თბილისში ჰიპერტენზიის უფასო მასშტაბური გასინჯვები გაიმართა
05 ივლისი 2024
ჰიპერტენზიის საინფორმაციო კამპანიის “გაიზომე წნევა - #ამასშენთვისგეუბნები“ ფარგლებში,  კომპანია „სერვიე“, საქარველოს კარ...
თბილისში ჰიპერტენზიის უფასო მასშტაბური გასინჯვები გაიმართა

05 ივლისი 2024
Copy to clipboard

 

ჰიპერტენზიის საინფორმაციო კამპანიის “გაიზომე წნევა - #ამასშენთვისგეუბნები“ ფარგლებში,  კომპანია „სერვიე“, საქარველოს კარდიოლოგთა საზოგადოებასთან და ჯანდაცვის პროფესიონალებთან ერთად, ჰიპერტენზიის წინააღმდეგ ბრძოლას, ტრადიციულად, უფასო სკრინინგ პროგრამით განაგრძობს. წელს, ჰიპერტენზიის გასინჯვებით, სრულიად უსასყიდლოდ, 2000-მდე პაციენტმა ისარგებლა.


29-30 ივნისს,  თბილისში, ექსპო ჯორჯიას პავიოლონებში, მასშტაბური უფასო გასინჯვები მოეწყო, სადაც ერთ სივრცეში თავი მოიყარა 22 კლინიკის წამყვანმა სპეციალისტმა. მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ადგილზე ანგიოლოგიური კაბინეტიც გაიხსნა. ორი დღის განმავლობაში, პაციენტებმა კარდიოლოგიური და ანგიოლოგიური გამოკვლევები ერთდროულად ჩაიტარეს. 


ჰიპერტენზიის უფასო გასინჯვები ექიმთან კონსულტაციასა და პირველად კარდიოლოგიურ გამოკვლევებს მოიცავდა.  ყველა დაინტერესებულ პირს, ვისაც აწუხებდა არტერიული წნევა, გააჩნდა თანმხლები გართულებები კარდიოლოგიური მიმართლებით ან უბრალოდ სურდა გაეგო, იყო თუ არა ჰიპერტენზიის (მაღალი არტერიული წნევა) რისკ-ჯგუფში, შესაძლებლობა ჰქონდა გადაემოწმებინა საკუთარი ჯანმრთელობა, გადაეღო ელექტროკარდიოგრამა და  გაეზომა სისხლში გლუკოზის დონე. კარდიოლოგთან ვიზიტის შემდეგ, მსურველები ანგიოლოგთან გადიოდნენ კონსულტაციას, საჭიროების შემთხვევაში, მომსახურება დოპლერის გადაღებასაც მოიცავდა.

 

ფოტოპროექტი „დაინახე ჩემი თვალით“
25 ივნისი 2024
 „კაფე მზიურში“ ფოტოხელოვან გოგა ჩანადირის ფოტოპროექტის „დაინახე ჩემი თვალით“წარდგინება გაიმართა. ფოტოპროექტი მხედველო...
ფოტოპროექტი „დაინახე ჩემი თვალით“

25 ივნისი 2024
Copy to clipboard

 

 „კაფე მზიურში“ ფოტოხელოვან გოგა ჩანადირის ფოტოპროექტის „დაინახე ჩემი თვალით“წარდგინება გაიმართა. ფოტოპროექტი მხედველობაზე ზრუნვის კამპანიის „სულ რომ გვხედავდე“ ფარგლებში შეიქმნა და მიზნად  ოფთალმოლოგიური დაავადების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და პაციენტების მხარდაჭერას ისახავდა.  

თვალი ეს ის ორგანოა, რომლითაც სამყაროს 80 პროცენტს აღვიქვამთ. მხედველობის დაქვეითება გავლენას ახდენს სხვა გრძნობებზეც და ხშირად „ცვლის“ კიდეც სამყაროს აღქმას, ფოტოპროექტში წარმოდგენილი ფოტოებიც ასაკთან და დიაბეტთან დაკავშირებული ოფთალმოლოგიური დაავადების მქონე პაციენტების მხედველობას და შეგრძნებებს აღწერს.

