ვარდისფერი ოქტომბერი - ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვე
01 ოქტომბერი 2021
ინტერვიუ მეგი თედეევთან, რომელმაც სიმსივნესთან ბრძოლაში გაიმარჯვა! მოგვიყევით თქვენი ისტორია, როგორ გაიგეთ თქვენი დიაგნ...
ვარდისფერი ოქტომბერი - ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვე

01 ოქტომბერი 2021
Copy to clipboard

 

ინტერვიუ მეგი თედეევთან, რომელმაც სიმსივნესთან ბრძოლაში გაიმარჯვა!

მოგვიყევით თქვენი ისტორია, როგორ გაიგეთ თქვენი დიაგნოზის შესახებ;

მარცხენა ძუძუში სიმკვრივე ვიგრძენი, მეორე დღესვე მივმართე ექიმს, ცუდი მოლოდინი არ მქონია, თუმცა ინტუიციამაც და ჯანმრთელობამაც დამაღალატა და 2021 წლის 8 ივნისს დამისვეს დიაგნოზი - მარცხენა ძუძუს ავთვისებიანი კარცინომა.

რა იგრძენით დიაგნოზის გაგებისას და როგორ მიუდექით ამ ამბავს?

დიაგნოზმა ძალიან მატკინა გული. ვიყავი უმწეო, უძლური და უსუსური, დავუშვი ყველა ცუდი ვარიანტი, რადგან მაშინ არ ვიცოდი რომ "კიბო განაჩენი არ არის". დრო დამჭირდა, რომ მიმეღო და მეღიარებინა დიაგნოზი, თუმცა სწორი მიდგომით, სანდო ექიმებით, განწყობით და მრავალი სხვა დადებითი და პოზიტიური ფაქტორით, მე ეს ომი მოვიგე.

რა გაძლევთ ყველაზე დიდ მოტივაციას?

პირველი მოტივაცია თვითონ სიცოცხლის სიყვარულია. ძალიან დამეხმარნენ შვილები განწყობის შენარჩუნება კი არა-გაუმჯობესებაში, ოჯახი, მეგობრები და ორგანიზაცია EUROPA DONNA GEORGIA, რომელიც ჰაერივით საჭირო იყო ჩემი ფსიქოსოციალური მდგომარეობის და ცნობიერების ამაღლებისთვის.

რას ეტყოდით იმ ადამიანს ვინც ახლა გაიგო, რომ აქვს ძუძუს სიმსივნე? რა ნაბიჯები უნდა გადადგას ყველაფრის ემოციურად გამკლავებისთვის?

თუკი შემიძლია რამე ვურჩიო ამ დაავადებასთან მებრძოლ ონკოპაციენტებს, ვეტყოდი მათ- იბრძოლეთ ისე, რომ გაიმარჯვოთ, გაიცანით დიაგნოზი, მართეთ, ჩაერთეთ გამოჯანმრთელების პროცესში მთელი ენერგიით და არ გაბედოთ დანებება და დაღლა, რადგან ეს არის ომი, რომლის მოგებითაც იმარჯვებს სიცოცხლე.

რატომ არის მნიშვნელოვანი ძუძუს კიბოზე ცნობიერების ამაღლება საზოგადოებაში?

სანამ დავრწმუნდებოდი, რომ კიბო განაჩენი არ არის, რთული იყო ყველაფერი, მაგრამ ცნობიერების ამაღლება და ინფორმაციის ქონა ამ ბრძოლაში გამარჯვების ტოლფასი შეიარაღებაა. სიფრთხილე და წელიწადში ერთხელ სკრინინგი გადაარჩენს მეტ სიცოცხლეს. ჯანმრთელობას გისურვებთ!

