სამუშაო შეხვედრა ფერმერთა ასოციაცია "ორგანიკ ჯორჯიასა" და USAID-ის ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების (HICD) პროგრამის წარმომადგენლების მონაწილეობით
24 მარტი 2023
24 მარტს ფერმერთა ასოციაცია ორგანიკ ჯორჯიასა და USAID-ის ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების (HI...
სამუშაო შეხვედრა ფერმერთა ასოციაცია "ორგანიკ ჯორჯიასა" და USAID-ის ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების (HICD) პროგრამის წარმომადგენლების მონაწილეობით

24 მარტი 2023
Copy to clipboard

 

24 მარტს ფერმერთა ასოციაცია "ორგანიკ ჯორჯიასა" და USAID-ის ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების (HICD) პროგრამის წარმომადგენლების მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა შედგა.
 
შეხვედრის მიზანი საერთო თანამშრომლობის ფარგლებში უკვე ჩატარებული აქტივობებისა და მიღებული შედეგების განხილვა და სამომავლო გეგმების დასახვა იყო.
 
ასოციაცია "ორგანიკ ჯორჯიას" მიზანია ბიომეურნეობების განვითარება საქართველოში, მდგრადი სოფლის მეურნეობის შექმნის ხელშეწყობა, ბიომეურნეობების და ბიოწარმოების მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება. საწყის ეტაპზე ასოციაციის ფოკუსი აჭარის რეგიონი და სუბტროპიკული კულტურებია.
 
"ორგანიკ ჯორჯია" უკვე ერთი წელია ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების (HICD) პროგრამის და კომპანია "ჯეპრას" კონსულტანტების მხარდაჭერით სამიზნე აუდიტო
სტრატეგიული სესია იბერია რეფრეშმენტის მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერებისთვის.
16 მარტი 2023
აუდიტორული საერთაშორისო კომპანია ქუდოსისა Kudos Georgia და ჯეპრას ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაიმართა სტრატეგიული სე...
სტრატეგიული სესია იბერია რეფრეშმენტის მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერებისთვის.

16 მარტი 2023
Copy to clipboard

 

აუდიტორული საერთაშორისო კომპანია ქუდოსისა Kudos Georgia და ჯეპრას ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაიმართა სტრატეგიული სესია იბერია რეფრეშმენტის მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერებისთვის.
 
F&B-ის სფეროში მოქმედ კომპანიასთან თანამშრომლობის პერიოდში, ეს უკვე მეორე სტრატეგიული შეხვედრაა, სადაც რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლობითი ჯგუფები მონაწილეობენ.
წალენჯიხასა და ზუგდიდში ჯეპრას კონსულტანტებმა მერძევე ქალებს ტრენინგი “ ბრენდინგი და კომუნიკაცია” ჩაუტარეს
08 მარტი 2023
ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაეროს ქალთა ორგანიზაცია UN Women Georgia-ს და ჯეპრას შორის თანამშრომლობით, სა...
წალენჯიხასა და ზუგდიდში ჯეპრას კონსულტანტებმა მერძევე ქალებს ტრენინგი “ ბრენდინგი და კომუნიკაცია” ჩაუტარეს

08 მარტი 2023
Copy to clipboard

 

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაეროს ქალთა ორგანიზაცია UN Women Georgia-ს და ჯეპრას შორის თანამშრომლობით, სამეგრელოში, კერძოდ წალენჯიხასა და ზუგდიდში ჯეპრას კონსულტანტებმა მერძევე ქალებს ტრენინგი “ ბრენდინგი და კომუნიკაცია” ჩაუტარეს, რომელსაც ჯამში 75 მერძევე ქალი დაესწრო.
 
პროექტი მერძევე ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას ისახავს მიზნად. შეხვედრის შემდეგ, ყველა მონაწილეს გადაეცათ სერტიფიკატები. პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნების ორგანიზაციის თანამშრომლობით, პროექტი დაფინანსებულია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ.
 