„მხედველობა ერთ-ერთია იმ მგრძნობელობით ფუნქციათა შორის, რომლითაც სამყაროს შეცნობას ვახდენთ, შესაბამისად, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სწორედ, მისი შენარჩუნებაა. მხედველობა მრავალი მიზეზით შეიძლება დაქვეითდეს, სხვადასხვა დაავადებამ კი,შესაძლოა, სრული დაბრმავება გამოიწვიოს. აუცილებელია გავერთიანდეთ და დავდგეთ ამ დაავადების მქონე ადამიანების გვერდით. დავეხმაროთ, დაძლიონ პრობლემა და ვიმოქმედოთ სწორედ იმისთვის, რომ სულ გვხედავდნენ,“ - გვიამბობს გოგა ჩანადირი.

ღონისძიებაზე ფოტოპროექტის ავტორმა გოგა ჩანადირმა მოსულ სტუმრებს ის იდეა გააცნო, თუ რა იყო მისი ინსპირაციის წყარო. მოწვეული ოფთალმოლოგებმა და პროექტში მონაწილე პაციენტებმა კი, დაავადების სიმძიმესა და მკურნალობის ხელმისაწვდომის აუცილებლობაზე ისაუბრეს. 

„როგორც ექიმი, ყველაზე უმწეო მაშინ ვარ, როცა პაციენტს ინექციებს ვუნიშნავ, ის კი მეუბნება, რომ ამხელა თანხას ვერ გადაიხდის. ვუშვებ სხვადასხვა ორგანიზაციაში და დაწესებულებაში, სადაც შესაძლოა ნაწილობრივი დაფინანსება მაინც მიიღოს, მაგრამ ეს სრული კურსის ჩატარებისთვის საკმარისი არ არის, რატომ დგანან თვალის გარკვეული დაავადებების მქონე ადამიანები მედიკამენტების ხელმისაწვდომობის პრობლემის წინაშე? საქმე ისაა, რომ თვალის ინექციები, არც სახელმწიფო პროგრამით ფინანსდება და პრაქტიკულად, არც კერძო სადაზღვევო პაკეტებით იფარება. თვალის ჩინის არქონა ძალიან მძიმე რამ არის. ისინი განსაკუთრებული ადამიანები არიან, რადგან მათ ჩამოყალიბებული აქვთ თავიანთი ცხოვრებისეული სტერეოტიპები, მაგალითები არიან სხვებისთვის, როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა მხედველობის პრობლემებით,“ - აღნიშნა ოფთალმოლოგმა თეკლა მამაგეიშვილმა. 

იმის მაგალითი, თუ როგორ ცვლის თანამედროვე მკურნალობა ადამიანის ცხოვრებას, მხატვარი ელენე მეტრეველის ისტორიაა. მისი დიაგნოზი დიაბეტური რეტინოპათიაა. ესაა მდგომარეობა, როცა  სისხლში გლუკოზის (შაქრის) მაღალი დონეიწვევს ბადურის სისხლძარღვების დაზიანებას, დროთა განმავლობაში ბადურაზე ჩნდება ახალი, პათოლოგიური სისხლძარღვები, რაც ხშირად თვალის შიგნით სისხლჩაქცევის და მხედველობის მკვეთრი გაუარესების მიზეზი ხდება. სწორედ ეს სცენარი განვითარდა ელენეს შემთხვევაში. 2018 წლის „ერთ მშვენიერ დღეს“ ელენე ასე იხსენებს:

„ძალიან უცნაურად გავიღვიძე, ორივე თვალში სისხლი ჩამექცა, ერთში მეტად. ვერ ვხედავდი, მაგრამ რადგან ერთ თვალში ნაკლები ჩაქცევა მქონდა, ის დაილექა და მხედველობა შედარებით დამიბრუნდა. მანამდე მსგავსი პრობლემის არანაირი მოლოდინი არ მქონია, რადგან ჩემი დიაგნოზი ნიშნავს ახალ წარმოქმნილ სისხლძაღღვევბ და სანამ ჩაქცევა არ მოხდა, საფრთხე ვერ შევიგრძენი. ეს 2018 წლიდან ხდება და მას შემდეგ იყო დიდი რაოდენობით ოპერაციები.  როგორც სერიოზული ავარიის შემდეგ იწყებენ ადამიანები სიარულის სწავლას, ასეთივე პარალელი შემიძლია გავაკეთო ჩემს მდგომარეობასთან, როცა ხედვა თავიდან დავიწყე.“ 

