ახალი შრიფტის „საზედაო-ს“ წარდგენა ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში
14 აპრილი 2022
საქართველოს ეროვნული არქივის, ჯეპრას და კალიგრაფ დავით მაისურაძის თანამშრომლობით შექმნილი ახალი შრიფტის „საზედაო-ს“ წარდ...
ახალი შრიფტის „საზედაო-ს“ წარდგენა ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში

14 აპრილი 2022
Copy to clipboard

 

საქართველოს ეროვნული არქივის, ჯეპრას და კალიგრაფ დავით მაისურაძის თანამშრომლობით შექმნილი ახალი შრიფტის „საზედაო-ს“ წარდგენა ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში 14 აპრილს, დედაენის დღეს გაიმართა.

საქართველოს ეროვნული არქივის, ჯეპრას და კალიგრაფ დავით მაისურაძის თანამშრომლობით შექმნილი ახალი შრიფტის „საზედაო-ს“ წარდგენა ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში 14 აპრილს, დედაენის დღეს გაიმართა.
 
პავილიონში გამოფენილი იყო არქივში დაცული XIV – XVIII საუკუნეების ძეგლები, რომელთა საფუძველზეც შეიქმნა აღნიშნული შრიფტი.
 
🔗შრიფტების გადმოწერა შესაძლებელია ვებგვერდებიდან:
სტრატეგიული კომუნიკაციის ფორმები - კახა მაღრაძე FM ქოუჩი
13 აპრილი 2022
რას ნიშნავს სტრატეგიული კომუნიკაციის ფორმები – ამ თემაზე „ჯეპრას“ უფროსმა კონსულტანტმა კახა მაღრაძემ ისაუბრა გადაცემაში ...
სტრატეგიული კომუნიკაციის ფორმები - კახა მაღრაძე FM ქოუჩი

13 აპრილი 2022
Copy to clipboard

 

რას ნიშნავს სტრატეგიული კომუნიკაციის ფორმები – ამ თემაზე „ჯეპრას“ უფროსმა კონსულტანტმა კახა მაღრაძემ ისაუბრა გადაცემაში “FM ქოუჩი”.

რას ნიშნავს სტრატეგიული კომუნიკაცია?

დღეს ეს ტერინი გამოიყენება მიზანმიმართული კომუნიკაციისთვის, ეს არის საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამედროვე ფორმა. ადრე მას ჰიბრიდული ომის საპასუხო ინსტრუმენტის სახე ჰქონდა, ხოლო დღეს უკვე საჯარო კომუნიკაციაში გადმოინაცვლა. სტრატეგიული კომუნიკაციის მიზანია კრიზისების აცილება და სწორი კომუნიკაციის წარმართვა.

სტრატეგიული კომუნიკაცია საქართველოში აქტიურად გამოიყენება საჯარო უწყებებში. ამ კომუნიკაციას აქვს კამპანიური ხასიათი და პრევენციულ ხასიათს ატარებს.

სტრატეგიული კომუნიკაცია გრძელვადიანი უნდა იყოს?

 როცა საქმე რეპუტაციას, სამიზნე ჯგუფებთან კომუნიკაციას ეხება, ეს უნდა იყოს გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი. ნებისმიერი პროექტის, რეფორმის დაწყებისას უნდა იყოს განსაზღვრული, თუ რამ შეიძლება შეუშალოს ხელი მის განხორციელებას. ზოგადად პირველი ნაბიჯია საჭიროებების ანალიზი. უნდა შეფასდეს საინფორმაციო სივრცე. ჩატარდეს კვლევები, განხორციელდეს მედიამონიტორინგი.

საჭიროა შუალედური კვლევების ჩატარება, პროცესის გაზომვა, თუ რამდენად სწორი გზით მიდის კომუნიკაცია.

რამდენად მნიშვნელოვანია მედიასთან კომუნიკაცია?

ჯერჯერობით საქართველოში პიარი პოზიტიურ მედია გაშუქებაზე ზრუნვას ნიშნავს, ამას დაემატა სოციალური ქსელები.

რეფორმის განხორცილებისას, მნიშვნელოვანია მედიის როლი და ჩართულობა, რადგან თემა სწორად გაშუქდეს. უმჯობესია მედია წინასწარ იყოს ჩართული პროცესში, მეტიც, მედიასთან ერთად დაიგეგმოს რეფორმის საკიტხები. ასევე მნიშვნელოვანია, რეფორმის მიმართულებით მედიის განთლებაზე გამახვილდეს ყურადღება.

