28 ივნისს გაიმართა პანელური დისკუსია „ატომური ჩვევები - მცირე ცვლილებებით საოცარი შედეგებისკენ“
28 ივნისი 2022
 28 ივნისს გაიმართა პანელური დისკუსია „ატომური ჩვევები - მცირე ცვლილებებით საოცარი შედეგებისკენ“. დისკუსიის სპიკერები იყ...
28 ივნისს გაიმართა პანელური დისკუსია „ატომური ჩვევები - მცირე ცვლილებებით საოცარი შედეგებისკენ“

28 ივნისი 2022
Copy to clipboard

 

 28 ივნისს გაიმართა პანელური დისკუსია „ატომური ჩვევები - მცირე ცვლილებებით საოცარი შედეგებისკენ“. დისკუსიის სპიკერები იყვნენ:

  • სოსო გალუმაშვილი - „ჯეპრას“ უფროსი კონსულტანტი
  • ნიკოლოზ შურღაია - „პაშა ბანკის“ აღმასრულებელი დირექტორი, „ვიდეობლოგი წიგნებზე“ - ავტორი
  • გიორგი ჩავლეიშვილი - საერთაშორისო აკადემია „ლოგოსის“ აღმასრულებელი დირექტორი
  • კახი ლობჟანიძე - „ლობს ქოუჩინგის“ დამფუძნებელი, ქოუჩი.

სპიკერებმა მონაწილეებს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება, თუ როგორ დაძლიეს მავნე ჩვევები და როგორ მიაღწიეს დიდ მიზნებს პატარა ნაბიჯებით.

ღონისძიების მასპინძელი ლურჯი ოკეანე • Blue Ocean იყო

28 ივნისს პანელური დისკუსია „ატომური ჩვევები - მცირე ცვლილებებით საოცარი შედეგებისკენ“ გაიმართება
27 ივნისი 2022
28 ივნისს ფაბრიკაში ჩატარდება „ლურჯი ოკეანის“ პანელური დისკუსია, რომლის თემაც არის კარგი ჩვევების გამომუშავება და ცუდი ჩ...
28 ივნისს პანელური დისკუსია „ატომური ჩვევები - მცირე ცვლილებებით საოცარი შედეგებისკენ“ გაიმართება

27 ივნისი 2022
Copy to clipboard

 

28 ივნისს ფაბრიკაში ჩატარდება „ლურჯი ოკეანის“ პანელური დისკუსია, რომლის თემაც არის კარგი ჩვევების გამომუშავება და ცუდი ჩვევებისგან გათავისუფლება. დისკუსიის სპიკერები იქნებიან: „ჯეპრას“ უფროსი კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი, „პაშა ბანკის“ აღმასრულებელი დირექტორი ნიკოლოზ შურღაია, საერთაშორისო აკადემია „ლოგოსის“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჩავლეიშვილი და „ლობს ქოუჩინგის“ დამფუძნებელი, ქოუჩი კახი ლობჟანიძე. ისინი მონაწილეებს ჯეიმს ქლიერის წიგნზე „ატომური ჩვევები“ ესაუბრებიან და ამავდროულად, გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, თუ როგორ დაძლიეს მავნე ჩვევები და როგორ მიაღწიეს დიდ მიზნებს პატარა ნაბიჯებით.

გაინტერესებთ, როგორ აყალიბებს ჩვევები თქვენს იდენტობას (ან იქნებ პირიქით)? რომელი უფრო მნიშვნელოვანია სასურველი შედეგების მისაღწევად: თვითდისციპლინა, მოტივაცია თუ გარემო? იქნებ თქვენზე ამბობენ, რომ ძალიან ნიჭიერი ხართ, მაგრამ ზარმაცი - გაინტერესებთ, გაიგოთ სიმართლე ნიჭის შესახებ? - სწორედ ამ კითხვებზე პასუხის მიღებაში დაგეხმარებათ ჯეიმს ქლიერის წიგნი და პანელური დისკუსია.

