ხელნაწერი შრიფტების გაციფრულების პროექტი
14 სექტემბერი 2022
ხელნაწერი შრიფტების გაციფრულების პროექტის შესახებ რადიო პალიტრის ეთერში ჯეპრას კონსულტანტმა რუსუდან უსტიაშვილმა ისაუ...
ხელნაწერი შრიფტების გაციფრულების პროექტი

14 სექტემბერი 2022
Copy to clipboard

 

ხელნაწერი შრიფტების გაციფრულების პროექტის შესახებ "რადიო პალიტრის" ეთერში ჯეპრას კონსულტანტმა რუსუდან უსტიაშვილმა ისაუბრა.
 
შეგახსენეთ, ჯეპრას კალიგრაფ დავით მაისურაძესთან თანამშრომლობით უკვე 12 შრიფტი აქვს შექმნილი. მომდევნო შრიფტი ქართულ ღვინოს მიეძღვნება.
 
ხელნაწერი შრიფტების გალერეა იხილეთ ბმულზე: https://gepra.ge/fonts/
კომუნიკაციების შინაარსი და გზავნილების შემუშავება
07 სექტემბერი 2022
USAID Georgia HICD Activity-ს პროექტის ფარგლებში გაიმართა კახა მაღრაძის ონლაინ ვებინარი კომუნიკაციების შინაარსი და გზავ...
კომუნიკაციების შინაარსი და გზავნილების შემუშავება

07 სექტემბერი 2022
Copy to clipboard

 

USAID Georgia HICD Activity-ს პროექტის ფარგლებში გაიმართა კახა მაღრაძის ონლაინ ვებინარი "კომუნიკაციების შინაარსი და გზავნილების შემუშავება" ვებინარზე განიხილეს კონტენტის მნიშვნელობა სტრატეგიულ კომუნიკაციასა და მარკეტინგულ კომუნიკაციაში. მონაწილეები გაეცნენ კონტენტის შექმნისა და მართვის თანამედროვე მიდგომებს, მთავარი გზავნილების შემუშავებისა და მათი შემდგომ აქტივობებში გამოყენების საკითხებს. 
 

დასვენების კულტურა, შვებულების შემდგომ სტრესის მართვა და თანამშრომლების მოტივაცია
06 სექტემბერი 2022
ჯეპრას უფროსი კონსულტანტი ნუცა სუბელიანი სტუმრად გადაცემა პირველამდე    გადაცემის სანახავად გადადით ბმულზე  https:...
დასვენების კულტურა, შვებულების შემდგომ სტრესის მართვა და თანამშრომლების მოტივაცია

06 სექტემბერი 2022
Copy to clipboard

 

ჯეპრას უფროსი კონსულტანტი ნუცა სუბელიანი სტუმრად გადაცემა პირველამდე
 
 გადაცემის სანახავად გადადით ბმულზე 🔗 https://bit.ly/3RiNoT2

 

ჯეპრას უფროსი კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი სტუმრად ანა ჩანგიანთან გადაცემა კაპიტალი
29 აგვისტო 2022
ჯეპრას უფროსი კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი სტუმრად ანა ჩანგიანთან გადაცემა კაპიტალი

29 აგვისტო 2022
Copy to clipboard

 

კახა მაღრაძე მედიასთან ურთიერთობის შესახებ
16 აგვისტო 2022
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით რეგიონში სტუმარმასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებისათვის, მასტერკლასები გაიმარ...
კახა მაღრაძე მედიასთან ურთიერთობის შესახებ

16 აგვისტო 2022
Copy to clipboard

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით რეგიონში სტუმარმასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებისათვის, მასტერკლასები გაიმართა 

ამართული მასტერკლასების ფარგლებში ჩაიწერა ვიდეობლოგები. შეხვედრების ციკლს უძღვებოდნენ ცნობილი სპიკერები და სფეროს ექსპერტები.
 
გამართული მასტერკლასების ფარგლებში ჩაიწერა ვიდეობლოგები.
 
ყველა ვიდეობლოგის სანახავად გადადით ბმულზე https://bit.ly/3cyGt8F
13 აგვისტოს, „ლურჯი ოკეანის“ ორგანიზებით პანელური დისკუსია გაიმართა თემაზე - როგორ აყალიბებს ჩვევები იდენტობას
13 აგვისტო 2022
დისკუსია გაიმართა „ლურჯი ოკეანის“ და ჯეპრას ერთობლივი პროექტის ფარგლებში გამოცემულ ბესტსელერებზე ჯეიმს ქლიერი - „ატომური...
13 აგვისტოს, „ლურჯი ოკეანის“ ორგანიზებით პანელური დისკუსია გაიმართა თემაზე - როგორ აყალიბებს ჩვევები იდენტობას

13 აგვისტო 2022
Copy to clipboard

 

დისკუსია გაიმართა „ლურჯი ოკეანის“ და ჯეპრას ერთობლივი პროექტის ფარგლებში გამოცემულ ბესტსელერებზე ჯეიმს ქლიერი - „ატომური ჩვევები“ და ჯიმ კოლინზი - „კარგიდან საუკეთესომდე“ დაყრდნობით.

