ჯეპრა დავით მაისურაძესთან თანამშრომლობით ანა კალანდაძის შრიფტს 8 მარტს წარადგენს.
02 თებერვალი 2022
სწორედ ანა კალანდაძემ დააგროვა ყველაზე მეტი ხმა, როდესაც საზოგადობას გამოჩენილი ქართველი ქალების ოცეულიდან ვთხოვეთ დაე...
ჯეპრა დავით მაისურაძესთან თანამშრომლობით ანა კალანდაძის შრიფტს 8 მარტს წარადგენს.

02 თებერვალი 2022
Copy to clipboard

 

სწორედ ანა კალანდაძემ დააგროვა ყველაზე მეტი ხმა, როდესაც საზოგადობას გამოჩენილი ქართველი ქალების ოცეულიდან ვთხოვეთ დაესახელებინათ ის ქალი, რომლის ხელნაწერის გაციფრულებასაც ისურვებდნენ.
 
ანას პოეზიის ჰარმონიული და ნატიფი სტილი მის ხელნაწერშიც აისახა და სულ მალე ამ ულამაზესი შრიფტის გამოყენებას ყველა მსურველი შეძლებს.
 
ანა კალანდაძე დაჯილდოებულია ”საპატიო ნიშნის” ორი ორდენით ს ორდენით. თბილისის საპატიო მოქალაქის წოდებით, მინიჭებული აქვს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. ასევე არის გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიის ლაურეატი. 1993 წელს იგი აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად.
ჯეპრა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ აქტივიზმს უერთდება
26 ნოემბერი 2021
ჯეპრა უერთდება და სოლიდარობას უცხადებს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას, რომელიც 25 ნოემბერს, ქალთა მიმ...
ჯეპრა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ აქტივიზმს უერთდება

26 ნოემბერი 2021
Copy to clipboard

 

ჯეპრა უერთდება და სოლიდარობას უცხადებს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას, რომელიც 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 16 დღე გრძელდება.

გენდერული ძალადობის, მათ შორის სექსუალური შევიწროების, პრევენციასა და აღმოფხვრაში, დამსაქმებლებს განსაკუთრებული როლის შესრულება შეგვიძლია. ქალთა გაძლიერების პრინციპები, რომელთა განხორციელებასაც ვესწრაფვით, უპირველესად სამუშაო ადგილზე არაძალადობრივი გარემოს შექმნასა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას ეფუძნება.
 
სწორედ ამიტომ, ვცდილობთ, ორგანიზაციების შიგნით შევქმნათ სექსუალური შევიწროების პრევენციისა თუ რეაგირების მექანიზმები, ვიმუშაოთ დასაქმებულების ცნობიერების ამაღლებაზე და ნებისმიერ თანამშრომელს, რომელიც შეიძლება ამ პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს, ვუთხრათ, რომ ჩვენ მის გვერდით ვართ.
სოლიდარობის ნიშნად, ჩვენი პროფილი გავანარინჯისფრეთ.

 

ფილტვის კიბოს საინფორმაციო კამპანიამ სტარტი აიღო
26 ნოემბერი 2021
სტარტი აიღო ფილტვის კიბოს საინფორმაციო კამპანიამ, რომლის მიზანს ფილტვის კიბოს და პერსონალიზებული მედიცინის შესახებ საზ...
ფილტვის კიბოს საინფორმაციო კამპანიამ სტარტი აიღო

26 ნოემბერი 2021
Copy to clipboard

 

სტარტი აიღო ფილტვის კიბოს საინფორმაციო კამპანიამ, რომლის მიზანს ფილტვის კიბოს და პერსონალიზებული მედიცინის შესახებ საზოგადოების ინფორმირების დონის ამაღლება წარმოადგენს.
 
პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ფსიქოსოციალური დახმარების ცენტრის H.O.P.E დამფუძნებელი, პაციენტთა ორგანიზაცია „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტი ანა მაზანიშვილი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მთავარი სპეციალისტი ნინო ცეცხლაძე და თოდუას კლინიკის კლინიკური ონკოლოგი თამარ ესაკია.
 