სოსო გალუმაშვილი, „ჯეპრას“ უფროსი კონსულტანტი: „შეხვედრაზე მოსული ადამიანები წიგნში მოცემული მეთოდოლოგიის გამოყენებას ისწავლიან. სპიკერები არამხოლოდ მოვყვებით ამონარიდებს და პრაქტიკულ რჩევებს წიგნიდან, არამედ მათ გავუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას, თუ როგორ გამოვიყენეთ ის ცხოვრებაში და მცირე ცვლილებებით როგორ მივაღწიეთ დიდ შედეგს. „ატომური ჩვევები“ სახელმძღვანელოა მათთვის, ვინც აქამდე უშედეგოდ ცდილობდა ცუდი ჩვევებისგან გათავისუფლებას. მეგზურია მათთვის, ვისაც ახალი ჩვევების ჩამოყალიბებისთვის აქამდე საკმარისი ცოდნა და მოტივაცია არ ჰქონდა. გზამკვლევია მათთვის, ვინც მეგობრებსა თუ კოლეგებს, შვილებსა თუ ახლობლებს სწორი რჩევებით ეხმარება.“

ნიკოლოზ შურღაიაპაშა ბანკის აღმასრულებელი დირექტორივიდეობლოგი წიგნებზე ავტორი: „ადვილია გავაცდინოთ ვარჯიში, ფულის ხარჯვა ბიუჯეტს გადავაჭარბოთ მცირედ, ან პროექტი დავაგვიანოთ. შესაძლოა, თითოეულმა ამ გადახვევამ არ გვაქციოს სუსტად, ღარიბად ან უმუშევრად. ასევე პირიქით, რამდენიმე დღე ვარჯიში არ გვაქცევს სპორტსმენად, ერთხელ დაზოგვა არ გაგვხდის მილიონერად და ვადაში გაკეთებული ერთი პროექტი არ შექმნის ჩვენი წარმატების ისტორიას. ამავე დროს, თუ ყოველდღე 1%-ით გავაუმჯობესებთ რაიმეს, ის 37-ჯერ გაიზრდება წლის მანძილზე. თუ ყოველდღე 1%-ით შევამცირებთ რაიმეს, ის თითქმის გაქრება! სწორედ ამას ეხება წიგნი, რომლის გარშემოც ძალიან საინტერესო პანელური დისკუსია იგეგმება.“

„ატომური ჩვევების“ რევოლუციური სისტემა გასწავლით, როგორ გახდეთ ყოველდღე 1%-ით უკეთესი. პატარა ცვლილებებს თქვენი კარიერის, ურთიერთობებისა და ცხოვრების გარდაქმნა შეუძლია.

პანელური დისკუსია 28 ივნისს 19:00 საათზე გაიმართება. დასასწრები ბილეთის შესაძენად ეწვიეთ ბმულს. სტუდენტებისთვის მოქმედებს 35%-იანი ფასდაკლება. პრომო კოდის მისაღებად გადადით „ლურჯი ოკეანის“ გვერდზე.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით რეგიონში სტუმარმასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებისათვის, მასტერკლასები გაიმართა
27 ივნისი 2022
მასტერკლასების მიზანი იყო პიარის და მარკეტინგული კომუნიკაციების თემაზე ცნობიერების ამაღლება მომსახურების ხარისხის გაუმჯო...
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით რეგიონში სტუმარმასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებისათვის, მასტერკლასები გაიმართა

27 ივნისი 2022
Copy to clipboard

 

მასტერკლასების მიზანი იყო პიარის და მარკეტინგული კომუნიკაციების თემაზე ცნობიერების ამაღლება მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

შეხვედრების ციკლს უძღვებოდნენ ცნობილი სპიკერები და სფეროს ექსპერტები.

