ჯეპრამ ნიკო ნიკოლაძის საზოგადოებასთან თანამშრომლობით ნიკო ნიკოლაძის შესახებ ორი წიგნი გამოსცა
30 სექტემბერი 2020
ჯეპრამ ნიკო ნიკოლაძის საზოგადოებასთან თანამშრომლობით ნიკო ნიკოლაძის შესახებ ორი წიგნი გამოსცა. 📗 “უცნობი ნაცნობი“ - რედ...
ჯეპრამ ნიკო ნიკოლაძის საზოგადოებასთან თანამშრომლობით ნიკო ნიკოლაძის შესახებ ორი წიგნი გამოსცა

30 სექტემბერი 2020
Copy to clipboard

 

ჯეპრამ ნიკო ნიკოლაძის საზოგადოებასთან თანამშრომლობით ნიკო ნიკოლაძის შესახებ ორი წიგნი გამოსცა.

📗 “უცნობი ნაცნობი“ - რედაქტორები: ლია ბიბილეიშვილი, რამაზ ნამიჭეიშვილი.
📗ნიკო ნიკოლაძის წერილები „სომხურ-ქართული ურთიერთობანი 1893-1898 წლებში“ რედაქტორი: ლაურა კუტუბიძე;

წიგნების პრეზენტაცია ნიკო ნიკოლაძის დაბადებიდან 177-ე წლისთავთან დაკავშირებით სოფელ დიდ ჯიხაიშში ჩატარებულ ღონისძიებაზე გაიმართა.

ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში გამართულ ღონისძიებას ნიკოლაძის მკვლევარებთან და სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრო ასევე საქართველოს პრეზიდენტი, ნიკო ნიკოლაძის შვილთაშვილი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი.

 

Techstars Startup Week Georgia: "ნულიდან ერთამდე"
30 სექტემბერი 2020
  სოსო გალუმაშვილი წარმოგიდგენთ ლურჯი ოკეანის ბესტსელერს "ნულიდან ერთამდე".  
Techstars Startup Week Georgia: "ნულიდან ერთამდე"

30 სექტემბერი 2020
Copy to clipboard

 

 
სოსო გალუმაშვილი წარმოგიდგენთ ლურჯი ოკეანის ბესტსელერს "ნულიდან ერთამდე".
 

როგორ ჩავატაროთ წარმატებული ვირტუალური პრესკონფერენცია - ინტერვიუ ჯეპრას მედია მენეჯერთან
25 სექტემბერი 2020
 ინტერვიუ ჯეპრას მედია მენეჯერ, ნინი მეტრეველთან. - ვინაიდან, მსოფლიო პანდემიის პირობებში, პირდაპირი კომუნიკაცია ვირტუა...
როგორ ჩავატაროთ წარმატებული ვირტუალური პრესკონფერენცია - ინტერვიუ ჯეპრას მედია მენეჯერთან

25 სექტემბერი 2020
Copy to clipboard

 

 ინტერვიუ ჯეპრას მედია მენეჯერ, ნინი მეტრეველთან.

- ვინაიდან, მსოფლიო პანდემიის პირობებში, პირდაპირი კომუნიკაცია ვირტუალურით ჩანაცვლდა, ანალოგიურ რეჟიმში გადავიდნენ კომპანიებიც და უმეტესობა ტრადიციულის მაგივრად, უკვე ვირტუალურ პრესკონფერენციებს ატარებს. რამდენად განსხვავდება ახლა პრესკონფერენციის მზადების პროცესი და რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს ამას?

ამ ყველაფრის დადებითი მხარე ისაა, რომ შემცირდა მოსამზადებელი დრო. ონლაინ პრესკონფერენციის ორგანიზებისას, არაა საჭირო პრესკონფერენციის ჩატარების ადგილზე ფიქრი, დაჯავშნა, ორგანიზება. ასევე, არ იხარჯება დრო გადაადგილებაზე და, რაც მთავარია, სხვების და საკუთარ ჯანმრთელობაზეც ვზრუნავთ. ვირტუალური ფორმით პრესკონფერენციის ორგანიზება უმოკლეს დროშია შესაძლებელი. თუმცა, ცხადია, რაღაც დეტალები არ შეცვლილა - მედიასთან კომუნიკაცია, სპიკერის მომზადება, ღონისძიების ორგანიზება. რეალურად, პროცესი იმით განსხვავდება, რომ მეტ ყურადღებას ვაქცევთ ისეთ  ტექნიკურ დეტალებს, როგორიცაა კარგი ინტერნეტი, პლატფორმის შერჩევა, მედიის მხრიდან კითხვების ქრონოლოგია და ა.შ. უარყოფითი მხარეა ის, რომ ტექნიკური ხარვეზისგან ვერაფრით იქნები დაზღვეული, ვერ უზრუნველყოფ ინტერნეტის, ან პროგრამის უნაკლო მუშაობას. ვერ დაიზღვევ თავს იმისგან, რომ რომელიმე ჟურნალისტის ხმა შეიძლება არ ისმოდეს და სხვა.

