კამპანიამ „გაიზომე წნევა - ამას შენთვის გეუბნები“ სტარტი საქართველოშიც აიღო.
16 მაისს, სასტუმრო „ბილტმორში“ ჰიპერტენზიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა. პრესკონფერენცია კომპანია „სერვიეს“ ორგანიზებით მოეწყო და გლობალურ და სოციალურ პროექტში საქართველოს აქტიურ ჩართულობას უკავშირდება.














