Ketchum-ის პარტნიორების დსთ-ის ქვეყნებიდან, ყოველწლიურმა რიგით მე-12 შეხვედრა ერევანში გაიმართა. შეხვედრაზე წევრები განიხილავდნენ კომუნიკაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებს.
შეხვედრას ჯეპრას უფროსი კონსულტანტი, კახა მაღრაძე ესწრებოდა.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში იდეათონი: "ტექნოლოგიების და მეწარმეობის სფეროში ქალთა როლის გაძლიერება" გაიმართა.
იდეათონის მთავარი თემა გახლდათ "როგორ მოვიზიდოთ ახალი ადამიანები ტექნოლოგიებსა და მეწარმეობაში". • იდეათონი გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს ინვოაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდა.
იდეათონის ერთ-ერთი ჟიურის წევრი ჯეპრას კორპორაციული პასუხისმგებლობის მენეჯერი თაკო ვარამაშვილი იყო. კონკურსზე ჯეპრამ გამოავლინა საკუთარი რჩეული რომელსაც გადავეცით საჩუქრად წიგნი "როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი", ტრენინგებზე დასწრება და სამ თვიანი უფასო მენტორინგი.