- ვირტუალური პრესკონფერენციის დროს, რთულია დამსწრეების მხრიდან ჩართულობის უზრუნველყოფა და მათთვის მთავარი მესიჯების სწორად მიწოდება. რა პრობლემებს აწყდებით მგავს სიტუაციებში და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პრესკონფერენცია საინტერესო და ღირებული გახდეს?

პირველ რიგში, უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ პრესკონფერენციის ყველა მონაწილე თავს გრძნობდეს კომფორტულად და მათთვის არ იყოს აბსოლუტურად უცხო ის პლატფორმა, რომელიც ჩვენ პრესკონფერენციის ჩასატარებლად შევარჩიეთ. ასეთ შემთხვევაში, არ გაეფანტებათ ყურადღება და კონცენტრირებული იქნებიან სპიკერზე. დამატებით, აუცილებელია, ჩვენ თავად ვიცოდეთ ამ პლატფორმის სწორად მართვაც, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ტექნიკური ხარვეზის გაჩენის შანსი. გარდა ამისა, დარწმუნებულები უნდა ვიყოთ იმაშიც, რომ ჟურნალისტები, რომლებიც ონლაინ პრესკონფერენციაზე მოვიწვიეთ, თემით დაინტერესებულები არიან. თუმცა, ეს ჩვეულებრივი პრესკონფერენციის გამართვის დროსაც მნიშვნელოვანია. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მედია მაინც შეიძლება დაიღალოს დიდხანს ეკრანის ყურებით, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიქნებით იმ დღეს ერთადერთი, ვისი მოსმენაც მათ მოუწევთ. ამიტომ, დროის ფაქტორი ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტია. სპიკერის მონოლოგი არ უნდა გაგრძელდეს უსასრულოდ. უნდა იყოს მოკლე, ინფორმაციული და არა მონოტონური. პრესკონფერენციის დრო კიდევ უფრო შემცირდება, თუ მოდერატორი, ან მედია მენეჯერი წინასწარ გამოართმევს კითხვებს ჟურნალისტებს და მიაწვდის მას სპიკერს, რომელიც მათ მიმდევრობით უპასუხებს. ეს გამოცდილი და წარმატებული ხერხია. ცხადია, ეს არ გამორიცხავს დამატებითი კითხვების დასმის საშუალებას, თუმცა საგრძნობლად ამცირებს პრესკონფერენციის დროს.

- როგორ უნდა შევარჩიოთ სწორი პლატფორმა პრესკონფერენციისთვის და როგორ უნდა მოვამზადოთ სპიკერები, რომ თავიდან ავიცილოთ გაუთვალისწინებელი ხარვეზები?

როგორც უკვე აღვნიშნე, სასურველია, პლატფორმა იყოს ყველასთვის ნაცნობი, როგორც სპიკერისთვის, ისე - მედიისთვის, რომ მათ არ მოუწიოთ ახალი პროგრამის გადმოწერა, დარეგისტრირება, სწავლა. ასევე, პლატფორმის შერჩევისას, უნდა დავფიქრდეთ იმაზეც, თუ რა ფუნქციები გვჭირდება. მაგალითად, გვჭირდება თუ არა პრესკონფერენციის ჩანაწერის გაკეთება მოგვიანებით გასავრცელებლად. აუცილებლად უნდა გამოვცადოთ შერჩეული პლატფორმა უშუალოდ ღონისძიების დაწყებამდე და დავრწმუნდეთ, რომ ტექნიკური ხარვეზების არსებობის შანსი მინიმუმამდეა

