დღეს 21-ე საუკუნეა. გლობალიზაციისა და დიჯიტალიზაციის პირობებში გვაქვს შანსი, ვიყოთ პასუხიმგებლიანები ჩვენი თანამშრომლების, კლიენტების, პარტნიორების და საზოგადოების მიმართ. COVID-19 არის გლობალური პანდემია, რომელიც ორ კრიზისს იწვევს: ჯანდაცვის და ეკონომიკურს. ჩვენ შეგვიძლია ვიმუშავოთ ზიანის შემცირებისთვის, ამიტომ
#დარჩისახლში
ბლოგი
სიახლე
  • ზედაპირულობა რომ არა…

  • ზედაპირულობა რომ არა…

     

  • ტრენდები როგორც ტრანსფორმაცია

  • ტრენდები როგორც ტრანსფორმაცია

     

  • ინსაითები ინფლუენსერ მარკეტინგისთვის

  • ინსაითები ინფლუენსერ მარკეტინგისთვის

     

  • საკომუნიკაციო სტრატეგიის ნაბიჯები ტურიზმის ინდუსტრიის მოთამაშეებისთვის ახალ რეალობასთან გასამკლავებლად

  • საკომუნიკაციო სტრატეგიის ნაბიჯები ტურიზმის ინდუსტრიის მოთამაშეებისთვის ახალ რეალობასთან გასამკლავებლად

     

  • 11 გზა სტარტაპერებისთვის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად

  • 11 გზა სტარტაპერებისთვის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად

     

  • რას გვიტოვებს პანდემია?

  • რას გვიტოვებს პანდემია?

     

რას ვთვაზობთ ბიზნესს

მთავრობასთან ურთიერთობა
მედიასთან ურთიერთობა
ინოვაციური ბიზნეს მოდელი
კრიზისების მართვა
შიდა კომუნიკაცია
კორპორაციული კომუნიკაციები
საკომუნიკაციო სტრატეგია
გარე პრესსამსახური
კონტენტის მართვა
H&S კომუნიკაცია
მთავრობასთან ურთიერთობა

 

სახელისუფლებლო ორგანოები მნიშვნელოვან როლს თამაშობს მიმდინარე პროცესების, განვითარების ძირითადი ვექტორებისა და აქტუალური პოლიტიკის, ასევე ქვეყნებს შორის ურთიერთობის, საინვესტიციო და სოციალური ურთიერთობების განსაზღვრასა და ფორმირებაში.

ჩვენ ვეხმარებით ჩვენს კლიენტებს, რომ სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან კონსტრუქციული და გამართული კომუნიკაციის წარმოების, პოლიტიკის განსაზღვრაში მონაწილეობისა და სხვადასხვა საკითხის ადვოკატობის გზით, ბიზნეს და სამოქალაქო ორგანიზაციებმა, საინიციატივო და ახალგაზრდულმა ჯგუფებმა საკუთარი ინტერესების დაცვასა და პოზიტიური ცვლილებების დანერგვაში აქტიური მონაწილეობა მიიღონ.

  • მთავრობასთან ურთიერთობა მოიცავს, როგორც საჯარო პოლიტიკის პრაქტიკისა და საკანონმდებლო სივრცის ანალიზს, ასევე კონკრეტული სამოქმედო გეგმის ფორმირებასა და რეალიზაციას, რაც კლიენტის კონკრეტულ საჭიროების რეალიზაციასა და სამთავრობო/ სახელისუფლებლო ორგანოებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფას ემსახურება
  • მთავრობის წარმომადგენლებთან პირდაპირი ურთიერთობის დამყარებისა და საინფორმაციო სივრცეში სხვადასხვა საკითხის აქტუალიზაციის გზით, შესაძლებელია სპეციფიკური მიზნებისა და ამოცანების შესრულება
  • მთავრობასთან ურთიერთობა გულისხმობს არა მხოლოდ საჯარო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან, არამედ ხელისუფლების ძირითად სტეიკჰოლდერებთან: საზოგადოებრივ გაერთიანებებთან, სამოქალაქო ორგანიზაციებთან, ბიზნესკომპანიებთან და სხვა ტიპის გავლენის ჯგუფებთან კომუნიკაციას და მათი პროცესებში ჩართულობის უზრუნველყოფას.