ამ რეალობიდან გამომდინარე, თვალის დაავადების მქონე ადამიანებისთვის ერთადერთი გამოსავალი თვალის ინექციების სახელმწიფო პროგრამებში შეტანაა, როგორც ეს გლაუკომის სამკურნალო პრეპარატის შემთხვევაში მოხდა -  წელს პირველად, ქრონიკული დაავადებების სახელმწიფო პროგრამაში გლაუკომის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსება დაიწყო. ეს წინგადადგმული ნაბიჯია და მნიშვნელოვანია, შემდეგი ცვლილება თვალშიდა ანუ ინტრავიტრეალური ინექციების დაფინანსება გახდეს. ამით სიბრმავის გამომწვევი  ძირითადი დაავადების სამკურნალო მედიკამენტები მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდება. 

შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ სტარტი აიღო მხედველობაზე ზრუნვის საინფორმაციო კამპანიამსახელწოდებით #სულრომგვხედავდე, რომლის მიზანს ოფთალმოლოგიური დაავადებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებადა სახელმწიფოს მხრიდან მკურნალობის ხელმისწვდომობის გაზრდა წარმოადგენს.თვალის დაავადებების პრევენციის, ადრეული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შედეგად, შესაძლებელია მხედველობის აღდგენა, გაუმჯობესება და შენარჩუნება.

„ფრინველის ნედლი და მზა პროდუქტების სურსათის უვნებლობის გაუმჯობესება“
05 ივნისი 2024
5-6 ივნისს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში, აშშ-ს ფრინველისა და კვერცხის ექსპორტის საბჭოს (USAPEEC) და ...
„ფრინველის ნედლი და მზა პროდუქტების სურსათის უვნებლობის გაუმჯობესება“

05 ივნისი 2024
Copy to clipboard

 

5-6 ივნისს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში, აშშ-ს ფრინველისა და კვერცხის ექსპორტის საბჭოს (USAPEEC) და „ჯეპრას“ ერთობლივი ორგანიზებით, გაიმართა ღონისძიება თემაზე - „ფრინველის ნედლი და მზა პროდუქტების სურსათის უვნებლობის გაუმჯობესება“.
 
ღონისძიების პირველ დღეს სემინარს სპეციალურად ამ დღისთვის აშშ-დან მოწვეული ექსპერტი, Amit Morey, უძღვებოდა. ღონისძიების მეორე დღეს, ადგილობრივ ორგანიზაციებსა და კომპანიებს შესაძლებლობა ჰქონდათ ინდივიდუალურად შეხვედროდნენ მოწვეულ პროფესორს და მიეღოთ რეკომენდაციები საკუთარ წარმოებაში სურსათის უვნებლობის რისკების შესამცირებლად.
 
აშშ-ს ფრინველისა და კვერცხის ექსპორტის საბჭო (USAPEEC) არაკომერციული ორგანიზაციაა, რომლის მიზანს აღნიშნული მიმართულებით საზოგადოების ინფორმირება და მთელ მსოფლიოში მეფრინველეობის პროდუქტებზე მოთხოვნის გაზრდა წარმოადგენს.

საქართველოსა და ბასკეთის გასტრონომიული კონგრესი - “Culinary Connection Euskadi-Georgia”
05 მარტი 2024
2-3 მარტს, კახეთში, 2024 წლის მთავარი კულინარიული მოვლენა, საქართველოსა და ბასკეთის გასტრონომიული კონგრესი - “Culinary...
საქართველოსა და ბასკეთის გასტრონომიული კონგრესი - “Culinary Connection Euskadi-Georgia”

05 მარტი 2024
Copy to clipboard

 

2-3 მარტს, კახეთში, 2024 წლის მთავარი კულინარიული მოვლენა, საქართველოსა და ბასკეთის გასტრონომიული კონგრესი - “Culinary Connection Euskadi-Georgia” გაიმართა.
 