 

მედიაკონკურსის "ფილტვის კიბოზე პერსონალიზებული გამარჯვება" შედეგები ცნობილია
13 აპრილი 2022
ფილტვის კიბოს საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გაიმართა მედიაკონკურსი თემაზე: „პერსონალიზებული გამარჯვება ფილტვის კიბო...
მედიაკონკურსის "ფილტვის კიბოზე პერსონალიზებული გამარჯვება" შედეგები ცნობილია

13 აპრილი 2022
Copy to clipboard

 

ფილტვის კიბოს საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გაიმართა მედიაკონკურსი თემაზე: „პერსონალიზებული გამარჯვება ფილტვის კიბოზე“, რომლის მიზანს დაავადებისა და პერსონალიზებული მედიცინის შესახებ საზოგადოების ცნობადობის გაზრდა და ინფორმირებულობა წარმოადგენდა, კერძოდ, საზოგადოებას მიეწოდოს უფრო მეტი ინფორმაცია ფილტვის კიბოს რისკების, მისი წარმოშობის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობაში პერსონალიზებული მიდგომის შესახებ, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის დაავადებაზე გამარჯვების შანსს.
გამარჯვებულები გახდნენ:
 
I ადგილი: რადიო იმედი გადაცემა " დილის არხი" და "ჩვენ აქ ვართ".
II ადგილი: ტვ პირველი გადაცემა პირველამდე... და პალიტრა TV-ის გადაცემა მკურნალი
III ადგილი: jandacva.ge, ambebi.ge და რადიო მაესტრო გადაცემა "მაესტროს ანატომია".
 
 

ყაზახურ-ქართულმა ეკონომიკურმა გაერთიანებამ ყაზახეთის სავაჭრო-ეკონომიკურ მისიას უმასპინძლა
11 აპრილი 2022
დელეგაციის წევრებმა სამი დღის განმავლობაში ქართული ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან B2B შეხვედრები გამართეს.   ...
ყაზახურ-ქართულმა ეკონომიკურმა გაერთიანებამ ყაზახეთის სავაჭრო-ეკონომიკურ მისიას უმასპინძლა

11 აპრილი 2022
Copy to clipboard

 

დელეგაციის წევრებმა სამი დღის განმავლობაში ქართული ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან B2B შეხვედრები გამართეს.
 
7 აპრილს გამართულ ბიზნეს ფორუმში 30-მდე ყაზახურმა და 100-ზე მეტმა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.
ორი ქვეყნის კომპანიებს შორის ჯამურად 11,2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების საექსპორტო ხელშეკრულებები გაფორმდა.
როგორ განვითარდა კორპორაციული მდგრადობა
25 მარტი 2022
როგორ განვითარდა კორპორაციული მდგრადობა საქართველოში? ეკა ჟვანია - ჯეპრას აღმასრულებელი დირექტორი სტუმრად გადაცემა #pa...
როგორ განვითარდა კორპორაციული მდგრადობა

25 მარტი 2022
Copy to clipboard

 

როგორ განვითარდა კორპორაციული მდგრადობა საქართველოში? ეკა ჟვანია - ჯეპრას აღმასრულებელი დირექტორი სტუმრად გადაცემა #partnerships4SUSTAINABILITY-ში
 

დასავლეთი vs აგრესორი ვინ იმარჯვებს და რატომ ამ ომში
10 მარტი 2022
რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა მოქალაქემ რას აკეთებს რუსეთის ტროლების ქარხანა და რას უპირისპირებს უკრაინის წინააღმდე...
დასავლეთი vs აგრესორი ვინ იმარჯვებს და რატომ ამ ომში

10 მარტი 2022
Copy to clipboard

 

რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა მოქალაქემ რას აკეთებს რუსეთის ტროლების ქარხანა და რას უპირისპირებს უკრაინის წინააღმდეგობის ფრონტი, როგორ მუშაობს სანქციები - აგრესორის დასჯისა და მადის მოთოკვის ხერხები და მეთოდები სოსო გალუმაშვილი, ჯეპრას უფროსი კონსულტანტი დღის კოდის ეთერში. 

 

ქალთა საერთაშორისო დღეს ჯეპრამ მარო მაყაშვილის, ანა კალანდაძის და ელენე ახვლედიანის შრიფტები წარადგინა
08 მარტი 2022
ქალთა საერთაშორისო დღეს ჯეპრამ მარო მაყაშვილის, ანა კალანდაძის და ელენე ახვლედიანის შრიფტები წარადგინა.    შრიფტ...
ქალთა საერთაშორისო დღეს ჯეპრამ მარო მაყაშვილის, ანა კალანდაძის და ელენე ახვლედიანის შრიფტები წარადგინა

08 მარტი 2022
Copy to clipboard

 

ქალთა საერთაშორისო დღეს ჯეპრამ მარო მაყაშვილის, ანა კალანდაძის და ელენე ახვლედიანის შრიფტები წარადგინა. 
 
შრიფტების შექმნამდე რამდენიმე თვით ადრე, ყველა მსურველს საშუალება ჰქონდა, გამოკითხვაში მიეღო მონაწილეობა და თავად შეერჩია ის ქალები, რომელთა ხელნაწერი შრიფტის შექმნასაც ისურვებდნენ.
 