მთავრობასთან ურთიერთობა – პროდუქტები

  • საჭიროებათა ანალიზის შეფასებითი ანგარიში
  • მთავრობასთან ურთიერთობის სტრატეგია
  • მთავრობასთან ურთიერთობის სტრუქტურის ფორმირება
  • მიმდინარე კონსულტაციები მთავრობასთან ურთიერთობის მიმართულებით
  • ერთობლივი პროექტების შემუშავება და განხორციელება
მიწერე კონსულტანტს
ნუცა სუბელიანს
zurakiziria@gmail.com
მ.ალექსიძის 3, 0193, თბილისი, საქართველო • +995 32 47 00 42 • info@gepra.ge
მედიასთან ურთიერთობა

 

მასობრივი მედიასაშუალებები საზოგადოებრივი ცხოვრების, პოლიტიკის ფორმირებისა და აქტუალური საკითხების თაობაზე სხვადასხვა ჯგუფების ინფორმირებაში მნიშვნელოვან და უნიკალურ როლს თამაშობენ.

საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციის ეფექტიანი წარმოებისთვის, მედიასაშუალებებთან მიზანმიმართულ ურთიერთობას და პოზიტიურ, შინაარსიან მედიაგაშუქებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

  • მედიასთან ურთიერთობის კუთხით, ჩვენ კლიენტებს ვთავაზობთ: მედიისთვის საინტერესო კონტენტის შექმნას, ტრენდებზე დაკვირვებითა და აქტუალური საკითხების, ასევე მედიასაშუალებების პრეფერენციების გაანალიზების გზით.
  • ჩვენ ვამზადებთ შესაბამის საინფორმაციო მასალებს, ვაწვდით მათ მედიასაშუალებებს და ვეხმარებით კლიენტებს მედიის ყურადღების ცენტრში მოხვედრასა და დაინტერესებაში.
  • მედიაგაშუქება არა რაოდენობრივი შედეგების, არამედ ხარისხიანი მედიამასალების მიღებას გულისხმობს, რაც რეალურად გავლენას ახდენს მედიის აუდიტორიაზე, სხვადასხვა ტიპის სოციალურ ჯგუფებზე და რაც ეხმარება ჩვენს კლიენტებს მათი რეპუტაციული და საკომუნიკაციო ამოცანების შესრულებაში.
  • მედიასთან ურთიერთობის თანამედროვე მიდგომა რედაქტორების, პროდიუსერების, ჟურნალისტებისა და მასობრივი მედიასაშუალებების ჩართულობას და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათ მონაწილეობას გულისხმობს. ამ მხრივ, ჩვენ კლიენტებს სპეციფიკური მედიაღონისძიებებისა და მედიასთან თანამშრომლობის სხვადასხვა ინსტრუმენტის რეალიზაციას ვთავაზობთ.

მედიასთან ურთიერთობის ინსტრუმენტები: 

საინფორმაციო მასალები

  • პრესრელიზები
  • მედიაანონსები
  • პრესკიტი
  • პოდკასტები

მედიაღონისძიებები

  • პრესკონფერენციები
  • ბრიფინგები
  • სემინარები
  • ტურები
  • სამუშაო შეხვედრები
  • გაშუქება
  • ინტერვიუების ინიცირება
  • გადაცემებში მონაწილეობა
  • სიახლეების გაშუქება
  • კონფერენციები
  • მედიაკონკურსები
მიწერე კონსულტანტს
მაია ტაკაშვილს
11@gepra.ge
ინოვაციური ბიზნეს მოდელი

 

მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებები ფუნდამენტური და ინოვაციურია. იცვლება როგორც გარემო, ასევე აქამდე აპრობირებული სტრატეგიები და მეთოდოლოგიები, რომელიც აქამდე იდეალური და შეუცვლელი ჩანდა.