 

ჯეპრასა და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მხარდაჭერით სცენარისტთა პირველი სკოლა სქრინფლეი გაიხსნა
03 აგვისტო 2022
“სქრინფლეის” სკოლაში სტუდენტები შეისწავლიან სცენარის წერის ტექნიკასა და უნარ-ჩვევებს, დაეუფლებიან დრამატურგიის თანამედრო...
ჯეპრასა და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მხარდაჭერით სცენარისტთა პირველი სკოლა სქრინფლეი გაიხსნა

03 აგვისტო 2022
Copy to clipboard

 

“სქრინფლეის” სკოლაში სტუდენტები შეისწავლიან სცენარის წერის ტექნიკასა და უნარ-ჩვევებს, დაეუფლებიან დრამატურგიის თანამედროვე ფორმულებს, მიიღებენ სხვადასხვა ჟანრის სცენარზე პრაქტიკული მუშაობის გამოცდილებას და იდეების პროფესიონალურ დონეზე განხორციელებას.

“სქრინფლეის” სცენარისტთა სკოლა შექმნილია დამწყები სცენარისტებისთვისა და მწერლებისთვის, ქოფირაითერებისთვის, დრამატურგებისთვის, პიარ მენეჯერებისთვის, თამაშის შემქმნელებისთვის, სფიჩრაითერებისთვის, ჟურნალისტებისთვის და ნებისმიერი მსურველისთვის, რომელსაც უნდა საკუთარი იდეა ფართო აუდიტორიამდე მიიტანოს ფილმის, სერიალის, ვიდეორგოლის, წიგნისა თუ პიესის სახით.

 “სქრინფლეის” სცენარისტთა სკოლაში ასწავლიან ლექტორები, რომელთაც არაერთი წარმატებული სატელევიზიო პროექტი აქვთ შექმნილი და ცნობილი პიესებისა და წიგნების ავტორები არიან. ისინი, კურსის მანძილზე, თეორიული ნაწილის გარდა, გაგიზიარებენ საკუთარ მრავალწლიან გამოცდილებას და შეგიქმნიან ყველანაირ წინაპირობას, რომ გახდე პროფესიონალი სცენარისტი.

შრიფტი “უკრაინა” - ჯეპრას და დავით მაისურაძის თანამშრომლობით შექმნილი ახალი ქართული შრიფტი თავისუფლებისთვის მებრძოლ უკრაინელ ხალხს ეძღვნება
14 ივლისი 2022
შრიფტი “უკრაინა” - ჯეპრას და დავით მაისურაძის თანამშრომლობით შექმნილი ახალი ქართული შრიფტი თავისუფლებისთვის მებრძოლ უკრა...
შრიფტი “უკრაინა” - ჯეპრას და დავით მაისურაძის თანამშრომლობით შექმნილი ახალი ქართული შრიფტი თავისუფლებისთვის მებრძოლ უკრაინელ ხალხს ეძღვნება

14 ივლისი 2022
Copy to clipboard

 

შრიფტი “უკრაინა” - ჯეპრას და დავით მაისურაძის თანამშრომლობით შექმნილი ახალი ქართული შრიფტი თავისუფლებისთვის მებრძოლ უკრაინელ ხალხს ეძღვნება.

იგი უკრაინული დამწერლობის ადრეული ფორმის - „უსტავზე“ დაყრდნობით შეიქმნა.

“შრიფტი „უკრაინა“ ერთ-ერთ ისტორიულ კალიგრაფიულ სახეობას ეფუძნება, რომელიც უკრაინასთან ერთად, სამხრეთისა და აღმოსავლეთის სლავების ქვეყნებშიც გავრცელდა. ახალი შრიფტი „უკრაინა“ შეიცავს სლავური ესთეტიკით სტილიზებულ როგორც ქართულ, ასევე ლათინურ დამწერლობებს. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ შრიფტი აფხაზური ენის ყველა ასო-ნიშანს მოიცავს. ამ შრიფტით ყველა ევროპულ (და არა მარტო) ენაზეა შესაძლებელი წერა,“- კალიგრაფი დავით მაისურაძე.

ახალი შრიფტით წერა შესაძლებელია ქართულად, უკრაინულად, აფხაზურად, ინგლისურად და გერმანულად. მისი გამოყენება შესაძლებელია, როგორც ფოტოშოპში, ინდიზაინსა და ილუსტრატორში, ასევე MS Office-ს ყველა პროგრამაში.