ჯეპრა მომავალშიც გააგრძელებას ქალთა გენდერული თანასწორობისა და ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით მუშაობას.
კიბოს მსოფლიო დღესთან დაკავშირებოთ, ექიმების, პაციენტების, მედიის და მთავრობის წარმომადგენლების მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა
04 თებერვალი 2023
კიბოს მსოფლიო დღესთან დაკავშირებით კონფერენციაზე „კიბოს დავამარცხებთ ერთად - მოქმედების დროა!“, რომელიც  კამპანიის „სრულ...
კიბოს მსოფლიო დღესთან დაკავშირებოთ, ექიმების, პაციენტების, მედიის და მთავრობის წარმომადგენლების მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა

04 თებერვალი 2023
Copy to clipboard

 

კიბოს მსოფლიო დღესთან დაკავშირებით კონფერენციაზე „კიბოს დავამარცხებთ ერთად - მოქმედების დროა!“, რომელიც  კამპანიის „სრულფასოვანი მკურნალობა - უწყვეტი ზრუნვა“ ფარგლებში გაიმართა მედოკოსებმა, პაციენტებმა, მედიისა და სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ იმსჯელეს.  შეხვედრის მიზანს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის  ონკოლოგიურ სერვისებზე თანაბარი და სრული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ქვეყანაში  კიბოს მართვის მიმართულებით დღეს არსებული ხარვეზების გაანალიზება წარმაოდგენდა.  კონფერენცია კავკასიის ონკოსაზოგადოება H.O.P.E-ისა და პაციენტთა ორგანიზაცია „ევროპა დონა საქართველოს“ ეგიდით გაიმართა.

იმსჯელეს  ისეთ საკითხებზე, როგორიცაა, როგორი არის ონკოლოგიურ სერვისებზე წვდომა საქართველოში, რა ხარვეზებია საყოველთაო პროგრამის ფარგლებში, ასევე კერძო დაზღვევის  მქონე  ონკოპაციენტების მკურნალობაში, რა არის საჭირო ონკოლოგიურ სერვისებზე სრულფასოვანი და თანაბარი ხელმისაწვდომობის შესაქმნელად, როგორ ამოვავსოთ ონკოლოგიაში არსებული ხარვეზები და გავხადოთ მკურნალობა სრულყოფილი, ზრუნვა უწყვეტი და აშ. მნიშვნელოვანია, რომ ონკოლოგიური პაციენტების სიცოცხლის გადარჩენისათვის აუცილებელი სამკურნალო და სამედიცინო სერვისები თანაბრად  იყოს ხელმისაწვდომი თითოეული მოქალაქისთვის, განურჩევლად დიაგნოზის, გეოგრაფიული მდებარეობის, სოციალური სტატუსის, მატერიალური მდგომარეობისა და მათი წარმომავლობისა.

კერძოდ, პაციენტები და ექიმები ითხოვენ დიაგნოზთან ბმული დაფინანსების ამოქმედებას იმ სქემის ნაცვლად, რომელიც დღეს მოქმედებს და რომელიც თითოეულ ონკოპაციენტს, სიმსივნის სახეობის და მკურნალობის სირთულის მიუხედავად, ფიქსირებული თანხით, 25 ათასი ლარით აფინანსებს. დაფინანსების ეს სისტემა კი მკურნალობაზე ხელმისაწვდომობას  უზღუდავს იმ პაციენტებს, რომელთა კიბოს მკურნალობა განსაკუთრებულ მიდგომას მოითხოვს. ასეთია მაგალითად იმუნოთერაპია, რომელიც ყველაზე რთული, მათ შორის ფილტვის სიმსივნეების დროს გამოიყენება და  რომელიც ძვირადღირებული პროცედურებისგან შედგება. თუმცა ამავდროულად მისი ეფექტიანობა ბევრად მაღალია, ვიდრე ტრადიციული მიდგომების. 

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში არსებული ონკოლოგიური პაკეტის სავალდებულო ბაზისურ ონკოლოგიურ პაკეტად აღიარებას კერძო დაზღვევისთვის. ეს მოთხოვნა აქტუალურია იქიდან გამომდინარე, რომ კერძო დაზღვევის ონკოლიმიტები საყოველთაო ჯანდაცვასთან შედარებით ბევრად დაბალია, ბევრ პაკეტში კი საერთოდ არაა.

მიწვევის მიუხედავად, შეხვედრას არ დასწრებია მთავარი, გადაწყვეტილებების მიმღები მხარე – ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. ამ საკითხთან დაკავშირებით სამინისტროSi არ აკეთებენ განმარტებას, თუ რატომ არ მივიდნენ აღნიშნულ შეხვედრაზე და ასევე არ აკეთებენ კომენტარს, თუ როგორია მათი პოზიცია დასახელებულ შეხვედრაზე გაჟღერებულ ინიციატივებთან დაკავშირებით და დაწყებულია თუ არა ამ საკითხებზე მუშაობა.

