#ქალაქიხასიათით - ასე ჰქვია ქართული მინერალური წყალი „ბორჯომის“ შემოქმედებით კონკურსს, რომელმაც სტარტი აიღო და კონკურსანტებს უკვე დღეიდან ელის. კონკურსის მიზანია საქართველოს ქალაქების ინდივიდუალური ხასიათის წარმოჩენა და მათი ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა.

პროექტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე კონკურსის ორგანიზატორებმა და ჟიურის წევრებმა კონკურსის მნიშვნელობაზე, მონაწილეობის წესებსა და შეფასებების კრიტერიუმებზე ისაუბრეს.

პროექტის ორგანიზება ჯეპრამ უზრუნველყო.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.qalaqikhasiatit.borjomi.com

იხილეთ ფოტოები