კონკურენციის ახალი ფაქტორები, კომპანიებს უბიძგებს, შეცვალონ პაექრობის ვექტორი და მუდმივად სიახლის მაძიებლის როლში ამყოფონ როგორც ლიდერები, ასევე მათი მიმდევრები. კონკურენციის მამოძრავებელი აღარ არის პროდუქციისა თუ სერვისის ხარისხი, ეს უკვე ბუნებრივი მოთხოვნაა. სანაცვლოდ, კონკურენცია მიმდინარეობს ფასეული წინადადების შეთავაზების სფეროში.

მენეჯმენტის საერთო ხედვის ჩამოყალიბება კომპანიის განვითარების პერსპექტივების შესახებ, ხელს უწყობს ორგანიზაციას არსებული გამოწვევების დაძლევასა და უნიკალური ბიზნეს მოდელის ჩამოყალიბებაში.

ინოვაციური ბიზნეს მოდელის შექმნა კონკურენტებისგან კომპანიის დიფერენციაციის საუკეთესო გზაა, რომელიც კრიტიკული ფაქტორების ურთირთკავშირის მეშვეობით უზრუნველყოფს გრძელვადიან წარმატებას.

ინოვაციური ბიზნეს მოდელის შექნის ძირითადი ამოცანა სფეროში არსებული დომინანტური ბიზნეს ლოგიკის მითების მსხვრევა, სტატუს-კვოს დარღვევა და ბიზნესის წარმოების ახალი  წესების შემოტანაა ბაზარზე.  ასეთი ტიპის მოდელის გამოყენებით, მსოფლიო სამეწარმეო რუკა  და ლანდშაფტი დრამატულად შეიცვალა, ხოლო კომპანიები, რომლებიც იყენებენ ინოვაციურ ბიზნეს მოდელს, მსოფლიოს წამყვანი კომპანიების ათეულში არიან.

ჯეპრას ინოვატორების გუნდის დახმარებით და ინოვაციური ბიზნეს მოდელის დანერგვით, თქვენ შეძლებთ:

  • საკუთარი ბიზნესის პოტენციალის სრულყოფილად განსაზღვრას და არსებული ფინანსური, მატერიალური და ადამიანურ რესურსების სწორად გადანაწილებას, დამატებითი მოგების მიღების მიზნით;
  • ცვლილებების განხორციელებას დანაკარგების გარეშე;
  • მოქნილი სტრატეგიის მოკლე დროში ფორმულირებას, რომელიც ადაპტირებული იქნება გარემო ფაქტორების ცვლილებებზე;
  • ახალი ფასეული წინადადების შეთავაზებას მომხმარებლისთვის;
  • კონკურენტული უპირატესობის მოპოვებას გრძელვადიან პერსპექტივაში;
  • უცხოურ ბაზრებზე წარმატებულ შესვლას;
  • ბიზნესის ახალი მიმართულებების ჩამოყალიბებას, სადაც თქვენ დააწესებთ თამაშის წესებს, შექმნით ახალ შეფასების სისტემას;
  • პროდუქტების, სერვისებისა და პროექტების სტანდარტიზებული შაბლონების შემუშვებას;
  • გუნდის შეკავშირებას, მათთვის მკაფიო მიზნების და ამოცანების დასახვის და საერთო მიზანში საკუთარი წვლილის განსაზღვრის გზით.
მიწერე კონსულტანტს
მანჩო ონიაშვილს
11@gepra.ge
კრიზისების მართვა

 

თანამედროვე გარემოში, გახსნილ და გლობალური ხასიათის საინფორმაციო სივრცეში, სადაც აზრებისა და იდეების მუდმივი და მრავალფეროვანი გაცვლა ხდება, სადაც არ არსებობს შეზღუდვები და კრიტიკული კონტენტი ხშირია, ყველა ტიპის ორგანიზაცია მოწყვლადია ნეგატიური ინფორმაციის გავრცელების მიმართ, რაც აზიანებს მათ რეპუტაციას და საქმიან იმიჯს.