კონგრესის ფარგლებში მოეწყო პანელური დისკუსიები, პრეზენტაციები და კულინარიული შოუ, რომელსაც ცნობილი ბასკი და ქართველი შეფები უძღვებოდნენ. ღონისძიებას 250-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. კონგრესზე მოწვეულები იყვნენ საქართველოს ყველა კუთხეში მოქმედი სასტუმროებისა და რესტორნების შეფ-მზარეულები.
 
 
კონგრესის ფარგლებში, ბასკეთის კულინარიული ცენტრის წარმომადგენლებიმა, შეფებმა და სომელიებმა იმოგზაურეს კახეთში, სადაც, ქართველ შეფებთან ერთად, ქართული ღვინო და სამზარეულო დააგემოვნეს.
 
კულინარიული კონგრესი საქართველოს გასტრონომიის განვითარებისთვის გადადგმული დიდი ნაბიჯია. იმედს ვიტოვებთ მას რეგულარული სახე მიეცემა და ყოველწლიურად ვიხილავთ საინტერესო გასტრონომიულ ღონისძიებებს.
 
ღონისძიების გვერდის სანახავად ეწვიეთ ბმულს.
"ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამის" საინფორმაციო კამპანია
19 თებერვალი 2024
ჯეპრა სოფლის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით ახორციელებს ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამის...
"ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამის" საინფორმაციო კამპანია

19 თებერვალი 2024
Copy to clipboard

 

ჯეპრა სოფლის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით ახორციელებს "ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამის" საინფორმაციო კამპანიას.
 
პროგრამის მიზანია  მოსახლეობის მოთხოვნის სტიმულირება ენერგოეფექტური ღუმელების შეძენის მიზნით. პროგრამის ამოცანას წარმოადგენს სოფლად გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება და კლიმატის ცვლილებების შერბილების ღონისძიებების ხელშეწყობა რეგიონებში მაცხოვრებელი მოსახლეობისთვის (შინამეურნეობისთვის)  ენერგოეფექტური ღუმელების შეძენის თანადაფინანსების გზით.
 
 

შიდსისა და აივ ინფექციების შესახებ ცნობიერების ამაღლების საინფორმაციო კამპანია
13 თებერვალი 2024
13 თებერვალს მთელს მსოფლიოში კონდომის საერთაშორისო დღე აღინიშნება.   ამ დღესთან დაკავშირებით AHF საქართველოს და ...
შიდსისა და აივ ინფექციების შესახებ ცნობიერების ამაღლების საინფორმაციო კამპანია

13 თებერვალი 2024
Copy to clipboard

 

13 თებერვალს მთელს მსოფლიოში კონდომის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
 
ამ დღესთან დაკავშირებით AHF საქართველოს და ჯეპრას ორგანიზებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა სლოგანით „ყოველთვის მოდაშია“, რითაც კიდევ ერთხელ შევახსენეთ საზოგადოებას, რომ კონდომი საუკეთესო და უსაფრთხო საშუალებაა აივ-ს, სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების და დაუგეგმავი ორსულობის თავიდან ასაცილებლად.
 
შეხვედრა მედიის, კრეატიული სააგენტოების და მხარდამჭერების ჩართულობით შედგა, სადაც შიდსის ჯანდაცვის ფონდის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას კონდომის გამოყენების მნიშვნელობა და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესახებ მნიშვნელოვანი და საჭირო ინფორმაცია გაუზიარეს.
 
ადგილზე ყველა მსურველს შესაძლებლობა ჰქონდა უფასო და ანონიმური 4 კომპონენტიანი ტესტირება ჩაეტარებინა: აივ ინფექცია, C და B ჰეპატიტები და სიფილისი. „ერთი ჩხვლეტა, 4 პასუხი“ სკრინინგის ინიციატივა მიზნად ისახავს მოსახლეობას მიაწოდოს ხელმისაწვდომი და ყოვლისმომცველი ჯანდაცვის სერვისები. სემინარის ყველა მონაწილეს საჩუქრად კონდომები გადაეცათ.
 

