გულის რიტმის ასოციაციის ეგიდით ჩატარდა მედიასემინარი თემაზე „გულის გაჩერების დროს პირველადი დახმარების აღმოჩენა“. შეხვედრა საინფორმაციო კამპანიის „წუთები წყვეტს...დაუბრუნე სიცოცხლე გულს“ ფარგლებში გაიმართა და მისი მიზანია მედიის წარმომადგენლების ინფორმირების დონის ამაღლება გულის გაჩერების დროს პირველადი დახმარებისა და გარეგანი ავტომატური დეფიბრილატორების გამოყენების შესახებ.
 
მედიასემინარი პრაქტიკული ტრენინგით დასრულდა, სადაც მონაწილეები გულის არაპირდაპირი მასაჟისა და დეფიბრილატორის გამოყენების წესებს გაეცნენ.
 

გულის გაჩერების დროს პირველადი დახმარების ცოდნა და დეფიბრილატორის განთავსება საჯარო სივრცეებში განაპირობებს გაუმჯობესებულ სტატისტიკას და მეტ გადარჩენილ სიცოცხლეს.