12 ოქტომბერს, გურჯაანში ღვინის ფესტივალი გაიმართა.

ფესტივალს წელს 30 000-მდე შიდა და საერთაშორისო ტურისტი ესტუმრა მთელი საქართველოდან და მეგობარი ქვეყნებიდან.

ღონისძიების სტუმრებისთვის წარმოდგენილი იყო როგორც ქვევრში დაყენებული, ასევე დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებული სხვადასხვა ტიპის ღვინო, ჭაჭა და სხვა სასმელები. მოეწყო ღვინის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, საბავშო, რეკრეაციული და სხვა ტიპის სივრცეები, სპეციალურად ფესტივალისთვის შეიქმნა საშემოდგომო, ისტორიული და კულინარიული პავილიონები.

ფესტივალის ორგანიზება ჯეპრამ უზრუნველყო.

იხილეთ ფოტოები