საინფორმაციო კამპანია „პირველადი დახმარება გულის გაჩერების დროს“
01 თებერვალი 2024
გულის რიტმის ასოციაციის ეგიდით ჩატარდა მედიასემინარი თემაზე „გულის გაჩერების დროს პირველადი დახმარების აღმოჩენა“. შეხვ...
საინფორმაციო კამპანია „პირველადი დახმარება გულის გაჩერების დროს“

01 თებერვალი 2024
Copy to clipboard

 

გულის რიტმის ასოციაციის ეგიდით ჩატარდა მედიასემინარი თემაზე „გულის გაჩერების დროს პირველადი დახმარების აღმოჩენა“. შეხვედრა საინფორმაციო კამპანიის „წუთები წყვეტს...დაუბრუნე სიცოცხლე გულს“ ფარგლებში გაიმართა და მისი მიზანია მედიის წარმომადგენლების ინფორმირების დონის ამაღლება გულის გაჩერების დროს პირველადი დახმარებისა და გარეგანი ავტომატური დეფიბრილატორების გამოყენების შესახებ.
 
მედიასემინარი პრაქტიკული ტრენინგით დასრულდა, სადაც მონაწილეები გულის არაპირდაპირი მასაჟისა და დეფიბრილატორის გამოყენების წესებს გაეცნენ.
 

გულის გაჩერების დროს პირველადი დახმარების ცოდნა და დეფიბრილატორის განთავსება საჯარო სივრცეებში განაპირობებს გაუმჯობესებულ სტატისტიკას და მეტ გადარჩენილ სიცოცხლეს.

 

ფილტვის კიბო - შევცვალოთ წარმოდგენა
11 დეკემბერი 2023
ნოემბერი ფილტვის კიბოს შესახებ ცნობიერებისამაღლების თვეა და საქართველოც სხვადასხვა აქტივობებით შეუერთდა. აქტივობის მიზან...
ფილტვის კიბო - შევცვალოთ წარმოდგენა

11 დეკემბერი 2023
Copy to clipboard

 

ნოემბერი ფილტვის კიბოს შესახებ ცნობიერებისამაღლების თვეა და საქართველოც სხვადასხვა აქტივობებით შეუერთდა. აქტივობის მიზანი იყო, რომ საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაციამიეწოდოს  ფილტვის კიბოს წარმოშობის, მისი განვითარების რისკების, ადრეულიდიაგნოსტიკისმნიშვნელობას და მკურნალობაში არსებული სიახლეების შესახებ. ფილტვის კიბო განაჩენი აღარ არის, უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში  დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მიმართულებით რევოლუციური ცვლილებები მოხდა და საზოგადოებას სჭირდება უფრო მეტი ინფორმაცია იმ ინოვაციური მიდგომების შესახებ, რომლებიც მნიშვნელოვნად ზრდის დაავადებაზე გამარჯვების შანსს.

დავძლიოთ სტიგმა და ერთად შევცვალოთ წარმოდგენა ფილტვის კიბოზე. ფილტვის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვის ფარგლებში თბილისში სხვადასხვა მნიშვნელოვანი აქტივობები გაიმართა, მათ შორის, ისთ ფოინთსა და თბილისი მოლში მოეწყო სპეციალური მხარდამჭერი აქცია - ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ჰქონდა, გადაეღო ფოტო და ამით მხარი დაეჭირაკამპანიისთვის „შევცვალოთ წარმოდგენა ფილტვის კიბოზე“. აქტივობამ ხელი შეუწყო საქართველოში დაავადების შესახებ გავრცელებული მითებისა და სტიგმის დაძლევას, რაც ემსახურება ადრეული დიაგნოსტირებისკენ პაციენტების მზაობის შექმნას და ადეკვატურ მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის უზრუნველყოფას.

ეს ყოველივე მნიშვნელოვანი ნაბიჯებია იმისთვის, რომ მნიშვნელოვნად შემცირდეს ფილტვის კიბოთი გამოწვეული ზიანი. ადრეულ სტადიაზე ფილტვის კიბოს აღმოჩენის შემთხვევაში შესაძლებელია ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნება. კამპანიაში ასევე ჩაერთვნენ ცნობადი სახეები და სოციალურ ქსელებში გააზიარეს ფოტოებისპეციალური ჰეშთეგებით #დავძლიოთსტიგმა #შევცვალოთწარმოდგენაფილტვისკიბოზე #ნოემბერიფილტვისკიბოსთვე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებისთანახმად, მამაკაცები ფილტვის კიბოთი 7-10 ჯერუფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე ქალები.

