მოიცავდა სემინარებს და ინდივიდუალურ მენტორობის სესიებს ისეთ თემებზე როგორიცაა ბიზნესმოდელის ტიპები, ფინანსები, ბიუჯეტირება, მარკეტინგი და ბრენდინგი.

იდეათონი განხორციელდა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA), გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP), შესაფუთი მასალების მწარმოებელთა (PMAG) და საქართველოს ნარჩენების მართვის (GWMA) ასოციაციებთან პარტნიორობით.

ჯეპრას უფროსი კონსულტანტის, სოსო გალუმაშვილის სესია ეხებოდა ბიზნესმოდელის ტილოსა და ტიპების საკითხებს.

ჰემოფილიის დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია დაიწყო
12 აპრილი 2021
ჰემოფილიის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, სასტუმრო სევსამორაში მედიასემინარი გაიმართა, რომელსაც ექიმები, პაციენტე...
ჰემოფილიის დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია დაიწყო

12 აპრილი 2021
Copy to clipboard

 

ჰემოფილიის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, სასტუმრო "სევსამორაში" მედიასემინარი გაიმართა, რომელსაც ექიმები, პაციენტები ჰემოფილიის ასოციაციისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
 
საინფორმაციო კამპანიის "ცხოვრება სისხლდენის გარეშე" მიზანია ჰემოფილიის დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლება და პროფილაქტიკური მკურნალობის შესაძლებლობის გაცნობა.
 
საინფორმაციო კამპანიას "ჯეპრა" უზრუნველყოფს. მედიასემინარს ფასილიტაცია ჯეპრას უფროსმა კონსულტანტმა, თინათინ სამყურაშვილმა გაუწია
ჯეპრა დავით მაისურაძესთან თანამშრომლობით შექმნილ ზვიად გამსახურდიას ხელნაწერ შრიფტს წარადგენს
29 მარტი 2021
31 მარტს, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღის 82 წლის იუბილეზე „ჯეპრა“ კალიგრაფ დავით მაისურაძესთან თანამშრომლობით შექმნილ...
ჯეპრა დავით მაისურაძესთან თანამშრომლობით შექმნილ ზვიად გამსახურდიას ხელნაწერ შრიფტს წარადგენს

29 მარტი 2021
Copy to clipboard

 

31 მარტს, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღის 82 წლის იუბილეზე „ჯეპრა“ კალიგრაფ დავით მაისურაძესთან თანამშრომლობით შექმნილ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ხელნაწერ შრიფტს წარადგენს.

როგორ მოხდა ზვიად გამსახურდიას ხელნაწერების მოძიება, რისი გაგება შეგვიძლია პიროვნების შესახებ მისი ხელნაწერის მიხედვით და რომელი საზოგადო მოღვაწის შრიფტი ელოდება გაციფრულებას - „შენს დილაში“ ისაუბრეს „ჯეპრას“ პროექტების მენეჯერმა რუსკა უსტიაშვილმა და კალიგრაფმა დავით მაისურაძემ.

 

ჯეპრა „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის 2020“ მე-2 ადგილის მფლობელი გახდა.
26 მარტი 2021
ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით, ყოველწლიური კონკურსის „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართ...
ჯეპრა „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის 2020“ მე-2 ადგილის მფლობელი გახდა.

26 მარტი 2021
Copy to clipboard

 

ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით, ყოველწლიური კონკურსის „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

„ჯილდო გაერო-ს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური შეთანხმების ინიციატივას ეფუძნება, კერძოდ, ქალთა უფლებების გაფართოების მეოთხე პრინციპს - ქალების განათლების, სწავლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას და ხელს უწყობს ქალების განათლებასა და პროფესიულ განვითარებას სამუშაო ადგილებზე.

კონკურსის მიზანი იმ კომპანიების წახალისებაა, რომლებიც წარმატებით ამკვიდრებენ ქალების პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის მხარდაჭერის კორპორაციულ კულტურას. 

კონკურსის პარტნიორები არიან: ბიზნეს ლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ და გაეროს ქალთა ორგანიზაცია.

პიართონი 2021 - სტრატეგიული კომუნიკაციის ახალი არქიტექტორები (ვიდეო)
25 მარტი 2021
საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის და საკონსულტაციო კომპანია ჯეპრას ერთობლივი პროექტი პიართონი - ...
პიართონი 2021 - სტრატეგიული კომუნიკაციის ახალი არქიტექტორები (ვიდეო)

25 მარტი 2021
Copy to clipboard

 

საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის და საკონსულტაციო კომპანია "ჯეპრას" ერთობლივი პროექტი "პიართონი - სტრატეგიული კომუნიკაციის ახალი არქიტექტორები" 19-20 მარტს გაიმართა. გამარჯვებულ გუნდებს ნიკო ნიკოლაძის პრემია გადაეცათ.