4-5 ივნისს, ყაზახეთში, ატირაუში B2B ფორუმი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც 25-მა ქართულმა კომპანიამ 100-ზე მეტ ყაზახურ კომპანიასთან გამართა შეხვედრები, რომლის ძირითადი ფოკუსი იყო: ინვესტიციები, ლოგისტიკა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და ტრანსკასპიური მარშრუტების განვითარება და სხვა.
ფორუმი მიზნად ისახავდა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავებასა და ახალი ბიზნეს-პარტნიორული კავშირების დამყარებას.