ბიზნეს სექტორში ქალთა გაძლიერების სამუშაო ჯგუფის გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას კერძო სექტორის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების 30-მდე წარმომადგენელი ესწრებოდნენ. ინფორმაციის გაზიარება, პრაქტიკული მექანიზმებისა და სამომავლო საქმიანობების განსაზღვრა შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენდა.
შეხვედრა პროექტის ,,ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში" ფარგლებში გაიმართა, რომელიც დაფინანსებულია ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.














