დღეს “ჯეპრას” შეხვედრების სივრცეში - კომპეტენციის ცენტრში გაიმართა სურსათის ეროვნული სააგენტოს საკომუნიკაციო სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავების შეხვედრა, რომელზეც „ჯეპრას“ კონსულტანტებმა წარადგინეს საჭიროებათა კვლევის ანგარიში და სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელეს სამომავლო სტრატეგიაზე.
შეხვედრას სააგენტოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტი დაფინანსებულია USAID საქართველოს მიერ HICD 2020 პროგრამის ფარგლებში.














