Facebook Live - კრიზისის დაძლევა ინოვაციური ბიზნესმოდელით
06 აპრილი 2020
14 აპრილს, 18:00 საათზე, ფორტუნა აკადემიის პირდაპირ ეთერში, ჩატარდება სოსო გალუმაშვილის ონლაინ ლექცია კრიზისის დაძლევა ...
Facebook Live - კრიზისის დაძლევა ინოვაციური ბიზნესმოდელით

06 აპრილი 2020
Copy to clipboard

 

14 აპრილს, 18:00 საათზე, ფორტუნა აკადემიის პირდაპირ ეთერში, ჩატარდება სოსო გალუმაშვილის ონლაინ ლექცია "კრიზისის დაძლევა ინოვაციური ბიზნესმოდელით"

მიჰყევით ღონისძიებას ბმულზე.

ჯეპრას დირექტორის მესიჯი COVID-19-თან დაკავშირებით
26 მარტი 2020
გამოწვევა, რომელიც ახლა დგას  ჩვენი ქვეყნისა და მსოფლიოს წინაშე, იცვლება ყოველ დღე და ამ არაპროგნოზირებად დროს, მნიშვნელ...
ჯეპრას დირექტორის მესიჯი COVID-19-თან დაკავშირებით

26 მარტი 2020
Copy to clipboard

 

გამოწვევა, რომელიც ახლა დგას  ჩვენი ქვეყნისა და მსოფლიოს წინაშე, იცვლება ყოველ დღე და ამ არაპროგნოზირებად დროს, მნიშვნელოვანია, კომპანიამ მოახდინოს ფოკუსირება მთავარ პრიორიტეტებზე - ადამიანურ კაპიტალზე, პარტნიორებსა და კლიენტებზე.

COVID-19 პანდემიის პირობებში, თანამშრომლების სოციალური დისტანცირების მიზნით, ჯეპრა 13 მარტიდან გადასულია დისტანციური მუშაობის რეჟიმზე, ვითვლისწინებთ რა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს მთავრობის რეკომენდაციებსა და რეგულაციებს. ამ გამოწვევას თანამშრომლების სწრაფი ადაპტირებით და ახალი უნარების გამოცდით ვუპასუხეთ.

ვმუშაობთ სახლიდან #დარჩისახლში და ვცდილობთ შევინარჩუნოთ ჩვენი ბიზნესის მდგრადობა. დისტანციურ ფორმატში განვაგრძობთ ჩვენი კლიენტებისთვის მაღალი პროფესიული მომსახურების უწყვეტ მიწოდებას. ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს რეალობის შეგრძნების ფონზე, ვეხმარებით ჩვენს კლიენტებს შიდა და გარე კომუნიკაციის გაძლიერებაში, ანტიკრიზისული გეგმების შედგენაში, რადგან სწორედ ახლა არის ყველაზე მნიშვნელოვანი აწარმოო სწორი და ეფექტური კომუნიკაცია დაინტერესებულ მხარეებთან. ვაგრძელებთ თანამშრომლობას ჩვენს პარტნიორებთან და ამით ვაძლიერებთ ერთმანეთს და ვინარჩუნებთ სანდო პარტნიორის სტატუსს.

ჩემი ღრმა რწმენით, პანდემიის დაძლევას და ჩვეულ რიტმში დაბრუნებას ხელს შევუწყობთ ერთმანეთზე ზრუნვით, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით, თანმიმდევრული ღონისძიებების გატარებით და ერთმანეთთან უწყვეტი კომუნიკაციით.

 ეკატერინე ჟვანია

ნიკო ნიკოლაძის საუნივერსიტეტო პრემია 1 წლისაა! 
25 მარტი 2020
2019 წლის გაზაფხულზე საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრას“ ინიციატივით დაარსდა საგანმანათლებლო პრემია, რომელსაც დიდი ქართველი ...
ნიკო ნიკოლაძის საუნივერსიტეტო პრემია 1 წლისაა! 

25 მარტი 2020
Copy to clipboard

 

2019 წლის გაზაფხულზე საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრას“ ინიციატივით დაარსდა საგანმანათლებლო პრემია, რომელსაც დიდი ქართველი ინტელექტუალის და ინოვატორის ნიკო ნიკოლაძის სახელი ეწოდა.

პრემიის ფარგლებში შერჩეულ უნივერსიტეტში ტარდება კონკურსი, რომლის გამარჯვებულებსაც პარტნიორი ბიზნესკომპანია ნიკო ნიკოლაძის პრემიას გადასცემს. პირველი პრემია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებული კონკურსის გამარჯვებულებს გადაეცათ 2019 წლის მაისში.

სამწუხაროდ, მიმდინარე პანდემიის გამო გაზაფხულზე დაგეგმილი კონკურსების ჩატარებამ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს უნივერსიტეტში ჯერჯერობით გაურკვეველი ვადით გადაიწია.

იმედი გვაქვს, წარმატებით გავუმკლავდებით ამ გლობალურ გამოწვევას და სულ მალე დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს!

