სექტემბერი თვითშემეცნების თვეა!
01 სექტემბერი 2020
სექტემბერი თვითშემეცნების თვედაა გამოცხადებული! ამიტომაც გადავწყვიტეთ, გაგაცნოთ ჩვენი თანამშრომლები, რომლებიც რეალობად ...
სექტემბერი თვითშემეცნების თვეა!

01 სექტემბერი 2020
Copy to clipboard

 

სექტემბერი თვითშემეცნების თვედაა გამოცხადებული!

ამიტომაც გადავწყვიტეთ, გაგაცნოთ ჩვენი თანამშრომლები, რომლებიც რეალობად აქცევენ მიზნებს, მუდმივად ისწრაფვიან განვითარებისა და თავიანთი შესაძლებლობების რეალიზებისკენ.

სკა-ს მკურნალობის მნიშვნელობა და შესაძლებლობა
20 აგვისტო 2020
სპინალური კუნთოვანი ატროფიის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ჯეპრას უფროსმა კონსულტანტმა თინათინ სამყურაშვილმა პირველ ...
სკა-ს მკურნალობის მნიშვნელობა და შესაძლებლობა

20 აგვისტო 2020
Copy to clipboard

 

სპინალური კუნთოვანი ატროფიის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ჯეპრას უფროსმა კონსულტანტმა თინათინ სამყურაშვილმა პირველ ონლაინ გადაცემას " სკა-ს მკურნალობის მნიშვნელობა და შესაძლებლობა" უმასპინძლა.

👉გადაცემის სტუმრები:
ბავშვთა ნევროლოგი - ნანა ტატიშვილი
მოზრდილთა ნევროლოგი - ნანა კვირკველია
პაციენტების მშობელი - ქეთევან ჯინჭარაძე

 

რა ვნახე, რა წავიკითხე: ანნა კუჭავა
05 აგვისტო 2020
პროექტი რა ვნახე, რა წავიკითხე-ს სტუმარია ანნა კუჭავა, რომელიც გვესაუბრა იმ გზის შესახებ, რომელიც მან გაიარა კომუნიკაც...
რა ვნახე, რა წავიკითხე: ანნა კუჭავა

05 აგვისტო 2020
Copy to clipboard

 

პროექტი "რა ვნახე, რა წავიკითხე"-ს სტუმარია ანნა კუჭავა, რომელიც გვესაუბრა იმ გზის შესახებ, რომელიც მან გაიარა კომუნიკაციების სპეციალისტიდან მასტერშეფის ფინალისტობამდე.

 

ვიდეო ბლოგების სერია „ნიკო ინოვატორი“
03 აგვისტო 2020
ნიკო ნიკოლაძის პრემიის პროექტის ფარგლებში წარმოგიდგენთ ვიდეო ბლოგების სერიას „ნიკო ინოვატორი“ ნიკო ნიკოლაძის შესახებ ...
ვიდეო ბლოგების სერია „ნიკო ინოვატორი“

03 აგვისტო 2020
Copy to clipboard

 

ნიკო ნიკოლაძის პრემიის პროექტის ფარგლებში წარმოგიდგენთ ვიდეო ბლოგების სერიას „ნიკო ინოვატორი“

ნიკო ნიკოლაძის შესახებ საუბრებს გაუძღვება ჯეპრას კონსულტანტი და ნიკო ნიკოლაძის პრემიის პროექტის მენეჯერი რუსკა უსტიაშვილი.

ვიდეო ბლოგის სტუმარია, ნიკო ნიკოლაძის საზოგადოების დამფუძნებელი გიორგი ფარეშიშვილი და არასამთავრობო ორგანიზაცია "სექტორი 3"-ის გამგეობის წევრი, რომელმაც ისაუბრა მერად 20 წლიანი მოღვაწეობის მანძილზე თუ როგორ აქცია ნიკომ დაჭაობებული ადგილი ერთ-ერთ მოწინავე და განვითარებულ საპორტო ქალაქად.

 

რა ვნახე, რა წავიკითხე: დათო გორგილაძე
30 ივლისი 2020
კამპანია რა ვნახე, რა წავიკითხე-ს მეხუთე სტუმარი, მწერალი დათო გორგილაძეა, რომელმაც კარანტინის პერიოდში, გატარებულ დღე...
რა ვნახე, რა წავიკითხე: დათო გორგილაძე

30 ივლისი 2020
Copy to clipboard

 

კამპანია "რა ვნახე, რა წავიკითხე"-ს მეხუთე სტუმარი, მწერალი დათო გორგილაძეა, რომელმაც კარანტინის პერიოდში, გატარებულ დღეებზე გვესაუბრა.