თუმცა იმას, რომ სამინისტროს საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში ონკო-დაფინანსების სისტემის ცვლილებებზე მუშაობა დაწყებული აქვს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დეპუტატი ირმა ზავრადაშვილი ადასტურებს. ზავრადაშვილი ამბობს, რომ მისი განცხადება არის არა ვარაუდი და იმედი, არამედ  კონკრეტული ინფორმაცია, რომლის შესახებ საუბრის უფლება, როგორც თავად აღნიშნავს, ჯანდაცვის სამინისტროსგან აქვს აღებული.

„რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტროს ნებართვის გარეშე ამ ინფორმაციას არ გავაჟღერებდი, ამ საკითხებზე კონკრეტული საუბრები მიდის, კომუნიკაციაა სამიზნე ჯგუფებთან და იმედს ვიტოვებ, ჯანდაცვის სამინისტრო ამ სიახლეებით საზოგადოებას ძალიან მალე დაუბრუნდება. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი. ჩემი მხრიდანაც მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მინისტრს და მის გუნდს, რომელმაც ამ საკითხებზე ასეთი სერიოზული აქცენტი გააკეთა.

იქნება ბევრი სიახლე და მათი წინასწარ გაჟღერება არ მგონია სწორი, თუმცა ზოგადად საუბარი შემიძლია. მოგეხსენებათ, ახლა ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის დაფინანსება წლიურად 25 ათას ლარს შეადგენს, მანამდე კი 20 ათასი იყო. მოგეხსენებათ, ჩვენი ხელისუფლების მოსვლამდე ეს დაფინანსება საერთოდ არ იყო და მავანი შავ ხვრელში ფულის ყრას უწოდებდა ონკოლოგიური პაციენტების დაფინანსებას. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, როგორც აღვნიშნე, დღეს 25 ათასლარიანი დაფინანსება მოქმედებს, თუმცა სიმსივნური დაავადებების შემთხვევებში არის ნოზოლოგიები, სადაც 25 ათასი ლარი არ არის საჭირო. ამავდროულად, არის ნოზოლოგიები, სადაც ბევრად უფრო მეტი თანხაა საჭირო. ამ ნაწილში გადაიხედება და იქნება დიაგნოზთან მაქსიმალურად შეჭიდული დაფინანსება,“ – ამბობს ზავრადაშვილი. კითხვაზე, რა ვადებში შევა ცვლილება სახელმწიფო პროგრამაში, დეპუტატი ამბობს, რომ ეს მიმდინარე წელს მოხდება. 

მისივე თქმით, ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა დღევანდელი ხელისუფლების პრიორიტეტული ნაწილია.

„დღეს ყველა პაციენტს აქვს თანაბარი ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის სერვისებზე. თუმცა არის მთელი რიგი საკითხებისა, სადაც უფრო მეტი ჩაღრმავებაა საჭირო და სადაც უფრო მეტი სპეციფიკაა გასათვალისწინებელი. ამ საკითხებთან დაკავშირებით, რაც ონკოპაციენტებს ჰქონდათ, ჯერ კიდევ გასულ წელს დავიწყეთ თავად ონკოპაციენტებთან, ევროპა დონასთან მუშაობა, მათ ჰქონდათ მთელი რიგი სპეციფიკური პრობლემებისა, რომელთა შესახებაც ჯანდაცვის სამინისტროსთან დავიწყეთ მუშაობა და სიამაყით შემიძლია განვაცხადო, რომ ევროპადონასა და პაციენტების მიერ დასმულ პრობლემებზე – იგივე კვლევის და იმუნოთერაპიის დაფინანსებასთან დაკავშირებით – მიმდინარეობს მუშაობა და ძალიან მალე ეს საკითხები მოგვარებული იქნება,“ – განაცხადა პარლამენტარმა. 

სრულიად საქართველოს მასშტაბით, ნებისმიერი მოქალაქისთვის უნდა იყოს აბსოლუტური თანასწორუფლებიანობა კიბოს ადრეულ დიაგნოსტიკაში და მეტასტაზური კიბოს მკურნალობაში. ამის შესახებ ქუთაისის კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრის კლინიკურმა ონკოლოგმა მარიამ კუხალაშვილმა განაცხადა.  მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერმა ქალბატონმა, მცხოვრებმა საქართველოს ნებისმიერ წერტილში, მიიღოს სრულფასოვანი მკურნალობა.