ფილტვისკიბოს განვითარების მთავარი რისკის ფაქტორებია:დაბინძურებული გარემო, თამბაქოს მოხმარება, მძიმე მეტალებთან მუდმივი კონტაქტი, რადიოაქტიური გამოსხივება, თანმხლები ფილტვის ქრონიკული დაავადებები. სტატისტიკის მიხედვით, ამ ტიპისონკოლოგიური პათოლოგიის მქონე პაციენტებისდაახლოებით 90% მწეველია,  დაავადება შესაძლოა განუვითარდეს როგორც აქტიურ, ისე პასიურმწეველებს. მნიშვნელოვანია ფილტვის კიბოს დროულიდიაგნოსტიკა, მისი ადეკვატური მკურნალობა დამართვა. დღეს უკვე მოლეკულური დიაგნოსტიკის საშუალებით შესაძლებელია ცალკეულ ინდივიდში სიმსივნის გამომწვევი გენეტიკური ცვლილების განსაზღვრა და კონკრეტულად ამ ცვლილებაზე მიმართული მკურნალობის შერჩევა. ასეთი პერსონალიზებული მკურნალობის მიდგომით მნიშვნელოვნად იზრდება სიცოცხლის ხანგრძლივობა და უმჯობესდება ცხოვრების ხარისხი. პერსონალიზებული მკურნალობა ასევე მნიშვნელოვანია არამარტო მეტასტაზური, არამედ ადრეული სტადიის ონკოლოგიური დაავადების დროს. რაც გულისხმობს სწორი პაციენტის სწორ მკურნალობას სწორ დროს. ფილტვის კიბოს მკურნალობის პერსონალიზებულიმიდგომა არის ახალი, რევოლუციური სიტყვა ონკოლოგიაში, რომელიც პაციენტს სთავაზობს კონკრეტულად მასზე მორგებულ ინდივიდუალური მკურნალობისა და თერაპიის გეგმას.

პროექტის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე

IWSC-ის 2024 წლის გლობალური დაჯილდოების სერია სიმბოლურად „ღვინის სამშობლოდან“ - საქართველოდან დაიწყო.
05 დეკემბერი 2023
18 ოქრო, 72 ვერცხლი და 220 ბრინჯაო! – ასეთი შედეგებით დასრულა ღვინის საერთაშორისო კონკურსი IWSC, რომელშიც წელს უპრეცედენ...
IWSC-ის 2024 წლის გლობალური დაჯილდოების სერია სიმბოლურად „ღვინის სამშობლოდან“ - საქართველოდან დაიწყო.

05 დეკემბერი 2023
Copy to clipboard

 

18 ოქრო, 72 ვერცხლი და 220 ბრინჯაო! – ასეთი შედეგებით დასრულა ღვინის საერთაშორისო კონკურსი IWSC, რომელშიც წელს უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობის 170-ზე მეტი კომპანიის 520 ღვინო იყო წარმოდგენილი. კონკურსის გამარჯვებულები ცნობილია – კომპეტენტური ჟიურიმ გამოავლინა ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მფლობელი ღვინოები და თითოეულს შესაბამისი შეფასება და რეკომენდაცია მისცა.

კონკურსზე დარეგისტრირებული 520 ღვინიდან მედალი 310 მათგანს გადაეცა. აღსანიშნავია, რომ ყველა ოქრო ქართველმა მწარმოებლებმა მიიღეს, ხოლო 72 ვერცხლიდან 1 მედალი სომხეთის კომპანიას ერგო, ხოლო 220 ბრინჯაოს მედლები ასე გადანაწილდა: 196 ქართულმა მეღვინეობამ, 22 სომხეთისა და 2 აზერბაიჯანულმა კომპანიებმა მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურსს, IWSC Wine Judging in Georgia-ს უკვე მეორედ უმასპინძლა და მასში მონაწილეობა კომპანიებისთვის ერთგვარ პრესტიჟად და ტრადიციად ჩამოყალიბდა. კონკურსში გამარჯვებულებმა ჯილდოს გარდა ჟიურისგან მიიღეს ის, რაც თანამედროვე ღვინის ინდუსტრიაში ყველაზე მეტად ფასობს – ახალი უნარები, ცოდნა და გამოცდილება.