ჯეპრასა და ლურჯი ოკეანეს თანამშრომლობით მორიგი ბესტსელერი "ნულიდან ერთამდე" გამოიცა
22 ივლისი 2020
📘 ნულიდან ერთამდე - გზამკვლევი სტარტაპერებისთვის ჯეპრასა და ლურჯი ოკეანე • Blue Ocean-ის თანამშრომლობით მორიგი წიგნი გა...
ჯეპრასა და ლურჯი ოკეანეს თანამშრომლობით მორიგი ბესტსელერი "ნულიდან ერთამდე" გამოიცა

22 ივლისი 2020
Copy to clipboard

 

📘 ნულიდან ერთამდე - გზამკვლევი სტარტაპერებისთვის

ჯეპრასა და ლურჯი ოკეანე • Blue Ocean-ის თანამშრომლობით მორიგი წიგნი გამოიცა ბიზნესლიტერატურის მოყვარულებისთვის.

გადადგი ნაბიჯი ნულიდან ერთამდე – ანუ არაფრისგან შექმენი ის, რისი ანალოგიც ჯერ არავის გამოუგონია! პიტერ თილი გირჩევთ: თუ ბაზარზე საკუთარი ნიშის დაკავება და წარმატების მიღწევა გსურთ, აუცილებელია ეძებოთ ახალი გზები და შექმნათ ინოვაციური პროდუქტები, რომელთა მსგავსიც ჯერ არავის შეუქმნია.

მართალია, ეს რთულად მოგეჩვენებათ, მაგრამ პიტერ თილი წიგნში იმ საიდუმლოებებსაც გაგიმხელთ, რომლებიც ამ მიზნის მიღწევას აუცილებლად გაგიმარტივებთ. წიგნის მიზანია გაგიჩინოთ კითხვები, რომლებსაც საკუთარ თავს დაუსვამთ იდეის ჩამოყალიბებისა და შემდგომ მისი ბიზნესად გადაქცევის პროცესში.

დაიმახსოვრეთ, მომხმარებლები თქვენგან სრულიად ახალ პროდუქტს ელიან. თუ სტარტაპის შექმნისას ეს არ დაგავიწყდებათ, მაშინ შეგიძლიათ თქვათ, რომ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ერთი ნაბიჯი უკვე გადადგმული გაქვთ.

მეწარმეობის სწავლისთვის ერთი უტყუარი ფორმულა არ არსებობს. ნებისმიერი სიახლე თავისთავად უნიკალურია. მთავარია, გქონდეთ სწორი ხედვა და ახლებურად გაიაზროთ პროგრესი, ინოვაცია, რაშიც ეს წიგნი ნამდვილად დაგეხმარებათ.

თუ გჭირდებათ ბიძგი და საჭირო ინფორმაცია ბიზნესის დაწყებისა და სტარტაპის განვითარების თითოეულ ეტაპზე, თუ იღებთ თამამ გადაწყვეტილებებს ახალი კომპანიების, პროდუქტების, ინდუსტრიების ან ნებისმიერი სიახლის შესაქმნელად, მაშინ სწორედ თქვენს შესაფერის წიგნს მიაგენით.


👉🏽წიგნის შესახებ ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე: https://bit.ly/3g2fori
🛒 წიგნის შეძენა შეგიძლიათ ბიბლუსის ქსელში და ვებგვერდზე - https://bit.ly/2Bphvqm

რამდენად კარგად იცნობ ნიკო ნიკოლაძის ცხოვრებას?
22 ივლისი 2020
ნიკო ნიკოლაძე მე-19-20 საუკუნეების უდიდესი ინტელექტუალი და ნოვატორია თავისი აზროვნებით და მოღვაწეობით. შეავსე ტესტი და ნ...
რამდენად კარგად იცნობ ნიკო ნიკოლაძის ცხოვრებას?

22 ივლისი 2020
Copy to clipboard

 

ნიკო ნიკოლაძე მე-19-20 საუკუნეების უდიდესი ინტელექტუალი და ნოვატორია თავისი აზროვნებით და მოღვაწეობით. შეავსე ტესტი და ნახე რამდენად კარგად იცნობ ამ დიდი ქართველი მოღვაწის ბიოგრაფიას და მის მიერ განხორციელებულ უდიდეს საქმეებს!

ჯეპრას დირექტორი, ეკატერინე ჟვანია გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გამგეობის წევრად აირჩიეს
17 ივლისი 2020
16 ივლისს, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის (GCNG) ორგანიზებით ყოველწლიური საერთო კრება გაიმართა. ღონისძიების მო...
ჯეპრას დირექტორი, ეკატერინე ჟვანია გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გამგეობის წევრად აირჩიეს

17 ივლისი 2020
Copy to clipboard

 

16 ივლისს, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის (GCNG) ორგანიზებით ყოველწლიური საერთო კრება გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს გაეროს გლობალური შეთანხმების ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა სანდა ოჯიამბომ სიტყვით მიმართა, რომელმაც ხაზი გაუსვა პასუხისმგებლიანი ბიზნესის როლს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების პროცესში და საქართველოს ქსელს წარმატება უსურვა.