ღონისძიებაზე დაესწრნენ ექიმები, პაციენტები, მხარდამჭერები და მედიის წარმომადგენლები.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ფარმაცევტული კომპანია „როშ ჯორჯია“, სამედიცინო პლატფორმა „მედრუმი“ და საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრა“.
ფილტვის კიბო განაჩენი არაა!
ქართული ანბანის სამი სახეობა - რუსუდან უსტიაშვილი ახალი შრიფტების შესახებ
26 ნოემბერი 2021
 საქართველოს მთელი ისტორიის განმავლობაში უწყვეტად არსებობს ქართული დამწერლობის სამი სახეობა, თუმცა თავისი სტრუქტურით ს...
ქართული ანბანის სამი სახეობა - რუსუდან უსტიაშვილი ახალი შრიფტების შესახებ

26 ნოემბერი 2021
Copy to clipboard

 

 საქართველოს მთელი ისტორიის განმავლობაში უწყვეტად არსებობს ქართული დამწერლობის სამი სახეობა, თუმცა თავისი სტრუქტურით სამივე დამოუკიდებელი ანბანია.
 
სწორედ ეს თანაარსებობა და ქართული კულტურის ურღვევობა გახდა მთავარი საფუძველი იმისა, რომ 2016 წლის 30 ნოემბერს იუნესკომ ქართული ანბანის სამივე სახეობა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიყვანა.
 
ამ მნიშვნელოვანი მოვლენის 5 წლისთავზე კომპანია „ჯეპრა“ 30 ნოემბერს 2 საათზე საქართველოს ეროვნულ არქივთან და კალიგრაფ დავით მაისურაძესთან თანამშრომლობით შექმნილ ქართული ანბანის სამი სახეობის შრიფტებს წარადგენს.
 
ასომთავრული „ანბანდიდი“, ნუსხური „გრაგნილი“ და მხედრული „მედეა“ ეროვნულ არქივში დაცული უძველესი ხელნაწერების მიხედვით შეიქმნა.
 
შრიფტების პრეზენტაცია საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში 30 ნოემბერს 14:00სთ-ზე გაიმართება. 
 
 

ჯეპრას მხარდაჭერით ჰარვარდის კიდევ 3 წიგნი გამოიცა ქართულ ენაზე!
26 ნოემბერი 2021
Harvard Business Review-ის ბიბლიოთეკა 3 წიგნით შეივსო: HBR-ის გზამკვლევი სტრატეგიული ინიციატივების მართვაში, HBR-ის გზ...
ჯეპრას მხარდაჭერით ჰარვარდის კიდევ 3 წიგნი გამოიცა ქართულ ენაზე!

26 ნოემბერი 2021
Copy to clipboard

 

Harvard Business Review-ის ბიბლიოთეკა 3 წიგნით შეივსო: "HBR-ის გზამკვლევი სტრატეგიული ინიციატივების მართვაში", HBR-ის გზამკვლევი მეტი პროდუქტიულობისთვის და HBR-ის გზამკვლევი გუნდის მოტივირებისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველი მკითხველი, მენეჯერები და სტუდენტები შეძლებენ მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ბიზნეს ლიტერატურის ქართულ ენაზე კითხვას.

პროექტის წარმდგენია თიბისი ბანკი. 

ჯეპრა, ეროვნულ არქივთან და კალიგრაფ დავით მაისურაძესთან ერთად, 3 ახალ შრიფტს შექმნის
16 ნოემბერი 2021
უძველესი ქართული ხელნაწერების საფუძველზე, ანბანის სამი სახეობის შრიფტი – „ანბანდიდი“, „გრაგნილი“, „მედეა“ – შეიქმნება.  ...
ჯეპრა, ეროვნულ არქივთან და კალიგრაფ დავით მაისურაძესთან ერთად, 3 ახალ შრიფტს შექმნის

16 ნოემბერი 2021
Copy to clipboard

 

უძველესი ქართული ხელნაწერების საფუძველზე, ანბანის სამი სახეობის შრიფტი – „ანბანდიდი“, „გრაგნილი“„მედეა“ – შეიქმნება. 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის, კომპანია „ჯეპრასა“ და კალიგრაფ დავით მაისურაძის თანამშრომლობით, შრიფტების დასამზადებლად ეროვნულ არქივში დაცული ძეგლები შეირჩა.