„რამდენიმე წლის წინ იყო პრობლემა, რომელიც საინფორმაციო კამპანიებით დაიძლია. ჰერცეპტინი მხოლოდ თბილისში მცხოვრები ქალებითვის იყო ხელმისაწვდომი და არა – სხვა რეგიონებში მცხოვრებთათვის. მნიშვნელოვანია, რომ მკურნალობის ყველა ეტაპი ყველა თვალსაზრისით იყოს გათანაბრებული. 4 თებევრლის შეხვედრის შედეგი აუცილებლად იქნება ის, რომ ქალბატონებში ადრეულ სტადიაზე მოხდება დიაგნოსტირება, რაც გადაარჩენს ძალიან ბევრ სიცოცხლეს, ხოლო უკვე დიაგნოსტირებულ ქალბატონებში ხელმისაწვდომობა ყველა თანამედროვე პრეპარატთან მოგვიტანს შესაძლებლობას, რომ მაქსიმალურად ბევრი ქალის სიცოცხლე გახანგრძლივდეს და მათი სიცოცხლის ხარისხი იყოს საუკეთესო,“- განაცხადა მარიამ კუხალაშვილმა.

რაც შეეხება სტანდარტიზებული პაკეტის შექმნას, მიუხედავად იმისა, რომ კერძო სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლები მხარს უჭერენ აღნიშნულ ცვლილებას და დაზღვევის კუთხით გარკვეული ცვლილების შესაძლებლობაზე ხელისუფლებაშიც საუბრობენ (კერძოდ – პირველ ეტაპზე, ე.წ. დაშენებული პაკეტების კუთხით), აუცილებელია შედგეს დიალოგი ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით. ასეთ შემთხვევაში ცვლილების განხორციელება შესაძლებელი იქნება ხანმოკლე პერიოდში და არ იქნება რთული, თუმცა კერძო დაზღვევის მქონე მოქალაქეებისთვის რისკების მაქსიმალურად დაზღვევის მექანიზმი ამ ეტაპზე ისაა, რომ მათ თავად მიაქციონ ყურადღება პაკეტების პირობებს და, ფასის გათვალისწინებით, შეეცადონ მათში მაქსიმალურად ბევრი რისკი იყოს შეტანილი.

შეგახსენებთ, რომ პაციენტთა ორგანიზაციამ „ევროპა დონა საქართველო“ ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტების მკურნალობის სრული და თანაბარი ხელმისაწვდომის მხარდამჭერი ონლაინ პეტიცია შეიმუშავა.  ისინი მიმართავენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შექმნას თანაბარ და სრული ხელმისაწვდომობა კიბოს  მკურნალობაზე საქართველოში მცხოვრები პაციენტებისთვის! კერძოდ, რადგან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ლიმიტი ძალიან ბევრი სიმსივნის სამკურნალოდ არასაკმარისია, აუცილებელია მოხდეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ონკოლოგიური პაციენტებისთვის მკურნალობის დაფინანსება პერსონალიზებული მიდგომით, მათი დიაგნოზიდან გამომდინარე და ასევე რადგან  კერძო დაზღვევა არ ფარავს ონკოლოგიურ მკურნალობას, მოხდეს საყოველთაო ჯანდაცვის ონკოლოგიური პაკეტის აღიარება ქვეყანაში სავალდებულო ბაზისურ  ონკოლოგიურ პაკეტად კერძო დაზღვევისთვისაც, რაც აღმოფხვრის საქართველოს მოქალაქეებისთვის ონკოლოგიურ  სერვისებზე წვდომის უთანასწორობას.  პეტიცია დასრულდა, რომელსაც მხარი 6000-მა ხელმომწერმა დაუჭირა: https://bit.ly/3hK8qgW. ასევე, კიბოს მსოფლიო დღესთან დაკავშირებით და კამპანიის მხარდასაჭერად, ცნობილი სახეების, ექიმების, პაციენტებისა და მხარდამჭერების მონაწილეობით მომზადდა ვიდეორგოლი, რომლის პრეზენტაციაც შეხვედრაზე შედგა.

კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე მთელ მსოფლიოში აღინიშნა. ეს არის გლობალური ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს კიბოსაგან გამოწვეული ზიანის შემცირებას და ონკოლოგიურ სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას თითოეული პაციენტისთვის. ინიციატივის ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყანაში ხორციელდება კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლება,  ხარვეზების გამოვლენა და მათი გადაჭრის გზების მოძიება სახელმწიფოს და ბიზნეს სექტორის ურთიერთთანამშრომლობის გზით. აღსანიშნავია, რომ კიბოს მართვის მიმართულებით, მთელ მსოფლიოში არსებობს გარკვეული ხარვეზები, რომელიც საჭიროებს დროულ რეაგირებას. საქართველოში მთავარ გამოწვევად ამ ეტაპამდე არათანაბარი და არასრულფასოვანი მკურნალობა რჩება.