რაც შეეხება სპიკერის მომზადებას, მნიშვნელოვანია, რომ ის ფოკუსირებული იყოს მხოლოდ თავის გამოსვლაზე, და არა - ტექნიკურ დეტალებზე. მას რამდენიმეჯერ უნდა ჰქონდეს გავლილი რეპეტიცია, რათა დარწმუნდეს, რომ მოკლე დროში ახერხებს მედიისთვის სათქმელის მიწოდებას. ასევე, ინფორმირებული უნდა იყოს, როდის და როგორ ისმის მისი ხმა, როდის შეუძლია საუბრის დაწყება, როდის უნდა უპასუხოს კითხვებს და სხვა მსგავსი დეტალების შესახებ.

-როგორ უნდა ვმართოთ ვირტუალურ პრესკონფერენციაზე დასმული კითხვები და როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ დროში ვართ შეზღუდულები?

სასურველია, ონლაინ პრესკონფერენციას, სპიკერისა და ჟურნალისტების გარდა, ესწრებოდეს ე.წ. მოდერატორი/მედია მენეჯერი, რომელიც დაარეგულირებს ყველაფერს, პირველ რიგში კი ჟურნალისტების მხრიდან დასმულ კითხვებს. ქაოსის თავიდან ასაცილებლად, კარგი იქნება, თუ სპიკერს წინასწარ მიეწოდება კითხვები, რომელზეც ის ამომწურავად გასცემს პასუხს. თუმცა, თუ პრესკონფერენციის თემა არაა ცნობილი, მაშინ შესაძლებელია არა კითხვების შინაარსის, არამედ - კითხვების დასმის ქრონოლოგიის წინასწარ შეთანხმება, ნებისმიერი მისაღები პრინციპით. ეს თავიდან აგვაცილებს ქაოსსა და უკმაყოფილებას ჟურნალისტების მხრიდან.

რაც შეეხება დროში შეზღუდვის საკითხს, ვფიქრობ, აქ გამოსავალი ერთია. დროის ამოწურვის შემდეგ, ჟურნალისტებს საშუალება უნდა ჰქონდეთ, სასურველი კითხვები მიაწოდონ მოდერატორს/მედია მენეჯერს, რომელიც მალევე დაუბრუნებს მათ სპიკერის პასუხებს წერილობით ფორმაში. 

 

არჩევნები და რეკლამა
15 სექტემბერი 2020
ეკრანზე და ეთერში უკვე გამოჩნდა სარეკლამო რგოლები, ბანერებზეც მრავლად ჩანან მაჟორიტარობის კანდიდატები. რომელი სარეკლამო-...
არჩევნები და რეკლამა

15 სექტემბერი 2020
Copy to clipboard

 

ეკრანზე და ეთერში უკვე გამოჩნდა სარეკლამო რგოლები, ბანერებზეც მრავლად ჩანან მაჟორიტარობის კანდიდატები. რომელი სარეკლამო-სააგიტაციო საშუალებაა უფრო ეფექტური, ვინ როგორ იყენებს წინასაარჩევნო რეკლამას?

ჯეპრას უფროსი პარტნიორი, კახა მაღრაძე საქართველოს რადიოს ეთერში.

 

ვრცლად: https://bit.ly/3hxIKOr

სპინალური კუნთოვანი ატროფია - სკას მორიგი პრესკონფერენცია გაიმართა
11 სექტემბერი 2020
11 სექტემბერს, სასტუმრო თბილისი რუმსში ჩატარდა სპინალური კუნთოვანი ატროფია • სკას მორიგი პრესკონფერენცია. ღონისძიებას...
სპინალური კუნთოვანი ატროფია - სკას მორიგი პრესკონფერენცია გაიმართა

11 სექტემბერი 2020
Copy to clipboard

 

11 სექტემბერს, სასტუმრო "თბილისი რუმსში" ჩატარდა სპინალური კუნთოვანი ატროფია • სკას მორიგი პრესკონფერენცია.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ექიმები, პაციენტები და მათი ოჯახის წევრები, მხარდამჭერები, მედიის წარმომადგენლები, რომლებმაც განიხილეს დაავადება, მის მკურნალობასთან დაკავშირებული პრობლემები და სამომავლო გეგმები.