სხვადასხვა მასშტაბის საკომუნიკაციო კრიზისები ყოველდღიური დღის წესრიგის ნაწილია და ყველას სჭირდება სწორი და გრძელვადიან შედეგზე გათვლილი ანტიკრიზისული კომუნიკაცია.

  • ჩვენ ვთავაზობთ კლიენტებს: კრიზისის სრულ მართვას – პრობლემური საკითხის იდენტიფიკაციიდან დაწყებული, კონკრეტული ანტიკრიზისული გეგმის რეალიზაციითა და მიღებული შედეგების ანალიზით დამთავრებული, რაც ორიენტირებულია რეპუტაციის დაცვასა და გაძლიერებაზე გრძელვადიან პერსპექტივაში.
  • ჩვენ უზრუნველვყოფთ კრიზისული სიტუაციების პრევენციული მექანიზმებისა ფორმირებასა და დანერგვას ჩვენი კლიენტებისთვის, რაც გულისხმობს წინასწარი სტრატეგიების შემუშავებას და პოტენციურად სარისკო საკითხების გარშემო პოზიტიური კომუნიკაციის წარმოებას 

კრიზისების მართვა – პროდუქტები 

  • კრიზისების შეფასება და პროგნოზირება
  • კრიზისების მართვის გაიდლაინი
  • ანტიკრიზისული სტრატეგია
  • კრიზისების პრევენციის გეგმა
  • კრიზისის ზიანის შემცირების მექანიზმები
  • ანტიკრიზისული კამპანიები
მიწერე კონსულტანტს
კახა მაღრაძეს
11@gepra.ge
შიდა კომუნიკაცია

 

ნებისმიერი ორგანიზაციისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გამართული შიდა კომუნიკაცია. ის საჭიროა, როგორც ორგანიზაციის ეფექტიანი ფუნქციობისთვის და  აუცილებელი ინფორმაციის შეუფერხებელი მიმოცვლის უზრუნველყოფისთვის, ასევე ორგანიზაციის თანამშრომლებში ერთიანი ხედვის, გუნდური სულისკვეთების ჩამოყალიბებისთვის.

შიდა კომუნიკაციის მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებისთვის, საქმიანობის საწყის ეტაპზე იწყება ორგანიზაციაში არსებული შიდა კომუნიკაციის პროცესის ანალიზი, ძლიერი მხარეების და ხარვეზების გამოვლენა; ხდება ორგანიზაციის ძირითადი შიდა საკომუნიკაციო მიზნების და ამოცანების განსაზღვრა; ხორციელდება კონკრეტულად ორგანიზაციის საჭიროებებს მორგებული შიდა საკომუნიკაციო სქემის, პლატფორმის და პროცედურების შემუშავება; განისაზღვრება შიდა კომუნიკაციის ეფექტიანობის შეფასების კრიტერიუმები და (საჭიროების შემთხვევაში) კორექტირების მექანიზმი.

ორგანიზაციის ბიზნეს მიზნების და პროცესების გათვალისწინებით, ჩვენი ექსპერტები ეხმარებიან კლიენტებს ეფექტიანი შიდა კომუნიკაციის სისტემის ჩამოყალიბებაში, რისი მეშვეობითაც:

  • თანამშრომლები ინფორმირებულნი არიან ორგანიზაციის შიგნით და მის გარშემო მიმდინარე პროცესებზე; მთავარ სიახლეებსა, მიღწევებსა და გამოწვევებზე;
  • უფრო ეფექტიანად ხდება სამუშაო პროცესის კოორდინაცია;
  • ორგანიზაციის შიგნით, საკომუნიკაციო ბარიერების დაძლევა ხორციელდება;
  • თითოეულ თანამშრომელს აქვს საკუთარი ინიციატივის კოლეგებთან მიტანის საშუალება;
მიწერე კონსულტანტს
გიგა ხარებავას
11@gepra.ge
კორპორაციული კომუნიკაციები

 

კორპორაციული კომუნიკაციები – ეს არის გაერთიანება ყველა იმ საკომუნიკაციო აქტივობის, რაც მოქმედებს კორპორატიული იდენტობის ჩამოყალიბებაზე, მისიის და მთავარი ღირებულებების სწორად წარმოჩენაზე, როგორც ორგანიზაციის შიგნით, ისე გარეთ – დაინტერესებულ მხარეებთან, ინვესტორებთან, მთავარობასთან თუ საზოგადოებასთან ურთიერთობაში.  აქ ყველა გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს ორგანიზაციის მისია და ფილოსოფია და სწორედ ეს გვეხმარება განვსაზღვროთ თქვენი კომპანიის კორპორატიული პოლიტიკა და მისი შესაბამისი კომუნიკაცია.