 

ჯეპრას უფროსი კონსულტანტებიცესკოს მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ და ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვასა და მუშაობას გაეცნენ
30 იანვარი 2023
საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა იყო ერთ-ერთი ძირითადი საკითხი, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის ინ...
ჯეპრას უფროსი კონსულტანტებიცესკოს მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ და ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვასა და მუშაობას გაეცნენ

30 იანვარი 2023
Copy to clipboard

 

საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა იყო ერთ-ერთი ძირითადი საკითხი, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის ინიციატივით გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ცესკოს ხელმძღვანელობამ საარჩევნო და საზოგადოებრივ საკითხებზე მომუშავე ექსპერტებთან ერთად განიხილა.

ექნოლოგიური სიახლეების გარდა ექსპერტები დეტალურად გაეცნენ საარჩევნო ადმინისტრაციის 2023-2026 წლების სტრატეგიული გეგმის პროექტს. 

 

„ასტრაზენეკამ“ პროექტის „თანადგომა“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა
01 დეკემბერი 2022
„ასტრაზენეკა იუქეი ლიმითედ“-ის საქართველოს წარმომადგენლობამ მდგრადი განვითარების ერთ-ერთი პროექტის, „თანადგომას“ შემაჯამ...
„ასტრაზენეკამ“ პროექტის „თანადგომა“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა

01 დეკემბერი 2022
Copy to clipboard

 

„ასტრაზენეკა იუქეი ლიმითედ“-ის საქართველოს წარმომადგენლობამ მდგრადი განვითარების ერთ-ერთი პროექტის, „თანადგომას“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა. ღონისძიებაზე, პროექტის მენეჯერებთან ერთად, სიტყვით გამოვიდა „ასტრაზენეკა იუქეი ლიმითედი“-ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი მაია მაისურაძე და მოწვეულ სტუმრებს 1 წლის განმავლობაში მიღწეული შედეგები გააცნო.

შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა. მოწვეულ ექიმებს შესაძლებლობა ჰქონდათ, თავიანთი მოსაზრებები და კომენტარები გამოეთქვათ პროექტ „თანადგომასთან“ დაკავშირებით.

შემაჯამებელ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა გლობალ კომპაქტის ბიზნესთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელი რატი ზაუტაშვილიც, რომელმაც მდგრადი განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2 წლიანი პაუზის შემდეგ მასშტაბურად დაბრუნდა
09 ნოემბერი 2022
„გურჯაანის ღვინის ფესტივალი ორ წლიანი პაუზის შემდეგ ძალიან მასშტაბურად დაბრუნდა. გადავწყვიტეთ, რომ 2022 წლის ფესტივალი ფ...
გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2 წლიანი პაუზის შემდეგ მასშტაბურად დაბრუნდა

09 ნოემბერი 2022
Copy to clipboard

 

„გურჯაანის ღვინის ფესტივალი ორ წლიანი პაუზის შემდეგ ძალიან მასშტაბურად დაბრუნდა. გადავწყვიტეთ, რომ 2022 წლის ფესტივალი ფიროსმანისთვის მიგვეძღვნა, რადგან წელს მისი 160 წლის იუბილეა და შემოქმედების დიდი ნაწილი სწორედ ღვინოს, რთველს და მეღვინეობას მიუძღვნა. შესაბამისად, მთელი კონცეფციაც ფიროსმანის მოტივებზე ავაგეთ“. თაკო ვარამაშვილი გურჯაანის ღვინის ფესტივალის შესახებ გვიყვება.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი წელს განსაკუთრებული ხალხმრავლობით და მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. ფესტივალს 300-ზემ მეტი მონაწილე ჰყავდა და დაახლოებით 30 000 სტუმარს ვუმასპინძლეთ.

ფესტივალის ტერიტორია დავყავით სხვადასხვა სივრცედ: ადგილზე ნახავდით, როგორც მეღვინეობის ისე გასტრონომიულ, სამეწარმეო და საბავშვო სივრცეებს, ყურძნის საწნახელში დაწურვას, თათარას ამოვლებას, კახურ სუფრას და სხვა გასართობ პროგრამებს.