ასომთავრულს საფუძვლად დაედება IX საუკუნის გამორჩეული ხელნაწერი „ანბანდიდი სახარება“, ნუსხურს – XV საუკუნის კონდაკი „იოანე ოქროპირის ჟამისწირვა“, მხედრული შრიფტი კი შეიქმნება  XVII  საუკუნის ძეგლის მიხედვით – „იაზონისა და მედეას ამბავი“. 

„მოხარულები ვართ, რომ ხელნაწერი შრიფტების გალერეას – „ჯეპრას“ სპეციალურ პროექტს, რომელსაც საფუძველი 2019 წელს ჩაეყარა, სამი გამორჩეული შრიფტი შეემატება. ამით კიდევ მეტად შევუწყობთ ხელს ქართული დამწერლობის განვითარებასა და ქართული კულტურის პოპულარიზებას. „იუნესკოს“ წარმომადგენლობაც ხომ გადაწყვეტილების მიღებისას სწორედ იმ ფაქტმა მოხიბლა, რომ ქართული დამწერლობის სამივე სახეობა დღესაც ცოცხალია, დღესაც გამოიყენება სასულიერო სასწავლებლებსა თუ ღვთისმსახურებაში და სკოლიდანვე ისწავლება სამივე მათგანი“, – განაცხადა „ჯეპრას“ სპეციალური პროექტების მენეჯერმა რუსუდან უსტიაშვილმა.

შრიფტები ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის სრულიად უსასყიდლოდ იქნება ხელმისაწვდომი. 

„საქართველოს ეროვნული არქივი, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურის“ ნომინაციის მომზადებაში აქტიურად იყო ჩართული. ნომინაციის გამარჯვებიდან 5 წლის საიუბილეოდ, ჩვენ სიამოვნებით მივიღეთ მონაწილეობა პროექტში, რომელიც ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურის თვალსაჩინო მაგალითია. ქართული ხელნაწერების იმ მდიდარი კოლექციიდან, რასაც ეროვნული არქივი ინახავს, შეირჩა სხვადასხვა ეპოქისა და შინაარსის გამორჩეული კალიგრაფიით შესრულებული ნიმუშები“, – განაცხადა საქართველოს ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების უფროსმა ქეთევან ასათიანმა.

ანბანის სამი სახეობის შრიფტების წარდგენა, ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში, 30 ნოემბერს გაიმართება.

„ეს შრიფტები – „ანბანდიდი“, „გრაგნილი“ და „მედეა“ – ულამაზესი კალიგრაფიით შესრულებულ ძველ ხელნაწერებს ეფუძნება. „ანბანდიდი სახარების“ ასომთავრული შრიფტი IX საუკუნის სისადავეს ასახავს. ნუსხურ შრიფტში („გრაგნილი“) განვითარებული შუა საუკუნეების ხელოვნების დეკორატიულობა ჩანს. მხედრული შრიფტი („მედეა“) კი ჩემთვის განმანათლებლობის ეპოქასთან ასოცირდება. სამივე მარტივად კითხვადი და დახვეწილია, ამიტომ დარწმუნებული ვარ, ამ შრიფტებით შესრულებულ ნიმუშებს უახლოეს მომავალში ბევრგან ვიხილავთ“, – განაცხადა კალიგრაფმა დავით მაისურაძემ.

„ქართული ანბანის სამივე სახეობის ცოცხალი კულტურა“, „იუნესკომ“, 2016 წლის 30 ნოემბერს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა. სწორედ ამ ფაქტის 5 წლის საიუბილეოდ, საზოგადოება ახალ შრიფტებს – „ანბანდიდს“, „გრაგნილსა“ და „მედეას“ გაეცნობა.

შოვის კურორტის განვითარება და განაშენიანება
09 ნოემბერი 2021
3 ნოემბერს, სასტუმრო „ჰოლდეი ინნ თბილისში“ ტურიზმისა და ეკონომიკის სფეროს ექსპერტების მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა გა...
შოვის კურორტის განვითარება და განაშენიანება

09 ნოემბერი 2021
Copy to clipboard

 

3 ნოემბერს, სასტუმრო „ჰოლდეი ინნ თბილისში“ ტურიზმისა და ეკონომიკის სფეროს ექსპერტების მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე: „შოვის კურორტის განვითარება და განაშენიანება“.
 
