ჯეპრას ორგანიზებით, დუშენის კუნთოვანი დისტროფიის საინფორმაციო კამპანიის "მივცეთ ძალა" ფარგლებში, პაციენტთა წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ პანელური დისკუსია გაიმართა.
 
დისკუსიის მონაწილეებმა პაციენტების სამედიცინო საჭიროებებსა და ძვირადღირებული მკურნალობის დაფინანსების აუცილებლობაზე ისაუბრეს. აუდიტორიამ უშუალოდ პაციენტისგან მოისმინა, თუ რასთან უწევს გამკლავება 100-მდე პაციენტს დღეს საქართველოში.
 
დისკუსიას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც, რომლებმაც ყურადღებით მოისმინეს პაციენტებისა და მათი ოჯახების საჭიროებები.