ტაქტიკა ასეთია:  ჩვენ თქვენთან ერთად ვსწავლობთ ორგანიზაციის მთავარ ღირებულებებს და ვსაზღვრავთ კომპანიის საკომუნიკაციო პოლიტიკას ყველა მიმართულებით – იქნება ეს საზოგადოებასთან ურთიერთობა, სოციალური პასუხისმგებლობა (CSR) , მთავრობასთან  (GR,), თანამშრომლებთან (HR) თუ ინვესტორებთან (IR) ურთიერთობა.

ერთად ვისახავთ მიზანს შიდა და გარე კომუნიკაციების ეფექტიანი წარმართვისთვის და გთავაზობთ შედეგზე ორიენტირებულ ქმედებათა ერთობლიობას, სადაც შიდა და გარე კომუნიკაციების მიმდინარეობა არის თანმიმდევრული – ორგანიზაციის კულტურის, ფილოსოფიის, კორპორატიული იდენტობის სწორი წარმოჩენისთვის.

თანამშრომლები, სთეიქჰოლდერები, კლიენტები, მომწოდებლები – ეს ის ჯგუფებია, რომლებიც თქვენი ბიზნესის მდგრად განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. კორპორატიული კომუნიკაციები სწორედ მათზეა მიმართული.

ჯეპრას ექსპერტთა გუნდი, კონსულტანტები, რომლებსაც მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ მიღებული მსხვილ საერთაშორისო ბიზნეს კომპანიებში, ითვალისწინებენ კორპორატიული კომუნიკაციების საერთაშორისო ტრენდებს, მიდგომას, და პრაქტიკას.

ჯეპრას გუნდი გთავაზობთ:

  • კორპორაციული კომუნიკაციის ტონის განსაზღვრა
  • შიდა კორპორაციული კომუნიკაციების სტრატეგიის განსაზღვრა
  • გარე აუდიტორიასთან კორპორაციული კომუნიკაციის სტრატეგიის განსაზღვრა
  • კორპორაციული საკომუნიკაციო არხების შექმნა
  • შიდა (თანამშრომლებისთვის) კორპორაციული საკომუნიკაციო საშუალებები (გაზეთები, ჟურნალები, ინტრანეტი, საინფორმაციო კედლები, ა.შ.)
  • გარე აუდიტორიისთვის კორპორაციული საკომუნიკაციო საშუალებები (კორპორაციული გაზეთი / ჟურნალი, წლიური ანგარიში, e-mail კომუნიკაცია, ა.შ.)
  • კორპორაციული კომუნიკაციების აქტივობათა გეგმის შემუშავება და განხორციელება
  • თანამშრომელთა ტრენინგები და ვორქშოფები შემდეგ საკითებში: კორპორაციული სტილის / დიზაინის გამოყენება, საკომუნიკაციო ტონი, კომპანიის გზავნილები, კორპორაციული პოლიტიკა, მისია და ღირებულებები, მედიასთან ურთიერთობის კორპორაციული პოლიტიკა და გაიდლაინები, კრიზისული სიტუაციების მართვის პროცესები.
მიწერე კონსულტანტს
თეონა ხმელევსკის
11@gepra.ge
საკომუნიკაციო სტრატეგია

 

