31 მაისს “ჯეპრას” შეხვედრების სივრცეში გაიმართა სამუშაო შეხვედრა საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის მენეჯმენტთან და წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან, რომელზეც „ჯეპრას“ კონსულტანტებმა წარადგინეს ასოციაციის საჭიროებათა კვლევის ანგარიში და იმსჯელეს სამომავლო გეგმებზე.

პროექტი ხორციელდება ბიზნეს ასოციაციების განვითარების პროგრამის ფარგლებში.

ბიზნეს ასოციაციების განვითარების პროგრამა დაფინანსებულია USAID პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G) მიერ.

ნამუშევრები

  • სატესტო ნამუშევარი

     

  • სატესტო ნამუშევარი (2)

     

  • სატესტო ნამუშევარი (3)

     

ამბები

სიახლე
ბლოგი
ღონისძიებები
  • თინათინ სამყურაშვილი ძუძუს კიბოს საინფორმაციო კამპანიის შესახებ
  • თინათინ სამყურაშვილი ძუძუს კიბოს საინფორმაციო კამპანიის შესახებ

     

    ჯეპრა „ევროპა დონა საქართველოსთან“ ერთად ძუძუს კიბოს საინფორმაციო კამპანიას „სამიზნე სიცოცხლისთვის“ 2015 წლიდან ვახორციელებთ, რომელიც დასაწყისიდან დღემდე პაციენტების მხარდაჭერისა და დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ არის მიმართული. კამპანიის ფარგლებში, არაერთი მოკლე თუ გრძელვადიანი მიზანი დავისახეთ და მნიშვნელოვან წარმატებებსაც მივაღწიეთ:
     
    ☑ 2016 წელს ამოქმედდა თანადაფინანსების პროგრამა პირველადი ძუძუს კიბოს პირველი, მეორე და მესამე სტადიის პაციენტთათვის, თბილისსა და რეგიონებში
    ☑ 2017 წლიდან დამიზნებითი თერაპია ხელმისაწვდომი გახდა ძუძუს მეტასტაზური კიბოთი დაავადებული პაციენტებისთვის, თბილისის მასშტაბით
    ☑ 2018 წლიდან აჭარის რეგიონმა დაიწყო მეტასტაზური პაციენტების თარგეთული პრეპარატებით მკურნალობა
    ☑ 2019 წლიდან, ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროექტი კიდევ გაფართოვდა და დამიზნებით თერაპიაზე გაიზარდა ხელმისაწვდომობა რეგიონებში მცხოვრები მეტასტაზური ძუძუს კიბოს მქონე პაციენტებისთვისაც.
    "შედეგები ძალიან კარგია, თუმცა, ონკოლოგიური პაციენტების მართვაში გამოწვევები კვლავ არსებობს და ძირითადად არათანაბარ ხელმისაწვდომობაში გამოიხატება. ძუძუს კიბოს მქონე პაციენტების შემთხვევაში, უთანასწორობა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით გვხვდება. მაგალითად, რა სერვისებიც დედაქალაქში მცხოვრები პაციენტებისთვის არის მისაწვდომი, არასრულად, ან საერთოდ არ უფინანსდებათ რეგიონების ქალებს, რაც მარტივად რომ ვთქვათ, დისკრიმინაციაა, აცხადებს ჯეპრას უფროსი კონსულტანტი, თინათინ სამყურაშვილი".
     
    კამპანიის მთავარი არსიც ეს არის: ერთსა და იმავე ქვეყანაში, ერთი და იგივე დიაგნოზის მქონე ადამიანებს მკურნალობაზე საერთო მიდგომა არის შესამუშავებელი. აქტივობებში აქტიურად არიან ჩართულები თავად პაციენტები, როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან და დღეს, მათი მთავარი გზავნილი შემდეგია: #ნუგანგვასხვავებთ, რადგან ჩვენ არ განვსხვავდებით ერთმანეთისგან.
     
     
  • 28 ივნისს პანელური დისკუსია „ატომური ჩვევები - მცირე ცვლილებებით საოცარი შედეგებისკენ“ გაიმართება
  • 28 ივნისს პანელური დისკუსია „ატომური ჩვევები - მცირე ცვლილებებით საოცარი შედეგებისკენ“ გაიმართება

     

    28 ივნისს ფაბრიკაში ჩატარდება „ლურჯი ოკეანის“ პანელური დისკუსია, რომლის თემაც არის კარგი ჩვევების გამომუშავება და ცუდი ჩვევებისგან გათავისუფლება. დისკუსიის სპიკერები იქნებიან: „ჯეპრას“ უფროსი კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი, „პაშა ბანკის“ აღმასრულებელი დირექტორი ნიკოლოზ შურღაია, საერთაშორისო აკადემია „ლოგოსის“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჩავლეიშვილი და „ლობს ქოუჩინგის“ დამფუძნებელი, ქოუჩი კახი ლობჟანიძე. ისინი მონაწილეებს ჯეიმს ქლიერის წიგნზე „ატომური ჩვევები“ ესაუბრებიან და ამავდროულად, გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, თუ როგორ დაძლიეს მავნე ჩვევები და როგორ მიაღწიეს დიდ მიზნებს პატარა ნაბიჯებით.

