29 მაისს, „სიდას“ ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა - „ბიზნესისა და კერძო სექტორის როლი დანაშაულის პრევენციაში,“ რომელსაც კორპორაციული პასუხისმგებლობის (CSR) კლუბის წევრები, ბიზნეს ორგანიზაციებისა და მართლმსაჯულების სექტორში მომუშავე საჯარო უწყებების წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ბიზნეს სექტორის როლსა და მნიშვნელობაზე დანაშაულის პრევენციის პროცესებში. შეხვედრაზე გაიმართა დასაქმების ბაზრის კვლევის შედეგების პრეზენტაცია, საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილებების გაზიარება და პრაქტიკული მაგალითების განხილვა.