კახა მაღრაძე ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ გადაცემაში "ბიზნესპარტნიორი"
19 მარტი 2020
ჯეპრას უფროსი კონსულტანტი, კახა მაღრაძე გადაცემაში ბიზნესპარტნიორი პანდემიის პერიოდში ბიზნესის კორპორაციულ პასუხის...
კახა მაღრაძე ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ გადაცემაში "ბიზნესპარტნიორი"

19 მარტი 2020
Copy to clipboard

 

ჯეპრას უფროსი კონსულტანტი, კახა მაღრაძე გადაცემაში "ბიზნესპარტნიორი" პანდემიის პერიოდში ბიზნესის კორპორაციულ პასუხისმგებლობაზე საუბრობს. იხილეთ გადაცემა
სოსო გალუმაშვილმა გადაცემაში “FM ქოუჩი” დისტანციური მუშაობის დადებით და უარყოფით მხარეებზე ისაუბრა
18 მარტი 2020
ახლა, თანამშრომლებთან ურთიერთობით გამოჩნდება რომელია კომპანია და რომელი კანტორა. ჯეპრას უფროსმა კონსულტანტმა, სოსო ...
სოსო გალუმაშვილმა გადაცემაში “FM ქოუჩი” დისტანციური მუშაობის დადებით და უარყოფით მხარეებზე ისაუბრა

18 მარტი 2020
Copy to clipboard

 

"ახლა, თანამშრომლებთან ურთიერთობით გამოჩნდება რომელია კომპანია და რომელი კანტორა".

ჯეპრას უფროსმა კონსულტანტმა, სოსო გალუმაშვილმა გადაცემაში “FM ქოუჩი” დისტანციური მუშაობის დადებით და უარყოფით მხარეებზე ისაუბრა.

იხილეთ გადაცემა

 
კახა მაღრაძე ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ გადაცემაში "ბიზნესპარტნიორი"
16 მარტი 2020
ჯეპრას უფროსმა კონსულტანტმა, კახა მაღრაძემ გადაცემაში ბიზნესპარტნიორი ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ ისაუ...
კახა მაღრაძე ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ გადაცემაში "ბიზნესპარტნიორი"

16 მარტი 2020
Copy to clipboard

 

ჯეპრას უფროსმა კონსულტანტმა, კახა მაღრაძემ გადაცემაში "ბიზნესპარტნიორი" ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ ისაუბრა.

იხილეთ ვიდეო

ჯეპრას უფროსი კონსულტანტები HICD 2020-ის სასწავლო კურსს დაესწრნენ
11 მარტი 2020
ჯეპრას უფროსი კონსულტანტები დაესწრნენ HICD 2020-ის მიერ ორგანიზებულ სასწავლო კურსს ლიდერობასა და მართვის საკითხებზე.
ჯეპრას უფროსი კონსულტანტები HICD 2020-ის სასწავლო კურსს დაესწრნენ

11 მარტი 2020
Copy to clipboard

 

ჯეპრას უფროსი კონსულტანტები დაესწრნენ HICD 2020-ის მიერ ორგანიზებულ სასწავლო კურსს ლიდერობასა და მართვის საკითხებზე.

29 თებერვალს Jet29 • პრე-აქსელერაციის პროგრამის დემო დღე ჩატარდა
29 თებერვალი 2020
29 თებერვალს Jet29 • პრე-აქსელერაციის პროგრამის დემო დღე ჩატარდა, სადაც მონაწილე სტარტაპ გუნდებმა თავიანთი იდეები წარადგ...
29 თებერვალს Jet29 • პრე-აქსელერაციის პროგრამის დემო დღე ჩატარდა

29 თებერვალი 2020
Copy to clipboard

 

29 თებერვალს Jet29 • პრე-აქსელერაციის პროგრამის დემო დღე ჩატარდა, სადაც მონაწილე სტარტაპ გუნდებმა თავიანთი იდეები წარადგინეს.

გუნდი "Digital Receptor" დასაჩუქრდა ჯეპრასა და ლურჯი ოკეანეს მიერ გამოცემული ბიზნეს წიგნებით "როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი" და "ბიზნესმოდელების ნავიგატორი".

რჩეულ გუნდებს ერთი თვის განმავლობაში მენტორობას ჯეპრა გაუწევს.

29 თებერვალს იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე აღინიშნა
29 თებერვალი 2020
29 თებერვალს იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით რიგით მე-11 ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე დაავადების ...
29 თებერვალს იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე აღინიშნა

29 თებერვალი 2020
Copy to clipboard

 

29 თებერვალს იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით რიგით მე-11 ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე დაავადების სიმძიმე და მკურნალობის მიმართულებით დღეს არსებული პრობლემები განიხილეს.

ღონისძიების ორგანიზება და მედია მხარდაჭერა ჯეპრამ უზრუნველყო.

„სოკარმა“ CSR სტრატეგიის - „პასუხისმგებლობის 5 სტანდარტის“ 2019 წლის ანგარიში წარადგინა.
21 თებერვალი 2020
21 თებერვალს კომპანია „სოკარმა“ CSR სტრატეგიის - „პასუხისმგებლობის 5 სტანდარტის“ 2019 წლის ანგარიში წარადგინა. „სოკარ ჯ...
„სოკარმა“ CSR სტრატეგიის - „პასუხისმგებლობის 5 სტანდარტის“ 2019 წლის ანგარიში წარადგინა.

21 თებერვალი 2020
Copy to clipboard

 

21 თებერვალს კომპანია „სოკარმა“ CSR სტრატეგიის - „პასუხისმგებლობის 5 სტანდარტის“ 2019 წლის ანგარიში წარადგინა.

„სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ დირექტორმა ლევან გიორგაძემ დამსწრეებს გასული წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები გააცნო.