„საქართველო ნამდვილად უნიკალური ადგილია მსოფლიო ღვინის ინდუსტრიაში. აქვს განსაკუთრებული და მდიდარი ღვინის ისტორია. აქ ძალიან განსხვავებული ღვინოებია. მოხარული ვარ, რომ ეს კონკურსი კიდევ ერთხელ საქართველოში ჩატარდა. ჩვენი სურვილია საქართველოს ცნობადობა ავამაღლოთ და განვათავსოთ მსოფლიო ღვინის რუკაზე,“ – ქართული ღვინის უნიკალურობაზე საუბრობს IWSC აღმასრულებელი დირექტორი, კრისტელ გიბერი.

„საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც დიდ და განსაკუთრებულ პატივს ვცემ, აქ მსაჯობა ჩემთვის ძალიან კარგი გამოცდილება იყო, ის განვითარება მე რაც 5 წლის განმავლობაში ვნახე ნამდვილად შოკის მომგვრელია, მთავარი გზავნილი იქნება ჩემგან: განაგრძეთ წინსვლა!“ – აღნიშნავს ჟიურის თავმჯდომარე, ღვინის აღიარებული მაგისტრი CATA D’OR-ის პრეზიდენტი და UNITED CELLARS-ის გლობალური კონსულტანტი, ალისტერ კუპერი.

მნიშვნელოვანია, რომ წელს, გურჯაანის ღვინის ფესტივალთან და საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან პარტნიორობით, კონკურსი რეგიონულ ღონისძიებად გადაიქცა, რაც ნიშნავს იმას, რომ კომპეტენტური ჟიური საქართველოში წარმოებულ ღვინოებთან ერთად კონკურსზე სომხეთისა და აზერბაიჯანის ღვინოებსაც აფასებდნენ.

კონკურსი მეღვინეებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, წარმოაჩინონ თავიანთი ღვინოები ჟიურის წევრების, ინდუსტრიის საერთაშორისოდ აღიარებული, ავტორიტეტული ექსპერტების წინაშე. ჟიურის წევრები კიდევ ერთხელ დაარწმუნა იმაში, რომ საქართველო ღვინის წარმოებით მდიდარი ქვეყანაა და 8000 წლიანი ისტორიით საპატიო ადგილს იმსახურებს მსოფლიო ღვინის რუკაზე.

„საკმაოდ მნიშვნელოვანი კონკურსი ჩატარდა საქართველოში. ვფიქრობ, შარშანდელმა წარმატებამ განაპირობა ის რომ, წელს უკვე მეორედ ტარდება ეს კონკურსი. IWSC-ს ჯილდო შედის მსოფლიო ჯილდოების ტოპ სამეულში. შესაბამისად, იმ კომპანიებისთვის, რომელიც ეს დაიმსახურეს, საკმაოდ დიდი წარმატებაა და კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი უცხოეთის ბაზრებზე გასასვლელად. ის განსაკუთრებით პრესტიჟულია აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროპის ბაზრებზე“, – მიაჩნია ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს ლევან მეხუზლას.

„წელს კონკურსმა რეგიონული სახე მიიღო, ინტერესი გამოიჩინეს და მონაწილეობა მიიღეს, როგორც სომხურმა, ასევე, აზერბაიჯანულმა ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა. მომავალ წელს იგეგმება კონკურსის გაფართოება რეგიონის ჭრილში, შესაბამისად, კონკურსი კიდევ უფრო მეტ ქვეყანას მოიცავს. ეს ცხადყოფს კიდევ ერთხელ იმას, რომ საქართველო არის ღვინის სამშობლო, შესაბამისად, აქ უნდა მოხდეს ამ რეგიონში არსებული ღვინოების კონცენტრირება“, – განმარტავს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი.