საკომუნიკაციო სტრატეგია არის ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის თუ მარკეტინგული კომუნიკაციის ძირითადი საბაზისო დოკუმენტი, რასაც ეყდრნობა სუბიექტის კომუნიკაცია. გაჯერებული საინფორმაციო სივრცის, თუ კონკურენტული ბრძოლის გააქტიურების ფონზე, სტრაგეტიული კომუნიკაციის მნიშვნელობა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაზრდილია, რისთვისაც მნიშვნელოვანია შესაბამისი დოკუმენტის არსებობაც, რომელიც ძირითად ხედვასა და სტრატეგიულ მიზნებთან ერთად, უნდა მოიცავდეს რეკომენდაციებს საზოგადოებასთან ურთიერთობის მართვის გაუმჯობესებისა და კომუნიკაციის სხვადასხვა ინსტრუმენტის უკეთესად გამოყენების კუთხით. საკომუნიკაციო სტრატეგიის დოკუმენტს ეფუძნება ერთ ან რამდენიმეწლიანი სამოქმედო გეგმაც, რომლის მომზადებაც მოცემული მომსახურების შემადგენელი ნაწილია.

„ჯეპრას“ სტრატეგიული დაგეგმვის გუნდის დახმარებით თქვენ შეძლებთ:

  • განახორციელოთ საკომუნიკაციო აუდიტი და შეაფასოთ არსებული მდგომარეობა საზოგადოებასთან ურთიერთობის პრაქტიკის, ასევე ორგანიზაციის ცნობადობისა და რეპუტაციის მაჩვენებლების კუთხით
  • ორგანიზაციის გუნდის წევრების ჩართულობით, გამოავლინოთ ორგანიზაციის ძლიერი და სუსტი მხარეები, შესაძლებლობები და საფრთხეები; შეიმუშაოთ გრძელვადიანი ხედვა და განსაზღვროთ მისია;
  • განსაზღვროთ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სამიზნე აუდიტორიასთან კომუნიკაციის გრძელვადიანი ხედვა, დაისახოთ კონკრეტული და გაზომვადი მიზნები და ამოცანები, რომელიც დაგეხმარებათ მისიის შესრულებასა და ხედვის რეალიზებაში
  • შეიმუშაოთ დეტალური სამოქმედო გეგმა და განსაზღვროთ თითოეული აქტივობის შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები
  • განსაზღვროთ საკომუნიკაციო სტრატეგიის შესრულების მონიტორინგის და შეფასების პერიოდულობა და კრიტერიუმები
მიწერე კონსულტანტს
კახა მაღრაძეს
11@gepra.ge
გარე პრესსამსახური

 

მედიასთან ურთიერთობა, კონტენტის შექმნა და მონიტორინგი მნიშვნელოვანია როგორც ნებისმიერი ორგანიზაციისთვის, ისე სხვადასხვა პროექტის მართვის დროს. თითოეული გადაწყვეტილება უნდა იყოს სწორად გათვლილი და შედეგზე ორიენტირებული.  ამ ტიპის საქმიანობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კრიზისულ სიტუაციებში. ხშირად, ამ პროცესის მართვისთვის ერთი ადამიანი არ არის საკმარისი და საჭიროა სამუშაო ჯგუფი.

გარე პრესსამსახურის ფარგლებში, ჩვენი კლიენტები მიიღებენ შემდეგ მომსახურებას:

ინფორმაციულ-ანალიტიკური მასალების, წერილობითი განცხადებების, პრესრელიზების მომზადება და გავრცელება. ასევე,  მედიის მოთხოვნით, საჭირო ინფორმაციის მიწოდება (კლიენტებთან გარე პრესსამსახურის შუამავლობით);

გარე პრესსამსახურის გუნდის მიერ მედიის მიმოხილვისა და მონიტორინგის ანგარიშის მომზადება;

პრესკონფერენციების, ბრიფინგების, მედია სემინარების, პრეს ლანჩების, ტრენინგების ორგანიზება;

მედიისთვის ორგანიზაციის/კლიენტის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;

შიდა კორპორატიული გამოცემები კლიენტებისთვის: კორპორატიული ჟურნალები, ბროშურები, საინფორმაციო სტენდი;

ორგანიზაციის/კლიენტის ვებ-გვერდის საინფორმაციო მხარდაჭერა: სიახლეები, პრეს-რელიზები, განცხადებები, სტატიები, ანგარიშები, ფოტო მასალა.