სტარტაპი Stack მეწარმეობის მსოფლიო თასი საქართველოს ფინალური ღონისძიების გამარჯვებულია
20 ივლისი 2021
სტარტაპმა Stack Entrepreneurship Word Cup Georgia-ს ფინალურ ღონისძიებაზე მთავარი პრიზი მოიპოვა და გლობალური ფინალისტი გა...
სტარტაპი Stack მეწარმეობის მსოფლიო თასი საქართველოს ფინალური ღონისძიების გამარჯვებულია

20 ივლისი 2021
Copy to clipboard

 

სტარტაპმა Stack Entrepreneurship Word Cup Georgia-ს ფინალურ ღონისძიებაზე მთავარი პრიზი მოიპოვა და გლობალური ფინალისტი გახდა.  

სტარტაპის თანადამფუძნებელი გიორგი ლალიაშვილი გლობალური კონკურსის მომდევნო რაუნდში 200 ქვეყნის ეროვნული გამარჯვებულების წინააღმდეგ იბრძოლებს მილიონი დოლარის ფულადი ჯილდოს მისაღებად.

Stack-ის ინტერნეტ ბრაუზერი დაფუძნებულია ერგონომიურ პრინციპებზე და მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს უკეთ მოახდინონ ვებ კონტენტის ორგანიზება, განახორციელონ ნავიგაციის პროცესი სხვა ბრაუზერებთან შედარებით ორჯერ უფრო სწრაფად და შეასრულონ  ამოცანები დაბრკოლებების გარეშე.

EWC გლობალური ფინალისთვის მოსამზადებლად, ლალიაშვილი მონაწილეობას მიიღებს გლობალურ აქსელერაციის პროგრამაში, რომელიც მოიცავს ვირტუალურ ტრენინგსა და ინდივიდუალური მენტორობის პროცესს და მიზნად ისახავს კომპანიის ზრდის ხელშეწყობას.

Entrepreneurship World Cup Georgia -ს კონკურსის ფინალისტები იყვნენ: 

  • Citypay.io, ბლოკჩეინის სისტემაზე დაფუძნებული გადახდის სისტემა,რომელიც ბიზნესს კრიპტო ტრანზაქციების განხორციელებას მნიშვნელოვნად შემცირებული დანახარჯებით სთავაზობს.
  • Omofox, გლობალური ციფრული სატვირთო გადაზიდვების პლატფორმა
  • Dinespace, აპლიკაცია რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, წინასწარ შეუკვეთონ სასურველი საკვები და წინასწარვე შეძლონ ანგარიშსწორება.
  • ge, ციფრული აგრო პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავს ტრადიციული აგრო მარკეტის ჩანაცვლებას
  • Sustainable Geniuses, თამაში რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ფინანსური განათლების პოპულარიზაციას
  • Green Lab , ერთჯერადი, ეკო მეგობრული, ბიოდეგრადირებადი აქსესუარები

 ადგილობრივი მხარდამჭერებისა და პარტიორებისა მიერ დაწესებული ჯილდოების მფლობელები გახდნენ:

  • Dinespace – დაჯილდოვდა პროექტის მხარდამჭერი მობილური ოპერატორის ‘ბილაინის’ მიერ 3000 ლარიანი ფულადი პრიზით;
  • Sustainable Geniuses – დაჯილდოვდა ფაბლაბ ილიაუნისა და პრე-აქსელერატორი  Zoomout-ის მიერ მენტორობის პროგრამითა და პროტოტიპის შემუშავებით; საკონსულტაციო კომპანია ‘ჯეპრას’ მიერ ქართულ ენაზე ადაპტირებული ბიზნეს ლიტერატურით ;
  • თითოეული მონაწილე კონკურსანტი მიიღებს წვდომას უფასო ვირტუალური ტრენინგებსა და 25,000 აშშ დოლარამდე ღირებულების სერვისებთან

კონკურსის ჟიური მოიცავდა სამოქალაქო, აკადემიური, ტექნოლოგიური და ბიზნეს სექტორის პროფესიონალებს, მათ შორის :