ღონისძიება საინფორმაციო კამპანიის "გამაძლიერე" ფარგლებში ეწყობა, რომლის მიზანს მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, პაციენტების მხარდაჭერა, საზოგადოებისა და სახელმწიფოს აქტიური ჩართულობა წარმოადგენს.

პრესკონფერენციის მოდერაციას, ჯეპრას უფროსი კონსულტანტი თინათინ სამყურაშვილი უძღვებოდა.

#თვითშემეცნებისთვე - ეკატერინე ჟვანია
11 სექტემბერი 2020
#თვითშემეცნებისთვის ფარგლებში, გთავაზობთ ინტერვიუს ჯეპრას დირექტორთან, ეკატერინე ჟვანიასთან.  ვინ მოახდინა ყველაზე დიდი...
#თვითშემეცნებისთვე - ეკატერინე ჟვანია

11 სექტემბერი 2020
Copy to clipboard

 

#თვითშემეცნებისთვის ფარგლებში, გთავაზობთ ინტერვიუს ჯეპრას დირექტორთან, ეკატერინე ჟვანიასთან. 

ვინ მოახდინა ყველაზე დიდი გავლენა შენზე და იმაზე, თუ რას წარმოადგენ დღეს? როგორ?

რთული გამოსაყოფი იქნება ყველა ის ადამიანი, თუ მოვლენა, რომელმაც გავლენა იქონია ჩემს დღევანდელ ვერსიაზე, მაგრამ მაინც შევძლებ რამოდენიმე ადამიანის თუ ადამიანთა ჯგუფის და მოვლენის გამოყოფას. ყველაზე ფუნდამენტალური ასპექტები ჩემს ცხოვრებაში ოჯახმა (დიდი მეგრული ოჯახის ზომაზე არ დავიწყებ ზედმეტად საუბარს) მასწავლა, ის, რომ ყოველთვის მაქვს არჩევანის თავისუფლება და თავად უნდა ვიტვირთო პასუხისმგებლობა ჩემს ქმედებებზე. აფხაზეთის ომმა და მის მერე განვითარებულმა მოვლენებმა დამანახა, რომ ცხოვრება უეცრად ნულიდან შეიძლება გახდეს დასაწყები და ამის მიუხედავად სრულად წელში გამართვა შესაძლებელია.

12 წლის ასაკში მოვხვდი იტალიაში, სადაც ჩემთვის რევოლუციური ცვლილებები მოხდა და უსათუოდ ამ მოვლენას დიდი გავლენა ჰქონდა ჩემზე. ჩამონათვალი იქნება უსასრულო და მოკლედ რომ შევაჯამო გამოდის რომ ყველა, ვისთანაც მაქვს ურთიერთობა და ყოველი დღე თავისი უამრავი მოვლენით მცვლიდა, მცვლის და კიდევ შემცვლის, ამიტომ მადლობა ყველაფერს, რაც არ გვკლავს, რადგან ის გვაძლიერებს და გვცვლის. ზუსტად ვიცი, რომ ხვალ დილიდან ამ პლანეტაზე ეკა ჟვანიას ახალი ოდნავ გაუმჯობესებული ვერსია გაიღვიძებს. 

რას აკეთებ, როდესაც დაბრკოლების წინაშე დგები? როგორ აგვარებ პრობლემებს?

გამოცდილებამ მაჩვენა, რომ არ არსებობს გუდაუწყვეტელი პრობლემა, ამიტომ ძალიან მშვიდად, ძირითადად ცივი გონებით ვიწყებ პრობლემის მოგვარებას, რაღაც მომენტში აზარტიც მოდის და დაბრკოლების გადალახვა ძალიან სახალისოც კი შეიძლება გახდეს.

როგორ ფიქრობ, რა არის საუკეთესო გზა, კარიერაში წარმატების მისაღწევად?

საქმის კეთების დრაივი უნდა გქონდეს, თუკი დილას დაგეზარება სამსახურში წასვლა ის სამსახური უნდა დატოვო, იქ არაფერი გამოგივა, რადგან შენი არაა. იპოვო ისეთი საქმე, რომელიც დროზე ადრე მიგიყვანს სამსახურში და დრაივით გააკეთებ საქმეს, ამ პრინციპით დარწმუნებული ვარ წარმატებული და დაფასებული იქნები შენს საქმეში. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს თვითგანვითარება და სწავლის უწყვეტი პროცესი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია კარიერულ ზრდაში.

