ამბები
ჩვენ ვიცით რას ნიშნავს ოკუპაცია, გვახსოვს ჩვენი წარსული და კიდევ ერთხელ ვუცხადებთ სოლიდარობას უკრაინელ ხალხს, მათ ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის!
სულ მალე კალიგრაფ დავით მაისურაძესთან თანამშრომლობით საქართველოს ეროვნული გმირის, საბჭოთა რუსეთის ჯარებთან ბრძოლაში დაღუპული 19 წლის მედდის მარო მაყაშვილის ხელნაწერ შრიფტს წარვუდგენთ საზოგადობას.
28 თებერვალს, სასტუმრო „რუმსი ჰოტელ თბილისში“ იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიება გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდის (GeRaD) მხარდაჭერით მეცამეტედ ჩატარდა და მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას იშვიათი დაავადებების, მათი დიაგნოსტირების გაუმჯობესებასა და მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის შესახებ: „შემოგვიერთდით, რათა გავხადოთ იშვიათი დაავადებების ხმა მისაწვდომი და ყურადსაღები“.
გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ოლეგ ქვლივიძემ და საქართველოს პედიატრ ნევროლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა ნანა ტატაშვილმა ისაუბრეს იშვიათი დაავადების სიმძიმის, მკურნალობის მიმართულებით დღეს არსებულ პრობლემებსა და მიღწეულ შედეგებზე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ექიმები, პაციენტები, პაციენტთა ორგანიზაციების წარმომადგენლები და მხარდამჭერები.
მნიშვნელოვანია, რომ გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდის (GeRaD) მიერ 2020-2021 წლებში პრიორიტეტად გამოცხადებული დაავადების - სპინალური კუნთოვანი ატროფიის (სკა) მკურნალობა 2022 წლიდან ხელმისაწვდომი გახდა.
ჯეპრა სოლიდარობას უცხადებს უკრაინას და გმობს რუსულ აგრესიას!
საომარი სიტუაციიდან გამომდინარე, უკრაინის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ვერ ბრუნდებიან საკუთარ სამშობლოში, ჯეპრა მზად არის გამოყოს სამუშაო სივრცეები და უზრუნველყოს ყველანაირი სამუშაო პირობით.