  • თინა ღოლაძე, მმართველი დირექტორი, გლობალური სამეწარმეო ქსელი
  • ნანა დიხამინჯია, ვიცე რექტორი ინოვაციებისა და მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • დავით ჩეჩელაშვილი, ტექნოლოგიური ანტრეპრენერი
  • ნატო ჩაკვეტაძე, პროგრამის კოორდინატორი, 500 Startups
  • ჯაბა შავიშვილი, ციფრული პროდუქტების მენეჯერი, ბილაინი
  • ნუცა სუბელიანი, უფროსი კონსულტანტი, საკონსულტაციო კომპანია ჯეპრა

მეწარმეობის მსოფლიო თასის კონკურსი ხორციელდება გლობალური სამეწარმეო ქსელი საქართველოსა  და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მობილური ოპერატორის ბილაინის მხარდაჭერით. პროექტის პარტნიორები არიან - მეწარმეთა ასოციაცია, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, ინგლისურ ენოვანი ონლაინ გამოცემა Caucasus Business Week და საკონსულტაციო კომპანია ჯეპრა.

მეწარმეობის მსოფლიო თასის ღონისძიებაში 2021 წელს   200 ქვეყნის 150 000-ზე მეტმა კონკურსანტმა მიიღო მონაწილეობა.  ინიციატივა მიზნად ისახავს სტარტაპების ბიზნესის განვითარებისა და მასშტაბირების ხელშეწყობას, გლობალური სააქსელერაციო პროგრამის დახმარებით .

გლობალური ფინალისტები ერთმანეთს შეხვდებიან Misk Global Forum- ზე, რიადში, საუდის არაბეთში, ოქტომბერში.
EWC არის ინიციატივა, რომელსაც ხელმძღვანელობენ Misk Global Forum, გლობალური მეწარმეობის ქსელი და გლობალური განათლებისა და ლიდერობის ფონდი, ეროვნული და გლობალური პარტნიორების, მათ შორის GSVlabs და მეწარმეთა ორგანიზაციის, მხარდაჭერით.

 

ყველაფერი ჩვენს ხელშია
15 ივლისი 2021
13 ივლისს, ვასო გოძიაშვილის სახელობის „წითელ ბაღში“ საინფორმაციო კამპანია „ყველაფერი ჩვენს ხელშია“ ფარგლებში ექიმი რევმა...
ყველაფერი ჩვენს ხელშია

15 ივლისი 2021
Copy to clipboard

 

13 ივლისს, ვასო გოძიაშვილის სახელობის „წითელ ბაღში“ საინფორმაციო კამპანია „ყველაფერი ჩვენს ხელშია“ ფარგლებში ექიმი რევმატოლოგები, პაციენტები და მათი მხარდაჭერები შეიკრიბნენ და სახელმწიფო სტრუქტურებს კიდევ ერთხელ შეახსენეს დაავადების მკურნალობის ხელმისაწვდომობის აუცილებლობა.
 
ღონისძიება რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა კავშირის ეგიდით მოეწყო და მიზნად ისახავს საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინფორმირებულობას დაავადებისა და მისი მკურნალობის შესახებ, რათა მოხდეს დროული დიაგნოსტიკა და ბიოლოგიურ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რაც პაციენტებს მისცემს ხარისხიანი ცხოვრების შესაძლებლობას.
 
პაციენტების სურვილია სახელმწიფოს მიაწოდონ მნიშვნელოვანი გზავნილი - "ყველაფერი ჩვენს ხელშია" და მკურნალობის შედეგად, მათი ცხოვრების და შრომისუნარიანობის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება, ისინი შეძლებენ დარჩნენ საზოგადოების აქტიურ წევრებად.
ბორჯომის ტყის აღდგენა გრძელდება
25 ივნისი 2021
#ბორჯომიგულშემატკივარის ეგიდით დღემდე, ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე აღვადგინეთ 4 ჰექტარზე მეტი ფართობი და დავრგეთ 20 000-...
ბორჯომის ტყის აღდგენა გრძელდება

25 ივნისი 2021
Copy to clipboard

 

#ბორჯომიგულშემატკივარის ეგიდით დღემდე, ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე აღვადგინეთ 4 ჰექტარზე მეტი ფართობი და დავრგეთ 20 000-ზე მეტი ნერგი
წლების განმავლობაში ხეების დარგვის ღონისძიებებში, კომპანიის თანამშრომლებთან ერთად, უამრავი ადამიანი მონაწილეობდა.
 
კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს ინიციატივით, წლების წინ ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე დაწყებული ტყის აღდგენა-განახლების პროექტი, COVID19-ის პანდემიის მიუხედავად, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. საგაზაფხულო დარგვების ფარგლებში, პლატოს ტერიტორიას, კიდევ 2000 კავკასიური ფიჭვის ნერგი შეემატა. ამ დრომდე, კომპანიამ პროექტის #ბორჯომიგულშემატკივარი ფარგლებში, 4  ჰექტარი მიწის ფართობი აღადგინა და 17 000-ზე მეტი ნერგი დარგო. 
 
ყველა გულშემატკივარს, რომელსაც 2012 წლიდან დღემდე მონაწილეობა მიუღია ბორჯომის ტყის აღდგენის პროექტში, ვებგვერდზე www.csr.borjomi.com – იპოვე შენი ხე ღილაკის საშუალებით, შეუძლია ბორჯომის პლატოს ვირტუალურ გარემოში, საკუთარი სახელის მოძიება და დარგული ნერგის ნახვა. 
 
 

კრეატიულობა ყველაზე მეტად თავს სწორედ კრიზისულ სიტუაციებში იჩენს თავს და მაშინ ხდება გამოსადეგი
24 ივნისი 2021
„კრეატიულობა პიარში“ რომელიც რიგით მეშვიდე გლობალური კვლევაა გამოავლინა, რომ პიარის კომპანიებისთვისა და სპეციალისტებისთვ...
კრეატიულობა ყველაზე მეტად თავს სწორედ კრიზისულ სიტუაციებში იჩენს თავს და მაშინ ხდება გამოსადეგი

24 ივნისი 2021
Copy to clipboard

 

„კრეატიულობა პიარში“ რომელიც რიგით მეშვიდე გლობალური კვლევაა გამოავლინა, რომ პიარის კომპანიებისთვისა და სპეციალისტებისთვის პანდემიამ კრეატიულობის გამოწვევები გაზარდა. როგორც კვლევიდან ირკვევა, გასული 18 თვის განმავლობაში კომპანიები კრეატიულობას უფრო და უფრო მეტ პრიორიტეტს ანიჭებენ.

2021 წლის რეპორტი, რომელზეც იმუშავეს ისეთმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, როგორებიცაა PRovoke Media, Now Go Create და FleishmanHillard გამოიკითხეს მსოფლიოს გარშემო 300 კომპანია.

ბუნებრივია, რომ წლევანდელი კვლევა პანდემიის გარშემო მომხდარი ცვლილებებისა და კრეატიულობაზე ამ ცვლილებების გავლენის შესახებ ფოკუსირდა. რესპოდენტების უმრავლესობის თქმით, კრეატიულ გადაწყვეტებზე მოთხოვნის გაზრდის პარალელურად მათ მოუწიათ საკუთარი პერსონალური კრეატიული მიდგომების გაუმჯობესება.

წმინდა კრეატიული გადმოსახედით, პანდემიამ პიარის სფეროს ექსპერიმენტების, ახალი გზებსა და მეთოდოლოგიების გამოყენების შესაძლებლობა მისცა.  გამოკითხვაში მონაწილეთა 70% მიიჩნევს, რომ პანდემიამ ფუნდამენტურად შეცვალა ის კრეატიული მიდგომები, რომლითაც ბიზნესების პრობლემებს წყვეტდნენ. 

