ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატებმა" წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე "ნომინანტები და ნომინაციები 2019"-ის გამარჯვებულები გამოავლინეს.
ნომინაციას "ახალგაზრდული იდეების ქომაგის" ჯილდო ჯეპრას გადაეცა.
2019 წლის 25 დეკემბერს, PMI თბილისი, საქართველოს წარმომადგენლობამ მის წევრებს უმასპინძლა. შეხვედრაზე ორგანიზაციამ გამოარჩია და დააჯილდოვა ერთგული პარტნიორი ორგანიზაციები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში თანამშრომლობდნენ წარმომადგენლობასთან ამა თუ იმ პროექტების წარმატებულად განხორციელებისთვის.
შეხვედრაზე ჯეპრამ საიმედო პარტნიორის ჯილდო მიიღო.
18-21 დეკემბერს, სიდას ორგანიზებითა და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, გაიმართა კორპორაციული პასუხისმგებლობის სკოლის ინტენსიური (საპილოტე) კურსი ბიზნესის, მთავრობის, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებისთვის, თემაზე: პასუხისმგებლიანი და მდგრადი კორპორაციული მართვა.
2020 წლიდან, ოფიციალურად გაიხსნება კორპორაციული პასუხისმგებლობის სკოლა, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს ექნება საშუალება გაიაროს სამთვიანი სასერთიფიკატო კურსი და მიიღოს განათლება კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით.
კორპორაციული პასუხისმგებლობის სკოლის საპილოტე პროექტის პარტნიორები იყვნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და პიარისა და მარკეტინგის კომპანია ,,ჯეპრა."
ღვინის მაღაზია Vino&Vino-მ 17 დეკემბერს მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
ღონისძიების ორგანიზება ჯეპრამ უზრუნველყო.
გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა, კორპორაციული მდგრადობის მართვის მასტერკლასი ჩაატარა, რომელსაც 20-მდე ბიზნესის წარმომადგენელი ესწრებოდა.
მასტერკლასს უძვღებოდა ედა დანკმეიერი Hugo Boss-ის კორპორაციული მდგრადობის ექსპერტი და GREENWILL-ის დამფუნძნებელი მიკელე ორცანი.
მასტერკლასს ჯეპრას CSR მენეჯერი, თაკო ვარამაშვილი დაესწრო.
25 ნოემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯეპრას ორგანიზებით ჩატარდა სამუშაო შეხვედრა "როგორ შევქმნათ ინოვაციური ბიზნესმოდელი".
ღონისძიების სპიკერი იყო ჯეპრას უფროსი კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი, რომელმაც ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სტარტაპებისა თუ უკვე დაფუძნებული ორგანიზაციებისთვის შეარჩიონ სწორი და ინოვაციური ბიზნესმოდელი.
მან დამსწრეებს დეტალურად გააცნო ბიზნესმოდელის ტილო და მისი გამოყენების მექანიკა, რის შემდეგაც მონაწილეებმა სავარჯიშოს ფორმატში შექმნეს აჭარული ღვინის მარნის ბიზნესმოდელი.
ვორქშოპს ესწრებოდნენ აჭარის ადგილობრივი კომპანიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები.
საქართველოს უნივერსიტეტში, ჯეპრას ცოდნის აუდიტორიაში, სოსო გალუმაშვილის ვორქშოფი “როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი” გაიმართა.
ვორქშოფს საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.
#ქალაქიხასიათით - ქართული მინერალური წყალი „ბორჯომის“ მასშტაბური შემოქმედებითი კონკურსი დასრულდა. კონკურსის გამარჯვებულები, რომლებმაც შეძლეს შეექმნათ უნიკალური #ქალაქიხასიათით უკვე ცნობილია. გამარჯვებულები „პროფესიონალურ“ და „მოყვარულ“ კატეგორიაში, კონკურსისთვის შექმნილმა კომპეტენტური ჟიურიმ გამოავლინა, ხოლო „ბორჯომის“ რჩეულ კომპიანია Ids ბორჯომი თბილისმა დაასახელა.
#ქალაქიხასიათით - ეს არის შემოქმედებით კონკურსი, რომელმაც სტარტი 24 სექტემბერს აიღო. კონკურსის მიზანს საქართველოს ქალაქების ინდივიდუალური ხასიათის წარმოჩენა და მათი ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა წარმოადგენდა.