GCNG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სალომე ზურაბიშვილმა მიმოიხილა განხორციელებული აქტივობები და ქსელის წევრებს ორგანიზაციის საქმიანობა და მომავალი გეგმები გააცნო. აღსანიშნავია, რომ წელს წევრი კომპანიების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა და ამჟამად GCNG-ის 63 წევრი ჰყავს.

ღონისძიების ბოლოს გაიმართა ქსელის გამგეობის წევრების არჩევნები, რომელში მონაწილეობაც 9 კომპანიის წარმომადგენელმა მიიღო. ღონისძიება გაიმართა შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.

ჯეპრას დიზაინერების ნამუშევარი, ACAG-ის პრინტ კონკურსში, სპეციალურად მოწვეული, დამოუკიდებელი ჟიურის რჩეული გახდა!
15 ივლისი 2020
 ჯეპრას დიზაინერების ნამუშევარი, საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის (ACAG) პრინტ კონკურსში, სპეციალურად მ...
ჯეპრას დიზაინერების ნამუშევარი, ACAG-ის პრინტ კონკურსში, სპეციალურად მოწვეული, დამოუკიდებელი ჟიურის რჩეული გახდა!

15 ივლისი 2020
Copy to clipboard

 

 ჯეპრას დიზაინერების ნამუშევარი, საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის (ACAG) პრინტ კონკურსში, სპეციალურად მოწვეული, დამოუკიდებელი ჟიურის რჩეული გახდა!

პრობლემა: ცხოველთა დაცვის მიმართულებით, საქართველოში უამრავი პრობლემაა. შინაურ ცხოველებთან მიმართებაში (ძაღლები, კატები) განსაკუთრებით გამოკვეთილი პრობლემაა საზოგადოების და მათ შორის, სახელისუფლებო ორგანოებში დასაქმებული ადამიანების დაბალი ცნობიერება პრობლემის მიმართ. მოსახლეობა, საკუთარი პასიურობით, ხელს უწყობს პრობლემის გაღრმავებას. ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც შინაური ცხოველი რიგით სათამაშოდ განიხილება, ოჯახები შინაურ ცხოველს ბავშვებისთვის ყიდულობენ გაუაზრებელი/დაუფიქრებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, ხშირად იმპულსურად. (დილით გადაწყდება, რომ ძაღლი უნდათ და საღამოს უკვე ნაყიდი ჰყავთ), შედეგად, შინაური ცხოველი გაიგივებულია სათამაშოსთან და როგორც კი ბეზრდებათ ცხოველი ქუჩაში რჩება, შემდეგ კი, ვიგებთ უამრავი ამბავს ასეთ მიტოვებულ ცხოველებზე, მათ ტრაგიკულ ისტორიებზე, გადავსებულ თავშესაფრებზე და ა.შ. ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციაში პრინტ კონკურსი ჩატარდა.

ACAG-ის კონკურსის მიზანი იყო, შექმნილიყო საკომუნიკაციო გზავნილის მატარებელი პოსტერი, რომელიც მოუწოდებს ოჯახებს პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებისკენ, დაფიქრებისა და გააზრებისკენ, სანამ შინაური ცხოველის ყიდვას/ყოლას დააპირებენ კონკურსში მონაწილეობა 17-მა სააგენტომ მიიღო. 

პრინტ კონკურსი შეაფასა ჟიურის ორმა გუნდმა: ერთი გუნდი შეადგებოდა კრეატიული სააგენტოების წარმომადგენლებისგან, მეორე კი – სპეციალური მოწვეული ჟიურის წევრებისგან, რომელთა რჩეულიც სააგენტო “ჯეპრას” პრინტი გახდა.

ყველა ნამუშევრის სანახავად მიჰყევით ბმულს: https://bit.ly/3etZq83

რა ვნახე, რა წავიკითხე - ანანო ბაკურაძე
14 ივლისი 2020
კამპანია რა ვნახე, რა წავიკითხე-ს მეოთხე სტუმარია, ციფრული მედია პლატფორმა Movement-ის თანადამფუძნებელი, ანანო ბაკურაძ...
რა ვნახე, რა წავიკითხე - ანანო ბაკურაძე

14 ივლისი 2020
Copy to clipboard

 

კამპანია "რა ვნახე, რა წავიკითხე"-ს მეოთხე სტუმარია, ციფრული მედია პლატფორმა Movement-ის თანადამფუძნებელი, ანანო ბაკურაძე.

პლატფორმა Movement Theater/მოძრაობის თეატრის ბაზაზე 2017 წელს შეიქმნა და მისი ძირითადი მიმართულება ამბის თხრობაა.