„ახალციხის ციხის“ განახლებული ბრენდისა და მარკეტინგული და საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის პრეზენტაცია
03 აგვისტო 2023
USAID Georgia HICD Activity-ის მხარდაჭერით, ჯეპრამ სამცხე-ჯავახეთის მთავარი ტურისტული დანიშნულების ადგილის, „ახალციხის...
„ახალციხის ციხის“ განახლებული ბრენდისა და მარკეტინგული და საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის პრეზენტაცია

03 აგვისტო 2023
Copy to clipboard

 

USAID Georgia HICD Activity-ის მხარდაჭერით, ჯეპრამ სამცხე-ჯავახეთის მთავარი ტურისტული დანიშნულების ადგილის, „ახალციხის ციხის“ განახლებული ბრენდისა და მარკეტინგული და საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის პრეზენტაცია გამართა.
 
ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების, ახალციხის საზოგადოების, მედიის, ტურისტული კომპანიების, HoReCa სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ასევე კვების ბლოგერები და სხვა ინფლუენსერები.
 
„ახალციხის ციხის“ მარკეტინგული კომუნიკაციის გაძლიერების პროექტის მიზანია, ერთი მხრივ ციხის, როგორც რეგიონის მთავარი დანიშნულების ადგილის მარკეტინგული კომუნიკაციის გაუმჯობესება, ხოლო მეორე მხრივ, ახალციხის მუნიციპალიტეტის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ტურისტული პოტენციალის ზრდა.
გურჯაანში პირველად საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმი IYF გაიმართა
25 ივლისი 2023
გურჯაანში პირველად, საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა, რომლის მიზანიც ქართველი და ევროპელი ახალგაზრდების დაახლ...
გურჯაანში პირველად საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმი IYF გაიმართა

25 ივლისი 2023
Copy to clipboard

 

გურჯაანში პირველად, საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა, რომლის მიზანიც ქართველი და ევროპელი ახალგაზრდების დაახლოება, მათი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა, მუნიციპალური ახალგაზრდობის პოპულარიზაცია, მათი გააქტიურება და განვითარების ხელშეწყობა იყო.
 
წელს ფორუმს, 200 მონაწილე ჰყავდა მთელი საქართველოდან და ევროპის 7 ქვეყნიდან, რომლის ფარგლებშიც საუკეთესო სპიკერები და ინტელექტუალური თამაშის გუნდი გამოვლინდა.
გურჯაანის საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმი, ყოველწლიურ სახეს მიიღებს და უფრო ფართო მასშტაბით ჩატარდება.
ეფექტური კომუნიკაცია და საკომუნიკაციო სტრატეგია კრიზისების დროს
17 ივლისი 2023
სემეკის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (#CEER), #EU4Energy-ის მეორე ფა...
ეფექტური კომუნიკაცია და საკომუნიკაციო სტრატეგია კრიზისების დროს

17 ივლისი 2023
Copy to clipboard

 

სემეკის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (#CEER), #EU4Energy-ის მეორე ფაზის პროგრამის - „განახლებადი ენერგიების ტრანზიციის ხელშეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ მიერ ორგანიზებულ ვორქშოფში.
 
ვორქშოფი მიზნად ისახავდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების - საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინის და მოლდოვას ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროების, ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიების კომუნიკაციის სპეციალისტებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის გამოცდილების გაზიარებას კრიზისული კომუნიკაციის სტრატეგიის მიმართულებით და ენერგეტიკის საკითხებზე მედიაში გაშუქების მაგალითებსა და თემატიკას.
 
ჯეპრას უფროსი კონსულტანტის, კახა მაღრაძის ლექცია ეხებოდა ეფექტურ კომუნიკაციას და საკომუნიკაციო სტრატეგიას კრიზისების დროს.
თბილისში სამეცნიერო ოფთალმოლოგიური კონფერენცია გაიმართა, თემაზე: „ახალი ერა nAMD და DME-ის მკურნალობაში“
12 ივლისი 2023
14 ივლისს,თბილისში სამეცნიერო ოფთალმოლოგიური კონფერენცია გაიმართა, თემაზე: „ახალი ერა nAMD და DME-ის მკურნალობაში“. კო...
თბილისში სამეცნიერო ოფთალმოლოგიური კონფერენცია გაიმართა, თემაზე: „ახალი ერა nAMD და DME-ის მკურნალობაში“

12 ივლისი 2023
Copy to clipboard

 

14 ივლისს,თბილისში სამეცნიერო ოფთალმოლოგიური კონფერენცია გაიმართა, თემაზე: „ახალი ერა nAMD და DME-ის მკურნალობაში“. კონფერენცია ჩატარდა ფარმაცევტული კომპანია როშ ჯორჯიას ეგიდით და მიეძღვნა ახალი, ინოვაციური პრეპარატის ვაბისმოს (ფარისიმაბი) შემოსვლას საქართველოს ბაზარზე.
 