სტრატეგიული კომუნიკაციები სტუმარმასპინძლობის სფეროში - კახა მაღრაძე

ადამიანური რესურსების მართვა სტუმარმასპინძლობის სფეროში - ანდრო დგებუაძე

ემოციური ინტელექტი სტუმარმასპინძლობის სფეროში - თორნიკე გურული

ბრენდინგი სტუმარმასპინძლობის სფეროში - ანდრო მეტრეველი

გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მორიგი ღონისძიება გაიმართა
29 მაისი 2022
29 მაისს, გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მორიგი ღონისძიება გაიმართა.   ღონისძიება გაფანტული...
გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მორიგი ღონისძიება გაიმართა

29 მაისი 2022
Copy to clipboard

 

29 მაისს, გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მორიგი ღონისძიება გაიმართა.
 
ღონისძიება გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტთა ორგანიზაციის, „მს საქართველო“ ეგიდით განხორციელდა და მიზნად ისახავდა სახელმწიფოსთვის შეხსენებას, რომ რეგიონში მცხოვრები პაციენტები კვლავ მკურნალობის დაფინანსების მოლოდინში არიან.
ჰიპერტენზიის საინფორმაციო კამპანია „გაიზომე წნევა - #ამასშენთვისგეუბნები“
17 მაისი 2022
ჰიპერტენზიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც დღეს, 17 მაისს აღინიშნება, მთელ მსოფლიოში მაისში ჰიპერტენზიის ...
ჰიპერტენზიის საინფორმაციო კამპანია „გაიზომე წნევა - #ამასშენთვისგეუბნები“

17 მაისი 2022
Copy to clipboard

 

ჰიპერტენზიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც დღეს, 17 მაისს აღინიშნება, მთელ მსოფლიოში მაისში ჰიპერტენზიის საინფორმაციო კამპანია „გაიზომე წნევა - #ამასშენთვისგეუბნები“ გაიმართა. 
 
კამპანიის ფარგლებში, 16-21 მაისს, თბილისში ჰიპერტენზიის სკრინინგ კვირეული გაიმართა. საზოგადოებას ყოველ დღე მოძრავი სკრინინგ პუნქტი ქალაქის სხვადასხვა უბანში მოემსახურა. 
 
კვირეულის ფარგლებში, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება ჰქონდათ ჩაეტარებინათ უფასო კვლევა, რაც წნევის გაზომვას, გლუკოზის შემოწმებას, კარდიოგრამის გადაღებას და ექიმთან კონსულტაციას მოიცავდა.
 
პროექტი ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ მიერ განხორციელდა, კამპანიის საინფორმაციო მხარდაჭერას და სკრინინგ კვირეულის ორგანიზებას ჯეპრამ უზრუნველყო. 
საქართველოსა და ყაზახეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილე აღინიშნა
29 აპრილი 2022
საქართველოსა და ყაზახეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით თბილისში ყაზახი მოაზროვნისა და...
საქართველოსა და ყაზახეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილე აღინიშნა

29 აპრილი 2022
Copy to clipboard

 

საქართველოსა და ყაზახეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით თბილისში ყაზახი მოაზროვნისა და პოეტი-განმანათლებლის აბაი კუნანბაევის ძეგლი გაიხსნა.
 
🇰🇿🇬🇪ღონისძიება საქართველოსა და საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის მე-11 სხდომის ფარგლებში, საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებითა და ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ხელშეწყობით მოეწყო. ძეგლის ავტორია ცნობილი ქართველი მოქანდაკე ჯუმბერ ჯიქია.
17 აპრილს, ჰემოფილიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა
17 აპრილი 2022
17 აპრილს, ჰემოფილიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია ჰემოფილიისა და დონორობის ასოცი...
17 აპრილს, ჰემოფილიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა

17 აპრილი 2022
Copy to clipboard

 

17 აპრილს, ჰემოფილიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია ჰემოფილიისა და დონორობის ასოციაციის ეგიდითა და კ. ერისთავის სახ. ქირურგიის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით ჩატარდა.
 
ღონისძიება მიზნად ისახავდა დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პროფილაქტიკური მკურნალობის ეფექტურობასთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცვლა-გაზიარებას.
 
