მსოფლიო ბანკის „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების“ პროექტის ფარგლებში, საქართველოს ორ რეგიონში, საგარეჯოსა და გორის მიმდებარედ შერჩეულ ტერიტორიებზე, საირიგაციო სისტემის რეაბილიტაცია ჩატარდა. შედეგად, ფერმერებს, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე მიწას ამუშავებენ, საჭირო დროს, საჭირო რაოდენობის წყალი მიეწოდებათ.
პროექტის საერთო ღირებულება 70 მილიონ ლარს შეადგენს. რეაბილიტაციის შედეგად სარწყავი წლის მიწოდება გაუმჯობესდა 17 000 ჰექტარზე, შესაბამისად სარგებელი მიიღო 10 638-მა მიწის მფლობელმა.
პროექტის მიზანია, ფერმერებს წყლის მიწოდებისა და მართვის პროცესი გაუმარტივოს და უფრო თანამედროვე გახადოს.
ჯეპრას მხარდაჭერით მომზადდა აღნიშნული პროექტის საინფორმაციო ვიდეორგოლი.