13 ოქტომბერს კომპანია არსის გალერეაში გაიმართა გამოფენა-აქცია "მუცო 2004 - ექსპედიციის კვალდაკვალ". კომპანია "არსისა" და TBC- ბანკის ერთობლივი პროექტის "ქართული სახლი-მუცოს" ფარგლებში 4–24 აგვისტოს მოეწყო ექსპედიცია პირიქითა ხევსურეთის ციხე-სიმაგრე მუცოში. ექსპედიციის მიზანი იყო კომპლექსის რესტავრაციისათვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოების შეფასება. ჩატარდა აზომვითი სამუშაოები და დოკუმენტარულად დაფიქსირდა (ნახაზები, ფოტოები, ვიდეომასალა) მუცოს დღევანდელი მდგომარეობა. არქიტექტურული ექსპედიციის პარალელურად მუცოში ჟურნალისტების 30-კაციანი ექსპედიციაც სტუმრობდა.
გამოფენაზე ჟურნალისტებმა საკუთარი ფოტო და ვიდეო ექსპოზიციებიც წარმოადგინეს. გამოფენა–აქციაზე განხილული იქნა ჩატარებული საქმიანობის შედეგები და სამომავლო გეგმები. საინფორმაციო უზრუნველყოფა - საკონსულტაციო ჯგუფი "ჯეპრა".
http://www.georgianhouse.ge