კონფერენცის ფარგლებში გაიმართა პანელური შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ექიმებმა, ექსპერტებმა და პაციენტებმა, მათ კიდევ ერთხელ შეაჯამეს ჰემოფილიის მართვაში არსებული სირთულეები, პროფილაქტიკური მკურნალობის ხელმისაწვდომობის აუცილებლობა და მისი ეფექტურობა.
ჯეპრამ საქართველოს ეროვნულ არქივთან და კალიგრაფ დავით მაისურაძესთან თანამშრომლობით ახალი შრიფტი „საზედაო“ შექმნა
14 აპრილი 2022
საქართველოს მდიდარი კალიგრაფიული სკოლა აქვს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა. ხელნაწერი წიგნის ეპოქაში, გარ...
ჯეპრამ საქართველოს ეროვნულ არქივთან და კალიგრაფ დავით მაისურაძესთან თანამშრომლობით ახალი შრიფტი „საზედაო“ შექმნა

14 აპრილი 2022
Copy to clipboard

 

საქართველოს მდიდარი კალიგრაფიული სკოლა აქვს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა. ხელნაწერი წიგნის ეპოქაში, გარდა კალიგრაფიისა, გადამწერები ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ტექსტის მხატვრულ გაფორმებას. საზედაო შრიფტს საფუძვლად სწორედ ეროვნულ არქივში დაცული XIV – XVIII საუკუნეების ხელნაწერებში გამოყენებული გრაფემები, ანუ საზედაო ასოები დაედო.

 „შუა საუკუნეების ქართულ წიგნის ხელოვნებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია დიდი ზომის მოხატულ საზედაო ასოებს, რომლებიც აბზაცის ან თავის დასაწყისს მიანიშნებენ. მოხარულები ვართ, რომ ახალი საზედაო შრიფტის შექმნით ქართული კალიგრაფიული ხელოვნების კიდევ ერთი ნიმუშის წარდგენის შესაძლებლობა გვეძლევა.“ – განაცხადა ჯეპრას სპეციალური პროექტების მენეჯერმა რუსუდან უსტიაშვილმა.
 
„შრიფტი დიდ დახმარებას გაუწევს ტექსტების დიზაინერებს ახალი იდეების განხორციელებაში, ამასთან პოპულარიზაციას გაუწევს ქართულ ხელნაწერთა გაფორმების მრავალსაუკუნოვან ტრადიციას.“- განაცხადა საქართველოს ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების უფროსმა ქეთევან ასათიანმა.
 
 
                                       
                                       
 

ჩვენ მიერ შექმნილი შრიფტი ეფუძნება ხუთი სხვადასხვა ისტორიული ხელნაწერის საზედაო ასოებში გამოყენებულ კიდურყვავილოვან ორნამენტებსა და ხვეულებს. ამავე დროს, ყველა ასო ნიშანი თანამედროვე მოხაზულობითაა წარმოდგენილი და არ არის უცვლელი კოპირება ძველი საზედაო ასოებისა. ამიტომ შრიფტი ერთგვარი ხიდია ჩვენს მდიდარ წარსულსა და თანამედროვეობას შორის და ხაზს უსვამს კალიგრაფიის ხელოვნების უწყვეტობასაც: შუა საუკუნეების ტრადიციული მოხატულობის სტილი თანამედროვე ასოებზეა მორგებული.“-განაცხადა კალიგრაფმა დავით მაისურაძემ.

საზედაო შრიფტის წარდგენა ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში 14 აპრილს, დედაენის დღეს გაიმართა.

შრიფტის ჩამოტვირთვა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს სრულიად უსასყიდლოდ შეუძლია ვებგვერდებიდან: calligraphy.ge და www.gepra.ge/fonts.

 
ახალი შრიფტის „საზედაო-ს“ წარდგენა ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში
14 აპრილი 2022
საქართველოს ეროვნული არქივის, ჯეპრას და კალიგრაფ დავით მაისურაძის თანამშრომლობით შექმნილი ახალი შრიფტის „საზედაო-ს“ წარდ...
ახალი შრიფტის „საზედაო-ს“ წარდგენა ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში

14 აპრილი 2022
Copy to clipboard

 

საქართველოს ეროვნული არქივის, ჯეპრას და კალიგრაფ დავით მაისურაძის თანამშრომლობით შექმნილი ახალი შრიფტის „საზედაო-ს“ წარდგენა ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში 14 აპრილს, დედაენის დღეს გაიმართა.