  • პრესრელიზის/ანონსების მომზადება და დისტრიბუცია
  • პრესკიტის მომზადება და დისტრიბუცია
  • სპიკერების/რესპონდენტების შერჩევა; სფიჩის მომზადება
  • მედია კონტენტის შექმნა (მაგ: ნიუსი, სტატია, სიუჟეტის სცენარი)
  • მედია პროდუქტის შერჩევა განთავსებისთვის
  • რეიტინგები, ტირაჟი, წვდომა აუდიტორიაზე - ბაზის შექმნა
  • მედიებთან მოლაპარაკება
  • გაშუქება (ინტერვიუების ინიცირება/სიახლეების გაშუქება)
  • მედია განთავსების დაგეგმვა და ხარისხის კონტროლი
  • პრესკონფერენციების/ბრიფინგების დაგეგმვა/მართვა
  • მედია სემინარების/მედია ტურების დაგეგმვა/მართვა
  • მედია კონკურსების დაგეგმვა/მართვა
  • მედია ანგარიშის მომზადება
  • მედიაბაზის მომზადება
  • მედიამონიტორინგი
  • მედიაში შექმნილი კრიზის მართვა

 

 

მიწერე კონსულტანტს
ნინი მეტრეველს
11@gepra.ge
კონტენტის მართვა

 

წარმოუდგენელი სტრესია პანდემიით გამოწვეული რეჟიმი კომპანიებისთვის. ფორს მაჟორსა და კრიზისის მართვის პროცესში თითოეულ სიტყვას და გზავნილს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. COVID-19 -ის რეჟიმში ნიშანდობლივია სისწრაფეც, რაც განსაზღვრავს ამ პროცესში კომპანიების ოპერირების ეფექტურობას.

რესურსები, რითაც ორგანიზაციები იმართებოდნენ, აღარ არის საკმარისი კონტენტის მართებულად განსაზღვრისა თუ წარმოებისთვის პანდემიის პირობებში.

ქოფირაითინგი, სწორი გზავნილების მომზადება,  სპეციალური წერილების თუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წესების ნათლად წარმოჩენა, კონტენტის ვიზუალიზაცია კრეატიული გადაწყვეტილებებით და თვალსაჩინო ინფოგრაფიკებით,  მოკლე შეტყობინენებების სისტემა თუ სხვა - ეს ყველაფერი კონტენტ მენეჯმენტის მხოლოდ ნაწაილია, რადგან სერვისი მოიცავს ყველაფერს, რაც კავშირშია ნებისმიერი შინაარსის თვალსაჩინოთ და სწრაფად წარმოჩენასთან.

მიწერე კონსულტანტს
ნუცა სუბელიანს
info@gepra.ge
H&S კომუნიკაცია

 

COVID-19 მა სრულიად შეცვალა არა მხოლოდ ბიზნესის, არამედ საჯარო სექტორის ყოველდღიური საზრუნავი და რუტინა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მერ დადგენილი წესები,  ეროვნულ დონეზე მიმდინარე პრცესები- ყველაფერი ცვალებადია, რაც განსაკუთრებულ რესურსებს მოითხოვს კომპანიების ადაპტირებისთვის.

H&S კომუნიკაცია მოიცავს სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით თანამშრომლებთან, სთეიქჰოლდერებთან და კონტრაქტორებთან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილი წესების ეფექტურად კომუნიკაციას ამ წესების წარმატებით დანერგვისთვის.

მნიშვნელოვანია მიზნობრივი ჯგუფების ჩართულობის გაზრდის კამპანიები არსებული ცვლილებების და წესების მიმღებლობისთვის, სადაც სწორი მესიჯ ბოქსის და შესაბამისის ვიზუალიზაციის გამოყენებით ვაღწევთ სასურველ შედეგს.

მიწერე კონსულტანტს
ნუცა სუბელიანს
info@gepra.ge

გთხოვთ მიიღოთ მონაწილეობა გამოკითხვაში

დაგვიკავშირდით
ელ-ფოსტის გაგზავნა