#თვითშემეცნებისთვე - მაია ტაკაშვილი
08 სექტემბერი 2020
#თვითშემეცნებისთვის ფარგლებში, გთავაზობთ ინტერვიუს ჯეპრას მედია მენეჯერთან, მაია ტაკაშვილთან. ვინ მოახდინა ყველაზე დიდი...
#თვითშემეცნებისთვე - მაია ტაკაშვილი

08 სექტემბერი 2020
Copy to clipboard

 

#თვითშემეცნებისთვის ფარგლებში, გთავაზობთ ინტერვიუს ჯეპრას მედია მენეჯერთან, მაია ტაკაშვილთან.

ვინ მოახდინა ყველაზე დიდი გავლენა შენზე და იმაზე, თუ რას წარმოადგენ დღეს? როგორ?

შეიძლება ითქვას, რომ იმ თაობას ვეკუთვნი, რომელიც 90-იან წლების სიბნელიდან „გამოძვრა“ და „გადარჩა“. ამიტომაც, რასაც დღეს წარმოვადგენ, შესაძლოა, ამ წლებმაც  განაპირობეს და მათი „დამსახურებაცაა“. სწორედ, ამის შედეგია რომ  დღეს ჩემი პროფესიით არ ვმუშაობ და არც მიმუშავია, თუმცა კმაყოფილი ვარ, რადგან ჩემგან „ეკონომისტი“ ვერ დადგებოდა. მოულოდნელად ჩემი მეგობრების გავლენით აღმოვჩნდი ჟურნალისტიკაში, სადაც გავიცანი სოსო, მისგან პირველად გავიგე სიტყვა „პიარი“, მომეწონა, შევეშვი ჟურნალისტიკას და ... 16 წელია, როგორც ამას „ზოგიერთები“ ჩვენს საქმიანობას უწოდებენ -  „პიარის კეთებას“ შემოვრჩი.  დღემდე ვიზრდები და ალბათ, ამ სფეროში ეს პროცესი არ სრულდება და არც არასოდეს დასრულდება.

მაგრამ, ყველაზე მთავარი, რასაც დღეს წარმოვადგენ ეს მაროს, კესოს და ვაჩეს დამსახურებაა. სწორედ ესენი მაგრძნობინებენ მე დღეს რას წარმოვადგენ, ისინი ახდენენ გავლენსაც და მიქნიან მოვლენებსაც.

და ბოლოს, ჩემი სავიზიტო ბარათია, ვინც მცნობს მიხვდება, გაიგებს, იცინებს/დამცინებს და ერთად ვიხალისებთ: „copy paste-ით ცხოვრებაში არ მისარგებლია, ყველაფერს ჩემით მივაღწიე!“

რას აკეთებ, როდესაც დაბრკოლების წინაშე დგები? როგორ აგვარებ პრობლემებს?

ალბათ, მნიშვნელოვანი და გასათვალისინებელია ეს დაბრკოლება „ვის“ ან „რის“ წინაშე დგას. როდესაც ადამიანები მიქნიან დაბრკოლებებს, თანაც დაუმსახურებლად, იმედგაცრუება მთრგუნავს და ცოტახნით მადუნებს. ვცდილობ, პრობლემების მოგვარება სხვაგან, სხვა გზით ვცადო, ასეთ დროს სულ მახსენდება, რომ ყველა განსაცდელს თავისი შედეგი აქვს. ამიტომ ამ შედეგს ველოდები და დანარჩენს უბრალოდ ვივიწყებ - ადამიანებსაც და ფაქტებსაც. მაგრამ თუ ამ დაბრკოლებებს ჩემი არასრულყოფილი შესაძლებლოები მიქმნის, მონდომებით ვიწყებ შექმნილი პრობლემების დარეგულირებას - არ მიყვარს, როცა რაღაც არ გამომდის, ამიტომაც, ყველა საქმე თუ წამოწყება ბოლომდე მიმყავს.

როგორ ფიქრობ, რა არის საუკეთესო გზა, კარიერაში წარმატების მისაღწევად?

