



28 ივნისს ფაბრიკაში ჩატარდება „ლურჯი ოკეანის“ პანელური დისკუსია, რომლის თემაც არის კარგი ჩვევების გამომუშავება და ცუდი ჩვევებისგან გათავისუფლება. დისკუსიის სპიკერები იქნებიან: „ჯეპრას“ უფროსი კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი, „პაშა ბანკის“ აღმასრულებელი დირექტორი ნიკოლოზ შურღაია, საერთაშორისო აკადემია „ლოგოსის“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჩავლეიშვილი და „ლობს ქოუჩინგის“ დამფუძნებელი, ქოუჩი კახი ლობჟანიძე. ისინი მონაწილეებს ჯეიმს ქლიერის წიგნზე „ატომური ჩვევები“ ესაუბრებიან და ამავდროულად, გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, თუ როგორ დაძლიეს მავნე ჩვევები და როგორ მიაღწიეს დიდ მიზნებს პატარა ნაბიჯებით.
გაინტერესებთ, როგორ აყალიბებს ჩვევები თქვენს იდენტობას (ან იქნებ პირიქით)? რომელი უფრო მნიშვნელოვანია სასურველი შედეგების მისაღწევად: თვითდისციპლინა, მოტივაცია თუ გარემო? იქნებ თქვენზე ამბობენ, რომ ძალიან ნიჭიერი ხართ, მაგრამ ზარმაცი - გაინტერესებთ, გაიგოთ სიმართლე ნიჭის შესახებ? - სწორედ ამ კითხვებზე პასუხის მიღებაში დაგეხმარებათ ჯეიმს ქლიერის წიგნი და პანელური დისკუსია.
სოსო გალუმაშვილი, „ჯეპრას“ უფროსი კონსულტანტი: „შეხვედრაზე მოსული ადამიანები წიგნში მოცემული მეთოდოლოგიის გამოყენებას ისწავლიან. სპიკერები არამხოლოდ მოვყვებით ამონარიდებს და პრაქტიკულ რჩევებს წიგნიდან, არამედ მათ გავუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას, თუ როგორ გამოვიყენეთ ის ცხოვრებაში და მცირე ცვლილებებით როგორ მივაღწიეთ დიდ შედეგს. „ატომური ჩვევები“ სახელმძღვანელოა მათთვის, ვინც აქამდე უშედეგოდ ცდილობდა ცუდი ჩვევებისგან გათავისუფლებას. მეგზურია მათთვის, ვისაც ახალი ჩვევების ჩამოყალიბებისთვის აქამდე საკმარისი ცოდნა და მოტივაცია არ ჰქონდა. გზამკვლევია მათთვის, ვინც მეგობრებსა თუ კოლეგებს, შვილებსა თუ ახლობლებს სწორი რჩევებით ეხმარება.“
ნიკოლოზ შურღაია, „პაშა ბანკის“ აღმასრულებელი დირექტორი, „ვიდეობლოგი წიგნებზე“ ავტორი: „ადვილია გავაცდინოთ ვარჯიში, ფულის ხარჯვა ბიუჯეტს გადავაჭარბოთ მცირედ, ან პროექტი დავაგვიანოთ. შესაძლოა, თითოეულმა ამ გადახვევამ არ გვაქციოს სუსტად, ღარიბად ან უმუშევრად. ასევე პირიქით, რამდენიმე დღე ვარჯიში არ გვაქცევს სპორტსმენად, ერთხელ დაზოგვა არ გაგვხდის მილიონერად და ვადაში გაკეთებული ერთი პროექტი არ შექმნის ჩვენი წარმატების ისტორიას. ამავე დროს, თუ ყოველდღე 1%-ით გავაუმჯობესებთ რაიმეს, ის 37-ჯერ გაიზრდება წლის მანძილზე. თუ ყოველდღე 1%-ით შევამცირებთ რაიმეს, ის თითქმის გაქრება! სწორედ ამას ეხება წიგნი, რომლის გარშემოც ძალიან საინტერესო პანელური დისკუსია იგეგმება.“
„ატომური ჩვევების“ რევოლუციური სისტემა გასწავლით, როგორ გახდეთ ყოველდღე 1%-ით უკეთესი. პატარა ცვლილებებს თქვენი კარიერის, ურთიერთობებისა და ცხოვრების გარდაქმნა შეუძლია.
