USAID Georgia HICD Activity-ის მხარდაჭერით, ჯეპრამ სამცხე-ჯავახეთის მთავარი ტურისტული დანიშნულების ადგილის, „ახალციხის ციხის“ განახლებული ბრენდისა და მარკეტინგული და საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის პრეზენტაცია გამართა.
 
ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების, ახალციხის საზოგადოების, მედიის, ტურისტული კომპანიების, HoReCa სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ასევე კვების ბლოგერები და სხვა ინფლუენსერები.
 
„ახალციხის ციხის“ მარკეტინგული კომუნიკაციის გაძლიერების პროექტის მიზანია, ერთი მხრივ ციხის, როგორც რეგიონის მთავარი დანიშნულების ადგილის მარკეტინგული კომუნიკაციის გაუმჯობესება, ხოლო მეორე მხრივ, ახალციხის მუნიციპალიტეტის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ტურისტული პოტენციალის ზრდა.