მარო მაყაშვილი - 19 წლის სტუდენტი 1921 წელს რუსეთის მე-11 არმიასთან ბრძოლის დროს დაიღუპა, მისი ხელნაწერის გაციფრულებას ვუძღვნით უკრაინელ ქალებს, მათ თავდადებას და გმირობას თავისუფლებისთვის.
 
ხელნაწერი შრიფტების შექმნაზე კალიგრაფმა დავით მაისურაძემ იმუშავა.
 
მარო მაყაშვილის, ანა კალანდაძის და ელენე ახვლედიანის ხელნაწერების მოწოდებისთვის, ჯეპრა მადლობას საქართველოს ეროვნულ არქივს, ლიტერატურის მუზეუმსა და ხელოვნების სასახლეს.
 
ხელნაწერი შრიფტების გალერეის ხილვა და შრიფტების გადმოწერა შეგიძლიათ ბმულიდან: https://gepra.ge/fonts/.
ჯეპრა მარო მაყაშვილის ხელნაწერ შრიფტს წარადგენს
01 მარტი 2022
ჩვენ ვიცით რას ნიშნავს ოკუპაცია, გვახსოვს ჩვენი წარსული და კიდევ ერთხელ ვუცხადებთ სოლიდარობას უკრაინელ ხალხს, მათ ბრძოლა...
ჯეპრა მარო მაყაშვილის ხელნაწერ შრიფტს წარადგენს

01 მარტი 2022
Copy to clipboard

 

ჩვენ ვიცით რას ნიშნავს ოკუპაცია, გვახსოვს ჩვენი წარსული და კიდევ ერთხელ ვუცხადებთ სოლიდარობას უკრაინელ ხალხს, მათ ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის! 🇺🇦 🇬🇪

სულ მალე კალიგრაფ დავით მაისურაძესთან თანამშრომლობით საქართველოს ეროვნული გმირის, საბჭოთა რუსეთის ჯარებთან ბრძოლაში დაღუპული 19 წლის მედდის მარო მაყაშვილის ხელნაწერ შრიფტს წარვუდგენთ საზოგადობას.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე
28 თებერვალი 2022
28 თებერვალს, სასტუმრო „რუმსი ჰოტელ თბილისში“ იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა.  ღონის...
იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე

28 თებერვალი 2022
Copy to clipboard

 

28 თებერვალს, სასტუმრო „რუმსი ჰოტელ თბილისში“ იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა.

 ღონისძიება გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდის (GeRaD) მხარდაჭერით მეცამეტედ ჩატარდა და მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას იშვიათი დაავადებების, მათი დიაგნოსტირების გაუმჯობესებასა და მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის შესახებ: „შემოგვიერთდით, რათა გავხადოთ იშვიათი დაავადებების ხმა მისაწვდომი და ყურადსაღები“.

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ოლეგ ქვლივიძემ და საქართველოს პედიატრ ნევროლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა ნანა ტატაშვილმა ისაუბრეს იშვიათი დაავადების სიმძიმის, მკურნალობის მიმართულებით დღეს არსებულ პრობლემებსა და მიღწეულ შედეგებზე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ექიმები, პაციენტები, პაციენტთა ორგანიზაციების წარმომადგენლები და მხარდამჭერები.

მნიშვნელოვანია, რომ გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდის (GeRaD) მიერ 2020-2021 წლებში პრიორიტეტად გამოცხადებული დაავადების - სპინალური კუნთოვანი ატროფიის (სკა) მკურნალობა 2022 წლიდან ხელმისაწვდომი გახდა.

ჯეპრა უკრაინის მხარდასაჭერად
24 თებერვალი 2022
ჯეპრა სოლიდარობას უცხადებს უკრაინას და გმობს რუსულ აგრესიას! საომარი სიტუაციიდან გამომდინარე, უკრაინის მოქალაქეებისთვის...
ჯეპრა უკრაინის მხარდასაჭერად

24 თებერვალი 2022
Copy to clipboard

 

ჯეპრა სოლიდარობას უცხადებს უკრაინას და გმობს რუსულ აგრესიას!

საომარი სიტუაციიდან გამომდინარე, უკრაინის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ვერ ბრუნდებიან საკუთარ სამშობლოში, ჯეპრა მზად არის გამოყოს სამუშაო სივრცეები და უზრუნველყოს ყველანაირი სამუშაო პირობით. 

У зв’язку з надзвичайною та військовою ситуацією в Україні для громадян України, які не можуть повернутися на батьківщину. «Гепра» готова забезпечити всі умови для роботи та простору. 🇺🇦🇬🇪
Зв'яжіться з нами за електронною поштою - ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. або за телефоном +995 322 247 00 42.