PM SPOT ეს არის PMI თბილისი, საქართველოს წარმომადგენლობის ახალი პლატფორმა, რომელიც ემსახურება პროექტის მართვის შესახებ პროფესიული დისკუსიის ინიცირებას.

2019 წლის 31 ოქტომბერს გაიმართა პლატფორმის ფარგლებში პირველი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქართული და საქართველოში მოქმედი საერთაშორისო კომპანიების ტოპ მენეჯერებმა, პროექტის მართვის ოფისის ხელმძღვანელები და პროექტის მენეჯერები, რომლებიც ახორციელებენ მსხვილ პროექტებს, იცნობენ სფეროს გამოწვევებს და შეაქვთ წვლილი როგორც დარგის და პროფესიის, ასევე მთლიანად ქართული ეკონომიკის განვითარებაში.

დისკუსიას უძღვებოდა PMI თბილისი, საქართველოს წარმომადგენლობის თანადამფუძნებელი და დირექტორი, თამარ მაჭავარიანი. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა, ჯეპრას უფროსმა კონსულტანტმა კახა მაღრაძემ მიიღო.