კვლევის შედეგები შეაფასა ჯეპრას უფროსმა კონსულტანტმა კახა მაღრაძემ:

"როგორც კვლევაშია დაფიქსირებული, კრეატიულობა ყველაზე მეტად თავს სწორედ კრიზისულ სიტუაციებში იჩენს თავს და მაშინ ხდება გამოსადეგი. ჩვენ შემთხვევაშიც ასე მოხდა, ვინაიდან გლობალურმა პანდემიამ შეაფერხა ჩვენს გარშემო ყველაფერი და ბევრ ბიზნესს საერთოდ არსებობის პრობლემა დაუდგა, აი აქ დაიწყო არატრადიციული გზების და ორიგინალური გადაწყვეტილების ინტენსიური ძებნა. თუმცა, აქ მნიშვნელოვანია კრეატიულობის კარგი განმარტება და დასკვნების მაგის შემდეგ გაკეთება. ჩემი აზრით, ნებისმიერი არაორდინალური გადაწყვეტილება ან პრობლემის მოგვარებისადმი განსხვავებული მიდგომა უკვე კრეატივად ჩაითვლება. საქართველოში საკომუნიკაციო ინდუსტრიას კრეატიულობის ეს „ზრდა“ უფრო მეტად ციფრული არხების და ინსტრუმენტების მეტად გამოყენებასა და დისტანციური გაყიდვებისა და პრომოუშენის განვითარებაში გამოიხატა. ანუ, ბევრი ბიზნესი მიხვდა, რომ ტრადიციული მეთოდები უკვე აღარ იყო რელევანტური და გადაერთო ბიზნესის ონლაინ წარმოებაზე, რამაც თვისებრივად შეცვალა ბევრი ბიზნესის შიდა პროცესები, მარკეტინგული კომუნიკაცია თუ კლიენტების მომსახურების სტანდარტები. სწორედ ამან გამოიწვია, ჩემი აზრით, მეტი შემოქმედებითობა ჩვენს სფეროში".

ბლოგის სანახავად მიჰყევით ლინკს აქ.

როგორ შევქმნათ პროდუქტი, რომელიც მომხმარებელს სურს
21 ივნისი 2021
როგორ შევქმნათ პროდუქტი, რომელიც მომხმარებელს სურს – ამ თემაზე გადაცემაში „FM ქოუჩი“ ჯეპრას უფროსმა კონსულტანტმა სოსო გა...
როგორ შევქმნათ პროდუქტი, რომელიც მომხმარებელს სურს

21 ივნისი 2021
Copy to clipboard

 

როგორ შევქმნათ პროდუქტი, რომელიც მომხმარებელს სურს – ამ თემაზე გადაცემაში „FM ქოუჩი“ ჯეპრას უფროსმა კონსულტანტმა სოსო გალუმაშვილმა ისაუბრა.

სოსო, როგორ იქმნება წარმატებული პროდუქტი?

გქონია ერთი შეხედვით კარგი იდეა, რომელმაც არ გაამართლა? გსურს ახალი პროდუქტის შექმნა, მაგრამ არ ხარ დარწმუნებული იდეის სისწორეში? ვერ განსაზღვრავ ზუსტად, რა სურთ შენს მომხმარებლებს? გინდა, თავიდან აიცილო დროისა და ფულის ფუჭი ხარჯვა?

მაშინ წარმატებული ბიზნესის ჩამოყალიბების გზაზე, წიგნის „როგორ შევქმნათ პროდუქტი, რომელიც მომხმარებელს სურს“ წაკითხვა პირველი სწორი გადაწყვეტილება იქნება. ეს წიგნი ადამიანებს ეხმარება შექმნან ზუსტად ისეთი პროდუქტი ან მომსახურება, რომელიც მომხმარებლისთვის საჭირო იქნება.

რა არის ღირებული შეთავაზების ტილო?

ღირებული შეთავაზების ტილოს ორი მხარე აქვს: მომხმარებლის პროფილით უჩვენებთ, რა წარმოდგენა გაქვთ მომხმარებელზე, ღირებულებათა რუკით ხსნით, როგორ აპირებთ ამ მომხმარებლისთვის ღირებულების შექმნას. ორივე მხარეს შორის თანხვედრას მაშინ აღწევთ, როდესაც ისინი ერთმანეთის შესაბამისია.