საკითხი ეხება ისეთ აქტუალურ პრობლემას, როგორიც არის ბადურის დაავადებებთან ასოცირებული მხედველობის დაქვეითება/კარგვა და მისი მართვა მსოფლიოსა და საქართველოში.
 
ღონისძიება მხედველობაზე ზრუნვის საინფორმაციო კამპანიის „სულ რომ გვხედავდე“ ფარგლებში მოეწყო.
 
საინფორმაციო კამპანიის და ღონისძიების დაგეგმვასა და მართვას ჯეპრა ახორციელებს.
„ბორჯომის“ კამპანიის „მაცოცხლებელი წყალი, ჩვენი ლეგენდა“ პრეზენტაცია
07 ივლისი 2023
კამპანიის ფარგლებში შეიქმნა ვიდეო რგოლი, რომელიც კომპანია „ბორჯომის“ აღმოჩენის ლეგენდას, ქართულ კულტურას და წყლის უნიკალ...
„ბორჯომის“ კამპანიის „მაცოცხლებელი წყალი, ჩვენი ლეგენდა“ პრეზენტაცია

07 ივლისი 2023
Copy to clipboard

 

კამპანიის ფარგლებში შეიქმნა ვიდეო რგოლი, რომელიც კომპანია „ბორჯომის“ აღმოჩენის ლეგენდას, ქართულ კულტურას და წყლის უნიკალურ, გამაჯანსაღებელ თვისებებს მთელ მსოფლიოს გააცნობს.

საკომუნიკაციო რგოლის პრეზენტაცია, მის გავრცელებამდე, სპეციალური დახურული ჩვენებით ინფლუენსერებისთვის, მედიის წარმომადგენლებისთვის, ქართველი და უცხოელი ბლოგერებისთვის შედგა.

ღონისძიების ორგანიზება და მენეჯმენტი ჯეპრას გუნდმა უზრუნველყო.

 

კომპანია „ეფეს საქართველომ" მედიის წარმომადგენლებისთვის პრემიუმ კრაფტ ლუდის ახალი ბრენდის „ტაატი“ პრეზენტაცია გამართა
30 ივნისი 2023
ტაატი ქართული სიტყვაა, რაც ნელი, აუჩქარებელი ტემპით სვლას ნიშნავს. სწორედ ამიტომ შეირჩა ეს სახელი ამ განსაკუთრებული გე...
კომპანია „ეფეს საქართველომ" მედიის წარმომადგენლებისთვის პრემიუმ კრაფტ ლუდის ახალი ბრენდის „ტაატი“ პრეზენტაცია გამართა

30 ივნისი 2023
Copy to clipboard

 

ტაატი ქართული სიტყვაა, რაც ნელი, აუჩქარებელი ტემპით სვლას ნიშნავს. სწორედ ამიტომ შეირჩა ეს სახელი ამ განსაკუთრებული გემოვნური თვისებების და არომატის მქონე ლუდის ბრენდისთვის. „ტაატის“ მირთმევა რეკომენდებულია მოხდეს ტაატით, რათა ადამიანებმა კარგად შეიგრძნონ ამ განსაკუთრებული ინგრედიენტების შეხამება.
 
ლუდი „ტაატი“ სამი სახის უმაღლესი ხარისხის ალაოსა და სამი რჩეული არომატის მქონე სვიის გამოყენებით მზადდება. ხარშვის განსაკუთრებული მეთოდი კი ლუდს განუმეორებელ თვისებებს ანიჭებს. დაგემოვნებისას, მის არომატში ასევე იგრძნობა მცენარეული დაბალანსებული კომბინაცია ყვავილოვან ნოტებთან, მათ შორის, ტროპიკული ხილის არომატი, რომელიც მოდის ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში წარმოებული სპეციალური სვიისგან.
 
ღონისძიების მედია მხარდაჭერა ჯეპრას გუნდმა უზრუნველყო.
 
ასოციაცია „ორგანიკ ჯორჯიას“ გარე და შიდა სტეიქჰოლდერების შემაჯამებელი შეხვედრა
26 ივნისი 2023
ბათუმში გაიმართა შემაჯამებელი შეხვედრა ასოციაცია „ორგანიკ ჯორჯიას“ გარე და შიდა სტეიქჰოლდერებთან.    შეხვედრის მ...
ასოციაცია „ორგანიკ ჯორჯიას“ გარე და შიდა სტეიქჰოლდერების შემაჯამებელი შეხვედრა

26 ივნისი 2023
Copy to clipboard

 

ბათუმში გაიმართა შემაჯამებელი შეხვედრა ასოციაცია „ორგანიკ ჯორჯიას“ გარე და შიდა სტეიქჰოლდერებთან.
 
