7 სექტემბერს, დუშენის კუნთოვანი დისტროფიის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეს საქართველო წელს პირველად შეუერთდა!
 
ამ დღის აღსანიშნავად, მშობელთა ორგანიზაცია "ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას" ინიციატივით, კამპანიის "მივცეთ ძალა" ფარგლებში, მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა.
 
ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიამ უშუალოდ პაციენტებისა და მათი მშობლებისგან მოისმინა, თუ როგორია ცხოვრება დუშენის კუნთოვან დისტროფიასთან ერთად.
 
პაციენტების სამედიცინო საჭიროებებზე ისაუბრეს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმაც. ასევე, ხაზი გაუსვეს ჯანდაცვის სერვისებზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოების ჩართულობის მნიშვნელობას პაციენტებისთვის ძვირადღირებული მკურნალობის დაფინანსებისთვის.
 
ღონისძიების დასასრულს, სტუმრები გლობალურ კამპანიას სიმბოლური აქტივობებით, მათ შორის ცაში წითელი ბუშტების გაშვებით შეუერთდნენ.