საქართველოს ეროვნული არქივის, ჯეპრას და კალიგრაფ დავით მაისურაძის თანამშრომლობით შექმნილი ახალი შრიფტის „საზედაო-ს“ წარდგენა ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში 14 აპრილს, დედაენის დღეს გაიმართა.
 
პავილიონში გამოფენილი იყო არქივში დაცული XIV – XVIII საუკუნეების ძეგლები, რომელთა საფუძველზეც შეიქმნა აღნიშნული შრიფტი.
 
🔗შრიფტების გადმოწერა შესაძლებელია ვებგვერდებიდან:
სტრატეგიული კომუნიკაციის ფორმები - კახა მაღრაძე FM ქოუჩი
13 აპრილი 2022
რას ნიშნავს სტრატეგიული კომუნიკაციის ფორმები – ამ თემაზე „ჯეპრას“ უფროსმა კონსულტანტმა კახა მაღრაძემ ისაუბრა გადაცემაში ...
სტრატეგიული კომუნიკაციის ფორმები - კახა მაღრაძე FM ქოუჩი

13 აპრილი 2022
Copy to clipboard

 

რას ნიშნავს სტრატეგიული კომუნიკაციის ფორმები – ამ თემაზე „ჯეპრას“ უფროსმა კონსულტანტმა კახა მაღრაძემ ისაუბრა გადაცემაში “FM ქოუჩი”.

რას ნიშნავს სტრატეგიული კომუნიკაცია?

დღეს ეს ტერინი გამოიყენება მიზანმიმართული კომუნიკაციისთვის, ეს არის საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამედროვე ფორმა. ადრე მას ჰიბრიდული ომის საპასუხო ინსტრუმენტის სახე ჰქონდა, ხოლო დღეს უკვე საჯარო კომუნიკაციაში გადმოინაცვლა. სტრატეგიული კომუნიკაციის მიზანია კრიზისების აცილება და სწორი კომუნიკაციის წარმართვა.

სტრატეგიული კომუნიკაცია საქართველოში აქტიურად გამოიყენება საჯარო უწყებებში. ამ კომუნიკაციას აქვს კამპანიური ხასიათი და პრევენციულ ხასიათს ატარებს.

სტრატეგიული კომუნიკაცია გრძელვადიანი უნდა იყოს?

 როცა საქმე რეპუტაციას, სამიზნე ჯგუფებთან კომუნიკაციას ეხება, ეს უნდა იყოს გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი. ნებისმიერი პროექტის, რეფორმის დაწყებისას უნდა იყოს განსაზღვრული, თუ რამ შეიძლება შეუშალოს ხელი მის განხორციელებას. ზოგადად პირველი ნაბიჯია საჭიროებების ანალიზი. უნდა შეფასდეს საინფორმაციო სივრცე. ჩატარდეს კვლევები, განხორციელდეს მედიამონიტორინგი.

საჭიროა შუალედური კვლევების ჩატარება, პროცესის გაზომვა, თუ რამდენად სწორი გზით მიდის კომუნიკაცია.

რამდენად მნიშვნელოვანია მედიასთან კომუნიკაცია?

ჯერჯერობით საქართველოში პიარი პოზიტიურ მედია გაშუქებაზე ზრუნვას ნიშნავს, ამას დაემატა სოციალური ქსელები.

რეფორმის განხორცილებისას, მნიშვნელოვანია მედიის როლი და ჩართულობა, რადგან თემა სწორად გაშუქდეს. უმჯობესია მედია წინასწარ იყოს ჩართული პროცესში, მეტიც, მედიასთან ერთად დაიგეგმოს რეფორმის საკიტხები. ასევე მნიშვნელოვანია, რეფორმის მიმართულებით მედიის განთლებაზე გამახვილდეს ყურადღება.