შეხვედრის ფარგლებში მოხდა „შოვის მთის კურორტის“ პროექტის წარდგენა და არსებული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების განხილვა.
 
ღონისძიების მიზანს პროექტის მასშტაბურობის, უნიკალურობისა და საჭიროების შესახებს საზოგადოების ინფორმირებულობა და მხარდაჭერა წარმოადგენს, რაც შოვის ტურისტული შესაძლებლობების სრულად ათვისებასა და რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
გზა ჯეპრამდე - ლალიტას და სალომეს ისტორია
01 ნოემბერი 2021
სალომე ქვრივიშვილი და ლალიტა კვიჟინაძე საქართველოს უნივერსიტეტისა და ჯეპრას ერთობლივი პროექტის უპრიანის მონაწილეები არ...
გზა ჯეპრამდე - ლალიტას და სალომეს ისტორია

01 ნოემბერი 2021
Copy to clipboard

 

სალომე ქვრივიშვილი და ლალიტა კვიჟინაძე საქართველოს უნივერსიტეტისა და ჯეპრას ერთობლივი პროექტის "უპრიანის" მონაწილეები არიან, სწორად აქ დაიწყო მათი ჯეპრასთან თანამშრომლობის ისტორია. 

სალომე ქვრივიშვილი: "შესაძლოა ითქვას, ჯეპრასთან მრავალწლიანი ურთიერთობა მაკავშირებს. ჩვენი თანამშრომლობა ჯერ კიდევ 2019 წელს საქართველოს უნივერსიტეტისა და ჯეპრას ერთობლივი სტუდენტური პროექტით, „უპრიანით“ დაიწყო. მას შემდეგ ჯეპრას ორგანიზებულ არაერთ საინტერესო პროექტში მივიღე მონაწილეობა და საბოლოოდ, სტაჟირების პერიოდის წარმატებით დასრულების შემდეგ, კომპანიის გუნდს შევუერთდი. 

ამჟამად ჯეპრაში პროექტების ასისტენტის პოზიციას ვიკავებ და ჩემი მოვალეობებიც ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც სააგენტოს დღის წესრიგი. თუმცა, ჩემი ძირითადი საქმიანობა მაინც ციფრულ კომუნიკაციას უკავშირდება და მომავალშიც ამ მიმართულებით ვგეგმავ კიდევ უფრო განვითარებას.

რას ურჩევდი სტუდენტებს, ვინც ახლა იწყებს ამ სფეროში საქმიანობას?

სასურველი მიზნის მისაღწევად, ყველაფერთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია აღმოჩნდე სწორ დროს სწორ გარემოში. ამიტომ სტუდენტებს ვურჩევდი, ეცადეთ, იყოთ ყველგან და ყოველთვის, როცა თქვენს სფეროში რამე საინტერესო ხდება - საჯარო ლექციებზე, ვორქშოპებზე, სტაჟირების, თუ მოხალისეობრივ პროგრამებში...

ლალიტა კვიჟინაძე: "სწორედ უნივერსიტეტისა და ჯეპრას თანამშრომლობის შედეგია, რომ დღეს ამ კომპანიის წევრი ვარ. ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში მათი თანამშრომლობით შეიქმნა საკომუნიკაციო პლატფორმა ,,უპრიანი’’, რომლის კონტენტს მთლიანად სტუდენტები ვქმნიდით, შემდეგ კი ,,ჯეპრაში’’ სტაჟირების პერიოდში საოცარ გუნდთან ერთად, ძალიან საინტერესო აპლიკაციის ბრენდინგსა და საკომუნიკაციო სტრატეგიაზე ვიმუშავე. შედეგად, დღეს ჯეპრას გუნდის წევრი ვარ".

რა გეგმები გაქვს უახლოეს მომავალში?

რამდენადაც მრავალმხრივია სტრატეგიული კომუნიკაციების სფერო, იმდენად მრავალმხრივია ჩემი მიზნებიც. მარკეტინგის ფსიქოლოგია ძალიან მაინტერესებს, ასევე, კომფორტულად ვგრძნობ თავს წერის პროცესში და მინდა ცოდნა გავიღრმავო ქოფირაითინგის მიმართულებით. მჯერა, რომ აწმყო ყველაზე კარგი დროა, იმისთვის, რომ ჩვენი ოცნებების რეალობად ქცევა დავიწყოთ.