ალბათ, ვერ იქნები წარმატებული იმ საქმის სიყვარულის გარეშე, რომელსაც აკეთებ. მაგალითად,  ვერასოდეს ვიმუშავებდი ბანკში 10:00-დან 18:00 საათამდე, ერთ ადგილზე და ვერასოდეს ვიქნებოდი კარგი ოპერატორი.... მნიშვნელოვანია, რომ თავს გრძნობდე კომფორტულად და  მხოლოდ „დავალების ჩაბარებისთვის“ არ მუშაობდე. თუმცა ყველგან აცულებელია და საჭიროა:  გულახდილობა, სანდოობა, პასუხიმგებლობა, არასოდეს მოიტყუო -  თუ რამეს დაპირდი, შეასრულე, თუ შეცდომა დაუშვი - აღიარე ეს!  ალბათ ეს არის წარმატების საიდუმლო.  თუმცა, მაინც მგონია, რომ წარმატება პირობითია, შედარებითი და ფარდობითი საკუთარი შესაძლებლოებისგააჩნია რა დროს, რა პერიოდში, რისთვის ხარ მზად ან რისი მიღწევით ხარ კმაყოფილი.

წარმატება არ ნიშნავს მუშაობას გართობის გარეშე… ხოდა წავედი! 

#თვითშემეცნებისთვე - მანჩო ონიაშვილი
07 სექტემბერი 2020
#თვითშემეცნებისთვის ფარგლებში, გთავაზობთ ინტერვიუს ჯეპრას პროექტების ასისტენთან, მანჩო ონიაშვილთან. ვინ მოახდინა ყველაზ...
#თვითშემეცნებისთვე - მანჩო ონიაშვილი

07 სექტემბერი 2020
Copy to clipboard

 

#თვითშემეცნებისთვის ფარგლებში, გთავაზობთ ინტერვიუს ჯეპრას პროექტების ასისტენთან, მანჩო ონიაშვილთან.

ვინ მოახდინა ყველაზე დიდი გავლენა შენზე და იმაზე, თუ რას წარმოადგენ დღეს? როგორ?

ზოგადად, წლების განმავლობაში ძალიან ბევრმა რამემ იქონია ჩემზე გავლენა და დღევანდელი მე, წარსულის მანჩოსგან საკმაოდ განსხვავებულია. შემეცვალა შეხედულებები ბევრ საკითხზე და ვფიქრობ, რომ დღეს ბევრად უკეთესი ვარ, ვიდრე ადრე ვიყავი, თუმცა ის ფუნდამენტური მახასიათებლები, რაც ჩემი პიროვნების მნიშვნელოვანი ნაწილია არ შეცვლილა, მათ ჩამოყალიბებაზე კი გავლენა ჩემმა ოჯახმა და მეგობრებმა იქონიეს.

რას აკეთებ, როდესაც დაბრკოლების წინაშე დგები? როგორ აგვარებ პრობლემებს?

ვცდილობ ცივი გონებით მივუდგე, არ ავღელდე და პანიკას არ ავყვე. პირველ რიგში, ვეძებ პრობლემის გამომწვევ მიზეზებს და თუ მათზე გავლენას ვეღარ მოვახდენ, ვიწყებ უკვე არსებული მდგომარეობის გამოსწორებაზე ფიქრს. ჯერ ვცდილობ ჩემი ძალებით მოვაგვარო ყველაფერი და თუ გამიჭირდა, შემდეგ მივმართავ კომპეტენტურ პირებს. ჯობია არ დავაიგნოროთ პრობლემა და დრო არ გავწელოთ, რომ მდგომარეობა უკიდურესად არ გაუარესდეს. ვფიქრობ, აუცილებელია, შეგვეძლოს სხვისთვის დახმარების თხოვნა, როცა საჭიროა და არ ვფიქრობდეთ, რომ ეს "ტეხავს".

როგორ ფიქრობ, რა არის საუკეთესო გზა, კარიერაში წარმატების მისაღწევად?

ჩემი აზრით, ნებისმიერ საქმეში წარმატებული იქნები, თუ გაქვს საკუთარ თავზე მუშაობის უნარი და მუდმივად ცდილობ გაიზარდო, უკეთ აკეთო შენი საქმე და ისწავლო კიდევ უფრო მეტი. ძალიან ადვილია ყოველდღიურ აქტივობებში ჩაძირვა და ფოკუსის დაკარგვა, რაც ხელს გვიშლის განვითარებასა და წინსვლაში. ამიტომ პირველ რიგში უნდა გადავწყვიტოთ რა გვინდა, რისი მიღწევა გვსურს, რა საქმიანობა მოგვანიჭებს ბედნიერებას და არ იქნება ჩვენთვის მხოლოდ მოვალეობა. შემდეგ დავისახოთ შესაბამისი მიზნები (გრძელვადიანი, მოკლევადიანი) და ვეცადოთ ყოველდღიურად გადავდგათ ამ მიზნებისკენ თუნდაც პატარ-პატარა ნაბიჯი.