მომხმარებლის პროფილი 3 ნაწილისგან

შედგება: 

მომხმარებლის ამოცანა გვიჩვენებს, რისი მიღწევისკენ ისწრაფვის მომხმარებელი მისივე თქმით, სამსახურსა და ცხოვრებაში.

სატკივარი აღნიშნავს მომხმარებლის საქმიანობასთან დაკავშირებულ არადამაკმაყოფილებელ შედეგებს რისკებსა და დაბრკოლებებს.

სარგებელი ხსნის მომხმარებლისთვის სასურველ შედეგებს ან იმ კონკრეტულ სარგებელს, რომელსაც ის ელოდება.

ღირებულებათა რუკა 3 ნაწილისგან შედგება:

ყველა იმ პროდუქტისა და მომსახურების ნუსხაა, რომელზეც თქვენი ღირებული შეთავაზებაა აგებული.

სარგებლის წყარო აღწერს, თუ როგორ ქმნის თქვენი პროდუქტი და მომსახურება მომხმარებლისთვის სარგებელს.

ტკივილგამაყუჩებლები აღწერს, თუ როგორ უამებს თქვენი პროდუქტი და მომსახურება მომხმარებელს სატკივარს.

14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება.
14 ივნისი 2021
ანა ხაჭაპურიძე, ახალი თაობის ხმა • Voice of New Generation თანადამფუძნებელი საკუთარ ხედვას გვიზიარებს.    “ჩემთვის ყ...
14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება.

14 ივნისი 2021
Copy to clipboard

 

ანა ხაჭაპურიძე, ახალი თაობის ხმა • Voice of New Generation თანადამფუძნებელი საკუთარ ხედვას გვიზიარებს. 
 
“ჩემთვის ყველაზე დიდი გამოწვევა გარემოა. მოუწესრიგებელი და არაადაპტირებული გარემო ხშირად მიშლის ხელს ვიყო დამოუკიდებელი და ჩემი საქმე ნებისმიერ დროს ვაკეთო”.
 
იმისათვის, რომ გარემოში გადავაადგილდე პერსონალური ასისტენტი მჭირდება, რომელსაც ჩემი საჭიროებები კარგად ეცოდინება და თითოეულ ეტაპზე ცალცალკე დამეხმარება. ამისათვის საჭიროა საქართველოში არსებობდნენ პერსონალური ასისტენტები, რომლებსაც მათი კვალიფიკაციის მიხედვით ექნებათ დაკისრებული აქტივობები, მაგალითად: ცალკე გამცილებელი და საჭიროების შემთხვევაში ცალკე სამედიცინო სფეროს მცოდნე ადამიანი, რადგან შაქრიანი დიაბეტი მაქვს. ყოველივე ამის მოსაწესრიგებლად საჭიროა საკანონმდებლო მოწესრიგება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
 
2017 წლიდან ვარ არასამთავრობო ორგანიზაცია „ვოლფრამის სინდრომი-საქართველო“-ს თანადამფუძნებელი და მისი იურისტი. ორგანიზაცია შშმ პირთა ერთ-ერთი თემის „ვოლფრამის სინდრომის“ მქონე პირთა ადვოკატირებისათვის შეიქმნა. ასევე ვარ არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობი სხმა“ თანადამფუძნებელი.
 
ამჟამად ვარ მოხალისე და ვმუშაობ სხვადასხვა სოციალური ჯგუფების უფლებების დაცვაზე: მოქალაქეებს ვუწევ უფასო იურიდიულ კონსულტაციას. ამჟამად დასაქმებული ვარ პროექტში „სამოქალაქო საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისთვის“, ვარ შშმ პირთა უფლებების აქტივისტი”.
სალომე ქვრივიშვილი ჯეპრას შემოუერთდა
11 ივნისი 2021
სალომე, ჯეპრასა და საქართველოს უნივერსიტეტი / The University Of Georgia-ს ერთობლივი პროექტის უპრიანის კონტრიბუტორი და ...
სალომე ქვრივიშვილი ჯეპრას შემოუერთდა

11 ივნისი 2021
Copy to clipboard

 