ბევრი ვიფიქრეთ მუსიკალურ გაფორმებაზე, რადგან გვინდოდა ყველა ტიპის მსმენელისთვის შეგვექმნა შესაბამისი პროგრამა.

ვფიქრობ, ჩვენ ყველამ ერთად შევძელით და შევასრულეთ, რაც გვქონდა ჩაფიქრებული.

ჯეპრას გუნდი IWSC Wine Judging in Georgia-ზე!
14 ოქტომბერი 2022
საქართველომ პირველად უმასპინძლა ღვინის საერთასორისო კონკურსს IWSC (International Wine & Spirits Competition). კონკურ...
ჯეპრას გუნდი IWSC Wine Judging in Georgia-ზე!

14 ოქტომბერი 2022
Copy to clipboard

 

საქართველომ პირველად უმასპინძლა ღვინის საერთასორისო კონკურსს IWSC (International Wine & Spirits Competition). კონკურსზე დარეგისტრირებული უპრეცენდენტოდ მაღალი რაოდენობის – 487 ქართული ღვინოდან მედალი 288 მათგანს გადაეცა.  16 ოქრო, 63 ვერცხლი და 209 ბრინჯაო! – პირველად ისტორიაში, ქართველმა მწარმოებლებმა საერთაშორისოდ აღიარებული ჯილდო საკუთრ ქვეყანაში მოიპოვეს.

კონკურსში წარმოდგენილი ღვინის ნიმუშები საერთაშორისო და ადგილობრივმა ჟიურიმ შეაფასა,  რომელსაც ბრიტანელი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი ხელმძღვანელობდა.

საქართველოში ღვინის საერთაშორისო კონკურსის International Wine & Spirit Competition (IWSC) ოფიციალური პარტნიორი გურჯაანის ღვინის ფესტივალი იყო, ხოლო კონკურსის მხარდამჭერები ღვინის ეროვნული სააგენტო და ღვინის დღეები საქართველოში.

ბიზნესი რუსთავი 2-ზე - გადაცემა, რომელიც წარმატებული ბიზნესისთვის საინფორმაციო სივრცეს ქმნის
10 ოქტომბერი 2022
ბიზნესი რუსთავი 2-ზე - გადაცემა, რომელიც წარმატებული ბიზნესისთვის საინფორმაციო სივრცეს ქმნის. ჯეპრას უფროსი პარტნიორი კ...
ბიზნესი რუსთავი 2-ზე - გადაცემა, რომელიც წარმატებული ბიზნესისთვის საინფორმაციო სივრცეს ქმნის

10 ოქტომბერი 2022
Copy to clipboard

 

ბიზნესი რუსთავი 2-ზე - გადაცემა, რომელიც წარმატებული ბიზნესისთვის საინფორმაციო სივრცეს ქმნის.

ჯეპრას უფროსი პარტნიორი კახა მაღრაძე 10 ოქტომბრიდან, ყოველ სამუშაო დღეს, 10:10 საათზე რუსთავი 2-ის ეთერში!

 

ოქტომბერი ძუძუს კიბოს საერთაშორისო თვეა და ამ თვეს მსოფლიო სხვადასხვა აქტივობებით ეხმაურება
06 ოქტომბერი 2022
ოქტომბერი ძუძუს კიბოს საერთაშორისო თვეა და ამ თვეს მსოფლიო სხვადასხვა აქტივობებით ეხმაურება.   დღეს, 6 ოქტომბერს...
ოქტომბერი ძუძუს კიბოს საერთაშორისო თვეა და ამ თვეს მსოფლიო სხვადასხვა აქტივობებით ეხმაურება

06 ოქტომბერი 2022
Copy to clipboard

 

ოქტომბერი ძუძუს კიბოს საერთაშორისო თვეა და ამ თვეს მსოფლიო სხვადასხვა აქტივობებით ეხმაურება.
 
დღეს, 6 ოქტომბერს, ევროპა დონა საქართველოს ეგიდით ვარდისფერი მსვლელობა მოეწყო, რომლის ფარგლებშიც ცოცხალი ჯაჭვი შეიკრა თავისუფლების მოედანზე, წმინდა გიორგის მონუმენტის გარშემო.
 
წამოწყებაში პაციენტები, პაციენტთა ორგანიზაციები და მხარდამჭერები ჩაერთნენ და მის მიზანს ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლება, მკურნალობასა და დიაგნოსტიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა წარმოადგენს.