 შრიფტის გადმოწერა შესაძლებელია ვებგვერდებიდან www.gepra.ge/fonts
და https://calligraphy.ge/fonts 

სეზან ფაბლიშინგისა და ჯეპრას თანამშრომლობით მალკომ გლედველის „დავითი და გოლიათი“ ქართულ ენაზე გამოიცა
01 ივლისი 2022
მალკომ გლედველი „ნიუ-იორკ თაიმსის“ ხუთი ბესტსელერის ავტორია. ის ხშირად წერს ჟურნალისთვის „ნიუ-იორკერი“. მის წიგნებს ამერ...
სეზან ფაბლიშინგისა და ჯეპრას თანამშრომლობით მალკომ გლედველის „დავითი და გოლიათი“ ქართულ ენაზე გამოიცა

01 ივლისი 2022
Copy to clipboard

 

მალკომ გლედველი „ნიუ-იორკ თაიმსის“ ხუთი ბესტსელერის ავტორია. ის ხშირად წერს ჟურნალისთვის „ნიუ-იორკერი“. მის წიგნებს ამერიკულ უნივერსიტეტებში ასწავლიან მარკეტინგის, სოციოლოგიის, ისტორიის, პოლიტოლოგიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტებზე. გლედველი ასევე მოხვდა ჟურნალ „თაიმის“ 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა შორის, როგორც ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საინტერესო მოაზროვნე.

გლედველის „დავითი და გოლიათი“ სრულიად მოულოდნელი წიგნია, ტექსტი, რომელიც კვებავს როგორც გონებას, ისე გულს. წიგნში თავმოყრილ ამბებს აერთიანებს იდეა, რომ ხანდახან ნაკლოვანება უპირატესობაა და ხანაც პირიქით, უპირატესობა – ნაკლია. თუმცა, ამ ამბებს კიდევ – რაღაც ისეთი აკავშირებს, რაც წარუშლელ შთაბეჭდილებას და გავლენას ახდენს მკითხველზე, და აღაფრთოვანებს მას.

 წიგნის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3AJ054j

თინათინ სამყურაშვილი ძუძუს კიბოს საინფორმაციო კამპანიის შესახებ
01 ივლისი 2022
ჯეპრა „ევროპა დონა საქართველოსთან“ ერთად ძუძუს კიბოს საინფორმაციო კამპანიას „სამიზნე სიცოცხლისთვის“ 2015 წლიდან ვახორც...
თინათინ სამყურაშვილი ძუძუს კიბოს საინფორმაციო კამპანიის შესახებ

01 ივლისი 2022
Copy to clipboard

 

ჯეპრა „ევროპა დონა საქართველოსთან“ ერთად ძუძუს კიბოს საინფორმაციო კამპანიას „სამიზნე სიცოცხლისთვის“ 2015 წლიდან ვახორციელებთ, რომელიც დასაწყისიდან დღემდე პაციენტების მხარდაჭერისა და დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ არის მიმართული. კამპანიის ფარგლებში, არაერთი მოკლე თუ გრძელვადიანი მიზანი დავისახეთ და მნიშვნელოვან წარმატებებსაც მივაღწიეთ:
 
☑ 2016 წელს ამოქმედდა თანადაფინანსების პროგრამა პირველადი ძუძუს კიბოს პირველი, მეორე და მესამე სტადიის პაციენტთათვის, თბილისსა და რეგიონებში
☑ 2017 წლიდან დამიზნებითი თერაპია ხელმისაწვდომი გახდა ძუძუს მეტასტაზური კიბოთი დაავადებული პაციენტებისთვის, თბილისის მასშტაბით
☑ 2018 წლიდან აჭარის რეგიონმა დაიწყო მეტასტაზური პაციენტების თარგეთული პრეპარატებით მკურნალობა
☑ 2019 წლიდან, ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროექტი კიდევ გაფართოვდა და დამიზნებით თერაპიაზე გაიზარდა ხელმისაწვდომობა რეგიონებში მცხოვრები მეტასტაზური ძუძუს კიბოს მქონე პაციენტებისთვისაც.
"შედეგები ძალიან კარგია, თუმცა, ონკოლოგიური პაციენტების მართვაში გამოწვევები კვლავ არსებობს და ძირითადად არათანაბარ ხელმისაწვდომობაში გამოიხატება. ძუძუს კიბოს მქონე პაციენტების შემთხვევაში, უთანასწორობა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით გვხვდება. მაგალითად, რა სერვისებიც დედაქალაქში მცხოვრები პაციენტებისთვის არის მისაწვდომი, არასრულად, ან საერთოდ არ უფინანსდებათ რეგიონების ქალებს, რაც მარტივად რომ ვთქვათ, დისკრიმინაციაა, აცხადებს ჯეპრას უფროსი კონსულტანტი, თინათინ სამყურაშვილი".
 
კამპანიის მთავარი არსიც ეს არის: ერთსა და იმავე ქვეყანაში, ერთი და იგივე დიაგნოზის მქონე ადამიანებს მკურნალობაზე საერთო მიდგომა არის შესამუშავებელი. აქტივობებში აქტიურად არიან ჩართულები თავად პაციენტები, როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან და დღეს, მათი მთავარი გზავნილი შემდეგია: #ნუგანგვასხვავებთ, რადგან ჩვენ არ განვსხვავდებით ერთმანეთისგან.