„ვიყავი წარმოდგენილი 4 პოზიციით. ავიღეთ 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. ჩვენი კომპანიისთვის ეს ძალიან დიდი წარმატებაა. 2 წელია, რაც დავიწყეთ ფუნქციონირება, სასიხარულოა, რომ ამ მოკლე დროში და ასეთი მნიშვნელოვანი კონკურსის პირობებში შევძელით 4 მედლის მოპოვება. ბუნებრივია, ეს ძალიან დიდი სტიმულია და უფრო მეტი გაათმაგებული ენერგიით გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას“, – აღნიშნავს ერთ-ერთი გამარჯვებული, მეღვინეობა „ბრიცას“ დამფუძნებელი გიორგი ჩივიაშვილი.

„4 ოქრო, 4 ვერცხლი, 4 ბრინჯაო – საკმაოდ დიდი წარმატებაა ჩვენთვის. წელს პირველად ვმონაწილეობდით კონკურსში და ასეთი წარმატება საკმაოდ მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით მაშინ, როცა შენს პროდუქტს ასეთი გამოცდილი ექსპერტები აფასებენ. ფერი, არომატი, ტექნოლოგია და ხარისხი – ეს ის ძირითადი კრიტერიუმები იყო, რასაც დეგუსტაციის დროს ყველაზე დიდი ყურადღება ექცევა,“ – გვითხრა „მილდიანის“ დამფუძნებელმა ელდარ მილდიანმა.

შეგახსენებთ, რომ ღვინის საერთაშორისო კონკურსის მსაჯების გუნდს, რომელიც საქართველოს ესტუმრა, ჟიურის თავმჯდომარე, ღვინის აღიარებული მაგისტრი Cata d’Or-ის პრეზიდენტი და United Cellars-ის გლობალური კონსულტანტი ალისტერ კუპერი ხელმძღვანელობს. ალისტერს შეუერთდnen საერთაშორისო მსაჯები – ღვინის ბაიერები, უფროსი სომელიეები და ღვინის კონსულტანტები. ჟიურის წევრები არიან: სალვატორე კასტანო – 2021 წლის ევროპის საუკეთესო სომელიე და სავაჭრო მრჩეველი „Fiarwood”-დან, მელანია ბეტისტონი, რომელმაც 2022 წელს ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა სომელიეს ტიტული მოიპოვა და „ჰარბორის“ ტოპ 25 სომელიეთა შორისაა, ქეთ ლომაქსი – “The Drinks Business”-ის მიერ დაჯილოებული წლის საუკეთესო საცალო ბაიერი, დევიდ კერმოდი – ღვინის მწერალი, BBC Breakfast-ის და Channel 5 News-ის ჟურნალისტი, ზარა სერობიანი – ღვინის ექსპერტი, Ginvino-სა და Wine Origins-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, გეორგიოს იორდანიდისი – ღვინის ექსპერტი ლონდონში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილებით, ვილ ჰილი – ღვინის ბაიერი და ემა პენმანი, უმსხვილესი ბრიტანული სუპერმაკეტების ქსელის Waitrose & Partners-ის ღვინის ბაიერი.

IWSC-ის ღვინის საერთაშორისო კონკურსის ჟიურის ადგილობრივი მსაჯები ღვინის სფეროს პროფესიონალები არიან: ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანა გოდაბრელიძე, საქართველოს 2020-2021 წლების ჩემპიონი სომელიე ჯაბა ძიმისტარიშვილი, პროფესორი, ენოლოგი მარიამ ხომასურიძე და ღვინის ექსპერტი მაგდა სურგულაძე.

საქართველოში ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC 2024 Wine Judging in Georgia-ს ორგანიზატორია გურჯაანის ღვინის ფესტივალი. ღონისძიების მხარდამჭერები არიან: ღვინის ეროვნული სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ჯეპრა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია. ხოლო სპონსორები „თელიანი ველი“ და „საქართველოს ბანკი“.

 ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ვებგვერდზე www.iwsc-georgia.ge

ამერიკული ქათმის მომზადების მასტერკლასები
30 ნოემბერი 2023
ჯეპრას და USA Poultry & Egg Export Council – MENA-ს ორგანიზებით, ამერიკული ქათმის ფრთების მასტერკლასი Culinary Aca...
ამერიკული ქათმის მომზადების მასტერკლასები

30 ნოემბერი 2023
Copy to clipboard