    გაინტერესებთ, როგორ აყალიბებს ჩვევები თქვენს იდენტობას (ან იქნებ პირიქით)? რომელი უფრო მნიშვნელოვანია სასურველი შედეგების მისაღწევად: თვითდისციპლინა, მოტივაცია თუ გარემო? იქნებ თქვენზე ამბობენ, რომ ძალიან ნიჭიერი ხართ, მაგრამ ზარმაცი - გაინტერესებთ, გაიგოთ სიმართლე ნიჭის შესახებ? - სწორედ ამ კითხვებზე პასუხის მიღებაში დაგეხმარებათ ჯეიმს ქლიერის წიგნი და პანელური დისკუსია.

    სოსო გალუმაშვილი, „ჯეპრას“ უფროსი კონსულტანტი: „შეხვედრაზე მოსული ადამიანები წიგნში მოცემული მეთოდოლოგიის გამოყენებას ისწავლიან. სპიკერები არამხოლოდ მოვყვებით ამონარიდებს და პრაქტიკულ რჩევებს წიგნიდან, არამედ მათ გავუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას, თუ როგორ გამოვიყენეთ ის ცხოვრებაში და მცირე ცვლილებებით როგორ მივაღწიეთ დიდ შედეგს. „ატომური ჩვევები“ სახელმძღვანელოა მათთვის, ვინც აქამდე უშედეგოდ ცდილობდა ცუდი ჩვევებისგან გათავისუფლებას. მეგზურია მათთვის, ვისაც ახალი ჩვევების ჩამოყალიბებისთვის აქამდე საკმარისი ცოდნა და მოტივაცია არ ჰქონდა. გზამკვლევია მათთვის, ვინც მეგობრებსა თუ კოლეგებს, შვილებსა თუ ახლობლებს სწორი რჩევებით ეხმარება.“

    ნიკოლოზ შურღაიაპაშა ბანკის აღმასრულებელი დირექტორივიდეობლოგი წიგნებზე ავტორი: „ადვილია გავაცდინოთ ვარჯიში, ფულის ხარჯვა ბიუჯეტს გადავაჭარბოთ მცირედ, ან პროექტი დავაგვიანოთ. შესაძლოა, თითოეულმა ამ გადახვევამ არ გვაქციოს სუსტად, ღარიბად ან უმუშევრად. ასევე პირიქით, რამდენიმე დღე ვარჯიში არ გვაქცევს სპორტსმენად, ერთხელ დაზოგვა არ გაგვხდის მილიონერად და ვადაში გაკეთებული ერთი პროექტი არ შექმნის ჩვენი წარმატების ისტორიას. ამავე დროს, თუ ყოველდღე 1%-ით გავაუმჯობესებთ რაიმეს, ის 37-ჯერ გაიზრდება წლის მანძილზე. თუ ყოველდღე 1%-ით შევამცირებთ რაიმეს, ის თითქმის გაქრება! სწორედ ამას ეხება წიგნი, რომლის გარშემოც ძალიან საინტერესო პანელური დისკუსია იგეგმება.“

    „ატომური ჩვევების“ რევოლუციური სისტემა გასწავლით, როგორ გახდეთ ყოველდღე 1%-ით უკეთესი. პატარა ცვლილებებს თქვენი კარიერის, ურთიერთობებისა და ცხოვრების გარდაქმნა შეუძლია.

    პანელური დისკუსია 28 ივნისს 19:00 საათზე გაიმართება. დასასწრები ბილეთის შესაძენად ეწვიეთ ბმულს. სტუდენტებისთვის მოქმედებს 35%-იანი ფასდაკლება. პრომო კოდის მისაღებად გადადით „ლურჯი ოკეანის“ გვერდზე.

  • გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მორიგი ღონისძიება გაიმართა
  • გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მორიგი ღონისძიება გაიმართა

     

    29 მაისს, გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მორიგი ღონისძიება გაიმართა.
     
    ღონისძიება გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტთა ორგანიზაციის, „მს საქართველო“ ეგიდით განხორციელდა და მიზნად ისახავდა სახელმწიფოსთვის შეხსენებას, რომ რეგიონში მცხოვრები პაციენტები კვლავ მკურნალობის დაფინანსების მოლოდინში არიან.

კორპორაციული პასუხისმგებლობა