პანელური დისკუსია 28 ივნისს 19:00 საათზე გაიმართება. დასასწრები ბილეთის შესაძენად ეწვიეთ ბმულს. სტუდენტებისთვის მოქმედებს 35%-იანი ფასდაკლება. პრომო კოდის მისაღებად გადადით „ლურჯი ოკეანის“ გვერდზე.
საქართველოს მდიდარი კალიგრაფიული სკოლა აქვს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა. ხელნაწერი წიგნის ეპოქაში, გარდა კალიგრაფიისა, გადამწერები ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ტექსტის მხატვრულ გაფორმებას. საზედაო შრიფტს საფუძვლად სწორედ ეროვნულ არქივში დაცული XIV – XVIII საუკუნეების ხელნაწერებში გამოყენებული გრაფემები, ანუ საზედაო ასოები დაედო.
საქართველოს ეროვნული არქივის, ჯეპრას და კალიგრაფ დავით მაისურაძის თანამშრომლობით შექმნილი ახალი შრიფტის „საზედაო-ს“ წარდგენა ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში 14 აპრილს, დედაენის დღეს გაიმართა.
რას ნიშნავს სტრატეგიული კომუნიკაციის ფორმები – ამ თემაზე „ჯეპრას“ უფროსმა კონსულტანტმა კახა მაღრაძემ ისაუბრა გადაცემაში “FM ქოუჩი”.
რას ნიშნავს სტრატეგიული კომუნიკაცია?
დღეს ეს ტერინი გამოიყენება მიზანმიმართული კომუნიკაციისთვის, ეს არის საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამედროვე ფორმა. ადრე მას ჰიბრიდული ომის საპასუხო ინსტრუმენტის სახე ჰქონდა, ხოლო დღეს უკვე საჯარო კომუნიკაციაში გადმოინაცვლა. სტრატეგიული კომუნიკაციის მიზანია კრიზისების აცილება და სწორი კომუნიკაციის წარმართვა.
სტრატეგიული კომუნიკაცია საქართველოში აქტიურად გამოიყენება საჯარო უწყებებში. ამ კომუნიკაციას აქვს კამპანიური ხასიათი და პრევენციულ ხასიათს ატარებს.
სტრატეგიული კომუნიკაცია გრძელვადიანი უნდა იყოს?
როცა საქმე რეპუტაციას, სამიზნე ჯგუფებთან კომუნიკაციას ეხება, ეს უნდა იყოს გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი. ნებისმიერი პროექტის, რეფორმის დაწყებისას უნდა იყოს განსაზღვრული, თუ რამ შეიძლება შეუშალოს ხელი მის განხორციელებას. ზოგადად პირველი ნაბიჯია საჭიროებების ანალიზი. უნდა შეფასდეს საინფორმაციო სივრცე. ჩატარდეს კვლევები, განხორციელდეს მედიამონიტორინგი.
საჭიროა შუალედური კვლევების ჩატარება, პროცესის გაზომვა, თუ რამდენად სწორი გზით მიდის კომუნიკაცია.
რამდენად მნიშვნელოვანია მედიასთან კომუნიკაცია?
ჯერჯერობით საქართველოში პიარი პოზიტიურ მედია გაშუქებაზე ზრუნვას ნიშნავს, ამას დაემატა სოციალური ქსელები.
რეფორმის განხორცილებისას, მნიშვნელოვანია მედიის როლი და ჩართულობა, რადგან თემა სწორად გაშუქდეს. უმჯობესია მედია წინასწარ იყოს ჩართული პროცესში, მეტიც, მედიასთან ერთად დაიგეგმოს რეფორმის საკიტხები. ასევე მნიშვნელოვანია, რეფორმის მიმართულებით მედიის განთლებაზე გამახვილდეს ყურადღება.