#თვითშემეცნებისთვე - სოფო პეპანაშვილი
04 სექტემბერი 2020
#თვითშემეცნებისთვის ფარგლებში, გთავაზობთ ინტერვიუს ჯეპრას დიზაინერთან, სოფო პეპანაშვილთან.  ვინ მოახდინა ყველაზე დიდი გ...
#თვითშემეცნებისთვე - სოფო პეპანაშვილი

04 სექტემბერი 2020
Copy to clipboard

 

#თვითშემეცნებისთვის ფარგლებში, გთავაზობთ ინტერვიუს ჯეპრას დიზაინერთან, სოფო პეპანაშვილთან. 

ვინ მოახდინა ყველაზე დიდი გავლენა შენზე და იმაზე, თუ რას წარმოადგენ დღეს? როგორ?

ბევრ ადამიანს თუ მოვლენას აქვს ხოლმე გავლენა ადამიანზე. ზოგიერთი ინსპირაციას გვაძლევს თავისი შემოქმედებით, ზოგჯერ ადამიანი უბრალოდ მისი თვისებებით  იქონიებს ხოლმე გავლენას, ზოგჯერ რჩევით გვეხმარებიან ან სხვადასხვა სახის ფიზიკურ დახმარებას აღმოგვიჩენენ. მეც ბევრი ასეთი  შემთხვევა მახსენდება მაგრამ, პირველი და მთავარი ალბათ იყო  როდესაც პროფესიის არჩევისას დამეხმარნენ. სკოლის დამთავრებისას მხატვარმა თინიკო კრაწაშვილმა შემომთავაზა ხატვის გაკვეთილების ჩატარება ჩემთვის თუ ამ პროფესიის არჩევას მოვინდომებდი, რადგან იცოდა რომ ხატვა მიყვარდა. მეც მივხვდი რომ ძალიან კარგი აზრია პროფესიად საყვარელი საქმის არჩევა. ასე დავიწყე სწავლა იაკობ ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელში, შემდეგ გავაგრძელე სამხატვრო აკადემიაში. სხვა შემთხვევაში, სავარაუდოდ ეს სფერო ჩემთვის დამატებით საქმიანობად დარჩებოდა.

რას აკეთებ, როდესაც დაბრკოლების წინაშე დგები? როგორ აგვარებ პრობლემებს?

როდესაც დაბრკოლების წინაშე ვდგები სხვადასხვაგვარად ვიქცევი, გააჩნია იმას თუ რამხელაა დაბრკოლება, მაქვს თუ არა მისი  მოგვარების რესურსი და რაც მთავარია მოტივაცია. ზოგჯერ საჭიროა ხოლმე საქმეს სხვა კუთხით შეხედო და მარტივი გამოსავალი მოძებნო, ზოგჯერ მეტი შრომაა საჭირო ან ვინმესთან კონსულტაცია, ან სულაც თავის დანებება,  გააჩნია შემთხვევას. შემიძლია ბევრი ვიშრომო და მაქსიმალურად კონცენტრირებული ვიყო მიზანზე, თუ რაიმეს მიღწევა ძალიან მინდა. ძირითადი იარაღი ალბათ მაინც ესაა ჩემთვის.

როგორ ფიქრობ, რა არის საუკეთესო გზა, კარიერაში წარმატების მისაღწევად?

ჩემი აზრით, საუკეთესო რამ რითაც ადამიანს შეუძლია წარმატებული იყოს არის საკუთარი საქმის სიყვარული და  მისი გაკეთების სურვილი, ანუ მოტივაცია. როდესაც შენი საქმე გიყვარს ყოველთვის ცდილობ ხარიასხიანად გააკეთო და კარგი შედეგი მიიღო. შეიძლება მიზანს ვერც მიაღწიო მაგრამ, ასე ნელნელა სწავლობ, გამოცდილებას იღებ და ვითარდები. ასევე აუცილებელია გქონდეს მოტივაცია, როდესაც რაღაცის გაკეთება ძალიან გინდა ეცდები კიდეც ამისთვის გზების გამონახვას. ხოლო თუ არ გინდა, პირიქით, ალბათ იმისთვის გამონახავ გზებს  რომ არ გააკეთო. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა წარმატებასაც ვერ მიაღწევ.

