10 მაისს, IDS ბორჯომი საქართველოს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის - #ბორჯომიბუნებისგულშემატკივარი, ფარგლებში გარემოსდაცვით საკითხებზე მედიასემინარი გაიმართა.
კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნიცა ჩოლოყაშვილმა ჟურნალისტებს გააცნო ბორჯომის ტყის აღდგენის კამპანიის რვა წლიანი შედეგები, რომელიც 2011 წლიდან ხორციელდება. ამ ხნის განმავლობაში მოხერხდა 3 ჰექტარი ტყის აღდგენა და დაირგო 8700 ნერგი.