სალომე, ჯეპრასა და საქართველოს უნივერსიტეტი / The University Of Georgia-ს ერთობლივი პროექტის უპრიანის კონტრიბუტორი და მონაწილეა.
ჩვენი გზები წინა წელს პანდემიის პირობებში გადაიკვეთა. წარმატებებს და წინსვლას ვუსურვებთ მას. 
ჯეპრას გუნდს ლალიტა კვიჟინაძე შემოუერთდა
10 ივნისი 2021
ჯეპრას გუნდს ლალიტა კვიჟინაძე შემოუერთდა.  ლალიტა ჯეპრასა და საქართველოს უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის უპრიანის ერ...
ჯეპრას გუნდს ლალიტა კვიჟინაძე შემოუერთდა

10 ივნისი 2021
Copy to clipboard

 

ჯეპრას გუნდს ლალიტა კვიჟინაძე შემოუერთდა. 

ლალიტა ჯეპრასა და საქართველოს უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის "უპრიანის" ერთ-ერთი მონაწილეა, სწორედ აქ გადაიკვეთა ჩვენი გზები.

 

„ვერ ვწვდები წამალს“ - სპინალურ კუნთოვანი ატროფიის მქონე პაციენტების ფოტოპროექტი
03 ივნისი 2021
3 ივნისს, ფოტოპროექტი „ვერ ვწვდები წამალს“ პრეზენტაცია გაიმართა. ფოტოპროექტის ავტორები არიან  ცნობილი ფოტოგრაფები გურამ ...
„ვერ ვწვდები წამალს“ - სპინალურ კუნთოვანი ატროფიის მქონე პაციენტების ფოტოპროექტი

03 ივნისი 2021
Copy to clipboard

 

3 ივნისს, ფოტოპროექტი „ვერ ვწვდები წამალს“ პრეზენტაცია გაიმართა. ფოტოპროექტის ავტორები არიან  ცნობილი ფოტოგრაფები გურამ მურადოვი, დავით ქორიძე და ნატა აბაშიძე-რომანოვსკაია, რომლებმაც სპინალურ კუნთოვანი ატროფიის (სკა) მქონე პაციენტების ემოეციები, შეგრძნებები და სურვილები გააცოცხლეს და ფირზე გადაიტანეს. ფოტოპროექტის მიზანს  დაავადების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა და სახელმწიფოს მხრიდან მკურნალობის ხელმისაწვდომობის აუცილებლობა წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში 2016 წლამდე  სპინალური კუნთოვანი ატროფიის (სკა) მკურნალობა არ არსებობდა, დღეს დაავადების სამკურნალოდ უკვე 3 მედიკამენტია დარეგისტრირებული და ერთ-ერთი უკვე საქართველოშია. სპინალური კუნთოვანი ატროფიის (სკა)  სამკურნალო პირველი მედიკამენტი რომელიც საქართველოში დარეგისტრირდა, არის  ფარმაცევტული კომპანია Roche-ს მიერ წარმოებული სამკურნალო პრეპარატი.  ინოვაციური, პერორალურად მისაღები მედიკამენტი  სკა-თი დაავადებულთათავის სასიცოცხლოდ  მნიშვნელოვანი პრეპარატია, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებულია და  რომლის ყიდვასაც საქართველოში მცხოვრები პაციენტები და მათ ოჯახები სახელმწიფოს თანადგომის გარეშე ვერ შეძლებენ. მკურნალობის მიღმა დარჩენილი პაციენტების სიცოცხლეს, რომელთაგან უმეტესობა ბავშვია, საფრთხე ემუქრება.

სკა-ს მქონე პაციენტებმა და მათმა მშობლებმა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს დახმარებისთვის წერილობით უკვე მიმართეს. როგორია მათი პოზიცია და რა პროგრამა შეუძლია შესთავაზოს სახელმწიფომ სპინალური კუნთოვანი ატროფიის მქონე პაციენტებს,  ჯერჯერობით ბუნდოვანია.