20-22 მაისს, კოალიციის „ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენლები კამპანიის „ძალა ევროპაშია“ მხარდამჭერებთან და საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებთან ერთად კახეთის რეგიონს ესტუმრებიან.
ტურის მიზანია, მოსახლეობას მეტი ინფორმაცია მიეწოდოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის დადებით მხარეებზე, ასევე, რუსული პროპაგანდის გავლენებზე.
შეხვედრა ჩატარდება ღია დისკუსიის ფორმატში და სტუდენტებს საშუალება ექნებათ, მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვან კოალიციის წევრებსა და მათ მხარდამჭერებს. კამპანიის ფარგლებში, ევროტურები დაგეგმილია საქართველოს სხვა რეგიონებშიც.