ჯეპრას მხარდაჭერით ქართულ ენაზე გამოიცა მენეჯმენტის გურუს პიტერ დრაკერის "დრაკერის რჩეული"
29 ოქტომბერი 2021
პირველად საქართველოს ისტორიაში ქართულ ენაზე გამოიცა მენეჯმენტის გურუს, მენეჯმენტის პროფესიის შემქმნელის პიტერ დრაკერის ...
ჯეპრას მხარდაჭერით ქართულ ენაზე გამოიცა მენეჯმენტის გურუს პიტერ დრაკერის "დრაკერის რჩეული"

29 ოქტომბერი 2021
Copy to clipboard

 

პირველად საქართველოს ისტორიაში ქართულ ენაზე გამოიცა მენეჯმენტის გურუს, მენეჯმენტის პროფესიის შემქმნელის პიტერ დრაკერის "დრაკერის რჩეული".
 
წიგნი პიტერ დრაკერის 60 წლიანი შემოქმედების საუკეთესო ნაშრომების რჩეული თავებისგან შედგება და ის, როგორც დრაკერის ყველა სხვა წიგნი მსოფლიო ბესტსელერად იქცა.
 
თავად დრაკერი შესავალაში ასე ახასიათებს საკუთარ ნაშრომს: ეს ნაწარმოები არის არა მხოლოდ ნებისმიერი ავტორის ნაშრომების გასაცნობად შედგენილ რჩეულთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო, არამედ, დარწმუნებული ვარ, ის ასევე ნამდვილად უნიკალური, შეკრული, თვითმყოფადი რჩეულია მენეჯმენტისა და მისი საბაზისო პრინციპების, პრობლემების, გამოწვევებისა და შესაძლებლობების გასაცნობად.
 
"დრაკერის რჩეული" გამომცემლობა კომერსანტმა გამოსცა, გამომცემლობა "ბაკმის" მხარდაჭერითა და ხელშეწყობით.
გამომცემელია ბიზნესმენი არმაზ თავაძე.
 
პროექტის მხარდამჭერები არიან დეველოპერული კომპანია ავტოგრაფი • Autograph, სადაზღვევო კომპანია არდი • ARDI და ჯეპრა • Gepra.
ვარდისფერი ოქტომბერი - ხათუნა ჭინჭარაშვილის ისტორია
22 ოქტომბერი 2021
ინტერვიუ ხათუნა ჭინჭარაშვილთან, რომელმაც სიმსივნესთან ბრძოლაში გაიმარჯვა! მოგვიყევით თქვენი ისტორია, როგორ გაიგეთ თქვ...
ვარდისფერი ოქტომბერი - ხათუნა ჭინჭარაშვილის ისტორია

22 ოქტომბერი 2021
Copy to clipboard

 

ინტერვიუ ხათუნა ჭინჭარაშვილთან, რომელმაც სიმსივნესთან ბრძოლაში გაიმარჯვა!

  1. მოგვიყევით თქვენი ისტორია, როგორ გაიგეთ თქვენი დიაგნოზის შესახებ;

2018 წელს, თვითგასინჯვით, მარჯვენა სარძევე ჯირკვალში აღმოვაჩინე მცირე ზომის წარმონაქმნი. „კიბო ხომ არ არისთქო“, მახსოვს გავიფიქრე, მაგრამ უცებ დავიმშვიდე თავი -  სულ ცუდზე როგორ უნდა ვიფიქრო.  ექიმთან მაინც მალევე მივედი და დიაგნოზიც მეორე დღესვე ელექტრონულად მივიღე. „ინვაზიური სადინროვანი კარცინომა“. თვაიდან შევშინდი, როგორც გვჩვევია დავგუგლე და ჯერ ამ ფორმით გავიგე, რომ კიბო მქონდა.

  1. რა იგრძენით დიაგნოზის გაგებისას და როგორ მიუდექით ამ ყველაფერს?

