კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს ინიციატივით, ბორჯომში, პლატოს ტერიტორიაზე 2500 ნერგი დაირგო. აქციის მიზანს ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე ტყის საფარის აღდგენა-განახლება წარმოადგენს.
პროექტში „ბორჯომი“ უკვე მერვე წელია ჩართულია. დღემდე კამპანიის #ბორჯომიბუნებისგულშემატკივარი ეგიდით 3 ჰექტარ მიწის ფართობზე 8700 ნერგია დარგული. „ბორჯომის“ მიზანია აღადგინოს ტყის საფარი ბორჯომში და ასევე, აქტიურად ჩართოს საზოგადოების წევრები ტყის აღდგენის პროცესში.