#თვითშემეცნებისთვე - ნინი მეტრეველი
03 სექტემბერი 2020
ინტერვიუ მომზადდა პროექტის #თვითშემეცნებისთვე ფარგლებში ვინ მოახდინა ყველაზე დიდი გავლენა შენზე და იმაზე, თუ რას წარმოა...
#თვითშემეცნებისთვე - ნინი მეტრეველი

03 სექტემბერი 2020
Copy to clipboard

 

ინტერვიუ მომზადდა პროექტის #თვითშემეცნებისთვე ფარგლებში

ვინ მოახდინა ყველაზე დიდი გავლენა შენზე და იმაზე, თუ რას წარმოადგენ დღეს? როგორ?

ის, რომ რაღაც წარმატებას მივაღწიე, ერთი ადამიანის დამსახურება ვერ იქნება. ოჯახმა მასწავლა, რომ განათლება ყველაზე დიდი ინვესტიციაა, მერე დამეხმარა ამ ინვესტიციის ჩადებაში, დამარწმუნა საკუთარ შესაძლებლობებში, ოვაციებით ხვდება ჩემს ყველა წარმატებას და თან მახსენებს, რომ ამაზე არ უნდა გავჩერდე.

ჩემი სამსახურების თანამშრომლებსაც ვერ დავუკარგავ წვლილს. ბევრი არა, მაგრამ იყო რამდენიმე ისეთი, ვისაც აუტანელი სამუშაო პირობების მიუხედავად, არ დაეზარა და საკუთარი ცოდნა გამიზიარა. მათი დამსახურებაა ისიც, რომ დღეს მე სხვისთვის რაღაც ახლის სწავლება არ მეზარება. 

პროფესიის და საქმის მიმართ ჩემი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში რამდენიმე ლექტორიც დამეხმარა. სრულიად უცხო ქვეყანაში, ლექტორები, რომელთათვისაც რიგითი სტუდენტი ვიყავი, ჩემს მონდომებას აფასებდნენ და საათებს ატარებდნენ ჩემთან ერთად, სხვადასხვა თემის განხილვაში, სალექციო საათებს მიღმა.

და როცა შენში ამდენი ადამიანი ამხელა ინვესტიციას დებს, როგორ შეიძლება რომელიმეს მაინც იმედი გაუცრუო?!

რას აკეთებ, როდესაც დაბრკოლების წინაშე დგები? როგორ აგვარებ პრობლემებს?

სამწუხაროდ, პირველი რეაქცია ყოველთვის პანიკაა. ამის კონტროლი ჯერ ვერ ვისწავლე. თუ ვინმეა გარშემო, ვისაც შეუძლია, შემომილაწუნოს, ხომ კარგი. თუ არადა, მე თვითონაც ვახერხებ მალევე დამშვიდებას. საბოლოოდ, მაინც ერთ დასკვნამდე მივდივარ: თუ პრობლემა მოგვარებადი არ არის, რა აზრი აქვს ნერვიულობას. თუ მოგვარებადია - მაშინ, მითუმეტეს რა მანერვიულებს. უნდა ავდგე და მოვაგვარო.

როგორ ფიქრობ, რა არის საუკეთესო გზა, კარიერაში წარმატების მისაღწევად?

გზა წარმატებისკენ რომ განათლებაზე გადის, ეს არაა ახალი ამბავი. ოღონდ, ეს განათლება თუ განახლებადი არ არის და 10 წლის წინ, უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნას ეფუძნება, ეგ არ ითვლება. ვისაც ჰგონია, რომ დიპლომი აიღო და სწავლა ჰაერში ქუდის აგდებით დაასრულა, ძალიანაც ცდება. მთავარი ამბები ზუსტად მაგის მერე იწყება და კარგია, თუ არასდროს დამთავრდება. ე.ი. კარიერული წინსვლაც უსასრულო იქნება.