პირველი განცდა იყო უარყოფის და ფლუსტრაციის. თითქოს სამყარომ, რაღაც შერჩევითობის პრინციპით, უარი გითხრა სიცოცხლეზე და არსებობაზე.  თავიდან გწყინს და ნებდები, მერე ბრაზდები და ეწინააღმდეგები, შემდეგ აღიარებ და იწყებ მოქმედებას. ესეთ ემოციურ მდგომარეობაში, იმისათვის რომ იმოქმედო, უნდა გამოხვიდე საკუთარი თავიდან, გვერდიდან შეხედო მოვლენებს. ხშირად ვამბობ: „კიბო პროექტად ვაქციეთქო“ და ასე გავხდი ამ პროექტის მენეჯერი. მოვიძიე, შევისწავლე, კომპლექსურად მივუდექი და მივიყვანე დასასრულამდე.

  1. რა გაძლევთ ყველაზე დიდ მოტივაციას?

ყველაზე დიდ მოტივაციას იმ ადამიანების მოსმენა მაძლევდა, ვისაც ეს გზა უკვე გავლილი ჰქონდა. უამრავ მათგანს მოვუსმინე. ზოგს ვეთანხმებოდი, ზოგს არა. მათგან მომქონდა ის, რაც გამაძლიერებდა და გადარჩენის იმედს გამიღვივებდა. ვუყურებდი და ვფიქრობდი: „ამათ შეძლეს, შევძლებ მეც.“

  1. რას ეტყოდით იმ ადამიანს ვინც ახლა გაიგო, რომ აქვს ძუძუს სიმსივნე? რა ნაბიჯები უნდა გადადგას ყველაფრის ემოციურად გამკლავებისთვის?

ვურჩევდი, კიბოს შეხედონ მხოლოდ როგორც ჯანმრთელობის პრობლემას. შემოაცალონ ის სტიგმები, ფობიები, დრომოჭმული და სტერეოტიპული დამოკიდებულებები, როგორც თვითონ დაავადებას, ასევე მისი მკურნალობის გზებსაც. მოიძიონ ახალი სტატისტიკები და მართლაც დარწმუნდნენ, რომ დიდი ნაბიჯებით არის წინ წასული ონკოლოგია და უკვე  შესაძლებელია როგორც ხანგრძლივი რემისიის, ასევე სრულად განკურნების მიღწევაც კი და რომ თანამედროვე ქიმიოთერაპიები დამზოგველია და რომ უკვე არსებობს „ჭკვიანი წამლებიც“, რომლებიც ზიანის მოყენების გარეშეც გვკურნავს.

ვურჩევდი, ჯერ ყურადღებით შეარჩიონ მკურნალი ექიმი და შემდეგ მიენდონ და გულისყურით შეასრულონ ექიმის რეკომენდაციები.

ვურჩევდი, დაგვიმეგობრდნენ ჩვენ, მათ ვინც უკვე გავიარეთ ეს გზა და მზად ვართ ხელჩაკიდებულები გავყვეთ მკურნალობის პროცესში. „წინა კაცის“ გამოცდილება ბევრად უფრო ნათელს ხდის გზას და ასუსტებს იმ შიშს, რაც ჩვენთვის უცხოს ახლავს თან. 

  1. რატომ არის მნიშვნელოვანი ძუძუს კიბოზე ცნობიერების ამაღლება საზოგადოებაში?

ძუძუს კიბოზე ცნობიერების ამაღლება ამსუბუქებს როგორც ონკოპაციენტის და მათი ოჯახის წევრების, ახლობლების მდგომარეობას, ასევე იმ ადამიანბის მდგომარეობასაც, ვისაც შეხება არც კი ჰქონია ონკოლოგიასთან. პირველ შემთხვევაში საქმე გვაქვს ონკოპაციენტის მიმართ სწორ და ჯანსაღ უკუკავშირთან და მეორე შემთხვევაში კი - ჯანმრთელი ადამიანები თავისუფლდებიან ონკოლოგიური დაავადებების შიშისგან, რაც შესაძლოა გაუცნობიერებლადაც კი აწუხებდეთ. პრევენცია, დროული სკრინინგი - დაავადების შემთხვევაში ძუძუს კიბოსგან განკურნების 100%-იანი შესაძლებლობა, ხოლო დაავადების არარსებობის დროს კი ფსიქოლოგიური სიმშვიდის მოპოვების შესაძლებლობაა.