 შეხვედრის მიზანი იყო ჯეპრას მიერ მომზადებული საკომუნიკაციო მხარდაჭერის პროექტის მიღწევებისა და შედეგების წარდგენა და ასევე სამომავლო გამოწვევებზე მსჯელობა.
 
ჯეპრას კონსულტანტების მიერ მომზადებულ საკომუნიკაციო მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში გაკეთდა რებრენდინგი, ასევე მომზადდა ასოციაციის საკომუნიკაციო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.
კახა მაღრაძემ "ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციისა" (ERRA) და "მსოფლიო ბანკის" ორგანიზებით გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
02 ივნისი 2023
ჯეპრას უფროსმა კონსულტანტმა კახა მაღრაძემ ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციისა (ERRA) და მსოფლიო ბანკი...
კახა მაღრაძემ "ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციისა" (ERRA) და "მსოფლიო ბანკის" ორგანიზებით გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

02 ივნისი 2023
Copy to clipboard

 

ჯეპრას უფროსმა კონსულტანტმა კახა მაღრაძემ "ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციისა" (ERRA) და "მსოფლიო ბანკის" ორგანიზებით გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც მონაწილეებს გაუზიარა გამოცდილება ენერგეტიკის სექტორის განვითარებასთან დაკავშირებული სტრატეგიული კომუნიკაციის დაგეგმვისა და განხორციელების მიმართულებით.
 
 
კახა მაღრაძის მიერ წარდგენილ პრეზენტაციაში სტრატეგიული კომუნიკაციის ზოგად პარამეტრებთან ერთად, განხილული იყო ის კონკრეტული გამოწვევები თუ მიდგომები, რაც უკავშირდება ენერგეტიკის სფეროს რეფორმის სტრატეგიულ კომუნიკაციას.
 
ღონისძიება ყაზახეთში, ქ. ასტანაში გაიმართა და მასში მონაწილეობდნენ ყაზახეთის ეკონომიკის სამინისტროს, ენერგეტიკის სამინისტროს და ბუნებრივი მონოპოლიების რეგულირების კომიტეტის ხელმძღვანელები და წარმომადგენლები. შეხვედრის დროს საკუთარ გამოცდილებაზე ასევე ისაუბრეს ბოსნია-ჰერცოგოვინას, მოლდოვას, ეგვიპტის და ჩრდილოეთ მაკედონიის წარმომადგენლებმა.
მოხალისეობრივი პლატფორმის „ტყის მეგობარი“ პრეზენტაცია
01 ივნისი 2023
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რეს...
მოხალისეობრივი პლატფორმის „ტყის მეგობარი“ პრეზენტაცია

01 ივნისი 2023
Copy to clipboard

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნიკ ბერესფორდმა სიტყვით გამოსვლისას ტყის მნიშვნელობის გაცნობიერებისა და დაცვის ღონისძიებებში საზოგადოების ჩართულობის შესახებ ისაუბრეს.
 
მოხალისეობრივი პლატფორმის პრეზენტაციას საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესასოციაციის, მედიის წარმომადგენლები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.
 
„ტყის მეგობრის“ მისიაა გააერთიანოს საზოგადოება საქართველოს ტყეების წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად, ასევე მისცეს ადამიანებს საშუალება მოუარონ და გაახარონ ტყეები. ყველა დაინტერესებულ პირს, კერძო სექტორსა თუ მოხალისეებს, საშუალება აქვთ რეგისტარცია გაიარონ პორტალზე - www.forestfriend.ge, რის მეშვეობითაც შეძლებენ სასურველი პროექტის შერჩევას, თანხის დონაციას და მოხალისედ რეგისტრაციას.
 
 მოხალისეობრივი პლატფორმა „ტყის მეგობარი“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტო-ს, გაეროს განვითარების პროგრამის UNDP Georgia, ბიომრავალფეროვნების ფინანსირების ინიციატივის (Biofin) ხელშეწყობით შეიქმნა.
წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების ფორმირების ხელშემწყობი პროექტის ფარგლებში საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ტრენინგები დაიწყო
26 მაისი 2023
ჯეპრას ექსპერტები ადგილობრივ ფერმერებს აცნობენ ირიგაციის მეთოდებს, საირიგაციო სისტემების გამოყენებას და წყალმომხმარებე...
წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების ფორმირების ხელშემწყობი პროექტის ფარგლებში საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ტრენინგები დაიწყო

26 მაისი 2023
Copy to clipboard

 

ჯეპრას ექსპერტები ადგილობრივ ფერმერებს აცნობენ ირიგაციის მეთოდებს, საირიგაციო სისტემების გამოყენებას და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ჩამოყალიბების უპირატესობებს განახლებული ინფრასტრუქტურის პირობებში.
 
პროექტი მსოფლიო ბანკის „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების“ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.